სათაური და ფოტო გეცნობათ არა? მიუხედავად იმისა რომ ფილმი 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა,მე ის თავიდან ბოლომდე წელს,10 წლის შემდეგ ვნახე,ისიც იმიტომ რომ ფილმზე ერთი კონკრეტული აზრი არავის გააჩნია.თითქოს რეჟისორის Charles Leavitt-ის ჩანაფიქრია-ფინალი მაყურებელის არჩევანზე მიმინდვიაო და პრინციპში სწორედ ამიტომ არ ღირს დავა და კამათი მაგრამ…
ფილმი Gene Brewer-ს ნოველის ეკრანიზაციაა,რომელიც მოგვითხრობს ადამიანზე რომელიც ფსიქიატრულ კლინიკაში მკურნალობს და თავს შორეულ პლანეტა K-PAX-იდან მოსულად აცხადებს. მისი პირადი ექიმი დოქტორი მარკ პოველი კი ცდილობს დაეხმაროს პაციენტს და აუხსნას რომ იგი ჩვეულებრივი დედამიწელი ადამიანია,რომელმაც წარსულში მძიმე ტრამვა გადაიტანა და არა უცხოპლანეტელი სახელად პროტი.
პროტი კი ჯიუტად ამტკიცებს რომ პლანეტა კეი-პაქსიდან სინათლის სხივს ჩამოყვა და ფილმის იდეაც ის არის რომ მაყურებელმა დაიჯეროს მისი როგორც ადამიანის მხსნელის არსებობა,ფილმი იუმორითა და ორაზროვანი ტექსტებითაა გაჯერებული, მაგალითისთვის ასტრონომებთან საუბრის სცენაც გამოდგება სადაც პროტი სრული სერიოზულობით ამბობს: “მე უკვე მოვედი”,სინათლის სხივის სიჩქარით მას მართლაც შეეძლო თვალისდახამხამებაში დაეფარა დედამიწიდან კეი-პაქსამდე არსებული მანძილი.ძაღლთან საუბრის მომენტი ბავშვებს რომ ეუბნება: “მას უნდა რომ მის ნივთებს არ შეეხონ”,ხედავთ? ძაღლიც კი ითხოვს საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებებს)) ჩანს რომ პროტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სულიერად დაავადებული გიჟებისგან,კლინიკაშიც კი სჯერათ მისი,საერთოდ როგორც ხდება მაგრამ ბოლო დიალოგი დოქტორ მარკთან სპეისის საიმიჯო ღიმილით: ” მე ადამიანი არ ვარ”. “როდესაც პორტერს იპოვით,იზრუნეთ მასსზე” და სინანულით ემშვიდობება,გრძნობ ვეღარასოდეს ნახავს დოქტორს მაინც ტოვებს იმის შთაბეჭდილებას რომ იგი ნამდვილად უცხოა და მიდის.
მთელი დღე მე და ჩემი მეგობარი ვკამათობთ,იგი ამბობს რომ პროტი უბრალოდ გიჟია და სულიერად დაავადებული ადამიანისთვის დამახასიათებელი თავდაცვის და უბედურების დავიწყების ერთერთი გზა აქვს არჩეული- ვითომ სხვა არის,რომელსაც ბოლოს თავის ნამდვილ სახელს ეუბნებიან, შესაბამისად მომენტალურად გამოდის ილუზიებიდან და ბრუნდება თავის თავში.რასაც მე არაფრისდიდებით არ ვეთანხმები ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და კიდევ ერთი,ფილმის ბოლოს პროტი დოქტორ მარკს სრულიად საღი აზროვნების ადამიანისთვის დამახასიათებელ სიტყვებს ეუბნება: ” როდესაც დაიჯერებ რომ კეი-პაქსიდან ვარ და ადამიანი არ ვარ,სწორედ მაშინ შევძლებ შენთვის ამის დამტკიცებას.”
და მაინც თქვენთვისაც ჩვეულებრივი ადამიანია და ფსიქიატრული კლინიკის პაციენტისთვის დამახასიათებელი ილუზიები გააჩნია? მგონი ფილმში ნათლად ჩანს რომ კევინ სპეისის გმირი,რომელსაც წარსულში დიდი ტრაგედია შეემთხვა იმდენად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა,რომ არ შეეძლო სამყაროზე ცოდნოდა ის რაც მხოლოდ ერთეულმა ასტრონომებმა იცოდნენ.
