მისი წარმომავლობა,ბიოგრაფიული მონაცემები ცნობილი არ არის,მხოლოდ ვერსიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ იგი 1872–77 წლებში ყარსში(თურქეთი) ან ალექსანდროპოლში(სომხეთი) დაიბადა, თუმცა ბოლოდროს რუსულ პრესაში აგორებული სკანდალური ვერსიით იგი ქართველია კერძოდ გურჯაანიდან.ამ ვერსიას ისიც განამტკიცებს რომ მისი ამერიკელი მოსწავლეების თქმით იგი საუკეთესოდ საუბრობდა ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე,ხოლო ძალიან ცუდად რუსულ და ფრანგულ ენებზე.
დამტკიცებულია რომ იგი თბილისის სემინარიაში სტალინთან ერთად სწავლობდა.არავინ იცის მეგობრობდნენ ისინი თუ არა მაგრამ სწორედ ამ ადამიანის რჩევით სტალინმა საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე გამოაკლო,რითაც შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და შეუძლებელი გახადა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
მოიარა მონღოლეთი,პაკისტანი,თურქმენეთი,თურქეთი,ეგვიპტეე,ინდოეთი,ეწვია ტიბეტს სადაც ლამებმა მას “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს.1919 წელს როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა,იგი თურქეთში გადავიდა ,გადასვლის დროს საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს.
მისტიკოსების ღრმა რწმენით ამ კოლექციაში ინახებოდა ონელი ებრაელის მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩა” (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს).ამბობენ, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და მან ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა”. 1922 წელს იგი პარიზში ჩადის და ფონტებლოში მკვიდრდება. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში კი ტიბეტში მიემგზავრება,ქვეყანაში რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოსთვის “დახურული” იყო.
ტიბეტში იგი პირადად რამოდენიმეჯერ ინახულა ჰიტლერის მოადგილემ რუდოლფ ჰესმა,რომელსაც აინტერესებდა თუ როგორ მიდოდა ჰიტლერის მიერ გაგზავნილი ექსპედიციის საქმე,რომელიც მითიურ “შამბალას” ეძებდა(ეს ექსპედიცია შემდეგში უშბის მწვერვალზე დაიღუპა სვანი გამყოლის მიერ).
მისი რჩევა ბევრ დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს გამოადგა,რუდოლფ ჰესი რომელსაც ესმოდა რომ ჰიტლერი მალე სრულ კრახს განიცდიდა,მან კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა რომ დაეტოვებინა გერმანია.ჰესსა და სხვა ფაშისტ ლიდერებს (გარდა ჰიტლერისა) სახრჩობელა ელოდათ.ჰესი 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს,ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.არავინ იცის იცნობდა თუ არა პირადად ჰიტლერს,მაგრამ საფრანგეთში ცხოვრების დროს ფაშისტებს იგი არ შეუწუხებიათ.ადამიანი გენია,სუფიზმის იდეების ექსპერიმენტალური გამტარებელი,კაცი რომელიც იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.ეზოთერიკი, მისტიკოსი,კომპოზიტორი და ქორეოგრაფი რომელიც რუსეთში აღმოცენდა,ხოლო მოღვაწეობა განაგრძო პარიზში.საკუთარ სასახლეში (Prieuré_ ასე ქვია სასახლეს) (პრიორი_ კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს,დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”.მას და მის მოსწავლეებს “ტყის ფილოსოფოსებს ” უწოდებდნენ. ასწავლიდა ენერგიის ტრანსფორმაციებს სუნთქვით ვარჯიშებს და ძალიან ეფექტურ რიტუალურ ცეკვებს.ფლობდა გარკვეულ უნარს .. მაგალითად ლევიტაციის, ტელეპათიის და შესაბამისად სავარაუდო ვერსიებზე დაყრდნობით იყო უმაღლესი ხელდასმული და საკმაოდ გავლენიანი ოკულტურ წრეებში.
