პოსტში საიდან იწყება ჩვენი ისტორია? ვსაუბრობდი სომეხი ერის ზოგიერთი წარმომადგენლის ვერაგულ სტრატეგიაზე,წაგვართვან და მიითვისონ ის რაც ჩვენია.თუ ეს პოსტი არ წაგიკითხავთ გთხოვთ თვალი მაინც გადაავლოთ,რომ ნახოთ რა სტრატეგიით ასაღებენ სვეტიცხოველს თავიანთი ერის საგანძურად.
საერთოდ,საით უმიზნებენ ძნელი მისახვედრი არ არის.. მათი მიზანი ახალი თაობების მათ მიერ მოგონილი სიყალბით გაზრდაა, რათა საქართველოს მცოცავი ოკუპაცია-ანექსიის შემთხვევაში ეს თაობები დარწმუნებულები იყვნენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის არარსებობაში!!!
თვალსაჩინოებისთვის ერთ ნათელ მაგალითს მოვიყვან: Ronald gregor suny ამერიკაში მოღვაწე სომეხი პროფესორი,რომელიც წიგნს წიგნზე გამოსცემს,აწყობს სიმპოზიუმებს და შეხვედრებს ქართველი მეცნიერების გარეშე და საუბრობს საქართველოზე და ქართველებზე.წიგნში „The making of the Georgian nation” წერს რომ ‘The Georgians call themselves kartveli and their country sakartvelo, the place of the Georgians, But the latter term was not used until the eleventh century, when Georgia was fierst united. Unity was brief,…აღარ დავწერ თუ რას წერს ქართულ დამწერლობაზე და ა.შ..და რაც ყველაზე საგულისხმოა თითოეული წიგნი ეძღვნება მის საყვარელ შვილს არმენას!!!
ეს თავხედი პროფესორი ბედავს და ერთ–ერთ თავის ნაშრომში წერს რომ: first Georgian alphabet was latter disputed by an eighth-century Georgian historian, Leonti Mroveli, who claimed that a servant of king Parnavazi created the alphabet. (საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული ანბანი 18 საუკუნეში გამოჩნდა და თურმე ლეონტი მროველი ამტკიცებდა რომ იგი მეფე ფარნავაზის მსახურმა შექმნა!) რომ ამაზე ივანე ჯავახიშვილმა დიდი ვერაფერი განსხვავებულის თქმა ვერ შესძლო და სიმართლეს გვიმხელს:„Meshtots Mashtots completed his Armenian alhabet, and then set out to devise alphabet for the Georgians.„(თურმე როდესაც ვინმე მეშტოტმა დაასრულა სომხური ანბანი,ფარნავაზის მსახურმა შემდეგ გადააკეთა..)
აი როგორ შექმნილა ჩვენი ანბანი,ჩვენ კი არაფერი ვიცოდით და დღემდე ამ ღვაწლს ფარნავაზ მეფეს მივაწერთ.
თურმე დიდი სარდლის დავით აღმაშენებლის მიერ მოგებული “ძლევაი საკვირველი” დიდგორის ბრძოლა სომხების მხარდაჭერის გამო მოგვიგია და არა 200 რაინდის თავგანწირვით,რომლებიც მტრის ბანაკში თავიდანვე სასიკვდილოდ გამზადებული შეიჭრა.
თურმე ჩვენი სათაყვანო მსახიობი სოფიო ჭიაურელი არმენი ყოფილა,ამ “სომხური ექსპანსიის” ორგანიზატორებისგან” ერთი ქართველის “გულუბრყვილო” კითხვას ამ მსახიობის ვინაობის შესახებ ასეთი პასუხი გაეცა: “ცნობილი სომეხი კომედიენი სოფია ჩიაურიანი!”თურმე დიდი შოთა რუსთაველიც სომეხი ყოფილა.
თურმე ერთი ადამიანის მონაყოლით ერთ–ერთი ეკლესიის მშენებლობისას,მშენებელ სომეხ მუშას კედელში ბოთლი ჩაუყოლებია,რაც გაკვირვებიათ სხვა მშენებლებს და ამოაღებინეს,მოხსნეს თავსახური.ბოთლში აღმოჩნდა ქაღალდი სადაც რუსულად ეწერა რომ(სახელი და გვარი ამ სომხისა) და ჩემმა სომეხმა მეგობრებმა ამ და ამ წელს ავაშენეთ ეს ეკლესია.წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 400 წლის შემდეგ ვინმეს რომ ეპოვა ეკლესიის ნანგრევებში წერილი.
თურმე სომხების აშენებული ყოფილა და ქართველების გვეგონაო..
