Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აპრილი, 2011


რამოდენიმე წლის წინ ერთ–ერთი ცნობილი ქართული ხალხური ზღაპარი დავასურათე,მინდოდა დამებეჭდა და მეგობრებისთვის,ნათლულებისთვის მეჩუქებინა მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,დრო გავიდა… და აი საჩუქრის საყიდლად შესულ მაღაზიებში წიგნის დახლებზე ამ და კიდევ რამოდენიმე ზღაპრის უშედეგო ძებნის შედეგად ამ იდეამ კვლავ შემახსენა თავი.შესაბამისად თვალსაჩინოებისთვის გავაკეთე წიგნი და რამოდენიმე გამომცემლობას ვესტუმრე,მაინტერესებდა გამომცემლების პირობები. (more…)

Read Full Post »

ამ ულტრა თანამედროვე თეატრის დარბაზის ინტერიერის დიზაინი რომელშიც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ნებისმიერ ქართულ სპექტაკლს,შექმნილია ცნობილი ესპანური დიზაინერის Fernando Salas მიერ.როგორც კი ვიხილე ფოტოები წამსვე მომინდა თბილისშიც გვქონოდა მსგავსი ორიგინალური თეატრის შენობა, მიუხედავად იმისა რომ მოცულობით პატარაა,ხოლო მის ასაშენებლად დიდი თანხა იქნება მოსაძიებელი. (more…)

Read Full Post »

მე პირადად,მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა რელიგიების მიმართ მაინც მწამს რომ ოდესღაც დედამიწაზე არსებობდა კაცი რომელიც,ჯვარს ეცვა იმ მიზნით რომ კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა და მომავალი თაობებისთვის გაენათებინა გზა რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ამ ცხოვრებაშივე დავიმშვიდოთ სინდისი საკუთარ თავთან–ჩვენ ხომ მონანიების უფლება მოგვეცა და შესაბამისად შენდობილები ვართ,შეგვიძლია დამშვიდებულები გარდავიცვალოთ (გარდავიქმნეთ) სხვა სამყაროში რომელსაც ჰქვია სამოთხე) (more…)

Read Full Post »

თუ პლატონს დავუჯერებთ ძველად ყველა ადამიანი ორსქესიანი ანუ ანდროგინი იყო.ისინი ბედნიერნი,თვითკმაყოფილი არსებები იყვნენ,არაფერს არ სთხოვდნენ ღმერთებს,არ სწირავდნენ მსხვერპლს,რაც ასუსტებდა ღმერთების ძალაუფლებას.მათ კი არ სჭირდებოდათ ამგვარი ძლიერი ადამიანები და ამიტომ,ზევსმა მახვილით ორად განკვეთა ანდროგინები.როდესაც მან ყველა ანდროგინი აჩეხა,თვითეულმა ნახევარმა დაიწყო მეორე ნახევრის ძებნა.იმ ნახევრებმა, ვინც ერთმანეთი იპოვნეს სრული ცოდნა შეიმეცნეს კვლავ გაძლიერდნენ და უკვდავება მოიპოვეს. (more…)

Read Full Post »

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Read Full Post »

როგორც წინა პოსტში დავწერე ტამპლიერები სავარაუდოდ მართლაც ფლობდნენ რაიმე “განსაკუთრებულს” და საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღმოსავლურ ქრისტიანობასთან,რასაც ასევე ამყარებს მათი ქართველებთან კავშირი.

იმით დავიწყებ რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ეპოქაში მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ცნობილ ქვეყნებში–ძველ ეგვიპტეში,შუამდინარეთში,ბაბილონში და ა.შ..არსებობდა სამხედრო–სარწმუნოებრივი ორდენი რომელსაც იცნობდნენ როგორც ფუსტელთა ორდენს.ფუსტებს სამხედრო-სარწმუნეობრივ ფუქნციასთან ერთად,საკულტო ობიექტების და მათი ქონების დაცვა და გადარჩენაც ევალებოდათ მტრის ხელყოფისაგან. (more…)

Read Full Post »

ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორდენი მსოფლიოში, რომლის შექმნისა და არსებობის ისტორია ბურუსით არის მოცული.ამ ორდენზე ბევრს წერენ და საუბრობენ,უამრავი ვერსიებიდან ერთ–ერთი ვერსიით  ისინი მასონების წინამორბედები იყვნენ..

ოფიციალური ვერსიით კი ვიცით რომ: ორდენის დამფუძნებელი და პირველი დიდი მაგისტრი ფრანგი რაინდი ჰუგო დე პეინი იყო,რომელმაც ორდენი იერუსალიმში მომლოცველების მუსულმანთა შემოტევებისგან დასაცავად ჩამოაყალიბა. ორდენის წესდების მიხედვით წევრები აუცილებლად უცოლშვილო და რაინდული წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ,წევრობამდე უნდა დაედოთ უპოვრობისა და მორჩილების აღთქმა,დაეცვათ ბერმონაზვნური წესი და სამხედრო საქმეებისგან თავისუფალი დრო სნეულთა და ღარიბთა მოვლაში გაეტარებინათ,რასაც ნათლად გამოხატავს მათი სიმბოლო ერთ ცხენზე ამხედრებული ორი მხედარი(რაინდი და ბერი). (more…)

Read Full Post »

Older Posts »