რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:
“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”
რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს.
XIII საუკუნეში ჯალალედინის მიერ მოოხრებული საქართველო მონღოლთა კოალიციის წინააღმდეგ სრულიად უმწეო აღმოჩნდა,სწორედ ამ პერიოდის ჟამთააღმწერელი “ქართლის ცხოვრებაში” წერს რომ აქ ხვამლის მთის ქვაბულებში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა “მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო საჭურჭლე ორად…თბილისი ორად,ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლსა ქვაბსა რომელ იდვა,მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროისი ქვაბსა დაუტევეს.ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივისცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი,რომლისა სწორი არავის სადა უხილავს,ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა…”;“ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს,ხვამლის მთამ გადაარჩინოს”-სწორედ ამ და სხვა წერილობითმა ცნობებმა დააინტერესა მეცნიერები.
არაოფიციალური ცნობით 1939 წელს სტალინის პირადი დავალებით ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ხვამლის ქვაბულების დასათვალიერებლად 2 მუშასთან ერთად გაემგზავრა,თუმცა არავინ იცის რა ნახა იქ,სავარაუდოდ ვერაფერი რადგან უკვე ოფიციალურად პირველი ექსპედიცია იმავე მთამსვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 11კაციან ჯგუფთან ერთად განახორციელა,ჯგუფში იყვნენ მწერალი ლევან გოთუა რომელსაც აღწერილი აქვს ლაშქრობის დეტალები და ცნობილი არქეოლოგი გოგი ლომთათიძე.ექსპედიციამ ქვაბულში რამოდენიმე დღე დაჰყო და დაასკვნა რომ განძი გატანილია, წამოსვლისას კი დატოვეს წერილი რომელიც 1984 წელს მეორე ექსპედიციის ჯგუფმა აღმოაჩინა რევაზ შალიბაშვილის მეთაურობით.მათ ფირზე აღბეჭდეს ქვაბულები და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი.
მესამედ უკვე 2007 წელს გურამ გაბიძაშვილმა განიზრახა ხვამლის მთის მღვიმეების ვიზუალური შესწავლა და მათი მეცნიერული გამოკვლევა.ბატონმა გურამმა სამწლიანი პროგრამის თანხა მოიძია,შემოიკრიბა გამოცდილი არქეოლოგები, გეოლოგები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და გამოცდილ მთამსვლელებთან ერთად ზუსტად იმ მარშრუტით დალაშქრა ხვამლი,როგორც წინა ორმა ექსპედიციამ,მოინახულა ის ქვაბული რომელიც სავარაუდოდ განძთსაცავად გამოიყენებოდა და დაასკვნა რომ შესაძლოა ეს მხოლოდ შესასვლელი იყოს,რადგან აქ არაერთი სხვა ღიობია რომელიც კლდის სიღრმეში შედის გვირაბის სისტემით,ჩემი ვარაუდით კი თუკი საგულდაგულოდ გადამალეს ლაბირინთის სისტემაც შეიძლება იყოს.ხვამლის მთას კიდევ 19 ასეთი გამოქვაბული აქვს,რომელშიც ჯერ არავის შეუღწევია და თავისთავად იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე გამოიკვლევენ.(თუ დიდი კაშხალის მშენებლობა არ დააზიანებს ხვამლის ტერიტორიას,რაც სამწუხაროდ მოსალოდნელია.ი.ხ.პოსტი)
ბატონი გურამის მოსაზრებით ქართველებს ოდითგანვე მოგვდგამს მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობის კულტურა,თუნდაც რად ღირს თამარის ვარძია რომლის ახლანდელი სახე სინამდვილეში ქალაქის უკანა ნაწილია,ფასადი ხომ მიწისძვრამ ჩამოანგრია,რომელიც ისე ფარავდა ქალაქს რომ ვერავინ ამჩნევდა.სწორედ ამ ძეგლის გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია საქართველოს მეფეებს ხვამლის მთის დაფარული და მიუვალი ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად, ხოლო ჟამთააღმწერელის ზემოთხსენებული ჩანაწერი დაშიფრული კოდი იყოს,რომლის მსგავსი ეპიზოდი შოთა რუსთაველს “ვეფხსიტყაოსანში” აქვს აღწერილი.
როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად შეიყარნენ,ტარიელი ამბობს: “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ,დავხოცე დევთა დასები,მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები” მართლაც შევიდნენ,გაიარეს 40 ოთახი და “პოვეს საჭურჭლე უსახო,კვლა უნახავი თვალისა,ჩნდის მარგალიტი,ოდენი ბურ-თისა საბურთალისა.” ანუ ნახეს “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “მარგალიტი იგი დიდი,რომლის სწორი არავის სადა უხილავს”, ნახეს ზარდახანა ,სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და კიდობანი წარწერით “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი,ხმალი ბასრისა,მჭრელიო.” რაც არის ზუსტი ახსნა “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “ჯაჭვი სალმასური” ანუ ალმასებრ მჭრელი დანა,მტკიცე რკინა რითაც აიხსნება “გვრდემლი” -ის მნიშვნელობაც,რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება დღესდღეობით კარგად დავიწყებულ რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას.
ტარიელმა და ავთანდილმა მართლაც გამოიტანეს აღჭურვილობა,”ოქროც რამე წარიტანეს, მარგალიტი ღარიბები” და რაც მთავარია ” გამოვიდნენ, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები” რაც ჟამთააღმწერელის ცნობას ხსნის-ძნელბედობის ჟამს ქვაბულიდან მართლა გამოიტანეს მცირე განძი და ის დავით ნარინს შეხვდა,ხოლო უმეტესი იქვე დატოვეს.
რაც შეეხება რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას,თუ გადავხედავთ მითოლოგიებს,თუნდაც ტროას ომს,ხომ არ იფიქრებთ რომ ბერძნები 26 წელიწადი მართლა ელენეს გამო შეაკვდნენ ტროას? ახლა უკვე ცნობილია რომ იმ ეპოქაში ტროა ხმელთაშუაზღვის აუზში მოწინავე კულტურის მფლობელი ცივილიზაცია და უკანასკნელი ციხესიმაგრე იყო რომელიც დაეცა ინდოევროპელების შემოსევის შედეგად.სწორედ ტროელები ანუ პროტოიბერიელები ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნოლოგიას და უამრავი ვერსიით სწორედ ტროადან დევნილებმა შეაფარეს კოლხეთს თავი.
ასევე ბერძნული მითის თუ ლეგენდის მიხედვით ჰერაკლე იოს დავალებით უნდა აუყვეს ფაზისის მარცხენა მხარეს (დღევანდელი მდ.რიონი) მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი,შევიდეს შიგ და იხსნას პრომეთე მრავალწლიანი ტანჯვისგან. იქნებ ამ წყლის გადაგდება კოდირებულად მომავალი კაშხლის აშენებასთანაც არის კავშირში? პრომეთე იგივე ამირანი ხომ სავარაუდოდ იმ ცივილიზაციის სახეა რომელიც დიდი ხანია ეწამება ცეცხლის(მოდი დავარქვათ რომ ცეცხლში რკინის გამოჭედვის ხელოვნების) კაცობრიობისთვის გაზიარებისთვის?იქნებ კაშხლის მშენებლობამ თუ არ შეაჩერეს დააჩქაროს მაინც ხვამლის მთის გამოქვაბულების გამოკვლევა და მართლაც აღმოაჩინონ რაიმე ღირებული ჩვენმა მეცნიერებმა?ბევრი კითხვები დამიგროვდა.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციამ გაიკითხა ადგილობრივებში და აღმოაჩინა რომ მართლა არსებობს მსგავსი წყლის გამოსავალი,მათ ნახეს ეს გამოქვაბული რომელსაც “ვერძისთავა” ეწოდება და რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა რომ რიონს თითქმის კეტავდა.ადგილობრივებმა ახსნეს რომ წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის,ხან რიონისკენ,რასთან დაკავშირებითაც თურმე არსებობს ლეგენდა: იქ გევლეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება,წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. “ვერძისთავა”-ც გამოსაკვლევია სპალეოლოგების მიერ.