თურმე თამაშ Rome Total War–ში დატანილია მსოფლიოს რუქები,სადაც კოლხეთთან მაუსის მიტანით გამოდის დიდი წარწერა “Armenia”. და კიდევ რამდენი თურმეა ამის ჩამოთვლას მთელი ბლოგი არ ეყოფა.
თურმე …
ჩვენ რას ვაკეთებთ? ვდუმვართ..
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ “ბოლოს როდის დავანახეთ ქართულმა საზოგადოებამ სომხებს რომ ჯავახეთი საქართველოს მიწა წყალია და არა სომხეთის როგორც ეს ბევრს ჰგონია, სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც ჩვენ მიწა წყლად ვთვლიდით და ვთვლით მაგრამ გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ სადამდე მიიყვანა საქმე ყველა ვხედავთ, იგივე ბედი ეწვევა ჯავახეთს თუ დროზე არ მიექცა ყურადღება მსგავს ფაქტებს, სომხეთის პრეზიდენტი უკვე ითხოვს ჯავახეთში სომხური ენა გამოცხადდეს რეგიონალურ ენად! ეს იგივეს ნიშნავს რომ თქვას ავტონომია მიეცით ჯავახეთსო…”–ერთერთი ცნობილი ფორუმის იუზერის პოსტი.
დასკვნა:
ყველაფერს ვაკეთებთ გარდა იმისა რომ შევინარჩუნოთ ისტორია.ვიცით რომ სომხებს მსოფლიოში უფრო მეტი დიასპორა ყავთ ვიდრე ქართველებს მაგრამ მთავარი მაინც ერთი რამეა–სომეხი საკუთარ ინტერესზე მაღლა ეროვნულ ინტერესს აყენებს,რა უმსგავსოც არ უნდა იყოს ეს ინტერესი.ჩვენ კი იმის მაგივრად მეცნიერები წავახალისოთ,წიგნები გამოვაცემინოთ რას ვაკეთებთ? ისევდაისევ ვდუმვართ და უფლებას ვაძლევთ კიდევ უფრო მეტი გააყალბონ.
სტრატეგია:
შეიქმნას გარკვეული ჯგუფი ან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელიც საერთოდ პრო–ქართული პოლიტიკის გამტარებელი იქნება.რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოხალისე ახალგაზრდებით,ეყოლებათ ადვოკატთა რამოდენიმე წარმომადგენელი,ექნებათ თავიანთი ბიუჯეტი,რომელიც შეივსება შემოწირულობებით,რაც დაიხარჯება საიტების შექმნაზე,წიგნების გამოცემაზე,მეცნიერების წახალისებაზე,აქციების ჩატარებაზე და ა.შ..
ექნება კავშირი საპატრიარქოსთან.
დავძრათ მატარებელი. ბოლოსდაბოლოს “რითა ვართ სხვებზე ნაკლები,თუნდაც რომ ვიყვეთ ნაკლებნი”–გ.დოჩანაშვილი.
სტრატეგიაში ანტი-ქართული პოლიტიკის მაგივრად, მგონი, პრო-ქართული უნდა გეწეროს.
ისე, მსგავს აქტივობას არასამთავრობო ჯგუფი კი არა, სახელმწიფო უნდა ეწეოდეს.
მხოლოდ სახელმწიფო არა, რა თქმა უნდა, მაგრამ წამმართველი მაინც სახელმწიფო უნდა იყოს. ასე მგონია მე.
LikeLike
მართალი ხარ,ჩავასწორე.
სახელმწიფო ბევრ რამეს უნდა აკეთებდეს მაგრამ…თუ არ შეანჯღრიე ისე არაფერი გამოდის.
LikeLike
k-no ‘faifuris angelozo’, minda gtxovot… sheidzleba tu ara rom es magalit chems websitze gamovikeno? tu ki, shegidzliat es surati gamomigzavnot emailze da mitxrat sad da vis mieraa gadagebuli, romel films asaxavs da any details tu gakvt. winaswar gixdit madlobas. irina
LikeLike
რათქმაუნდა შეიძლება,ქართულენოვანი მკითხველისთვის თუ მიუთითებთ ამ ლინკს უკეთესი იქნება,რაც შეეხება ფოტოს დატოვეთ თქვენი იმეილი და გამოგიგზავნით.
LikeLike
agar vdumvart!!!!
http://imbooks.weebly.com/plagiarism.html
LikeLike
იმიტომ რომ ფარაჯანოვთან ითამაშა – მაგ პონტში 🙂
არ ვდუმვართ. ჩვენც ვაქვეყნებთ რაღაცეებს 🙂 ასე მგონია.
