faifuris angelozi
ტალანტი
-სულელო, შენი კარებთან დატოვებული ბარათი მამამ ნახა და წაიკითხა.
-მერე რა გითხრა?
-ტალანტი ყოფილაო.
-ნახე რა მოგიტანე! ესეც აჩვენე და იტყვის კარგი გემოვნება ჰქონიაო.
ბიჭმა თითებით გოგოს ხელი მოძებნა და ძალიან ლამაზი ნიჟარა დაუტოვა ხელის გულზე.
-ზღვამ გამორიყა, მოგწონს?
-ძალიან.
-გინდა ზღვა გაჩუქო?
მაშინ მთელი სამყარო შენთვის მიბოძებია… მერე ჩაიქროლეს წლებმა, ბავშვური სიყვარული გიჟურმა ვნებამ შეცვალა. თურმე მართლა შეიძლება გიყვარდეს გონების დაბინდებამდე, სუნთქვის შეკვრამდე… მათ ერთმანეთი ასე უყვარდათ… მერე რაღაც მოხდა და…
ერთ დროს, ერთ ზღვაზე, ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ტალანტი. ტალანტი ძალიან დიდი იყო, იმდენად დიდი რომ ქალაქში გამოსვლა უძნელდებოდა ხოლმე. მისი ზოგს ეშინოდა, ზოგი კი პირიქით გახარებულები მისი გამოჩენით გვერდით მიყვებოდნენ და ზეიმობდნენ და იყო ერთი ამბავი იმ დღეს იმ ქალაქში.
სახლში ვერ ჩერდებოდა, ეპატარავებოდა, სულ უნდოდა რომ სადღაც წასულიყო მარტოდმარტო ან სულაც პირიქით ხალხთან ერთად, ოღონდ ისე რომ ხალხს არ შეენიშნა.
ერთ დღესაც ტალანტი დილით ადრე გამოვიდა სახლიდან, თავის ქალაქში სეირნობდა, მაგრამ ხალხი უკვე ვეღარ ამჩნევდა მას, ყველას თავისი საქმით გატენილი თავები დაჰქონდა ერთი პუნქტიდან მეორეში განუწყვეტლად.
ისინი ძალიან ჩვეულებრივები იყვნენ, არაფერს საინტერესოს არ აკეთებდნენ, მთელი დღე რაღაც უაზრო საგნებს ეძებდნენ, არ მოეწონა ისინი ტალანტს და ტირილი დაიწყო.
მერე ტალანტს შერცხვა ცრემლების და გაიქცა, გაიქცა ჩქარა რომ სადღაც დამალულიყო და უცებ დაინახა ზღვა…
ზღვა ბობოქარი, მღელვარე, ცოცხალი არსება შემოქმედისა და შეჩერდა ტალანტი, უყურებდა თუ როგორ ეფერებოდა ზღვა თავის საყვარელ დედამიწას თავისი დიდი ხელებით, როგორ ჩუმად უყვებოდა თავის თავგადასავლებს და ტალანტი უცბად უარესად ატირდა, წამოვიდა წვიმად, ზღვას გადაეფარა, დიდი ძალიან დიდი ტალანტი და შეერწყა მას.
-ადამიანო, მე მას ვიცნობდი, ვიცოდი თუ რა გადახდა და რამხელა სიყვარულის ნიჭი გააჩნდა. ახლა კი როცა მეც ვტოვებ დედამიწას, არ მსურს მხოლოდ მე ვიცოდე ტალანტის  შესახებ და შენ, რჩეულს გთხოვ, შეიყვარე ისე როგორც მას უყვარდა, ისე როგორც ახლა მე მიყვარს ზღვა ბობოქარი და მღელვარე, ცოცხალი არსება შემოქმედისა და სრულიად გულწრფელი ემოციებში. მინდა გიყვარდეს, მინდა ბედნიერი იყო და შენი ბედნიერების შორიდან შემყურე მეც ბედნიერი ვიყო.
მერე მოგვიგონე ხოლმე, მოდი ზღვასთან, შეეხე მის დიდ ხელებს შენი პატარა ხელებით, გულში ჩაიხუტე და უთხარი: ბედნიერი ვარ, რადგან მაქვს ტალანტი იმისა რომ შევძლო გეზიარო შენ, მთელ სამყაროს…
პ.ს. ზღვა მენატრება (
ძილისპირული
მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
რომელი სამყაროს ფაბულა აჯობებს ორი არსების, სულის ჩამოსაყალიბებლად.
აქ, ამ სამყაროში ზოგს სწამს რომ ძინავს და გაღვიძების ჟამს იმ სამყაროში აღმოჩნდება სადაც არ ახსოვს რა ხდება, ზოგს ჩემს მსგავსად რეინკარანციის სჯერა, ზოგსაც პარალელური სამყაროების, თუმცა კითხვა მაინც ერთადერთია და განუმეორებელი:
სად აქვს სიცოცხლეს გამართლების შანსი, სულს განვითარების პოტენციალი.
დრო კი რომელიც დედამიწაზე საათის მექანიზმით დააბეს, სწრაფად გარბის, თითქოს გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ამ სამყაროს დროის ათვლით რამოდენიმე წლის წინ ყოფილა და თურმე რა მალე, უმტკივნეულოდ დაუფარია აწმყოს წარსული…
წარსულის დროის აჩრდილები.
ვწევარ, თვალები დახუჭული მაქვს…
ვარიანტი 1. მინდა გავიხსენო წინა ცხოვრებაში რას წარმოვადგენდი, რას ვაკეთებდი, რა კარმული ენერგია მომყვება იქიდან აქამდე, შესაბამისად რა შემიძლია გავაკეთო, მაგრამ გონების დაძაბვა მხოლოდ ფანტაზიაში მძირავს და მანიშნებს რომ არ შემიძლია ამის გახსენება, პრიმიტივი ვარ !
ვარიანტი 2. მინდა გავიხსენო (გავიღვიძო იმ სამყაროში რომელიც ალბათ დავტოვე) ამ სამყაროში მოსვლამდე იქ რას წარმოვადგენ, რას ვაკეთებ, შესაბამისად რა შემიძლია აქ გავაკეთო, მაგრამ უბრალო სიზმარი მაგრძნობინებს რომ კვლავ აქ ვარ, მესიზმრება რომ თბილისში მაისის თავსხმა წვიმაში მეგობართან ერთად ფეხშიშველი მივტყაპუნობ და მეღვიძება.
ბავშვობის ნოსტალგია, იგი ჩემთან იყო და მე გავუშვი.
სამყაროს მარტო ევლინები ვიღაცეების დახმარებით და მარტო კვდები ბუნების ნებით ( შენ გგონია ასე), სინამდვილეში კი შენი ნებით. დავრწმუნდი რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა მთელ გალაქტიკაში რომელსაც არ შეუძლია სულის ბოლომდე გაშიშვლება მეორე ადამიანისთვის იმიტომ რომ…
ეშინია !!!
მე არ მეშინია, ზოგჯერ სიგიჟემდე მინდა ვიყო გამჭირვალე და მგრძნობდნენ, ჩემი ფიქრები ესმოდეთ და დაე ნუ მიპასუხებენ, მთავარია ვიგრძნო რომ არსებობენ. რთულია როცა ხედავ, ეხები, ეურთიერთობები და ხვდები რომ ის უბრალოდ ფიზიკური სხეულია, მასში ცოტაა კოსმიური სიბრძნე რაც მისცემს საშუალებას შემოვიდეს შენში.
ჰო, თუ გინდა გაგიცნონ, ასეთები უნდა მოუშვა შენამდე, მაგრამ… კვლავ აქტუალურია ერთადერთი და განუმეორებელი კითხვა:
სად აქვს სიცოცხლეს გამართლების შანსი, სულს განვითარების პოტენციალი.
და ფიქრობ, იქნებ ახლა მე მძინავს ან სულაც ჩემი სული ჯერ არ არის იმ დონეზე განვითარებული რომ მასთან ყოფნა შევძლო და ან სულაც იქნებ პარალელურ სამყაროში ვაკეთებ იმას, რაც უფრო უკეთესია და ნეტავ რას?
გაორება გემართება და ფიქრების მორევში იძირები.
გენატრება ყველაფერი ის რაც წარსულში იყო, არა იმიტომ რომ იყო, არამედ იმიტომ რომ მაშინ არაფერზე არ ფიქრობდი და უბრალოდ ცხოვრობდი, ბავშვივით სუფთა იყავი, ახლა კი…
თურმე შენც გეშინია !!!
ჰო, მეც მეშინია, რომ თუ ვიქნები გამჭირვალე და მიგრძნობენ, ჩემ ფიქრებს გაიგებენ, გამრიყავენ და სანამ ეს მოხდება მე თავად გავრიყე საკუთარი თავი მათგან !!!
არა, დეპრესიაში არ ვარ, უბრალოდ დროის სწრაფი დინება გულს მწყვეტს. მენანება ყოველი აქ გატარებული წუთი და წამი რომელიც შენიღბულია ჩემსა და სხვების მიერ და ძალიან მინდა დროის მანქანის საშუალებით მოვინახულო საყვარელი ბებიები და ბაბუა რომლებიც ძალიან მენატრებიან, ჩავეხუტო, მათგან ის სითბო ვიგრძნო რომელიც მენატრება, მოვეფერო და ვუთხრა რომ მიუხედავად ამ გადმოსახედიდან აჩემებული ფიქრებისა რომ საკმარისად არ მიყვარდნენ ისინი, მაშინ მე ბავშვს სიგიჟემდე მიყვარდნენ და მეშინია ეს შეგრძნება მომავალში სხვა საყვარელ ადამიანებზეც არ განმიმეორდეს.
ყოველ დღე, ყოველ წამს, მინდა ჩემებს ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს ისინი, მაგრამ რაღაც მაკავებს, ვბრაზობ და ჩემ თავს ვეუბნები:
დრო რომელიც დედამიწაზე საათის მექანიზმით დააბეს, სწრაფად გარბის, თითქოს გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ამ სამყაროს დროის ათვლით რამოდენიმე წლის წინ ყოფილა და თურმე რა მალე, უმტკივნეულოდ დაუფარია აწმყოს წარსული…
შენ კი ვერაფერი მოასწარი !!!
პ.ს. მალე დედამიწაზე არსებობის რამოდენიმე ათეულ წელს შევეგებები, რატომღაც არ მიხარია, მაგრამ არც უკვდავების და მარადიული ახლაგაზრდობის სურვილი მიჩნდება, უბრალოდ განვლილი წლების გადმოსახედიდან მეფიქრება რომ ჩემ ირგვლივ არსებულ რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებაში ვისაც კი ოდნავ მაინც შევეხე, განსაკუთრებული როლი მაქვს შესრულებული, მათგან რამოდენიმეს კი ჩემ ცხოვრებაში არაფერი დაუტოვებია გარდა ხსოვნისა და ამით ვამართლებ ამ სამყაროში ჩემს  დაბადებას და არსებობას.
მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
და შენ როცა ამ ყველაფერს მიხვდები, გული გეტკინება, მაგრამ მე მაინც კარგი გავაკეთე შენთვის რომ ეს გაგეცნობიერებინა და მოასწრებ !!!
აირჩიე !
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,
ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოს,
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.