აპოლონ როდოსელი “არგონავტიკაში” წერს : “ქუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან ფაზისი მოაგროებს თავის ფართე ნაკადს ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი,აიას ქალაქი ქუტაისი.” ზუსტად ამ ადგილას მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა.ამ ვერსიას ამტკიცებს მეორე საუკუნის დროინდელი ფილოსოფი არიანე რომელმაც დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და დაწერა რომ,კავკასიაში არის მთა რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით მიჯაჭვულია პრომეთე.უფრო ადრე კი სტრაბონი წერდა პრომეთე და კოლხ-იბერთა გმირი(ამირანი) ერთიდაიგივე უნდა იყოსო.
ამ და სხვა კიდევ მრავალი წყაროს მიხედვით ცხადია რომ პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული,ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი ცოდნასთან ასოცირდება,რომელმაც კაცობრიობა ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე აიყვანა და ეს ცოდნა უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას და სიმბოლურად განასახიერებს “ოქროს საწმისს”,ტროელი ელენეს გამო თავგანწირვას რომ თავი დავანებოთ ნუთუ ბერძნები კოლხეთში მართლა ცხვრის ტყავის გამო მოვიდნენ? არამცდარამც.შესაბამისად გამოდის რომ ყველაფერს მისტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს,ისევე როგორც თავად ხვამლის ვიზუალურ სახეს და სახელს.ცნობილია რომ ვერძის ოქროს საწმისს არესის ჭალაში გველეშაპი იცავდა,ხვამლის მასივი კი ძალიან გავს უზარმაზარ გველეშაპს.რაც შეეხება სახელს ხომლი ანუ ვარსვკლავთკრებული ცხადია რომ კოსმიური დატვირთვისაა.უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ რომ რაც დედამიწაზე ხდება ის ზუსტად აირეკლება ცაზეო,იან გეველის ატლასში კი ჰიდრას თანავარსკვალვედს თუ იპოვით და დააკვირდებით დაინახავთ გაწოლილ გველეშაპს რომელსაც ზურგზე თასი ადგას,კუდთან ყორანი უზის,ქვემოთ კი ჩანს არგოს თანავარსკვლავედი.ეს თასი შეიძლება გრაალის არტეფაქტი იყოს ანუ ოქროს საწმისი,ხოლო ყორანი ის მტაცებელი რომელიც მიჯაჭვულ ამირან-პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.აშკარაა რომ ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება,ხვამლის ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია პიქტოგრამული ნამუშევრები რომლებიც ზოდიაქოებს აღნიშნავს:”მერწყული”,”თხის რქა”,ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა,იგივე ისიდა და ოსირისი,”მშვილდოსანი”,პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი,მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები,რომელიც ანქის გასაღებს ჰგავს ი.ხ.პოსტი.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციაში მყოფმა პროფესიონალებმა და მათ გვერდში მდგომმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი,როდესაც ზუსტად ემთხვევა მერკურის,ვენერას,მარსის და მშვილდოსნის განლაგება ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას და რაც არ უნდა საოცარი იყოს ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება.რას უნდა ნიშნავდეს ეს?
აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ წარღვნას 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით,ხოლო თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე.ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდი რომ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული, რაზეც ამ ექსპედიციის მიერ გადაღებული ფილმიც არსებობს.რომლის ერთ ეპიზოდში გერმანელი მეცნიერი ამბობს : ეს არის განუმეორებელი პანორამა,როემლსაც ვარსკვლავთკრებული ქვია,ხვამლის თავზეა და ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო.
