არ ვიცი საიდან მომდგამს ტელევიზორის სიძულვილი თუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მისდამი სრული უინტერესობა მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს ბევრმა, თქვენ წარმოიდგინეთ მათაც კი, ვინც არ მიცნობს იციან. დიახ, არასოდეს ვუყურებ ტელევიზორს, მხოლოდ ვუსმენ, სახლში ყოფნის დროს ჩემი ლეპტოპით ან კითხვით ვირთობ თავს.
ჰოდა ასე მოსმენით, მიყურადებით ვიცი რა ხდება ჩვენს არხებზე, ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის ნიჭიერის წამყვანებს თიკას და ვანიკოს დუეტს, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალები” , “ღვინის გზა” და ფეხბურთს ვწყალობ. თიკას და ვანიკოს დუეტი ყველა წამყვანის დუეტს მირჩევნია, ეს ორი ადამიანი მართლა საუკეთესოა წამყვანებს შორის, თუმცა ნიჭიერის გადაცემას უხდებიან და ალბათ ამიტომ მომწონს, “ჩემი ცოლის დაქალები” უბრალოდ სისტემატიურად ყურებადი სერიალია ჩემ ოჯახში, “ღვინის გზა” -ის გადამღები ჯგუფი ახლობლები, ფეხბურთი კი ერთადერთი რამ, რასაც თვალსაც შევავლებ კომენტატორის ემოციების მიხედვით.
მე ვიცი, ჩემი მკითხველის უმრავლესობაც არ წყალობს ტელევიზორს, თუმცა არც მთლად ჩემსავით, ისინი ალბათ უკეთ ერკვევიან, გადაცემების რეიტინგში, შინაარსში და ა.შ.. თუმცა ამ ყველაფრის არცოდნის მიუხედავად მე ვიცი ის, რაც მათ არ იციან და მინდა მოვუყვე, თუ რა ხდება ტელევიზიის კულისებში, როგორ იქმნება გადაცემები, სერიალები და რაც მთავარია როგორ ამუშავებენ თანამშრომლებს, იმისათვის რომ შექმნან პროდუქტი.
ალბათ ფიქრობთ რა უნდა იყოს ამაში განსაკუთრებული, საინტერესო, გამორჩეული, მაგრამ იმ აუტანელ სიტუაციაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ხდება ტელეკომპანია “იმედი”-ში. არ დავიწყებ იმ გადაცემა-პროექტების ჩამოთვლას რომლებსაც სტუდია “ტიბისი ტივი” ყიდის და მაინც უხარისხოდ წარადგენს მაყურებლის წინაშე, ნუ იფიქრებთ რომ უკანასკნელი პროექტი “ვარსკვლავები ცეკვავენ” მთელი ბრწყინვალებით იხილეთ. უამრავი ხარვეზი, მიუხედავად დაწერილი, დაღეჭილი პროექტისა რომელიც მოდის გადაცემის მენეჯმენტისგან, (ვგულისხმობ უცხოელ პარტნიორებს) ჰქონდა ამ გადაცემას.
თქვენი ყურადღება სერიალების შემქნელებზე უნდა გადავრთო და წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს “გოგონა გარეუბნიდან” და “შუაქალაქი” მთელი სეზონი. ამ სერიალების სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელი, დამდგმელი მხატვარი. დიზაინერი, პროდუსერი და უფროსიც კი ვანო ჭელიძეა. ამ ადამიანის ნიჭიერება იმდენად დიდია რომ ყველა სამუშაოს წვდება, ყველაფერს ახერხებს, ყველაფერი იცის, ყველაფერს ასწრებს და რაც მთავარია მიუხედავად იმისა რომ ამ თანამდებობების ხელფასებსაც თავად იდებს ჯიბეში, მომავალი თანამშრომლების მიღება- გაშვებასაც ითავსებს და თუ სულელი აღმოჩნდი, დაიჯერე რომ აი ამ თვეში გადაგიხდიან, რომ აი პრობლემებია და იმ თვეში აუცილებლად ჩაგერიცხება და ა.შ.. შეიძლება ადგილზე დიდხანს იმუშავოთ აუნაზღაურებლად და შემდეგ მოთმინებააღვსილმა, გაბრაზებულმა და ამავდროულად გულდაწყვეტილმა დატოვოთ პოსტი. გულდაწყვეტილმა იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ საუკეთესო პოსტის, კარგი გარემოს, გართობის დატოვება, ასეთ ადგილს ხომ სხვაგან ვერსად ნახავთ?