თუ ფეხი შედგი–გადი ბოლომდე,
თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,
და თუ გძულს უნდა გძულდეს ბოლომდე,
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია ,
კაცის და ღმერთის!
ბიბლიის თანახმად სამყაროს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე უმზერდა ღმერთი ადამიანს, სანამ ქრისტე არ ეცვა ჯვარს და არ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვა, აღსრულდა აღთქმა და კრეტსაბმელი გაიპო, ღმერთმა ადამიანს აუწყა რომ ამიერიდან მონანიებაა ის ხიდი რომელიც დააკავშირებს მასთან.
მონანიება ხომ ადამიანის არჩევანია? შენ ირჩევ შენს ცხოვრებას და რწმენას, არჩევანის გარეშე რა ხარ, ფიზიკური სხეული რომელიც უბრალოდ არსებობს და თავისი არსებობით კვალს არ ტოვებს სამყაროში, თავისი ინდივიდუალობით არ ამახსოვრებს ირგვლივმყოფებს თავს, შესაბამისად არ განიცდის სამყაროს არსებობას და ინდეფერენტულია გარემოს მიმართ ხომ?
მაშინაც კი როცა ყველაზე ძალიან უჭირს ადამიანს და დახმარებას თხოვს ვინმეს, არჩევანი აქვს გასაკეთებელი თუ ვის თხოვოს დახმარება, უნდა გაანალიზოს ვის შეუძლია მისი გადარჩენა ან უბრალოდ მისთვის ხელის გაწვდენა და რათქმაუნდა პირველრიგში ახლობელთან მიდის, იმიტომ რომ იცნობს მას, მიჩვეულია, ენდობა და ა.შ.. მაგრამ მე ხშირად დავფიქრებულვარ ერთ საკითხზე: იქნებ ჯობდეს სრულიად უცხოს მოუყვე შენი გასაჭირი, თხოვო ან არ თხოვო დახმარება და უნებლიეთ ახალი მეგობარი შეიძინო ანუ გარისკო?
ნათქვამია რისკი არ ამართლებს ხშირადო მაგრამ როცა არჩევანი არ გაქვს, შეიძლება ამის გაკეთება. როცა ორ უკიდურესად ცუდ ვარიანტში ერთი უნდა აირჩიო, შუა ხიდზე დგომა ღალატია საკუთარი თავის მიმართ, არჩევანის უფლებას რომელიც ბუნებამ გიბოძა, სახელმწიფომ დაგიკანონა უარყოფ, მხოლოდ იმიტომ რომ არ გსურს გაიაზრო რა შედეგი მოყვება ამას, არ გსურს იცოდე ან ჩაწვდე სირაქლემას პოზიციას.
ნამდვილად არ მინდა ჩემი პოსტი პოლიტიკურ პოსტად ჩამოყალიბდეს, ამიტომ ვეცადე სათქმელი სხვა კუთხით წარმომეჩინა, ბიბლია და ღმერთი კი მოვიყვანე მაგალითად მაგრამ იმ ადამიანებისგანაც კი ვისაც უბრალოდ არ გააჩნია დოგმების რწმენა მითუფრო ველი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან მათთვის ნეიტრალური პოზიცია იმდენად უმარილოა რომ თავისდაუნებურად სიმძაფრეს გამოხატავენ რადიკალური ქმედებით.
ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციაა, 1 ოქტომბერს არჩევნების დღეა, ქვეყნის მოსახლეობამ პარლამენტი უნდა აირჩიოს რომლის ქმედებამ სამომავლოდ თითოეული ჩვენგანის კომფორტულად ყოფნა უნდა უზრუნველყოს.  ქვეყანაში თუ დემოკრატია გვინდა, მთავრობა კი არ უნდა დავადანაშაულოთ იმაში რომ ისე არ არის საქმე როგორც ევროპაში ან ამერიკაში, არამედ ჩვენ ჩვენ გულებში და ტვინებში უნდა ჩავიხედოთ და ვაღიაროთ რომ სადაც დემოკრატია და უკეთესი ცხოვრების მაღალი მაჩვენებელია, იქ მოქალაქეებსაც მაღალი თვითშეგნების მაჩვენებელი აქვთ და სახელმწიფოს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებით აძლევენ დაკვეთას.
ჩვენი არჩევანი ავტომატურად შეკვეთაა რომ ვიყოთ იმაზე უკეთესად ვიდრე ვართ, ჰოდა მოდით ვისაც ჯერ არც კი უფიქრია არჩევნებზე წასვლა, იყავით აქტიურები ქვეყნის მომავლის არჩევანში, მიეცით შეკვეთა თქვენი არჩევანით და ნუ დარჩებით მიწაში თავჩარგულები, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ჩვენს გარდა კიდევ სხვების მოვალეობაცაა, თუნდაც მკვდარი სულების ან უცხოელი დამკვირვებლების, რომლებმაც მხოლოდდამხოლოდ ჩვენი აქტიურობა უნდა შეაფასონ მეტი კი არაფერი.
რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე?
მე ვთვლი რომ ჩემი არჩევანი ჩემი “მე”-ს გამოხატვა, ჩემი წილი პასუხისმგებლობაა და მივდივარ არჩევნებზე, დავაფიქსირებ ჩემ სურვილს და თუ ძალა ერთობაშია შედეგიც ქვეყნისთვის შესაბამისად ჩვენთვის სასარგებლო დაფიქსირდება და გვეცოდინება რომ სახელმწიფო არა საკუთარი ნებით არამედ ჩვენი ნებით აშენებს დემოკრატიას.
ბოდვა.
-წამო რა წავიდეთ იქ სადღაც შორს, რაც უფრო შორს წავალთ მით უფრო გავთავისუფლდებით საზოგადოებრივი დოგმებისგან და მეტად თავისუფლები ვიქნებით, არ გვინდა ეს თანამედროვე ცივილიზაცია, ულტრამოდური ტექნიკა და რაღაც საოცარი მანქანებით შექმნილი ინტერნეტ სივრცე რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაკავშირებს ნებისმიერ ადამიანთან და გგონია რომ ვირტუალური სამყაროთი შეგიძლია იცხოვრო, იმეგობრო, გიყვარდეს და ა.შ..
წამოდი რა, წავიდეთ იქ, სადაც არ არსებობს არანაირი კანონები და ორივენი უბრალოდ თავისუფლად ვიცხოვრებთ, ზედმეტი ფიქრებისა და ვალდებულებების გარეშე, რადგან იქ არ იქნება ყოველდღიური მომაბეზრებელი სავალდებულო ურთიერთობები, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით. არავინ ჩადგება ჩვენს შორის, არავინ ისაუბრებს ჩვენზე. არავინ შემოგვხედავს გაკვირვებული და იფიქრებს რომ რაღაც არანორმალურს ჩავდივართ, განსხვავებულები ვართ და ა.შ..
წამოდი რა, ერთმანეთით დავტკბეთ, ის წუთები, საათები და წლები დავუთმოთ ერთმანეთს რომლებსაც ეს ცხოვრება გვპარავს, მერე ჩვენ უერთმანეთოდ ვბერდებით და გვავიწყდება რომ ოდესღაც გვიყვარდა, ძლიერ გვსურდა ერთმანეთი, ვნებით და სიყვარულით გულაჩქროლებულები ვერ ვამჩნევდით  რომ სამყარო აქ, ჩვენ გვერდით იყო, გახსოვს ეს თავდავიწყება? წამიერი იყო, მე კი მარადიული თავდავიწყება მსურს შენს მკლავებში, მინდა ჩავიძირო შენს უძირო ცისფერ თვალებში და ვერასოდოს ვიპოვო იქ შენი ჩემდამი სიყვარულის საზღვარი.
წამო რა წავიდეთ იქ სადღაც შორს, სადაც ვარსკვლავები ერთმანეთს ეცეკვებიან, მთვარე ჩუმად უმზერს მზეს, რათა არ დაწვას მისმა მხურვალე ვნებიანმა მზერამ, ვიცეკვოთ, მანამ, სანამ ვარსებობთ ერთმანეთისთვის.
მარტო ჩვენ ორნი, მთვარე, მზე და ვარსკვლავები მეტი რა გვინდა? ჩვენ ხომ ერთმანეთის სამყაროები ვართ, რაში გვჭირდება ეს ყოველდღიური ფიქრი, ზრუნვა და ურვა იმისათვის თუ როგორ ვიცხოვროთ უკეთესად?
წამოდი რა.
-წამო, წავიდეთ იქ სადღაც შორს, სადაც ეს ყველაფერი გეგულება, ძლიერ მიყვარხარ, ჩემი ცხოვრების დროის ათვლა შენით იწყება და შენით დამთავრდება, მუდამ შენს გვერდით ყოფნას გპირდები მაგრამ იცოდე, მოკვდავები ვართ და მარადიული თავდავიწყება არ შეგვიძლია, სამყაროს ადამიანებისთვის გარანტია არ მიუცია რომ შეძლებენ აჯობონ დროს, რომელიც ისე გარბის რომ ჩვენ ვერ ვეწევით, ეს რომ შეგვეძლოს წამიერ თავდავიწყებას რომელიც ბედნიერების კოეფიციენტია ხომ გავიხანგრძლივებდით?
წამოდი, წავიდეთ იქ სადღაც შორს, სადაც ასე ძალიან გსურს, არ გეკითხები სად არის ეს საოცარი ადგილი, ყველგან მოგყვები, ერთმანეთით დავტკბეთ, ის წუთები, საათები და წლები დავუთმოთ ერთმანეთს რომლებსაც ეს ცხოვრება შეუმჩნევლად გვპარავს, მერე კი ჩვენ უერთმანეთოდ ვბერდებით და გვავიწყდება რომ ოდესღაც გვიყვარდა, ძლიერ გვსურდა ერთმანეთი, ვნებით და სიყვარულით გულაჩქროლებულები ვერ ვამჩნევდით რომ სამყარო აქ, ჩვენ გვერდით იყო, შენ მეკითხები მახსოვს თუ არა?  დიახ, მახსოვს ეს თავდავიწყება. მართალი ხარ, წამიერი იყო, მეც მსურს მარადიული თავდავიწყება მოგანიჭო ჩემს მკლავებში პატარა მეოცნებე ბავშვივით მომწყვდეულს, მინდა ჩაიძირო ჩემს ცისფერ უძირო თვალებში და ვერასოდეს იპოვო იქ ჩემი შენდამი სიყვარულის საზღვარი, მაგრამ…
-მაგრამ?
-საყვარელო, ჩვენ ხომ მოკვდავები ვართ და სანამ წავალთ, ჯერ შემპირდი რომ მუდამ გეყვარები და არასოდეს მოგბეზრდება ჩემთან ყოფნა, მოგენატრება სამყარო, რომლის დატოვებაც ასე დაჟინებით გსურს, შემპირდი რომ ჩემი მარადიული სიყვარულის თანატოლი იქნება შენი სიყვარულიც და ორივენი თავდავიწყების მორევში ჩაძირულები ვიცეკვებთ მანამ, სანამ ვიარსებებთ ერთმანეთისთვის.
ან დამაზღვიე… რომ შემდეგ გულისტკივილით სავსემ, მარადიულობისგან უარყოფილმა, მოკვდავმა ადამიანმა კვლავ შევძლო სიცოცხლის გაგრძელება იმ იმედით რომ შემიყვარდება ისე, როგორც ახლა მე შენ მიყვარხარ.