და რა გასაკვირია? ხვალმის მთაზე ხომ პრომეთე-ამირანია მიჯაჭვული,პრომეთეს ძმაა ატლანტი,რომელიც ზევსმა დასაჯა და ცის თაღი დააჭერინა ხელში,ამ ატლანტის შვილები არიან პლეადები რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.ასე რომ ბატონი გურამის აზრით ყველა გზა რომში კი არა,აქ ხვამლისკენ მოდის: აქ იყო ან არის მეფეთა განძთსაცავი,აქ მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი, აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ, აქეთკენ ისწრაფვოდნენ არგონავტები,მზის ღმერთ ჰელიოსის შვილის აიეტის სამფლობელო კოლხეთში.აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა მედეა წამლებს და თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას,ნუთუ იმის ღირსი არ არის მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი,ვინ იცის რას მალავს იგი.
სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული,აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო,მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს,ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან,როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო.იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”
მანამდე კი ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას,მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს ზევსის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს.გადმოცემით 7 წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და პრომეთე-ამირანის დანახვაც შესაძლებელია,რეალურად კი ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი,მათი ძველი ფენები,ქვედა შრეები ძალიან არქაულია.ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია აგებული აქედან გამომდინარე კი იბადება კითხვა რომელიც პასუხს ელოდება: რას იცავდნენ ასე უძველესი ციხეები,რა იყო მნიშვნელოვანი,რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?
პ.ს. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს სადაც ბერძნები დამპყრობელის როლში გვევლინებიან და ინდოევროპულ რასას წარმოადგენენ ახლა უკვე აღარც უნდა გაგვიკვირდეს რომ მედეას ცილი დასწამეს შვილების მკვლელობაში.ვფიქრობ რომ ბერძნებმა მიუხედავად იმისა რომ გვერდი ვერ აუარეს კოლხეთის ხსენებას,მაინც შეძლეს და მსოფლიოს ისტორიის რუქაზე კოლხეთს ერთი შავი ლაქა დაადეს შვილების მკველელი დედის სახით რათა გაებათილებინათ ამ ტერიტორიის უნიკალურობა)
მე არ მჯერა ამ მთის საიდუმლოების საერთოდ, ამასთან დაკავშირებით მაქვს წაკითხული ალაზნისპირელის რაღაც ნაბოდვარები სადაც ამტკიცებს, რომ ხვამლია დედამიწის ჭიპი და მთელი საიდუმლო და სიბრძნე საქართველოში იმალება (კიდევ კარგი ვარსებობთ თორემ მისივე აზრით რა ეშველებოდათ მასონებს 🙂 ) მოკლედ ყველაფერი ამ მთასთან დაკავშირებით დიდ ზღაპრად მიმაჩნია
LikeLike
შეგეშალა სანდრო))) ალაზნისპირელი ნუნისის გამოქვაბულზე ბოდავს,ეგ წიგნი მეც წაკითხული მაქვს და იქაც ვარ ნამყოფი.ასე რომ ჩემი კეთილი რჩევაა ჯერ ტექსტი წაიკითხო.
LikeLike
Kargia icxovret zgaprebshi jer patara xar roca gaizrdebi mixvdebi ro simartleea da daijereb
LikeLike
ტექსტი წავიკითხე გულდასმითთქო თუ გინდა მეორედაც წავიკითხავ 🙂 მაგრამ 45 ტომი წაკითხული გაქვს არ დავიჯერებ 🙂 მე ერთი მაქვს წაკითხული და ზუსტად ვიცი ხვამლზე უწერია
LikeLike
იმაში რომელიც მე წავიკითხე
LikeLike
ეგ კაცი მთელი ცხოვრება ნუნისის ზეგანსაკუთრებულობაზე წერს და როდის აქეთ დაწერა ხვამლზე?)) ნუნისის გამოქვაბულზე საუბრობს სადაც დედამიწის ჭიპია და ნოეს კიდობანი.
LikeLike
ნამდვილად არ ვიყავი ამის წამკითხველი, მაგრამ შემომეკითხა, კარგი ნამუშევარია… დიდი პოსტია მაგრამ მრავალფეროვანი
+1 მართლა მონდომებით დაგიწერია
LikeLiked by 1 person
დიდი მადლობა რომ არ დაგეზარა წაკითხვა.
