ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ,შუაღამე იწვის,დნება..ვფიქრობ რა უფრო გაინტერესებს ფაიფურის ანგელოზი რატომ მქვია თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ?
ჩემში სიკეთის და ბოროტის ორივე საწყისი იმდენად ერთი დოზით არის,რომ მხოლოდ საუკეთსო მეგობრებმა იციან რას წარმოვადგენ…
სხვებისთვის გაურკვეველია როგორ შემიძლია ერთდროულად ვიყო ცუდიც და კარგიც.მიზნის მისაღწევად ვიბრძვი ბოლომდე შედეგების მიუხედავად,შეიძლება გზაზე შემხვედრი დაუფიქრებლად შემომემსხვრეს,მერე კი ძალიან მწარედ ვინანო და განვიცადო ჩემი საქციელი.თუმცა ეს იშვიათად ხდება,რადგან ყველაფერი ადვილად მბეზრდება,ბევრი საქმე მიმიტოვებია შუა გზაზე იმის იმედით,რომ სულ მალე მივუბრუნდები,მაგრამ სანამ ამას ვიზამ ჯერ საკუთარ თავთან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვო.
მანამდე კი იმდენად კარგად ვფლობ ემოციებს,სახეზე ვერაფერს ვერ შემატყობთ.ვერასოდეს ვერ გააპატიებთ ტყუილს, აფერისტობას და პირფერობას,თუ ნამდვილად გაინტერესებთ რას წარმოადგენთ ან რჩევის მიღება გსურთ მკითხეთ,სიმართლეს მოურიდებლად ვამბობ,ძალიან იშვიათად კომპლიმენტს,ძირითადად ყველგან და ყველაფერში ვხედავ ნაკლს.სიმართლის პირში თქმა ბევრს არ უყვარს და სწორედ ამიტომ ბევრჯერ მტკენია გული,როცა მივმხვდარვარ რომ ჩემი სიმართლე სხვანაირად გაიგეს.
ვგრძნობ როგორ იბზარება გული,ჩემი ფაიფურის ანგელოზი გული..
მაგრამ ძლიერი ნებისყოფა მაქვს,საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მკვდრეთით აღმსდგარი ფენიქსივით კვლავ ვაგრძელებ სიცოცხლეს,ახალ ეტაპზე უკვე შეცვლილი და უფრო გაძლიერებული.
ფაიფურის ანგელოზი არასოდეს არ დაიმსხვრევა.
პ.ს. შემდეგში უფრო მეტს დავწერ საკუთარ თავზე.



პირველი კომენტარი
ეს ერთი და სხვა მრავალი
მადლობა)
წარმატებები
მოლი)
მიხარია კიდევ ერთი ახალი ბლოგერი:)
კიდევ უფრო მიხარია რომ შენი ნაფეხურები ჩემს ბლოგზეც დატოვე:)
წარმატებები!
საინტერესო იყო.მადლობა)
wow არაჩვეულებრივი გამოსვლა იყო, ძალიან მომეწონე და ხშირად შემოგირბენ ხოლმე…და კიდევ უფრო იმიტომ მომწონხარ რო სიმართლის თქმა გიყვარს, ეგ არაჩვეულებრივია. წარმატებებიიიიიიი
მადლობა,მესიამოვნა შენი კომპლიმენტი.ყოველთვის გამიხარდება შენი სტუმრობა.
აი, იცი, რა წარმოიდგინე, ასეთი სიმართლე და ასეთი 100%-ანობა შენთვის არავის არ უთქვამს, დამიჯერე არავის, რადგან, აბსოლუტურად ის ხარ, რაც მე ვარ.. საოცრად ერთნაირები ვართ.
გეფიცები ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს ზუსტად ის თვისებები ჩამოთვალე და ზოგადად ისე დაახასიათე საკუთარი თავი, დარწმუნებული ვიყავი ლამის, რომ ჩემ თავზე ვკითხულობდი.
ყველა ცალკეული ადამიანი უნიკალურია,ხომ იცი) მაგრამ თუ შენ ჩემში მსგავსება დაინახე ეს იმას ნიშნავს რომ ჩაწვდი ჩემს შინაგანს. გადასარევია.
ყველა ადამიანშია ბოროტის და კეთილის საწყისი : )) მეც ვარ ბოროტი და კეთილიც… საყვარელიც და საძაგელიც და ასე შემდეგ : )))))))
შენ უნდა ჯერ დაწვა საკუთარი თავი საკუთარ ცეცხლში: აბა რანაირად მოინდომებდი განახლებას, თუ მანამდე ფერფლად არ გადიქცეოდი! დიახ ასე იტყოდა ზარატუსტრა : )))))
მაგრამ ყველას არ აქვს ეს საწყისები ერთი დოზით.დუალიზმის ფსიქოლოგიაა ამაში.
მორიელი ხარ?
მორიელები იბუგავენ თავს,რომ შემდეგ ფენიქსივით აღსდგნენ მკვდრეთით და ახალი ცხოვრება დაიწყონ.
პ.ს.
ლუის როიოს ეს ნახატი ძალიან მიყვარს ^^
მე კიდევ შენი ავატარი.