ასეა თუ ისეა,ვნახე ფილმი და დავრწმუნდი რომ ფილმს ერთი კონკრეტული ახსნა არ აქვს,თუმცა მე მაინც მიმაჩნია რომ პროტი პორტერის სხეულში დროებით ჩასახლებული უცხოპლანეტელია, მხსნელი რომელმაც ტრამვაგადატანილ, გაუბედურებულ, ფსიქიკურად შერყეულ,მარტოდ დარჩენილ ადამიანს პატრონი მოუძებნა დოქტორ მარკის სახით.არასოდეს არ მომწონდა ეს მსახიობი და ამ ფილმით ჩემი სიმპატია დაიმსახურა,ნათლად ჩანს მისი სამსახიობო ოსტატობა,ფილმის ბოლოს აბსულუტურად უუნარო ადამიანის როლს ძალიან სახასიათოდ და მეტყველად ასრულებს.
ფილმის საუნდტრეკიც მომეწონა და თქვენც გიზიარებთ.
ახლა წავალ და არ გაგიკვირდეთ და კევინ სპეისის “ამერიკულ სილამაზეს” გადმოვწერ,არც ეს ფილმი იწვევდა ჩემ ინტერესს,მაგრამ როგორც ჩანს კეი-პაქსის ბინადარმა დამარწმუნა რომ ყურებად ნამდვილად ღირს.
პ.ს. მანამდე კი იქნებ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ფილმის შესახებ?)



არ მინახავს ეს ფილმი
რევიუთი გარკვეული აზრი კი შევიქმენი, მაგრამ მაინც ჩემით მინდა, ვნახო. ისე, თუ სურვილზე მიდგა საქმე, მირჩევნია, ჰუმანოიდი იყოს.. ასე ბევრად საინტერესო იქნება.
ნახე რა და აუცილებლად მოდი მერე და გამიზიარე შენი აზრი.
მე ნანახი მაქვს ეს ფილმი, მართლა საგონებელში გაგდებს,ვერ იგებ რა მოხდა, როცა გაუჩინარდა, მაგრამ ბოლოს რომ ასე უმწეო წევს, თთვლი, რომ ჩვეულებრივი ადამიანია.მართლაც ის აზრი მრჩება, რომ თითქოს მისი სხეულით მართლაც სარგებლობდა უცხოპლანეტელი(სხვა ვერაფრით ვხსნი მეც იმ გალაქტიკს ცოდნას რითიც მეცნიერებიც გააკვირვა).ისე, დიდი ტრაგედია გადატანილი ადამიანია,მისი საქციელი თავის თავისგან გაქცევას გავს.
მაგრამ მაინც კითხვის ნიშანს ტოვებს ფილმი.
ხოო მგონი რეჟისორ-სცენარისტმა თვითონ არ იციან პასუხი და ჩვენ მოგვანდეს ამოსახსნელად.
ძალიან მაგარი ფილმია და მეც იგივე დამემართა კევინ სპეისის პიროვნებაზე– შემიყვარდა. ფილმი ზუსტად იმ შინაარსს ატარებს რასაც წერ, უბრალოდ უველაზე მნისვნელოვანი და გარდამტეხი მომენტი იმ გიჟის მიცემულ დავალებებშია რომელსაც ბოლოს ობიექტურ პასუხებამდე მივყავართ. მარტო ეგ უდრის ათ ფილმს!!!
ეგ ობიექტური პასუხიც რო დაწერო არ გინდა?
1. ყველაფერი უმნიშვნელოა ამ სამყაროში თუ პატიება არ შეგიძლია.
2.ადამიანი თავისი არსით სიყვარულია.
3. შეუძლებელი მხოლოდ სიკვდილია.
მდა და მაინც გიჟის მოცემული დავალებებია ხო?კარქი რა.
:D
ვისაც როგორ გვჯერა ფილმიც ისევე მთავრდება ჩვენთვის…
ამ ფილმს მეორედ ვუყურე და სულ სხვანაირად აღვიქვი.რეჟისორის ამოცანაც ეს იყო,მაყურებლის წარმოსახვის იმედად არის მთელი ფილმი და ფინალიც.
პოსტიც საინტერესოა…
მადლობა შეფასებისთვის)