LikeLike
დოკ.ფილმიც ძალიან საინტერესოა ❤
მოკლედ,ვყვარობ ხომლის მთას…
LikeLiked by 1 person
ლინკი დადეთ რა დოკუმეტური ფილმის🙏
LikeLike
ხოოდა ასე. კარგია. მეც მაქვს ამაზე თემა დაწერილი. უფრო სწორედ ხვამლიც ურევია შიგ. სხვათაშორის მიწისქვეშა ქალაქების თემა ძალიან საინტერესოა. გარეჯიც დაქსაქსულია მიწიშქვეშა გვირაბებით. ბერძნებს რაც შეეხება – საკმაოდ კარგად იპარავდნენ ყოველთვის. ტროადან წამოსვლაო, ტროელებიც აქედან წასულთა ნაწილია, პროტოიბერიული ცივილიზაციის ერთი ფრთა რომელიც “მობრუნდა” უკან. მოგეხსენება რკინის, მეტალის საიდუმლო მხოლოდ ტროელებისათვის არ იყო ცნობილი. უბრალოდ ბერძნებისთვის ტროა იყო ხმელთაშუაზღვის აუზში ყველაზე ახლოდ მდებარე, სასურველი ცოდნის მატარებელი დასაპყრობი ქალაქი იყო. მშვენიერი ელენე კი კარგი თემაა მითებისთვის, ისევე როგორც საწმისი და მედეა. მომხდარის შინაარსობრივი ვექტორის სხვა კუთხით მისამართად. ხვამლში გადანახული განძი კი ძალზედ საინტერესო და ცალკე განხილვის თემაა.
LikeLike
ახლა წავალ და შენს თემას წავიკითხავ.ტროელების მიბრუნებაზე შემდეგ პოსტში განვავრცობ,აქ ამდენის საშუალება აღარ იყო.
დიახ,ბერძნებისთვის ტროა ხმელთაშუაზღვის აუზში ყველაზე ახლოს მდებარე პროტოიბერიელების უკანასკნელი ციხესიმაგრე იყო საიდანაც დაიწყო ინდოევროპელების გავრცელება მთელ არეალზე.
LikeLike
ალაზნისპირელი, ჩემი მწირი ცოდნით, ზუსტად რომ ნუნისზე ბოდავს. და პრინციპში, ხვამლსაც რომ გადასწვდომოდა, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა – გამრავლების ტაბულა რომ გადმოწეროს თავის წიგნში, მაინც არ დავუჯერებ.
პოსტი ღრმად ინფორმატიულია. ორჯერ წავიკითხე. ისტორიკოსობას ვერ დავიჩემებ, დეტალური დისკუსია რომ გავმართო, მაგრამ ფაქტია, რომ საინტერესო თემაა. (საინტერესო რბილად ნათქვამია) და თუ თამამი მოლოდინები გამართლდა და მანდ მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს – მთლად უკეთესი.
LikeLike
თამამი მოლოდინები…ეჰ,მოლი იქნებ გამართლდეს.
LikeLike
დოკუმნეტური ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან საინტერესო იყო, პოსტიც მომეწონა 🙂
LikeLiked by 1 person
ძალიან საინტერესო პოსტი იყო მომეწონა ❤
ალაზნისპირელი საერთოდ იმას ამბობს საქართველოს ქვეშ დიდი ღრმულიაო, ქვეშ სიცარიელეა, როგორც კვერცხის ერთ მხარესო – ეს კაცი იმდენს ბოდიალობს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ის კი აშკარაა რომ ჰესების მშენებლობას ჯობია ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს ძეგლებს მივხედოთ. სამწუხაროა რომ ამ ექსპედიციებს სპონსორი არ ჰყავთ რეალური, ეგ მაინც დაეფინანსებინა ბიძინას ანანიაშვილისა და "ციცინათელას" დაფინანსებას :დდ
LikeLike
მადლობა და კეთილი იყოს შენი ფეხი.
წელს შეიძლება კიდევ ერთი ექსპედიცია ჩატარდეს,დაფინანსებაზე უკვე მიდის საუბარი მაგრამ არა ბიძინას ან მიშას მხრიდან.