-გული მატკინე.
-ტკივილს ვერსად ვერ გაექცევი, მის გარეშე არაფერია ცხოვრება, მარადიული ბედნიერებაც კი მოსაბეზრებელი და თავისთავად წარმავალია, არ გჯერა? წამოდი, წავიდეთ იქ სადაც შენ გსურს, ოღონდ ჯერ დავაზღვიოთ ჩვენი სიყვარული.
ბიჭმა მკლავები მოჰხვია გოგონას და გაირინდა, წამიერი მაგრამ ენითაღუწერელი თავდავიწყება აჩუქა უნებლიედ და დაუმტკიცა რომ მიუხედავად მძაფრი შეგრძნებისა, მარადიული არაფერია და გოგონაც დაჰყვა მის ნებას.
პ.ს. მოკვდავები ვართ და არ ვიცით რა გველის, როდის რას გვიმზადებს ბედისწერა, გარანტია არ არსებობს რომ ადამიანი შეძლებს თავიდან აიცილოს ყოველდღიური ფიქრი, ზრუნვა და ურვა იმისათვის, თუ როგორ იცხოვროს უკეთესად და სიმშვიდისთვის მოიგონა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი-დაზღვევა.
პ.პ.ს. მართალია სიყვარულს ვერ დააზღვევ მაგრამ ამ გრძნობის კომპენსაციას (ზოგ ადამიანს ხომ შეუძლია გრძნობის კომპენსაციის მიღება..) ხომ მაინც მიიღებ, რითიც შეძლებ გადაეშვა თავდავიწყების მორევში და დაივიწყო რომ ოდესღაც დედამიწაზე დაგანარცხეს და რეალობას შეგაჯახეს, ისე რომ არც გკითხეს.
ძმა, ტკბილი შხამი და პარიზი
ძმა, ტკბილი შხამი და პარიზი
მალე კვლავ შეიყრებიან ძმები, ქართველნი, აფხაზნი,
განიმრავლებენ სიყვარულს, სათქმელი დარჩათ ათასნი …
პარიზზე რა უნდა დავწერო ისეთი, რაც არ დაწერილა, რაც არ თქმულა … ყველას თავისებურად უყვარს პარიზი.
პარიზზე რომ რამე დაწერო, პარიზს უნდა ეკუთვნოდე სულით და გულით, ან პარიზი უნდა გეკუთვნოდეს, გულში უნდა ფართხალებდეს და არ გასვენებდეს. სწორედ ასეთია პარიზი, არ გასვენებს, უცნაური ხიბლი აქვს. რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო პარიზში, ყოველი გათენებული დილა მაინც ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით აღგავსებს და მიგახვედრებს, რომ , “არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვითა ღვთის”, რომ ცხოვრება შეიძლება გაატარო სილამაზის შემყურემ, ფაკირის დუდუკის ხმაზე გაშეშებული კობრასავით.
ფრანგული ტელევიზიით გადაცემა გადიოდა საფრანგეთისა და კერძოდ პარიზის მულტიკულტურულ ცხოვრებაზე. საფრანგეთი ყოველთვის  გამოირჩეოდა ემიგრაციის ერთ-ერთი მაღალი დონით, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩასულ ემიგრანტებს ჩაჰქონდათ თავიანთი რელიგიისა და ეთნიკური სუბ-კულტურული ტრადიციები, რაც შემდეგ საერთო ფრანგულ ტილოს თავისებურ შტრიხებით ამდიდრებდა, თუმცა ტილო ისევ ფრანგული რჩებოდა მუდამ. საფრანგეთში არ არსებობს ეროვნული უმცირესობის ცნება, რადგან ყველა ფრანგია, თუმცა რელიგიურ დიფერენციაცია ვერ წაიშალა, რადგან თავად ფრანგების უმეტესობა ათეისტია. ერთ-ერთ ფრანგ საზოგადო მოღვაწეს, ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ტოლერანტული პოლიტიკის შესახებ კერძოდ ისლამური კულტურის წარმომადგენლების შესახებ, რომ თუ იყო შესაძლებელი პარიზი გამხდარიყო ისლამის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი. რეპსოდენტი არ დაიბნა და უპასუხა ფრანგული ტაქტით, ღიმილითა და თავაზიანობით, რომ თუ ვინმეს უნდა პარიზი გადააქციოს ქაბულად, მაშინ იქნებ აჯობებდეს ქაბული გადააქციოს პარიზადო … ასეთია თავად ფრანგული დიპლომატიაც, თავაზიანობა, ღიმილი და მოჩვენებითი კეთილგანწყობა გამყარებული ატომური იარაღით.
ახლა, ამ წუთას რას დავაკვირდი თუ იცით? მიხარია პარიზზე წერა. არ ვიცი რა მახარებს, რეალურად რომ ვიმსჯელოთ აქ არაფერი ჩემი არ არის, მაგრამ მაინც მიხარია, პასტელურ განწყობაზე ვდგები და ვხდები, რომ სამყაროს მართლაც სილამაზე გადაარჩენს. ადამიანია თავად სამყარო, ხოლო პარიზი ადამიანის სულია, ქვაში გაცოცხლებული სილამაზე ! … თუ კარგად დააკვირდებით, ჰაერში სავსეა იმპრესიონისტული პალიტრის ფერები. მონეს, დეგას, სინიაკს, სეზანს, გოგენსა და სხვებს უბრალოდ უნდა დაენახათ და ტილოზე გადაეტანათ პარიზის ზეცის მრავალფეროვნება და კაცობიობისთვის დაეტოვებათ უკვდავი შედევრები.
პარიზის ქუჩები, სახლების აივნები, სადარბაზოები და ეზოები სავსეა ღიმილით და მშობლიური სითბოთი, რომელიც თურმე სულ გენატრებოდა. დღევანდელ კოსმოპოლიტურ მეგაპოლისს 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს ის პეწი და შარმი, რომელიც საბჭოთა სულიერ კონცლაგერში დაბადებულებს ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იანი წლების პოპულარული ფრანგული ფილმებიდან გვახსოვს, რომელიც თავისუფლებას გვანატრებდა და გვაყვარებდა. თუმცა სიმართლესაც თვალი რომ გავუსწოროთ, პარიზის არქიტექტურაში, მეხსიერებაში ჩარჩენილი, იმ ჩემი ბავშვობის დროინდელი რომანტიკული ეპოქიდან  არაფერი შეცვლილა, გარდა ხალხისა და კულტურული მრავალფეროვნებისა.
პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ასე მეგონა უზარმაზარ ისტორიაში ჩავიკარგე, სადაც ფეთქავდა ევროპის გული, სადაც ერთმანეთს ცვლიდა რომაულ-გალური ეპოქისა თუ შუსაუკუნეების კადრები, ჯვაროსნებისა და ტამპლიერების აჩრდილები, გოთიკური სიმწუხრე და როკოკოსებრ ფუფუნებაში ჩაძირული ეროტიკული ორგიის მხიარულება, ქუჩის მუსიკოების მიერ აკორდეონზე შესრულებული შანსონები და სუპერფეშენებელური ლაფაიეტის გალერიის  ლუქს-მაღაზიების ხმაურიანი ცხოვრებისეული ჯაზური აკორდები.  ყველას თავისებური განცდა ეუფლება, ყველა თავისებურად რაღაცას ადარებს ამ შესანიშნავ ქალაქს, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ისტორია აქვს, სადაც გადაჭდობილია სხვადასხვა ეპოქის, ძველი და თანამედროვე მოდერნისტული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები.
ისტორიკოსები პარიზის დაარსებას  პარისიების კელტურ ტომს მიაწერენ, ჯერ კიდევ ქრისტემდე III საუკუნეში. კეისრის მიერ გალიის დაპყრობის შემდეგ, I საუკუნიდან პარიზში იწყება რომაელების ჩასახლება სენ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. იმხანად პარიზს ლუტეცია ერქვა, ხოლო შემდეგ გალურის გავლენით ლუტეს’ -ს (Lutèce) ეძახდნენ. პარიზის განვითარება რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, გერმანული ტომების, ფრანკების შემოსევების პერიოდში შეჩერდა. სწორედ რომაელთა ბატონობის ბოლო პერიოდში ეწოდა ლუტეციას პარიზი.
არის კიდევ ლეგენდა, რომ პარიზი დაარსებულია ტროადან გამოქცეული პრიამოსის უმცროსი ვაჟის, ჰექტორის ძმის – პარისის მიერ. თუმცა ამ ლეგენდას არანაირი კულტურულ-მატერიალური დადასტურება არ გააჩნია, გარდა კერძო და გეოგრაფიული სახელების ფონეტიკური მსგავსებისა.
იმდენად მრავალფეროვანია პარიზის ისტორია, რომ მას ამ მოკლე სტატიაში ვერ ამოვწურავთ. დაწყებული რომაული ეპოქიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მასში ბევრია სისხლი, აღფრთოვანება, აღმაფრენა, სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებები, გროტესკული, რომანტიკული, სასიყვარულო და კომიკური ისტორიებიც, ჩემთვის კი პარიზი ერთი დიდი ბოჰემაა, კრუასანისა და კარტ-ნუარის სუნით, ედიტ პიაფის, შარლ აზნავურის, მირეი მატიეს, დალიდას, პატრიკ ბრუელისა და ჯო დასენის გულიანი შანსონების ჰანგებით გაჟღენთილი, ალენ დელონისა და ჟან გაბენის, მიშელ მერსიესა და ბრიჟიტ ბორდოს, ემანუელ ბეარის, ჟან-პოლ ბელმონდოს, რობერ ოსეინის, პიერ რიშარისა და ლინო ვენტურას ტიპაჟებით გაცისკროვნებული, რომელსაც დღევანდელი ბაბილონის აღრეული ჰიპერკულტურულ ვითარებაშიც არ დაუკარგავს თავის უნიკალური შარმი, კოლორიტი და უძველესი დროიდან დღემდე ჩაკირული რომანტიზმის აურა.