ერკვეოდა არქიტექტურულ ნიუანსებში.არსებობს მოსაზრება რომ მისი დაპროექტებული მოსკოვის ცნობილი არქიტექტურული კომპლექსი “Сталинские высотки” განსაზღვრული იყო სტალინის განსასვენებლად.მისი დაწერილი ცნობილი “ანაგრამები” ყველაზე უკეთ ქართული ანბანის მიხედვით იშიფრება.
და ყველაფერ ამის შემდეგ,ამ ადამიანის შესახებ მაინც არფერია დაზუსტებით ცნობილი,ყველაფერი ვერსიები და სავარაუდო წყაროებია.ლეგენდის მიხედვით მისი რეინკარნაციაც კი იპოვეს ეს ახალგაზრდა ქალია, სახელად სოფია რომელიც ტიბეტში მოღვაწეობს.
ერთადერთი რაშიც ეჭვი არავის ეპარება მისი ლექციების ჩანაწერები და წიგნებია,რომლის მხიედვითაც დღესდღეობით მას უამრავი მიმდევარი ჰყავს.მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მოუხელთებელი მაგი,დაუზუსტებელი ბოგრაფიის და წარმომავლობის მქონე პიროვნება,ზოგირთის აზრით ყველაზე დიდი “შავი მაგი”,რასაც ნამდვილად ვერ იტყვით იმ შემთხვევაში თუ გაეცნობით ამ ადამიანის– გიორგი გურჯიევის ქადაგებას.
ღრმად ინფორმატიული პოსტია 🙂
ყოჩაღ 🙂
LikeLike
აი ეს კაცია ჩემთვის ყველაზე დიდი ჯადოქარი და შემდეგ გუდინი)
LikeLike
როგორ გამიხარდა, გურჯიევზე დაწერილ პოსტს რომ წავაწყდი 🙂 პირველივე აბზაციდან ვიცანი. სამწუხაროა, ასე რომ მიივიწყეს…
LikeLiked by 1 person
დამავიწყდა დამეწერა რომ ვისაც ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა” უყვარს,უნდა იცოდნენ რომ ვოლანდის პროტოტიპი გურჯიევია..და ამ ადამიანმა რომელიც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული რელიგიური აღმსარებლობით სიკვდილის წინ მართლმადიდებელი მღვდელი მოითხოვა)))
პ.ს.მერი სხვათაშორის საქართველოში ცოტახნის წინ იყვნენ მისი სწავლების მიმდევრები,ევროპაში ის ახსოვთ და საკმაოდ ბევრი მიმდევარიც ჰყავს.
LikeLike
და ცნობები საიდან მოიძიე ამ ადამიანზე? მითხრა ეგებ, იმიტორო დამაინტერესა, მითუმეტეს თუ ვოლანდის პროტოტიპია ^_^ პირველად მესმის ისე : /
LikeLiked by 1 person
საერთოდ ძალიან დაინტერესებული ვარ ეზოთერიული საკითხებით და შესაბამისად ამ ადამიანზე რომლის კალამსაც მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები ეკუთვნის,ყოველთვის როცა ახალს წავაწყდები ჩემს ბლოკნოტში ვინიშნავ,შესაბამისად რა საიდან მოვიძიე არ მახსოვს.
თუმცა ვოლანდის პროტოტიპზე შემიძლია გითხრა რომ:ამაზე თვითონ ბულგაკოვის ბიოგრაფები წერენ,რომ 1917 წელს ბულგაკოვი ესენტუკში ისვენებდა,სწორედ ამ დროს იქ ისვენებდა გურჯიევიც და რადგან მის ბიოგრაფებს მიაჩნიათ რომ ბულგაკოვი საკმაოდ გარკვეული იყო ეზოთერულ საკითხებში და გააჩნდა გარკვეული ცოდნა,ვარაუდით იყო უხეშად რომ ვთქვათ “განდობილი”,ისინი აუცილებლად ისაუბრებდნენ ამ საკითხის გარშემო და სწორედ ამ შეხვედრის შედეგად დაიწერა “ოსტატი და მარგარიტა”.
მკვლევარები ვინც იცნობს გურჯიევის ნაშრომებს ბულგაკოვის ამ რომანში ძალიან ბევრ მისეულ თეორიას აწყდებიან..
LikeLike