მე პირადად,მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა რელიგიების მიმართ მაინც მწამს რომ ოდესღაც დედამიწაზე არსებობდა კაცი რომელიც,ჯვარს ეცვა იმ მიზნით რომ კაცობრიობის ცოდვები გამოესყიდა და მომავალი თაობებისთვის გაენათებინა გზა რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ამ ცხოვრებაშივე დავიმშვიდოთ სინდისი საკუთარ თავთან–ჩვენ ხომ მონანიების უფლება მოგვეცა და შესაბამისად შენდობილები ვართ,შეგვიძლია დამშვიდებულები გარდავიცვალოთ (გარდავიქმნეთ) სხვა სამყაროში რომელსაც ჰქვია სამოთხე)
არ დავიწყებ სამოთხის არსებობაზე საუბარს,არც იმაზე იყო თუ არა ეს კაცი სახელად იესო უფლის ძე,თუმცა რად უნდა ამას მტკიცება,ჩვენ ყველანი ხომ უფლის შვილები ვართ?))
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ერთი საიტია რომლის დამარსებელსაც და მასზე გამოქვეყნებულ სწავლებების მიმდევრებსაც ვიცნობ,ისინი ამბობენ რომ იესო ისეთივე ძე კაცისა იყო როგორებიც ჩვენ ვართ,უბრალოდ იგი უკვე რეინკარნირებული უმაღლესი განვითარებული სული იყო,რომელიც იოსებ ხუროს ძის სხეულში შევიდა და უმაღლესი სულიერებისათვის ეწოდა ქრისტე (ხარისხობრივი წოდება ყოფილა).
თურმე ჩვენც ძალგვიძს იესო–ქრისტეს მსგავსად ამ უმაღლეს წოდებას ვეზიაროთ,მაგრამ სწორედ გუშინ ცეცხლის გარდამოსვლის ჟამს გამიელვა აზრმა:კარგი,თუკი მე შემიძლია მივაღწიო სულიერების უმაღლეს საფეხურს,განა მევე შემიძლია აღვ(ს)დგე მკვდრეთით და მოვახდინო სასწაულები რომლებსაც დრო და მანძილი არ გააჩნიათ და დღემდე გვაკვივრებს კაცობრიობას?(ურწმუნო თომებს არ ვგულისხმობ))
ურწმუნოები იტყვიან რომ ეს ყველაფერი რაც ხდება და რაც ვიცით გადმოცემებით შეთხზულია,რომ არავინ იცის სინამდვილეში რა როგორ მოხდა მაგრამ მე კიდევ მაქვს კითხვა: მაშინ რატომ აღიარებს ამ ყველაფერს დედამიწის ნახევარი მოსახლეობა,ყველა ზომბირებულები ვართ?
ნუთუ ქრისტეს საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქი საცვალში ჩადებული ასანთის ღერით შედის,(აკლდამაში შესვლამდე მას ჩხრეკენ და პერანგის ამარა უშვებენ შიგნით) რის მეშვეობითაც ცეცხლს აჩენს და ტაძარში უამრავ მომლოცველს გვაბრმავებს?
ამდენი წმინდა მამები რომელთა წერილებშიც მოხსენიებულია გამოცხადებები და ა.შ.. კაცობრიობას ამასხარავებდნენ? ან თავად გაიმასხრეს თავები?
არა ყველა ფაქტობრივ და გადმოცემით ცნობილ სასწაულებრივ მოვლენებს რა ჩამოთვლის და მოყვება,მაგრამ გუშინ მივხვდი,თუკი ქრისტეს საფლავს დღემდე იცავენ თურქი მუსულმანები, არაბი ქრისტიანები კი ყიჟინით გვამცნობენ ცეცხლის გარდამოსვლას,თუკი მუსულმანი თურქი მეგობარი მილოცავს ჩემი უფლის აღდგომას,მე რა უფლებით უნდა გავეჯიბრო ურწმუნო თომას და არ ვიწამო იმ ადამიანის არსებობა და ძალა,რომელზეც ამბობენ რომ ჩვენთვის ჯვარს ევნო და აღ(ს)დგა,კვლავ მოვა დედამიწაზე მანამდე კი მსგავს სასწაულებს ახდენს იმისათვის რომ იქნებ ერთხელ მაინც ჩაგვაფიქროს ამ მოვლენებმა და გვაპოვნინოს ჭეშმარიტება რომელსაც დედამიწის ყველა ადამიანი ეძებს და მეც მათ შორის?
ფაქტები ჩემთვისაც ჯიუტია:ცეცხლი გადმოვიდა,იესოს არსებობა მეცნიერებისგანაც კი დასტურდება,მისი სისხლის ფორმულა დღემდე შეუცვლელია,მართლაც არსებობს ტილო რომელზეც გამოსახულია მისი სახე და სუდარა რომელზეც აღბეჭდილია მისი სხეულის ნაკვთები.
იგი არსებობდა და ნამდვილად იმდენად ძლიერია რომ დღმედე თაყვანს თუ არა პატივს მაინც სცემს კაცობრიობა,რაც ჩვეულებრივ ადამიანებს არ ძალგვიძს როგორ უმაღლეს სულიერ საფეხურსაც არ უნდა მივაღწიოთ.
ქვეცნობიერია ალბათ მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღესასწაული მიჩენს სიხარულის სხვანაირ შეგრძნებას რომელსაც შეუწინააღმდეგებლად მივყვები და მწამს რომ ქრისტე აღ(ს)დგა!