პარიზი ჩემი ახალგაზრდობის სულის განმეორებული ისტორიაა, როგორც იტყვიან სიყრმის დედაქალაქი, ერთადერთია და დაუვიწყარი, რომელიც მარადიული სიყმაწვილის სასიამოვნო მოგონებების ჩაჭედილი ლურსმანივით ტვინში შეუხორცებელ ჭრილობას ტოვებს და გულში კი ნოსტალგიის უზარმაზარ უფსკრულს … ნოსტალგიას –  იმიტომ, რომ არაფერი ისე მწარედ არ ენატრება ადამიანს, როგორც საკუთარი ახალგაზრდობა და პარიზი სწორედ ახალგაზრდობას გჩუქნის, სურვილს გიჩენს უსასრულოდ იბოდიალო და საყვარელი ქალის სხეულივით დეტალურად შეისწავლო, დატკბე მისი სიშიშვლითა და ყოველი უჯრედით. ქალის სხეულივით რბილია და თბილი მისი ჰაერი, გრაციოზული და მაცდური, ამიტომაც ვეძახი მე მას ტკბილ შხამს …
ერთი პატარა ისტორია გამახსენდა, რომელიც სავსეა სიხარულით და ამავე დროს ირონიული ტრაგიზმით. პარიზში ვიყავი რაღაც საქმეზე და რომ მომშივდა, ერთ-ერთ ბისტროში შევედი თურქული ქებაბის შესაკვეთად. გამყიდველი თურქი ბიჭი იყო, ტიპიური ოსმალო, შავტუხა, სხარტი მოძრაობებითა და თურქული აქცენტით. ქებაბი რომ შევუკვეთე, გამოველაპარაკე კიდეც, შენი მეზობელი ვარ მეთქი, გურჯი. თვითონ გირესუნიდან ყოფილა წარმოშობით. ამ ლაპარაკში შიდა ოთახიდან ერთი კაცი გამოვიდა, ასე 50-55 წლისა, მაღალი, ჭაღარა წაბლისფერთმიანი, ნათელი სახით, ცისფერი თვალებით. გვიყურებდა და გვისმენდა ყურადღებით. მაგრამ ეს კაცი თურქს არ ჰგავდა აშკარად. ცნობიმსოყვარეობამ მძლია და ვეკითხები ამ კაცს, ლაზი ხომ არ ხარ მეთქი. გაეღიმა, არაო … თუმცა არც არაფერი მიპასუხა და ღიმილით მიყურებს ისევ. მეც უფრო ინტერესში ჩავვარდი და ახლა ვცდილობ გამოვიცნო საიდანაა, რა ჯიშისაა. გურჯი თუ ხარ მეთქი და არაო … აბა რუსი ხარ მეთქი და შევატყვე ეწყინა … არადა არ მეუბნება საიდან არის.
რა ჯიშისა და ჯილაგის ადამიანი არ მინახავს, ჩუქჩით დაწყებული, აზიისა და აფრიკის ჯუნგლებიდან გამოქცეული პაპუასებით დამთავრებული, მაგრამ არა ფრანგი, არა არაბი, არა ებრაელი, არა თურქი, არა ლაზი, არა გურჯი … აბა ვინ ხარ, რა გაცინებს მეთქი და ყველაზე მოულოდნელი რაც შეიძლებოდა შუაგულ ევროპაში გამეგო, ის იყო  – აფხაზი ! …
გამიხარდა ! … ასე მეგონა, ჩემს ძალიან დიდი ხნის დაკარგულ-გადახვეწილ ღვიძლ ძმას შევხვდი მეთქი. ახლა ამ წუთას, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, მაგრამ მისი სახელი იყო – ძმობა და სიყვარული, მონატრება და ცრემლი, სიხარული და ბედნიერება !
… დამსვა, სტუმართმოყვარედ გამიმასპინძლდა, მომიყვა, რომ მისი დიდი პაპის მამა თუ პაპა გადმოსახლებულა საქართველოდან, კერძოდ აფხაზეთიდან თურქეთში, ხაზი გაუსვა საქართველოდანო. ხოლო თვითონ 25 წელია საფრანგეთში ვცხოვრობო. რა თქმა უნდა ფრანგულად ვსაუბრობდით, ის თურქული, მე კი მწარე ქართული აქცენტით. მოჯაჰირი იყო პაპაშენი მეთქი და კიო, მიპასუხა. ერთხელ ვარ ნამყოფი ჩემი წინაპრების სამშობლოშიო, საქართველოშიო, სოხუმი და ქუთაისი ვნახეო, მგონი თბილისიცო, ასე მახსოვს.
… რასას თავისებური  ვულკანური თვისებები აქვს და დრო-და-დრო მძლავრი ამოფრქვევები ხდება ხოლმე სულიერ დონეზე.  ის რაც სისხლშია, სანამ ამ სისხლის ბოლო წვეთი არ დაიღვრება ცოდვიან დედამიწაზე, ვერ გადააჩვევ ადამიანს ისტორიულად გამომუშავებულ ქცევებს. ჩემი და იმ აფხაზის შეხვედრა, ჩვენი საუბარი და ერთმანეთისადმი მონატრებული საუბარი სწორედ ამ რასობრივი იდენტურობისა და სისხლის შემადგენლობის მსგავსების დამსახურებაა, რომლის წინაშე ნადგურდება და ინგრევა წითელი ჯალათების მიერ, ერთი შეხედვით, უმტკიცესად აშენებული გამყოფი რკინის კედლებიც კი. სიყვარული ყველანაირ ბნელს, დრომოჭმულსა და ტირანულს აცამტვერებს და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზივით უფკრულში დასცემს სატანისტური კულტის მსახურ ნებისმიერ ბოროტებას, ხელოვნურ მტრობასა და გაუცხოებას !
… ვისაუბრეთ იქეთური-აქეთური და ის დღე ისე ჩამთავრდა, რომ გაოგნებული გამოვედი ბისტროდან. ყელში ბურთი მეჩხირებოდა სიხარულისა და ამევე დროს სიმწრის და სიბრაზის. ეიფორიისგან აღარც მისი სახელი მახსოვდა უკვე, თუმცა მახსოვს, რომ გვარი ,”იფა”-თი მთავრდებოდა და არც ის მომაგონდა, რომ  კოორდინატები დამეტოვა. განცდა დამეუფლა, რომ ინტრიგანი  და ნესტიანი გადამთიელის ენის ტლიკინით წაკიდებულ ძმებს, სენა, პარიზი და ევროპა ისევ გვაერთებდა, თითქოს გვეუბნებოდა, რომ ჰეი, თქვენ, ერთი დიდედის შვილიშვილებო, თქვენი საერთო მომავალი აქაა, ევროპის ჭერქვეშო და როგორ მინდოდა იმ წუთას სენის კი არადა, რიონის ან მტკვრის პირას გვესერინა ჩვენ, მონატრებულ ძმებს და სამყაროს სილამაზით დავტკბარიყავით …
… ისე გამოვიდა, რომ პარიზში კაი ხანი აღარ ვყოფილვარ და ერთი წლის შემდეგ ისევ მივაკითხე იმ ბისტროს, წინასწარ კარგი განწყობა მქონდა, ახლა კი ნამდვილად ჩავიწერდი მის კოორდინატებსაც და ერთი სიტყვით, აღარ დავკარგავდი, მაგრამ იქ ახლა სხვა თურქები დამხვდნენ. ჩემი სულიერი და ჯიშიერი ძმა რომ მოვიკითხე, ასე მითხრეს ანტვერპენში გადავიდა სამუშაოდ, იქაც აქვს ბისტრო გახსნილიო … ხასიათი და განწყობა გამიფუჭდა,   პარიზის თბილი გაზაფხულის ქალიშვილივით უბიწო მზემაც ვეღარ მიშველა …
სადაც არ უნდა იყოს ჩემი აფხაზი ძმა, ის ჩემს გულში იქნება მუდამ ! რა დამავიწყებს პარიზის პასტელურ ზეცას შერეულ, მის ზღვასავით ცისფერ თვალებს და კეთილ, სტუმართმოყვარე ღიმილს, რომელმაც მე იმ დღეს სამშობლო გამიერთიანა ! …
გული მიგრძნობს, ახლოა დრო, როდესაც ჩვენ, ჩემო ძმაო, ჩემო კეთილო აფხაზო, ისევ შევხვდებით და უკვე ვროპული სოხუმისა და ფაზისის მზიან ზეცას ვაჩუქებთ ღიმილსაც და ძმობის ყიჟინას ! … კოლხეთი ბებიაა ჩვენი, აფხაზეთი და ეგრისი – ჩვენი დედები, ხოლო საქართველო – ჩვენი ჭაღარა და ომებში დაქანცული, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც გაუტეხელი, მუხლჩაუხრელი და მარად ცოცხალი მამა, რომელსაც ჩვენ, მისი უძღები შვილები, ქართველები და აფხაზები აუცილებლად ერთად მოვეფერებით, ერთად დავასვენებთ, ერთად მოვუვლით, ერთად დავამშვენებთ, ერთად ავაშენებთ და სიყვარულსა და ძმობას მონატრებულნი, ახალ სიცოხლესაც ერთად ვაჩუქებთ ბერიკაცს …
ჩვენ მალე მოვალთ!
კ. კოლხი
30.07.2012 წ.
მდინარე სენის სანაპირო …
ტელეკომპანია იმედი
არ ვიცი საიდან მომდგამს ტელევიზორის სიძულვილი თუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მისდამი სრული უინტერესობა მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს ბევრმა, თქვენ წარმოიდგინეთ მათაც კი, ვინც არ მიცნობს იციან. დიახ, არასოდეს ვუყურებ ტელევიზორს, მხოლოდ ვუსმენ, სახლში ყოფნის დროს ჩემი ლეპტოპით ან კითხვით ვირთობ თავს.
ჰოდა ასე მოსმენით, მიყურადებით ვიცი რა ხდება ჩვენს არხებზე, ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის ნიჭიერის წამყვანებს თიკას და ვანიკოს დუეტს, სერიალ  “ჩემი ცოლის დაქალები” , “ღვინის გზა” და ფეხბურთს ვწყალობ. თიკას და ვანიკოს დუეტი ყველა წამყვანის დუეტს მირჩევნია, ეს ორი ადამიანი მართლა საუკეთესოა წამყვანებს შორის, თუმცა ნიჭიერის გადაცემას უხდებიან და ალბათ ამიტომ მომწონს, “ჩემი ცოლის დაქალები” უბრალოდ სისტემატიურად ყურებადი სერიალია ჩემ ოჯახში, “ღვინის გზა” -ის გადამღები ჯგუფი ახლობლები, ფეხბურთი კი ერთადერთი რამ, რასაც თვალსაც შევავლებ კომენტატორის ემოციების მიხედვით.
მე ვიცი, ჩემი მკითხველის უმრავლესობაც არ წყალობს ტელევიზორს, თუმცა არც მთლად ჩემსავით, ისინი ალბათ უკეთ ერკვევიან, გადაცემების რეიტინგში, შინაარსში და ა.შ.. თუმცა ამ ყველაფრის არცოდნის მიუხედავად მე ვიცი ის, რაც მათ არ იციან და მინდა მოვუყვე, თუ რა ხდება ტელევიზიის კულისებში, როგორ იქმნება გადაცემები, სერიალები და რაც მთავარია როგორ ამუშავებენ თანამშრომლებს, იმისათვის რომ შექმნან პროდუქტი.
ალბათ ფიქრობთ რა უნდა იყოს ამაში განსაკუთრებული, საინტერესო, გამორჩეული, მაგრამ იმ აუტანელ სიტუაციაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ხდება ტელეკომპანია “იმედი”-ში. არ დავიწყებ იმ გადაცემა-პროექტების ჩამოთვლას რომლებსაც  სტუდია “ტიბისი ტივი” ყიდის და მაინც უხარისხოდ წარადგენს მაყურებლის წინაშე, ნუ იფიქრებთ რომ უკანასკნელი პროექტი “ვარსკვლავები ცეკვავენ” მთელი ბრწყინვალებით იხილეთ. უამრავი ხარვეზი, მიუხედავად დაწერილი, დაღეჭილი პროექტისა რომელიც მოდის გადაცემის მენეჯმენტისგან, (ვგულისხმობ უცხოელ პარტნიორებს) ჰქონდა ამ გადაცემას.