რა პოსტი უნდა იყოს ამისთანა? დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან საინტერესო და სახალისო ნამდვილად არის და როგორ ფიქრობთ რატომ არის რომ, ამ პოსტზე მუდამ ასე მოტყუებით აყავთ თანამშრომლები და სანამ მიხვდებიან რომ ხელფასს ვერ ეღირსებიან მანამ ამუშავებენ? სად მიდის ხელფასი რომელიც ბიუჯეტში ამ თანამდებობაზე მყოფს ერიცხება? რათქმაუნდა ყოვლისშემძლე პროდუსერის, სამხატვრო ხელმძღვანელის, დამდგმელი მხატვრის, დიზაინერის ვანო ჭელიძის ჯიბეში.
არ ვარ დარწმუნებული რომ ამის შესახებ არაფერი იცის დავით გოგიჩაიშვილმა და ტელეკომპანიის უფროსებმა, როგორც ვხედავ, ტელეკომპანიებშიც განუკითხაობაა, ხოლო ის ადამიანები ვინც ასე წლობით, თვეობით ამუშავეს უსახსროდ და ისე გაუშვეს მადლობაც კი არ უთქვამთ, ძალიან ბევრნი მაგრამ სამწუხაროდ არაფრისშემძლენი არიან.
მე კი ბოლოდროს შევამჩნიე, “იმედი”-ის არხზე სერიალი რომ მთავრდება ტიტრების დროს თვალი მეპარება ტელევიზორისკენ, მინდა იმ პოსტზე რომელზეც ასეთი სიტუაციაა ვინმეს სახელს და გვარს მოვკრა თვალი, ნაცნობი ხომ არ არის ან სხვა თანამდებობების ქვეშ ერთი ადამიანის გვარი ხომ არ მეორდება, იქნებ გაუგეს და დატუქსეს? თუმცა ამას მე ვერ გავიგებ სანამ, არ ვიკითხავ, კითხვა და ამ თემაზე საუბარი კი არ მსურს, აქაც იმიტომ ვწერ, რომ ასე თუ ისე ბლოგოსფეროში ანონიმ ბლოგერად ვითვლები და არცთუ დიდი შანსია მიხვდნენ ვინ ვარ მე და საიდან ვფლობ ამ ინფორმაციას, შეიძლება მომედავონ რომ ეს ბრალდებაა და მომთხოვონ დავამტკიცო, რისი გაკეთების არც სურვილი მაქვს, არც ნერვები, არც დრო.
თქვენ, ჩემო მკითხველებო, ხომ იცით რომ ეს პოსტი დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ ახლა დაიწერა და ესეც იმიტომ რომ, რამოდენიმე საათის წინ, სერიალ “ღვინის გზა “-ის ტიტრებისკენ გამეპარა თვალი, დიდხანს ვეძებდი ჩემთვის საინტერესო გვარს ტიტრებში და მერე გამახსენდა რომ ეს სერიალი ლიტველების და ჩემი მეგობრების პროექტია და არავითარი საერთო არ აქვს იმ გუნდთან რომელმაც შექმნა ზემოთხსენებული სერიალები.
