ჯერ ერთი თეგ–თამაშის პოსტი არ მქონდა დაწერილი რომ მეორედ დავითაგე,ეხლა უკვე Danny Brown–ის მიერ.
ფილოსოფიის ხასიათზე ვარ და მგონი პოსტიც ასეთი გამომივა,მაგრამ არაუშავს თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ არ დამილაიქოთ უფროსწორედ არ დატოვოთ თქვენი ხელმოწერა როგორც მოლლი ამბობს და მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლოთ,მივხვდები.
მაშ ასე,როგორც არქიტექტორ–დიზაინერმა ვიცი რომ ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურად განწყობისთვის.არსებობს ფერის ფსიქოლოგია რომელიც იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე.
ალბათ ყველამ ვიცით რომ წითელი ვნებისა და სიყვარულის სიმბოლოა,თეთრი სიწმინდის და სინაზის და ზოგან გლოვის,შავი მისტიკის,ყვთელი ენერგიის,მწვანე სიცოცხლის,ყავისფერი ნაყოფიერების და ა.შ.. აღარ მოვყვები თუ რომელ ფერს რა დატვირთვა აქვს ინტერიერის დიზაინში,ტანსაცმელში და სუფრის გარფორმებაში,რადგან თემა სულ სხვაგან წავა.
ჩამაფიქრა ამ თემამ,რა სიმბოლოების ფერებს ვიყენებ სამოსში და პროექტირებაში?რა ფერებით ვმართავ ჩემ ცხოვრებას? საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მელნისფერი ლურჯი,ვგიჟდებოდი ჩემ ნამდვილ ლევისებზე და ალბათ ამ ფერის სიყვარული იქიდან გამომყვა.ვინაიდან ლურჯი სტაბილურობისა და ნდობის აღმძვრელი ფერია,შესაბამისად ალბათ ამიტომაც დავრჩი ჯინსებში ლევისის ერთგული და ეხლაც ხშირად ვიყენებ ამ ფერს.ალბათ მეგობრებისთვისაც ლურჯი ფერის დამსახურებით ვარ ყველაზე სტაბილური და ერთგული პიროვნება))
ცოტა რომ წამოვიზარდე თეთრ ფერზე გადავირიე,მაშინ ისეთი მიამიტი ვიყავი რომ დღესაც ნერვები მეშლება ამის გახსენებაზე.თუმცა მიუხედავად იმისა რომ გავიზარდე და ცხოვრებამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი,დღემდე ვგრძნობ სურვილს ადამიანებთან ურთიერთობაში ვიყო სუფთა და გამჭირვალე,რაც მგონი რომ ხანდახან გამომდის)
წითელი ფერის ხშირად გამოყენება უკვე იმ ასაკში დავიწყე როცა საპირისპირო სქესთან მიმართულებაში სხვანაირად ჩამომიყალიბდა აზროვნება.იყო სიყვარული და მოულოდნელი უბედურებით საყვარელი ადამიანის დაკარგვა,რის შემდეგაც ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი გახდა,რაც ხაზს უსვამდა ჩემს მოწყენილობას, პესიმიზმს მომავლისადმი.
დრო გავიდა უკან მოვიტოვე ის წლები,თინეიჯერობის ასაკიდან გამოვედი,ვარდისფერი სათვალეები მოვიხსენი,ეტაპობრივად დავძლიე მოწყენილობა,პესიმიზმი,შვება ჩემს საყვარელ საქმეში ვიპოვე,ცხოვრებას ვიხალისებდი და შესაბამისად ვცდილობდი ინტერიერის პროქტირებისას არ გამომეყენებინა ის ფერები რაც ჩემს განწყობაზე ცუდად მოქმედებდა.
და დღეს როცა უკვე აღმოვაჩინე რომ ჩემი ცხოვრების განვლილი ეტაპები შესაბამისი ფერებით ყოფილა შეფერადებულ–აღრიცხული,მივხვდი რომ ამჯერად გარდამავლ ეტაპზე ვარ,იმიტომ რომ საოცრად ვარ ჩაციკლული ყვითელ ფერზე და საერთოდ ღია ფერებზე,ყველა ის ფერი რაც დღევანდელობაში მომწონს ბლოგის ფონზე და ჰეადერზე ჩანს.
კი ამბობენ ყვითელი ფერი შუქნიშანში იმიტომ არის გამოყენებული რომ შორიდან ყველაზე ადვილად გარჩეევადი ფერია და შესაბამისად ყურადღების მისაქცევად იყენებენო,მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ადამიანში ამ ფერის სიყვარულს ძლიერი ენერგეტიკული ბალანსი,სითბოს გაცემის სურვილი და ოპტიმიზმი მოაქვს.
ჩემი ცხოვრების ეტაპის ყვითელი საფეხურიდან გთაგავთ Molly Bloom,Gio Cdispireli, რა როლი უჭირავთ ფერებს თქვენს ცხოვრებაში?



ჩემი ხელმოწერა აუცილებლად გექნება
მადლობა რომ გაგახსენდი. თუ მოვახერხე დავწერ.
Zalian kargad gamogivida postis gaSla.
mSvenivrad daiwye. მესიამოვნა, ფსიქოლოგიაზეც რომ ილარაკაესავით.
არ შევმცდარვარ. ფერების მიხედვით, ადამიანის ხასიათზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ^^
მადლობა რომ მოგეწონა,თუმცა ხელმოწერა არ დაგიტოვებია.
კი ნამდვილად შეიძლება ფერების მიხედვით ადამიანების ხასიათის და ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა)
ხელმოწერას ვერ ვტოვებ, რადგან მე ბლოგსპოტის მომხმარებელი ვარ.
იქნებ, შენც დაგეყენებინა ჶეისბუქის ლაიქები? ^^
me mainc ver gamovicani vin xar da
kitxvebis korianteli dadga tavshi
იისფერი, წითელი, მწვანე, ნაცრისფერი, შავი, ცისფერი…. ფერი, ფერი… მაგრამ რავი… ის ფერი არა და ვერა ბევრი, ბევრი წელია უკვე))) პოსტიშესანიშნავია… სხვა ყველა ფერში გეთანმები)) ****