თქვენი ყურადღება სერიალების შემქნელებზე უნდა გადავრთო და წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს “გოგონა გარეუბნიდან” და “შუაქალაქი”  მთელი სეზონი. ამ სერიალების სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელი, დამდგმელი მხატვარი. დიზაინერი, პროდუსერი და უფროსიც კი ვანო ჭელიძეა. ამ ადამიანის ნიჭიერება იმდენად დიდია რომ ყველა სამუშაოს წვდება, ყველაფერს ახერხებს, ყველაფერი იცის, ყველაფერს ასწრებს და რაც მთავარია მიუხედავად იმისა რომ ამ თანამდებობების ხელფასებსაც თავად იდებს ჯიბეში, მომავალი თანამშრომლების მიღება- გაშვებასაც ითავსებს და თუ სულელი აღმოჩნდი, დაიჯერე რომ აი ამ თვეში გადაგიხდიან, რომ აი პრობლემებია და იმ თვეში აუცილებლად ჩაგერიცხება და ა.შ.. შეიძლება ადგილზე დიდხანს იმუშავოთ აუნაზღაურებლად და შემდეგ მოთმინებააღვსილმა, გაბრაზებულმა და ამავდროულად გულდაწყვეტილმა დატოვოთ პოსტი. გულდაწყვეტილმა იმიტომ რომ თქვენ მოგიწევთ საუკეთესო პოსტის, კარგი გარემოს, გართობის დატოვება, ასეთ ადგილს ხომ სხვაგან ვერსად ნახავთ?
რა პოსტი უნდა იყოს ამისთანა? დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან საინტერესო და სახალისო ნამდვილად არის და როგორ ფიქრობთ რატომ არის რომ, ამ პოსტზე მუდამ ასე მოტყუებით აყავთ თანამშრომლები და სანამ მიხვდებიან რომ ხელფასს ვერ ეღირსებიან  მანამ ამუშავებენ? სად მიდის ხელფასი რომელიც ბიუჯეტში ამ თანამდებობაზე მყოფს ერიცხება? რათქმაუნდა ყოვლისშემძლე პროდუსერის, სამხატვრო ხელმძღვანელის, დამდგმელი მხატვრის, დიზაინერის ვანო ჭელიძის ჯიბეში.
არ ვარ დარწმუნებული რომ ამის შესახებ არაფერი იცის დავით გოგიჩაიშვილმა და ტელეკომპანიის უფროსებმა, როგორც ვხედავ, ტელეკომპანიებშიც განუკითხაობაა, ხოლო ის ადამიანები ვინც ასე წლობით, თვეობით ამუშავეს უსახსროდ  და ისე გაუშვეს მადლობაც კი არ უთქვამთ, ძალიან ბევრნი მაგრამ სამწუხაროდ არაფრისშემძლენი არიან.
მე კი ბოლოდროს შევამჩნიე, “იმედი”-ის არხზე სერიალი რომ მთავრდება ტიტრების დროს თვალი  მეპარება ტელევიზორისკენ, მინდა იმ პოსტზე რომელზეც ასეთი სიტუაციაა ვინმეს სახელს და გვარს მოვკრა თვალი, ნაცნობი ხომ არ არის ან სხვა თანამდებობების ქვეშ ერთი ადამიანის გვარი ხომ არ მეორდება, იქნებ გაუგეს და დატუქსეს? თუმცა ამას მე ვერ გავიგებ სანამ, არ ვიკითხავ, კითხვა და ამ თემაზე საუბარი კი არ მსურს, აქაც იმიტომ ვწერ, რომ ასე თუ ისე ბლოგოსფეროში ანონიმ ბლოგერად ვითვლები და არცთუ დიდი შანსია  მიხვდნენ ვინ ვარ მე და საიდან ვფლობ ამ ინფორმაციას, შეიძლება მომედავონ რომ ეს ბრალდებაა და მომთხოვონ დავამტკიცო, რისი გაკეთების არც სურვილი მაქვს, არც ნერვები, არც დრო.
თქვენ, ჩემო მკითხველებო, ხომ იცით რომ ეს პოსტი დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ ახლა დაიწერა და ესეც იმიტომ რომ, რამოდენიმე საათის წინ, სერიალ “ღვინის გზა “-ის ტიტრებისკენ გამეპარა თვალი, დიდხანს ვეძებდი ჩემთვის საინტერესო გვარს ტიტრებში და მერე გამახსენდა რომ ეს სერიალი ლიტველების და ჩემი მეგობრების პროექტია და არავითარი საერთო არ აქვს იმ გუნდთან რომელმაც შექმნა ზემოთხსენებული სერიალები.
ამწუთას კი, სახლში ჩემ ლეპტოპში თავჩარგულს ნანუკა ჟორჟოლიანის ხმა მომესმა, ტელევიზორს გავხედე და იმედის ლოგოს დანახვისას გამახსენდა რომ პოსტი დრაფტშია და ვაფაბლიშებ, კი არაფერი, მაგრამ მაინც იქნებ იცოდეთ და ყურადღებით იყოთ, მანამ დასაქმებაზე ვინმეს დასთანხმდებით, აუცილებლად მოითხოვეთ, კონტრაქტი და იკითხეთ რამდენი იქნება ანაზღაურება, რომ სხვებივით არ მოგატყუონ, თორემ მსგავს სიტუაციებს, შემთხვევებს და ადამიანებს რა გამოლევს.
ცხოვრება ისეთი მკაცრია, ზოგისთვის დედაა და ზოგისთვის დედინაცვალი, მთავარია იცოდეთ როგორ მოექცეთ მას )
წერილი საყვარელ მწერალს
‘Ex Caelis Oblatus’
ციური ძღვენი, რომელიც ჩემთვის გვიან, რეალურად კი ძალიან პატარა ასაკში გამოჩნდა, თქვენი გვარის აბრევიატურაა და  ოდესღაც თქვენს ბაბუას ქალაქის მთავრობამ კი არა განგებამ არგუნა ბედად, რომ მომავალში თქვენი ცოდნით და შესაძლებლობით ცნობილი გაგეხადათ. მისი ხსენებისას მუდამ მახსენდება ჩემი დაუოკებელი სურვილი მიზნად რომ ქცეულა, ოდესმე უნდა გნახოთ, გესაუბროთ, თქვენს სამუშაო მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებში ვიკირკიტო, უკვე გამოცემული წიგნებისთვის გამოყენებულ მასალებში ჩავძვრე და ვეძებო ის, რაც იქნებ გამოგრჩათ ან განგებ გამოტოვეთ და არ გამოიყენეთ რომანებში.
მწერალი, 27-გზის საპატიო დოქტორი და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული პიროვნება, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, იმ ეპოქის საუკეთესო მკვლევარი-მეცნიერი ხართ, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ჩემში ინტერესს .
და აი სიცოცხლეშივე აღიარებულს და დაფასებულს, მეგობრის იდეით გულმოცემული გწერთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დილის გაზეთებთან ერთად ხელში გადმოგცენ საქართველოს მარკით დამშვენებული კონვერტი რომელსაც ზედ გამომგზავნის სახელი და გვარი ეწერება სათაურით “საყვარელ მწერალს” და დასვენების, სიმშვიდის მსურველმა კონვერტი გვერდზე კი არ გადადოთ, ცნობისმოყვარეობით აღვსილმა გახსნათ და წაიკითხოთ. ფურცელმა რომელზეც დავიწყე წერა და არ დამიჭმუჭნია, კალმით გამოყვანილი სიტყვები არ გადამისწორებია, (მშრალი და განგებ ლამაზად დაწერილი რომ არ გამოვიდეს) შეხებისას შეგაგრძნობინოთ ჩემი ემოციები.სინიორ უმბერტო ეკო
იცით თუ არა, რომ ტურინის უნივერსიტეტში მეც ფილოსოფიის ფაკულტეტს ავირჩევდი, თუმცა შუა საუკუნეების ლიტერატურით, ისტორიით დაინტერესებული, დისერტაციას თქვენსავით თომა აქვინელზე არ დავიცავდი, უფრო ბერნარდ კლერვოელის მოღვაწეობას მივანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ნაშრომსაც, იმიტომ რომ დაუოკებლად მსურს ყველა სიტყვა რომელიც კი ქაღალდზე აღბეჭდილა თქვენს მიერ, ჩემს გონებაშიც აღიბეჭდოს.
ისტორიის, ეზოთერიკის და ოკულტური სამყაროს შეცნობით დაინტერესებულს ბევრ კითხვაზე მსურს პასუხის მიღება წყაროების დამოწმებით და თქვენ ეს შეგიძლიათ, თქვენთვის ხომ ღიაა უძველესი ბიბლიოთეკები, სადაც ვინ იცის რა წიგნს წაწყდომიხართ.
პირველად ჯერ კიდევ ბავშვმა წავიკითხე თქვენი მეორე რომანი “ფუკოს ქანქარა”, ბავშვმა შევიგრძენი სინამდვილისა და გამოგონილის ზღვარზე მყოფი თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი, იაკოპო ბელბოს ფაილების პარალელურად მივყვებოდი თემებს რომლებმაც მომიყვანეს თქვენამდე : შუა საუკუნეების რაინდი-ტამპლიერები, პილიგრიმი ბერები, ცოდნა, გრაალი. ბავშვს, რომელსაც თავის დროზე დაუმალეს, რომ დიუმა და ვერნი ქართული გამოცემებით არ არსებობდა, არ გამჭირვებია თქვენი რუსულ ენაზე გაგება. მრავალი წლის შემდეგ კი როცა გამომცემლობა “დიოგენემ” მოიპოვა თქვენს ნაწარმოებებზე საავტორო უფლება და თითქმის ჩემი ტოლი პირველი რომანი  “ვარდის სახელი” გამოსცა, რომლის კითხვისას რომანის უკანასკნელ ფურცლამდე XIV საუკუნის მონასტერში ვცხოვრობდი, მჯეროდა რომ ნაწარმოები მართლა შუასაუკუნეებში დაიწერა, მივხვდი, რომ მთარგმნელს ძალუძს თქვენეულად გადმოსცეს სიუჟეტი და გამომცემლობას მივმართე თხოვნით, ხათუნა ცხადაძეს ათარგმნინოს  “ფუკოს ქანქარა”.
სინიორ, ჩემი ბიბლიოთეკა საყვარელი მწერლების რომანებითაა სავსე, მათ გვერდს ქართულად, ჩემს მშობლიურ ენაზე, თქვენთვის, ევროპელი მეცნიერებისთვის უცნობ ანბანზე დაწერილ-გამოცემული თქვენი ყველა რომანი რომ არ ამშვენებდეს, არასოდეს ვაპატიებ ჩვენს გამომცემლებს, რადგან ძლიერ მსურს ჩემმა შვილებმაც ისევე შეგიყვარონ, როგორც მე შეგიყვარე, მათთვის არ მქონდეს სათქმელი რომ ჩემი თანამედროვე ადამიანი სადღაც, აქვე ახლოს, გლობუსსზე რომ ჩექმას ჰგავს და წვერს ბურთის დასარტყამად უმიზნებს იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სუნთქავს, ლაპარაკობს, წერს, მე კი იგი არასოდეს მინახავს და ამიტომ გწერთ წერილს, იქნებ ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლის ან პასუხის მოწერის სურვილი გაგიჩნდეთ.