LikeLike
ხო მაგრამ ალაზნისპირელი სხვა თემაზე წერს)
LikeLike
არ ვაპირებდი წაკითხვას და მერე შემომეკითხა… ძალიან საინტერესოა მართლა, ისე წარმოშობით მაგ მხრიდან ვარ, მთაც არაერთხელ მინახავს და ეხლა ვფიქრობ, რა მაგარი შეგრძნებაა როცა დადიხარ ამ ადგილებში და იცი, მის უკან რამხელა ისტორია და საიდუმლოა.
კარგად დაწერილი ნაშრომია, მარტო პოსტს ვერ ვიტყვი.
რა გახდა ერთი კარგი გამოკვლევის ჩატარება…
LikeLiked by 1 person
მთაში სიარული და უძველესი ადგილების მონახულება საოცარ შეგრძნებებს ტოვებს.
რა გახდა ჩემო ჭიამაია და შესაბამისი დაფინანსება არ არის,ეს მთა რომ გამოიკვლიონ პროფესიონალი სპალეოლოგები უნდა დაიქირავონ და მთელი 19ვე გამოქვაბული უნდა დათვალიერდეს და კიდევ რამდენია არავინ იცის.
LikeLike
საინტერესო პოსტია. ხვამლი ოდესღაც შეიძლება მართლა იყო საქართველოს საჭურჭლე, მაგრამ არა მგონია, ეხლა შიგნით რაიმე იყოს დარჩენილი. დროთა განმავლობაში ყველაფერს გამოზიდავდნენ, თუნდაც იგივე საქართველოს მეფეები, რომლებიც 17-18 საუკუნეებში უკვე საკმაოდ დასუსტებულ და გაღარიბებულ ქვეყანას მართავდნენ. თუნდაც სიმონ მეფის ოსმალთა ტყვეობიდან გამოსახსნელად, როდესაც მთელს ქვეყანაში შეგროვილი უზარმაზარი გამოსასყიდი გაგზავნეს სულთანთან, მაგრამ ყველაფერი დაიკარგა, რადგან მეფე ამ დროს უკვე გარდაცლილი იყო ტყვეობაში: “ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა, ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს ყაენსა.
მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო, ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს. საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა”.
LikeLiked by 1 person
მართალი ხარ,შეიძლება გაზიდულიც კია ყველაფერი მაგრამ პირამიდებიდანაც გაზიდეს და რაღაც ხომ დარჩა?) თან აქ სულ რომ განძი არ აღმოჩნდეს სავარაუდოდ როგორც დავწერე ქალაქი შეიძლება არსებობდეს,რომელიც იქნებ ატლანტაა ან შუმერთა ქალაქი “არათა” რომელსაც მსოფლიოს მეცნიერები გამწარებულები ეძებენ.ორიდან ერთის აღმოჩენა უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას მოფენს ნათელს.
LikeLike
არათაზე მეც გამიგია უდიდესი ტექნოლოგიების ქალაქი. დიდ ალბათობაა, რომ აქ აღმოჩნდეს.
LikeLiked by 1 person
kargi tu xalxi xart rac ar icit imaze uazro komentarebs nu aketebt eg kaci martals cers da sanam chveni vveknis fasi ar gvecodineba manamde araferi ar gveshveleba
LikeLike
გამარჯობა ნიკა.
კეთილი იყოს შენი სტუმრობა ფაიფურის ანგელოზთან 🙂
რას გულისხმობ უაზრო კომენტარებში?
LikeLike
me ar vici xvamlis mtaa eg adgili tu sxvagan ari sadme saidumlo codnis nacili mara is ki vici ro mag kvelafers aq saqartveloshi edzeben da verc ipovian rac uflis nebit shenaxula uflis nebitve gamochndeba
LikeLike
ესაა სავარაუდოდ საიდუმლო ცოდნის ის ნაწილი, რასაც მასონები ეძებენ?
LikeLiked by 1 person
გამარჯობა თეონა.