ამწუთას კი, სახლში ჩემ ლეპტოპში თავჩარგულს ნანუკა ჟორჟოლიანის ხმა მომესმა, ტელევიზორს გავხედე და იმედის ლოგოს დანახვისას გამახსენდა რომ პოსტი დრაფტშია და ვაფაბლიშებ, კი არაფერი, მაგრამ მაინც იქნებ იცოდეთ და ყურადღებით იყოთ, მანამ დასაქმებაზე ვინმეს დასთანხმდებით, აუცილებლად მოითხოვეთ, კონტრაქტი და იკითხეთ რამდენი იქნება ანაზღაურება, რომ სხვებივით არ მოგატყუონ, თორემ მსგავს სიტუაციებს, შემთხვევებს და ადამიანებს რა გამოლევს.
ცხოვრება ისეთი მკაცრია, ზოგისთვის დედაა და ზოგისთვის დედინაცვალი, მთავარია იცოდეთ როგორ მოექცეთ მას )



ტელევიზრის ყურებით არც მე ვიკლავ თავს . . . ერთადერთი რასაც ვუყურებ ნიჭიერია, იმასაც ვერ ვუსწრებ დროზე და მერე მაივიდოზე მიწევს გადმოხვევეა
რაც შეეხება იმედს . . . ის იმედი მენატრება, სულ ადრე, დასაწყისში რმ იყო
შიდა სამზარეულოც კი ისეთივე ჰქონია, როგორც გადაცემები…. როდის ისწავლიან იმ ადამინების დაფასებას, ვისი ხელითაც, გონებითაც და ნიჭიერებითაც აკეთებენ გადაცემებს და ფულს შოულობენ ასე ვთქვათ…
მდა
ნუ, უკეთესს არც ველოდი, მაგრამ მაინც უსიამოვნო მოსასმენია
ხარისხსაც ეტყობა:
ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც არც კი ვიცი, როგორ უნდა მართო ისე ცუდად, რომ ჩავარდეს – “უშნო ბეტი”, სულ სხვა რაღაცად გადააქციეს. რამდენიმე ნიჭიერი მსახიობი რომ არა, არც არავინ უყურებდა…
“შუა ქალაქში” ძველი შემადგენლობა მართლა მომწონდა და მივეჩვიე კიდეც, მაგრამ რატომ თვლიან, რომ სიტუაციური კომედიის მსახიობი ყველაფრისთვის ზედგამოჭრილია, ჩემთვის გაუგებარია…
ბოლო თვეებია, ამ არხებისთვის თვალი არ მომიკრავს და როგორც ჩანს, სიტუაცია უკეთესობისკენ ნამდვილად არ იცვლება…
კარგი პოსტია და საინტერესო, მაგრამ ერთი რაღაცა ვერ გავიგე, სახელწოდებები: “ღვინის სახლი”, “ვითიბიტივი”, “ვარსკვლავების აკადემია” სპეციალურად გიწერია შეცდომით(და ბრჭყალებში) თუ მართლა შეგეშალა? რადა, როცა ვკითხულობდი, რაღაცნაირად უხეშად მომხვდა თვალში
)) ყოჩაღ, ზუსტად ჩაწვდი, შეგნებულად წერია.. სერიალი “ღვინის გზა”, სტუდია “ტიბისი ტივი” და გადაცემა “ვარსკვლავები ცეკვავენ” უნდა ეწეროს, მაგრამ აქაც მკითხველში შენ გაიმარჯვე, რომ შემეძლოს დაგაჯილდოვებდი ყურადღებით წაკითხვაში, ახლა გადავაკეთებ)
პ.ს. ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ პოსტს თვალის გადავლებით კითხულობს ბევრი(
რა სამწუხაროა რომ ასეთი განუკითხაობაა საქართველოში. არასოდეს არ ვთანხმდები თანამშრომლობაზე არავის თუ ბოლომდე არ ვარკვევ სიტუაციას და ანაზღაურებას
არ წავიკითხავ ამ პოსტს.
მიზეზი?