მე ვიცი, წამიკითხავს დღეში რამდენი ელექტრონული შეტყობინება მოდის თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, ვიცი რომ უამრავ ნაწერს გიგზავნიან შესაფასებლად, ვიცი ყოველდღიური დისკუსიების ოსტატი, როგორ ჯაბნით იტალიის მემარჯვენე ოპონენტებს გონებამახვილური პუბლიკაციებით და უსაზღვრო ცოდნით, ვიცი თუ როგორ აშუქებთ აქტუალურ პრობლემებს, თანამემამულეებს უზიარებთ თქვენს მოსაზრებებს და ამ ყველაფრით დაღლილს როგორ გსურთ ქვეყნად მშვიდობა, რათა მეტი დრო დაგრჩეთ საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა პოპულარობის ტყვეობაში მოქცეულს უკვე კარგა ხანია აღარ ძალგიძთ მშვიდად მუშაობა. მაინც გწერთ !
”ამ ტყვეობისთვის თავის დაღწევა მხოლოდ სიკვდილის მეშვეობით შეიძლება. მაშინ ირღვევა კლიშეები და რჩება მხოლოდ წიგნები.”
თქვენი სიტყვები ისტორიას დარჩება, ხოლო მრავალი კრიტიკოსის ვარაუდი, რომ მომავალი ლიტერატურა ძირითადად ეკოს გავლენით განვითარდება, სრულდება, მიმდევრები უკვე გამოგიჩნდათ, თუმცა ჩემთვის შეუცვლელი ხართ.
ზოგჯერ, როცა ვუმზერ თქვენს ფოტოებს, მეჩვენება რომ თქვენს თვალებში უსაზღვრო სევდას და ამავდროულად ბავშვურ ცნობიმოსყვარეობადაუოკებელ პატარა ჭინკებს ვხედავ, ისინი მამცნობენ თუ როგორ გიყვართ სიცოცხლე და გსურთ გამოადგეთ იტალიას. საოცრად მესიმპატიურებით  ჭაღარა წვერით და ჭკვიანი თვალებით მომზირალი მამაკაცი, რომლის გარეგნობაც ჩემი ბავშვობის წარმოსახვაში საიდუმლო ორგანიზაციების, კერძოდ კი ტამპლიერთა მაგისტრების გარეგნობის იდენტურია. კვლავ ბავშვი რომ ვიყო ვისურვებდი ძილის წინ მომესმინა საინტერესო ისტორიები თქვენგან, ისე, როგორც ბაბუა უკითხავს საყვარელ შვილიშვილს ზღაპარს, თუმცა არც ახლა ვიტყოდი ამაზე უარს, ბაბუას ვერ მოვესწარი, თქვენ კი უკვე მიყვარხართ.
გულწრფელად ვწუხვარ რომ აქამდე ვერ შევძელი მენახეთ, ვერც თქვენს მშობლიურ ენაზე ამეტყველება მოვახერხე ისე, რომ თავისუფლად გესაუბროთ, ისღა დამრჩენია ვიოცნებო რომ ოდესმე განგების ძალით საქართველოს ესტუმრებით ან სადმე ევროპაში ხეტიალისას მოულოდნელად ერთმანეთს შევეფეთებით და მე აუცილებლად გიცნობთ, მაშინ შევძლებ გულში ჩაგეკრათ და ჩუმად, მხოლოდ თქვენი ყურის გასაგონად ჩავიჩურჩულო : “ამიხდა ოცნება სინიორ” და მიუხედავად იმისა რომ თქვენ ვერ გაიგებთ ჩემს სიტყვებს, გული გულს იცნობს და მჯერა, თუკი განგება ერთმანეთს შეგვახვედრებს, კომუნიკაციასაც შეგვაძლებინებს, შემდეგ კი ბევრს, ძალიან ბევრს ვისაუბრებთ საერთო ინტერესებზე, მოგიყვებით თუ რაოდენ ბევრი საინტერესო მასალაა ჩვენს ქვეყანაში ეზოთერიკის, რელიგიის, მისტიკისა და სხვა იმ თემათა შესახებ რაც გაინტერესებთ და ვინ იცის აღმოაჩინოთ თუ რისი ტყავი მოსავს შოთა რუსთაველის მთავარ პერსონაჟს, “პრაღის სასაფლაო” ისტორიას მხოლოდ მეექვსე რომანად დარჩეს, ხოლო მსოფლიოს ახალი მეშვიდე რომანი მოევლინოს რომლის დაწერასაც ასაკის მიუხედავად შესძლებთ, გპირდებით.
ქალი, რომელმაც შთამაგონა…
საყვარელო ჩემო ანგელოზო
დედამიწა დიდია, იმაზე დიდი ვიდრე წარმოგიდგენია, მზე ძალიან შორიდან ამოდის და ძალიან შორს ჩადის, მის სხივს ვერავინ შეავლებს ხელს რომ ჩემსავით დაიფერფლოს და კვლავ აღსდგეს ფერფლიდან ფენიქსივით, მეც შორს ვარ, შენგან მილიონი კილომეტრის დაშორებით, ერთ მიუვალ მთაზე დავიდე ბინა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გნახე.
არა, არ იფიქრო რომ სიცოცხლეს გავემიჯნე, რომ შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვიამებ და მარტოობა მსურს მხოლოდ იმიტომ რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღარ მახარებს, პირიქით, მზის ყოველ ამოსვლას შენზე ფიქრით ვესალმები და ჩასვლისას შენზე ფიქრით ვემშვიდობები, მგონია რომ მის სხივს თან დაჰყვები რათა როგორც შემპირდი არასოდეს მიმატოვო, შენ ხომ ჩემი ანგელოზი იყავი, ხარ და მუდამ იქნები იმ მარადისობაშიც კი რომელიც მელის ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ.
რა მინდა აქ? ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილიდან გარკვეული დრო გამოვყავი შენზე ფიქრისთვის, მინდა გავიხსენო ცისფერი სიზმარი წლების წინ რომ მედგა თვალწინ და მამშვიდებდა, სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, ძალას მმატებდა და ცხოვრების აზრს მაძლევდა.
ბედისწერა იყო ჩვენი შეხვედრა.
უკვე 2 წელი გასრულდება რაც აქ ვარ, დგება დრო აღთქმის შესრულების, ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე ძლიერი და ისეთი სრულყოფილი როგორადაც შენ მაქციე და დამტოვე, მაგრამ ამდენი ხნის ფიქრის, მონატრებისა და განსჯის შემდეგ ჩემ თავს მაინც მუდმივად ვუსვამდი ერთ შეკითხვას – რატომ მიმატოვა?  ზოგჯერ გეთანხმები  რომ ეს ასე იყო საჭირო, შენ ხომ მითხარი, უნდა განიცადო დიდი უბედურება რომ მიხვდე რა არის ბედნიერება, რკინა ცეცხლში მანამ უნდა აწრთო სანამ სრულყოფილი  არ გახდება, მაგრამ ზოგჯერ სისულელედ მეჩვენებოდა ყოველივე ეს და ბრაზი მახრჩობდა, ნუთუ უნდა დამეკარგე რომ სამყაროს ჩემი ძლიერი და სრულყოფილი სული მიეღო?
გუშინდელივით მახსოვს ამერიკის ერთი ღრუბლიანი დღე და ბრუკლინის ხიდის მოაჯირზე მდგარი მამაკაცი, რომელიც დიდხანს ფიქრობდა შეეძლო თუ არა მდინარე ისტში შთანთქმით მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე და სხეულს გაყრილი ზეცაში თუ ჯოჯოხეთში ემყოფა, ოღონდ არა აქ, დედამიწაზე მრავალი ბოროტი და დაუნდობელი ადამიანის გვერდით და როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, გამოჩნდა ქალი რომელმაც მხოლოდ ერთი წინადადებით შესძლო მისი ფიქრების უკუქცევა : ” ნუ  ჩაიდენ ამას, შენ ჩემზე ძლიერი ხარ და მე ამას დაგიმტკიცებ, იმიტომ რომ მიყვარხარ”.და მან დაუჯერა, იმიტომ რომ სწყუროდა სიცოცხლე, იმიტომ რომ იგი არასოდროს ჰყვარებიათ, უცხოს კი არა ახლობლებსაც კი, ამ უცხო, ულამაზესმა ქალმა კი უბრალოდ მშვიდად აუწყა რომ უნდა ეცოცხლა, რომ მას უყვარდა და შეეძლო მისთვისაც მიეცა სიყვარულის ნაპერწკალი.
და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ლამაზი ზღაპარი…ქალი და მამაკაცი… მეგობრობა და თანადგომა… ქალის თვინიერი, ნებაყოფლობითი მორჩილება და მამკაცის თვითშეფასების ამაღლება რომელსაც მოჰყვა დიდი ვნება და დიდი სიყვარული.
ჩემო ანგელოზო, აბა რა ვიცოდი მე, რომ შენ ჩემი სულის გადასარჩენად თვით განგებას სთხოვე გამოეშვი დედამიწაზე და ხორციელი სხეულით მომევლინე. ჯერ მაწამე, ყველა ტანჯვა და უბედურება ჩემთან ერთად გამოიარე და ყოველი დაცემის დროს ჩამძახოდი : ” შენ ჩემზე ძლიერი ხარ და ეს უნდა შესძლო”, შემდეგ მაბედნიერე და ყოველ წამს მაგრძნობინებდი შენს სიყვარულს და ეს ყოველივე იმიტომ რომ მე, ცხოვრებისგან დაჩაგრულს, გაბოროტებულ ადამიანს კვლავ მეგრძნო ადამიანად ყოფნის ბედნიერება, სიყვარულის შეგრძნება და საკუთარ თავზე გამარჯვება.
აბა რა ვიცოდი მე, რომ შენ საკუთარი თავი შემომწირე და როცა უკვე ბედნიერების მწვერვალზე ზეაღმართული ვლოცავდი იმ დღეს, როდესაც შენ გამოჩნდი ჩემს ბედკრულ ცხოვრების გზაზე, გთხოვდი მოგენიჭებინა ჩემთვის მარადიული ბედნიერება, გაგეხანგრძლივებინა ეს უსაზღვროდ ნეტარი წუთები, წამსვე დამანარცხებდი კვლავ ერთი წინადადებით : “ანგელოზი ვარ და ზეცაში უნდა დავბრუნდე, თუ დავრჩები წავიბილწები მიწიერი ცხოვრებით,  გავქრები, ჩემთან ერთად კი გაქრება შენი ძლიერება და ბედნიერებაც, რომელიც ახლა გაქვს”.
შენ, რომელსაც არასოდეს არაფერი გითხოვია, მუდამ ჩემთან იყავი, ჩემთვის ზრუნავდი, სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი, მშვიდად მთხოვდი  მარტო დარჩენას, თითქოს შენთვის ადვილი იყო ჩემი მიტოვება, ეს შეძელი და მაჩვენე თუ რამდენად ძლიერი უნდა ვიყო მე !
და აი ახლა, როცა დგება დრო აღთქმის შესრულების, ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ამდენი ხნის ფიქრის, მონატრებისა და განსჯის შემდეგ უკვე აღარ ვბრაზობ რომ დაგკარგე, იმიტომ რომ მივხვდი ახლა როგორც არასდროს, ძლიერი და სრულყოფილი შევძლებ კვლავ გიხილო, შენ ხომ შემპირდი რომ არასოდეს მიმატოვებ და მუდამ იქნები ჩემთან.