LikeLike
ჩვენს მეცნიერებს ერთი პერიოდი ლეონტი მროველი არ მოსწონდათ… აბა თუ მიხვდები რატომ? თარგამოსიანებზე, ქართლოსზე და ჰაოსზე რომ წაიკითხო, მიხვდები… ძალიან დიდი ხანი თავსატეხად ჰქონდათ გადაქცეული მროველის ასეთი საქციელი… ეხლა მგონი ამონახსნს მიაგნეს
LikeLike
ისტორიას ყველა აყალბებს. ჩვენც მათ შორის.
აქ სხვა ამბავია – სომხებს თავისი არ ყოფნით (ცოტა ყავთ რეალურად) და სხვა ამბები კიდევ – ამიტომ ითვისებენ სხვისას.
მაგრამ თქვენ კარგად იყავით და არც ჩვენ გვაკლია ზღაპრები 🙂
LikeLike
ჩვენ წესიერი ისტორიკოსებიც კი არ გვყავს და გასაყალბებელიც დიდად არაფერი გვაქვს,ზღაპარი კი თავის დროზე ტროაც იყო მაგრამ ხომ აღმოაჩინა დილეტანტმა შლიმანმა? 😛
LikeLike
ეჰ, მაგ დილეტანტმა რამდენი კერამიკული ნაწარმი გაანადგურა ამ პრიამოსის საგანძურის ძებნისას, რომ წარმოვიდგენ, პირდაპირ გული მიკვდება 😦
LikeLike
ხეს ჭრიან – ნაფოტები ცვივა.
LikeLike
კერამიკა ნაფოტები არაა…
ადგილს კი მიაგნო, მაგრამ ზუსტად პრიამოსის ტროას– არა, ის უფრო ღრმად არის, მე6 თუ მე7 ფენაა…
პ.ს.
ისე, ჩვენში დარჩეს და დაგკლებია, ლორდ, ზურა ბიწაძის ხელი სკოლაში :დ
LikeLike
არ მჯერა მე ისტორიკოსების. როგორც უნდათ ისე კერვენ და ჭრვენ.
LikeLike
მთავარია რომ აღმოაჩინა,სწამდა რომ იქ მართლა იყო ტროა და მიადგა და გადათხარა თორემ აქამდე არავის არ მოუვიდოდა მაგ ტერიტორიის გამოკვლევა.ახლა 2 და 3 ნივთის განადგურებით ამხელა საქმეს წყალში ნუ ჩავუყრით.
LikeLike
გასაყალბებები ყველას აქვს 🙂 შენ დარდი ნუ გაქვს.
მაგ ძველ ისტორიკოსებს კი მერე 7000 გადამწერი და ჩამსწორებელი ყავდა მიდი და გაიგე ვინ რას წერს 🙂
აი ვენაცვალე დიუმას – ადგა, დედოფალი გამოიყვანა ბოზი და მღალატე, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეფე გამოიყვანა უზურპატორი, გენიალური მინისტრი უბრალოდ მოთხარა… და ყველა გიჟდება მაინც 🙂
LikeLike
ახლა არ თქვა რომ მარგო და საერთოდაც ის სამეფო კარი იმ დროს პატიოსნების განსახიერება იყო.უბრალოდ დიუმას იმდენად რომანტიკულად ჰყავს აღწერილი ყველა რომ არ შეიძლება არ გადაირიო,თან მედიჩის,ანჟუს,მარგოს და ანრი ბურბონის რეალური სახასიათო შტრიხები არ არის დაკარგული.
LikeLike
აუ, ლორდ, ჩვენს მემატიანეებს შორის ჟამთამღწერელი მომწონს სერიოზულად… ეგეთი არავინ გვყავდა თქო, ხანდახან ვფიქრობ
LikeLike
ნორმალური მემატიანე ანუ ჟამთააღმწერელი არ გვყავს(( ძალიან ბევრი რამე იმდენად გაურკვეველია რომ ჩვენ გასაყალბებელი კი არა მგონი სომხებზე მეტად მოტივირებულები უნდა ვიყოთ რომ რამე შევთხზათ)))
LikeLike
არ გამაგიჟო და არ მითხრა რომ ჟამთააღმწერელი არ იცი ვინ არის (მემატიანეს ნიშნავს, კი ბატონო, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ კონკრეტული სახელით ცნობილია ერთი, მე14 საუკუნის)
აჰა დაგიგუგლე
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98
LikeLike
აა ბოდიში ვერ მივხვდი)) მაგაზე იმასაც ამბობენ შოთაა ეგო:P
LikeLike