სავარაუდოდ ასეა 🙂
LikeLike
ხალხნო დაანებეთ თავი უაზრო განცხადებებს, რაც არ იცით იმას ნუ ამბობთ. ჩვენ სასწაულების ეპოქაში შევედით, გამორიცხული არაფერი არ არის. მე მჯერა რომ საქართველოში ბევრი სასწაული იმალება და თავის დროზე ღმერთი თავად ინებებს ყველანაირი სასწაულებისთვის ფარდის ახდას.
LikeLike
Reblogged this on უფალია ჩვენი სიმდიდრე.
LikeLiked by 1 person
საიდუმლო არ იქნება საიდუმლო თუ ყველა უღმერთომ ამოხსნა. განძი ვიღაცისთვის ცოდნაა და ვიღაცეებისთვის ოქრო. ბედნიერია ის ადამიანი ან ბედნიერი იქნება……….
LikeLiked by 1 person
გეთანხმები, ასეა 🙂
LikeLike
მე ვფიქრობ რომ ხვამლი დიდ საიდუმლოს ინახავს, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჰიტლერსაც ჰყავდა გამოგზავნილი საექსპედიციო ჯგუფი
LikeLike
ჰიტლერი ეძებდაო, ამბობენ 🙂 მაგრამ, ბევრს ეშლება ჰიტლერმა ექსპედიცია უშბაზე გაგზავნა, ხვამლზე კი სტალინის დავალებით იყვნენ.
LikeLike
გამარჯობათ, ძალიან საინტერესოა ეს ყევლაფერი, 1 შეკითხვა მაქვს და გამეცით პასუხი,
ექსპპედიცია რომ წავიდეს მაგ მთაზე გამოსაკვლევად, შეიძლება თუ არა მოხალისეების წაყვანა თან?
მაგალითად მე რომ გავყვე მოხალისედ?
LikeLiked by 1 person
გამარჯობა. თუ დააფინანსებენ ესპედიციას, რატომაც არა 🙂
LikeLike
ამაზე საუბარი გადაიდო, იმედი მაქვს აღსდგება ეს პროექტი და ალბათ რაღაც კრიტერიუმებით აარჩევენ მოხალისეებს.
LikeLike
მართალია განძთსაცავი იყო, მაგრამ არა მგონია ისეთ ადგილას ყოფილიყო, სადაც აღნიშნული ექსპედიიები ასე ადვილად შეაღწევდნენ. ხვამლის მასივი კარბონატულ ქანებზეა აგებული და მრავალსართულიანი და მრავალლაბირინთიანი, ამავდროულად საფეხურეობრივი სისტემითაა წარმოდგენილი. ასე, რომ კვლევა ძიება და სხვა საიდუმლოებები უფრო სიღრმეში უნდა ვეძიოთ…
LikeLiked by 1 person
ბრავო აღვდფრთოვანდი მე პრადად დიდი სურვილი ამქვს მონაწილეობა მივიღო ამ საიდიმლოების კვლევასი დიდი ინტერესი მაქვს და წვლილი სევიტანო მეც.მჯერა დაბევრი ფაქტებიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ჩვენ ვერასოდეს დავაფასებთ დავინახავთ იმას რაც ჩვენ თვალწინაა გული მწევის ესეთი განძი გამოუკვლევი როგორაა ამ საუკუნესი უცხოეკებს რომ ქონდეთ ესეტი საგანძური წარსულიდან წარმომიდგენია ატასგზის გამოიკვლევდნენ და მსოფლიოსაც შეაზანზარებდნენ აი რა ხდება ცვენთანო ჩვენი ერი მეზიზგება იმის გამო რომ ასე უინტერესო უსისხლო უხორცი გახდა ენანებათ თანხების გაემა და სამარცხვინოა ესეთი წყობილება დღეს დროა ახალგაზრდებმა შევანჯღრიოთ შევაგვიძოთ სული შევუტოკოთ რაიმეთ მაინც ..
LikeLiked by 1 person
Сегодня я много читал на эту тему.
LikeLike
რაც უფლის ნებიტ დადგინდა უფლის ნებითვე განცხადდება.ხვამლი არ არის უბრალო თემა!
LikeLiked by 1 person