მზე ჩადის, მისი სხივი რომელსაც მუდამ თან ახლავს ჩემი ანგელოზი, სახეზე მელამუნება და რწმენას მმატებს რომ შეგხვდები, პირველივე შეხვედრისას თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი: ” საყვარელო ჩემო ანგელოზო, მე ზეცას ვხედავ შენს თვალებში, შენ შეგიძლია მხოლოდ ერთი შეხედვით და სიტყვით მტანჯო ან მაბედნიერო, იმიტომ რომ შენ ხარ ის ქალი ვინც შთამაგონა რომ ადამიანი ვარ და შემიძლია კვლავ მიყვარდეს !”
სიყვარულით@ანგელოზი.
14 თებერვალი ვალენტინობის დღესასწაულიო,შეყვარებულების დღეო,ვითომ თუ შეყვარებული ხარ სხვა დროს არ შეიძლება სიყვარული იზეიმო ან აღნიშნო საყვარელ ადამიანთან ერთად,მაგრამ რა ვუყოთ კათოლიკურ სამყაროს და ახლა უკვე ჩვენ ქვეყანასაც,რომელსაც ტრადიციად ექცა უკვე ამ დღის აღნიშვნა.თუ მაინცდამაინც რომანტიკულად გსურთ დღის გატარება არ მგონია არსებობდეს იმის საჭიროება ვალენტინობას დაელოდო,თუმცა იტალიის ჩრდილოეთით,2000 წელს იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულ,არქიტექტურით ულამაზეს ქალაქის, შექსპირის რომანტიკული სიყვარულის აპოთეოზად მიჩნეულ “რომეოს და ჯულიეტას” მშობლიურ ვერონას მონახულება კი ნამდვილად ღირს.„თუ ხარ შეყვარებული ჩამოდი ვერონაში“-უკვე მრავალი წელია ამ სლოგანით ეპატიჟება შეყვარებულ წყვილებს ქალაქი და ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით აწყობს ფესტივალს.ქალაქის მოედანზე(სადაც ტიბალტი ჰკლავს მერკუციოს და შემდეგ რომეო ძიობს შურს@ფრანკო ძეფირელის ფილმი),Piazza Dei Signori ფესტივალის დღეებში ეწყობა ბაზრობა,დახლები რომლებიც გულის ფორმით არის განლაგებული,უამრავი სუვენირებითა და რომანტიული საჩუქრებითაა სავსე, ქუჩები კი და განსაკუთრებით ერთი,წითელი ფერის ფარნებით ნათდება.არა,ნუ იფიქრებთ რომ ეს ამსტერდამის წითელი ფარნების მსგავსი ქუჩაა,იგი ყველაზე რომანტიულ ადგილამდე,ჯულიეტას სასახლემდე მიგიყვანთ. XIV საუკუნის შენობის აივანზე,სადაც სავარაუდოდ რომეოს სიყვარულის ახსნას უსმენდა კაპულეტის მშვენიერი ასული,ქალაქის ხელისუფლების ნებართვით,რათა მეტად მოიზიდონ ტურისტები და შეინარჩუნონ სიყვარულის ქალაქის იმიჯი,უკვე აპრილიდან შესაძლებელია საქორწინო ცერემონიების ჩატარება 770 დოლარად.სწორედ აქ, ვერონაში დაუჩოქა მუხლებზე და შექსპირის ციტირებით აუხსნა სიყვარული ჰოლივუდის რომეომ,მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ თავის ჯულიეტას ბლეიკ ლაივლის და ტრადიციისამებრ სხვა ცრუმორწუმუნე ტურისტების მსგავსად თანამედროვე რომეოც შეეხო ჯულიეტას ქანდაკებას,რის თანახმადაც გარანტირებული აქვს მარადიული სიყვარული.მაგრამ თუ თქვენ ვერ ახერხებთ იტალიაში გამგზავრებას და მაინც გსურთ თქვენთვის განსაკუთრებული დღე რომანტიულად გაატაროთ,შეგიძლიათ კახეთის სოფელ ვერონას ეწვიოთ) თელავისკენ გომბორის უღელტეხილით მიმავალს აუცილებლად შეგხვდებათ ტრაფარეტი წარწერით “ვერონა”. XX საუკუნეში სოფელ “ვერანას”  თუ “ვერენის” ალბათ ერთი უძველესი ლეგენდის მიხედვით გადაუკეთეს სახელი:
ხევსურ ბიჭს ფშაველის გოგო შეყვარებია,ხიფათიანი ყოფილა სასიძო, ძველისძველი წყენაც ყოფილა ოჯახებს შორის და ორივე მხარე ეწინააღმდეგებოდა შვილების ქორწინებას, არადა, სული მისდიოდათ შეყვარებულებს ერთმანეთისთვისო. ამბობენ, შუამთის მონასტერში გადაუწყვეტია მამას ფშაველი ქალიშვილის ჩაკეტვა – მონაზვნად აღიკვეცები, უფლის მორჩილი იქნები, მაგ გიჟს კი შენს თავს არ გავატან, სხვა თუ არაფერი, ომში წავა და მაინც მალე დაგაქვრივებსო.
ხევსურ ალუდას ღამით გაუტაცებია საცოლე და დილით, როცა ქალი მამას სამონაზვნედ უნდა მიებარებინა, ჯვარი დაუწერიათ. ჯერ ძველისძველ ციხეში ჩაკეტილან, მერე კი, როცა სიმამრის რისხვა დამცხრალა, ვერენის ნასოფლარზე დასახლებულან.
ჩვენი სიყვარულის ქალაქის სიღნაღის მსგავსად,ხელისუფლებას შეუძლია ქართველი რომეო და ჯულიეტას ამბავზე აგებული პიარით,ტურისტებისთვის საინტერესო დაბად აქციოს ეს სოფელი.
მე კი შემიძლია მუდამ თბილად და სიყვარულით დაგხვდეთ ჩემს ბლოგზე,სადაც ამ ერთი წლის განმავლობაში არცთუ ისე ბევრი პოსტი დაიწერა,მაგრამ ერთგული მკითხველი მაინც არ მომკლებია,მიუხედავად იმისა რომ არ ვწერ რეგულარულად და არც განსაკუთრებულად საინტერესო თემებს ვთავაზობ ჩემს მკითხველს. დიახ,ფაიფურის ანგელოზი შარშან 14 თებერვალს,ვალენტინობაზე დაიბადა და არ იცოდა რომ ამ დღეს ბლოგის შექმნით კი არა,საყვარელი ადამიანისთვის სითბოს გაცემით უნდა ყოფილიყო დაკავებული)
ალბათ უკვე მიხვდით ან ვერც კი წარმოგიდგენიათ რომ ამ ჩემთვის,ახლა უკვე ძალიან საყვარელი ბლოგის გახსნას შეეწირა ჩემი ურთიერთობა,მაგრამ არ ვნანობ,მე ხომ თქვენ გიპოვეთ!
ჰოდა ყველას,ვინც მკითხულობს და ვისაც ვკითხულობ(ნუ განსჯით ბლოგროლით)) სიყვარულით სავსე ბედნიერებას და სიბერემდე ერთამანეთით ტკბობას გისურვებთ, ნუ დაელოდებით ვალენტინობას და სიყვარულის ოფიციალურად აღიარებულ დღეებს,ნურც ჩაიციკლებით რომ აუცილებლად ამ დღეებში უნდა აღნიშნოთ ან დაამტკიცოთ თქვენი სიყვარული,უბრალოდ გიყვარდეთ და აუცილებლად წადით ვერონაში თუნდაც მარტო იყოთ,სრულიად შესაძლებელია იქ იპოვოთ მარადიული სიყვარული და ლამაზ,ჩემი ბლოგის მსგავს თბილ ფერებში,ბედნიერების სუნით გაჟღენთილები მრავალი წლის მერეც ასე გრძნობდეთ ერთმანეთს!
ხვამლის საიდუმლო
რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:
“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”
რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს.
XIII საუკუნეში ჯალალედინის მიერ მოოხრებული საქართველო მონღოლთა კოალიციის წინააღმდეგ სრულიად უმწეო აღმოჩნდა,სწორედ ამ პერიოდის ჟამთააღმწერელი “ქართლის ცხოვრებაში” წერს რომ აქ ხვამლის მთის ქვაბულებში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა “მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო საჭურჭლე ორად…თბილისი ორად,ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლსა ქვაბსა რომელ იდვა,მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროისი ქვაბსა დაუტევეს.ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივისცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი,რომლისა სწორი არავის სადა უხილავს,ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა…”;“ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს,ხვამლის მთამ გადაარჩინოს”-სწორედ ამ და სხვა წერილობითმა ცნობებმა დააინტერესა მეცნიერები.
არაოფიციალური ცნობით 1939 წელს სტალინის პირადი დავალებით ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ხვამლის ქვაბულების დასათვალიერებლად 2 მუშასთან ერთად გაემგზავრა,თუმცა არავინ იცის რა ნახა იქ,სავარაუდოდ ვერაფერი რადგან უკვე ოფიციალურად პირველი ექსპედიცია იმავე მთამსვლელმა ალიოშა ჯაფარიძემ 11კაციან ჯგუფთან ერთად განახორციელა,ჯგუფში იყვნენ მწერალი ლევან გოთუა რომელსაც აღწერილი აქვს ლაშქრობის დეტალები და ცნობილი არქეოლოგი გოგი ლომთათიძე.ექსპედიციამ ქვაბულში რამოდენიმე დღე დაჰყო და დაასკვნა რომ განძი გატანილია, წამოსვლისას კი დატოვეს წერილი რომელიც 1984 წელს მეორე ექსპედიციის ჯგუფმა აღმოაჩინა რევაზ შალიბაშვილის მეთაურობით.მათ ფირზე აღბეჭდეს ქვაბულები და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დატოვებული წერილი.
მესამედ უკვე 2007 წელს გურამ გაბიძაშვილმა განიზრახა ხვამლის მთის მღვიმეების ვიზუალური შესწავლა და მათი მეცნიერული გამოკვლევა.ბატონმა გურამმა სამწლიანი პროგრამის თანხა მოიძია,შემოიკრიბა გამოცდილი არქეოლოგები, გეოლოგები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და გამოცდილ მთამსვლელებთან ერთად ზუსტად იმ მარშრუტით  დალაშქრა ხვამლი,როგორც წინა ორმა ექსპედიციამ,მოინახულა ის ქვაბული რომელიც სავარაუდოდ განძთსაცავად გამოიყენებოდა და დაასკვნა რომ შესაძლოა ეს მხოლოდ შესასვლელი იყოს,რადგან აქ არაერთი სხვა ღიობია რომელიც კლდის სიღრმეში შედის გვირაბის სისტემით,ჩემი ვარაუდით კი თუკი საგულდაგულოდ გადამალეს ლაბირინთის სისტემაც შეიძლება იყოს.ხვამლის მთას კიდევ 19 ასეთი გამოქვაბული აქვს,რომელშიც ჯერ არავის შეუღწევია და თავისთავად იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე გამოიკვლევენ.(თუ დიდი კაშხალის მშენებლობა არ დააზიანებს ხვამლის ტერიტორიას,რაც სამწუხაროდ მოსალოდნელია.ი.ხ.პოსტი)
ბატონი გურამის მოსაზრებით ქართველებს ოდითგანვე მოგვდგამს მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობის კულტურა,თუნდაც რად ღირს თამარის ვარძია რომლის ახლანდელი სახე სინამდვილეში ქალაქის უკანა ნაწილია,ფასადი ხომ მიწისძვრამ ჩამოანგრია,რომელიც ისე ფარავდა ქალაქს რომ ვერავინ ამჩნევდა.სწორედ ამ ძეგლის გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია საქართველოს მეფეებს ხვამლის მთის დაფარული და მიუვალი ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად, ხოლო ჟამთააღმწერელის ზემოთხსენებული ჩანაწერი დაშიფრული კოდი იყოს,რომლის მსგავსი ეპიზოდი შოთა რუსთაველს “ვეფხსიტყაოსანში” აქვს აღწერილი.
როდესაც ტარიელი და ავთანდილი ქაჯეთის ციხის ასაღებად შეიყარნენ,ტარიელი ამბობს: “მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ,დავხოცე დევთა დასები,მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები” მართლაც შევიდნენ,გაიარეს 40 ოთახი და “პოვეს საჭურჭლე უსახო,კვლა უნახავი თვალისა,ჩნდის მარგალიტი,ოდენი ბურ-თისა საბურთალისა.” ანუ ნახეს “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “მარგალიტი იგი დიდი,რომლის სწორი არავის სადა უხილავს”, ნახეს ზარდახანა ,სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და კიდობანი წარწერით “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი,ხმალი ბასრისა,მჭრელიო.” რაც არის ზუსტი ახსნა “ქართლის ცხოვრებაში” ნახსენები “ჯაჭვი სალმასური” ანუ ალმასებრ მჭრელი დანა,მტკიცე რკინა რითაც აიხსნება  “გვრდემლი” -ის მნიშვნელობაც,რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება დღესდღეობით კარგად დავიწყებულ რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას.
ტარიელმა და ავთანდილმა მართლაც გამოიტანეს აღჭურვილობა,”ოქროც რამე წარიტანეს, მარგალიტი ღარიბები” და რაც მთავარია ” გამოვიდნენ, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები” რაც ჟამთააღმწერელის ცნობას ხსნის-ძნელბედობის ჟამს ქვაბულიდან მართლა გამოიტანეს მცირე განძი და ის დავით ნარინს შეხვდა,ხოლო უმეტესი იქვე დატოვეს.
რაც შეეხება რკინის დამუშავების საიდუმლო ცოდნას,თუ გადავხედავთ მითოლოგიებს,თუნდაც ტროას ომს,ხომ არ იფიქრებთ რომ ბერძნები 26 წელიწადი მართლა ელენეს გამო შეაკვდნენ ტროას? ახლა უკვე ცნობილია რომ იმ ეპოქაში ტროა ხმელთაშუაზღვის აუზში მოწინავე კულტურის მფლობელი ცივილიზაცია და უკანასკნელი ციხესიმაგრე იყო რომელიც დაეცა ინდოევროპელების შემოსევის შედეგად.სწორედ ტროელები ანუ პროტოიბერიელები ფლობდნენ რკინის დამუშავების ტექნოლოგიას და უამრავი ვერსიით სწორედ ტროადან დევნილებმა შეაფარეს კოლხეთს თავი.
ასევე ბერძნული მითის თუ ლეგენდის მიხედვით ჰერაკლე იოს დავალებით უნდა აუყვეს ფაზისის მარცხენა მხარეს (დღევანდელი მდ.რიონი)  მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი,შევიდეს შიგ და იხსნას პრომეთე მრავალწლიანი ტანჯვისგან. იქნებ ამ წყლის გადაგდება კოდირებულად მომავალი კაშხლის აშენებასთანაც არის კავშირში? პრომეთე იგივე ამირანი ხომ სავარაუდოდ იმ ცივილიზაციის სახეა რომელიც დიდი ხანია ეწამება ცეცხლის(მოდი დავარქვათ რომ ცეცხლში რკინის გამოჭედვის ხელოვნების) კაცობრიობისთვის გაზიარებისთვის?იქნებ კაშხლის მშენებლობამ თუ არ შეაჩერეს დააჩქაროს მაინც ხვამლის მთის გამოქვაბულების გამოკვლევა და მართლაც აღმოაჩინონ რაიმე ღირებული ჩვენმა მეცნიერებმა?ბევრი კითხვები დამიგროვდა.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციამ გაიკითხა ადგილობრივებში და აღმოაჩინა რომ მართლა არსებობს მსგავსი წყლის გამოსავალი,მათ ნახეს ეს გამოქვაბული რომელსაც “ვერძისთავა” ეწოდება და რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა რომ რიონს თითქმის კეტავდა.ადგილობრივებმა ახსნეს რომ წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის,ხან რიონისკენ,რასთან დაკავშირებითაც თურმე არსებობს ლეგენდა: იქ გევლეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება,წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. “ვერძისთავა”-ც გამოსაკვლევია სპალეოლოგების მიერ.
აპოლონ როდოსელი “არგონავტიკაში” წერს : “ქუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან ფაზისი მოაგროებს თავის ფართე ნაკადს ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი,აიას ქალაქი ქუტაისი.” ზუსტად ამ ადგილას მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა.ამ ვერსიას ამტკიცებს მეორე საუკუნის დროინდელი ფილოსოფი არიანე რომელმაც დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და დაწერა რომ,კავკასიაში არის მთა რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით მიჯაჭვულია პრომეთე.უფრო ადრე კი სტრაბონი წერდა პრომეთე და კოლხ-იბერთა გმირი(ამირანი) ერთიდაიგივე უნდა იყოსო.
ამ და სხვა კიდევ მრავალი წყაროს მიხედვით ცხადია რომ პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზეა მიჯაჭვული,ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი ცოდნასთან ასოცირდება,რომელმაც კაცობრიობა ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე აიყვანა და ეს ცოდნა უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას და სიმბოლურად განასახიერებს  ”ოქროს საწმისს”,ტროელი ელენეს გამო თავგანწირვას რომ თავი დავანებოთ ნუთუ ბერძნები კოლხეთში მართლა ცხვრის ტყავის გამო მოვიდნენ? არამცდარამც.შესაბამისად გამოდის რომ ყველაფერს მისტიკური და სიმბოლური დატვირთვა აქვს,ისევე როგორც თავად ხვამლის ვიზუალურ სახეს და სახელს.ცნობილია რომ ვერძის ოქროს საწმისს არესის ჭალაში გველეშაპი იცავდა,ხვამლის მასივი კი ძალიან გავს უზარმაზარ  გველეშაპს.რაც შეეხება სახელს ხომლი ანუ  ვარსვკლავთკრებული ცხადია რომ კოსმიური დატვირთვისაა.უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ რომ რაც დედამიწაზე ხდება ის ზუსტად აირეკლება ცაზეო,იან გეველის ატლასში კი ჰიდრას თანავარსკვალვედს თუ იპოვით და დააკვირდებით დაინახავთ გაწოლილ გველეშაპს რომელსაც ზურგზე თასი ადგას,კუდთან ყორანი უზის,ქვემოთ კი ჩანს არგოს თანავარსკვლავედი.ეს თასი შეიძლება გრაალის არტეფაქტი იყოს ანუ ოქროს საწმისი,ხოლო ყორანი ის მტაცებელი რომელიც მიჯაჭვულ ამირან-პრომეთეს უკორტნის გულ-ღვიძლს.აშკარაა რომ ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება,ხვამლის ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილია პიქტოგრამული ნამუშევრები რომლებიც ზოდიაქოებს აღნიშნავს:”მერწყული”,”თხის რქა”,ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა,იგივე ისიდა და ოსირისი,”მშვილდოსანი”,პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი,მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები,რომელიც ანქის გასაღებს ჰგავს ი.ხ.პოსტი.
გურამ გაბიძაშვილის ექსპედიციაში მყოფმა პროფესიონალებმა და მათ გვერდში მდგომმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს  ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი,როდესაც ზუსტად ემთხვევა მერკურის,ვენერას,მარსის და მშვილდოსნის განლაგება ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას და რაც არ უნდა საოცარი იყოს ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება.რას უნდა ნიშნავდეს ეს?
აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ  წარღვნას 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით,ხოლო თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე.ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდი რომ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული, რაზეც ამ ექსპედიციის მიერ გადაღებული ფილმიც არსებობს.რომლის ერთ ეპიზოდში გერმანელი მეცნიერი ამბობს : ეს არის განუმეორებელი პანორამა,როემლსაც ვარსკვლავთკრებული ქვია,ხვამლის თავზეა და ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო.
და რა გასაკვირია? ხვალმის მთაზე ხომ პრომეთე-ამირანია მიჯაჭვული,პრომეთეს ძმაა ატლანტი,რომელიც ზევსმა დასაჯა და ცის თაღი დააჭერინა ხელში,ამ ატლანტის შვილები არიან პლეადები რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.ასე რომ ბატონი გურამის აზრით ყველა გზა რომში კი არა,აქ ხვამლისკენ მოდის: აქ იყო ან არის მეფეთა განძთსაცავი,აქ მიაჯაჭვეს პრომეთე-ამირანი, აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ, აქეთკენ ისწრაფვოდნენ არგონავტები,მზის ღმერთ ჰელიოსის შვილის აიეტის სამფლობელო კოლხეთში.აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა მედეა წამლებს და თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას,ნუთუ იმის ღირსი არ არის მივხედოთ და გადავარჩინოთ ეს არქეოლოგიური ობიექტი,ვინ იცის რას მალავს იგი.
სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული,აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო,მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს,ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან,როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო.იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”
მანამდე კი ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს  ჯაჭვის განლევას,მაგრამ ყოველწლიურად ვნების  ხუთშაბათს ზევსის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს.გადმოცემით 7 წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და პრომეთე-ამირანის დანახვაც შესაძლებელია,რეალურად კი ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი,მათი ძველი ფენები,ქვედა შრეები ძალიან არქაულია.ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია აგებული აქედან გამომდინარე კი იბადება კითხვა რომელიც პასუხს ელოდება: რას იცავდნენ ასე უძველესი ციხეები,რა იყო მნიშვნელოვანი,რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?
პ.ს. თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს სადაც ბერძნები დამპყრობელის როლში გვევლინებიან და ინდოევროპულ რასას წარმოადგენენ ახლა უკვე აღარც უნდა გაგვიკვირდეს რომ მედეას ცილი დასწამეს შვილების მკვლელობაში.ვფიქრობ რომ ბერძნებმა მიუხედავად იმისა რომ გვერდი ვერ აუარეს კოლხეთის ხსენებას,მაინც შეძლეს და მსოფლიოს ისტორიის რუქაზე კოლხეთს ერთი შავი ლაქა დაადეს შვილების მკველელი დედის სახით რათა გაებათილებინათ ამ ტერიტორიის უნიკალურობა)