… თუკი ქრისტეს საფლავს დღემდე იცავენ თურქი მუსულმანები,არაბი ქრისტიანები კი ყიჟინით გვამცნობენ ცეცხლის გარდამოსვლას,თუკი მუსულმანი თურქი მეგობარი მილოცავს ჩემი უფლის აღდგომას..
აი, ეს მგონია მთავარი.
რწმენა მათემატიკა არ არის, ფორმულის დონეზე დაიყვანო. რწმენას მტკიცებულებები არ სჭირდება. იწამე ის, რაც გწამს და პატივი ეცი სხვის რწმენას – მე ასე მგონია.
კარგი პოსტია 🙂 თან, დიდი ხანია, არაფერი დაგიწერია.
LikeLike
ხო მოლი,მუსულმანის მიერ ჩემი რელიგიის მიმართ პატივისცემის გამოხატვამ დამაფიქრა ამ საკთხზე.
LikeLike
1. : ) ჯერ ვიკითხავ, “თუკი ქრისტეს საფლავს დღემდე იცავენ არაბი მუსულმანები” ეს ინფორმაცია საიდან უბრალოდ მე ამაზე არაფერი მსმენია, მე მეგონა რომ არაბი მართმადიდებლები იცავდნენ.
2. კვლავაც მოხიბლული ვარ წერის მანერით.
3. ჩემი მოსაზრება იცი და არ დავკონრეტდები.
4. ყველა სასწაული თუ “სასწაული” – მხოლოდ ურწმუნოთათვისაა ჩემი აზრით და მოვლენია რწმენისაგან – ჭეშმარიტი რელიგიის ძიება რაშია საჭირო თუკი უფლისა გწამს? და რატომ ეძებ წესჩვეულებების მისაღებ ფორმებს როდესაც 10 მცნება იცი?
LikeLike
1.XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ,რომელმაც აღწერა ცეცხლის გარდამოსვლამდე ტაძარში არსებული ვითარება,ის წერს :„საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ“.
იგი აღნიშნავს შემთხვევას როდესაც სომხებს გასჩენიათ პრეტენზიები ცეცხლის მისაღებად და ამისათვის მოუსყიდიათ მუსულმანი არაბი,რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი.
ის არაბები რომლებიც ცეცხლის გარდამოსვლას ახარებენ მორწმუნეებს ქრისტეს საფლავის მცველი არაბებისგან განსხვავებით ქრისტიანები არიან.
2.კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა.
3.ვიცი მაგრამ ცუდი არ იქნებოდა აქაც დაგეფიქსირებინა)
4.მოკლედ გიპასუხებ:მარიამ მაგდალინელის გნოსტიკურ სახარებაში ქრისტე გვასწავლის;“38) ნუ შექმნით ნურანაირ წესს, რაც მე არ მითქვამს და დამივალებია. ნუ დააწესებთ კანონებს ისე, როგორც კანონმდებლები რათა არ იქნათ შეზღუდულნი ამით.”
დოგმატიკოსებიც რომ კითხულობდნენ ამ ტექსტს კარგი იქნებოდა,კანონებით (10 მცნება ხომ მოსეს გამოცხადების შედეგია და ამაზეც დავობენ)) შეიძლება ცხოველს ასწავლო ცხოვრება,მოქცევა და ა.შ.. არა ადამიანს რომელიც უფლის შვილია.
LikeLike
მოიცა მოიცა, გავიგე თან ვერ გავიგე ბოლო პუნქტი, ანუ რას მეუბნები ?
LikeLike
იმას რომ ადამიანებმა თავისუფლება ისე არ უნდა გავიგოთ რომ წესები დაგვიკანონონ რათა ზღვარს არ გადავცდეთ და თუკი უფლის შვილები ვართ შეგვიძლია გაგვაჩნდეს იმხელა ზნეობა რომ ჩვენთვითონვე ვიცოდეთ ზღვარი.
LikeLike
ხოდა მეც მაგას არ ვამბობ არსებობს მითითება და არა კანონი ან წესი 10 მცნება ნუ საბოლოოდ ჩემთვის ეგ ათი 1 ში ერთიანდება და გიყვარდეს ადამიანები ჰქვია, მაგრამ აი შემდგომ რელიგიის სახით მოწოდებული წესნი და რიტუალნი ცოტა სკეპტიკურ განწყობას აჩენს.
თუმცა ეგეც გასაგებია რისთვის არსებობს. ვისაც სჯერა გატარებულია ვისაც არ სჯერა დაიჯერებს, და ვისაც ცეცხლი არ წვავს ის ამაღლებულია.
ბოლო ფრაზა ნიშნავს იმას რომ სასწაულებრივად გადმოსულ ცეცხლს რომ ტანზე იტარებენ ჩემთვის ეგ მათი მხრიდან შემოწმებაა საკმარისია რომელიმემ თმა ან წვერი შეიტრუსოს მათი რწმენა ნულს ჩაცდება თანაც აბსოლუტურს, ხოდა სასწაულებით გამყარებული რწმენა მხოლოდ შიშია, და არა ის შიში რომელიც სიყვარულს შეიქმნს,არამედ ვაითუ სამოთხეში ვერ მოვხვდეს შიში.
LikeLike
P.S. და მაინც ამ ქვეყანაში აღდგომა მეხინკლეებს უხარიათ ყველაზე მეტად.
LikeLike
მე მწამს ყველაფრის.. მეცნიერულად ყველაფრის ახსნაა შესაძლებელი, მაგრამ მე მაინც მწამს რომ არსებობდა ეს ყველაფერი და ქრისტე არ იყო უბრალოდ ადამიანის შვილი… და მე მწამს სასწაულებების და ღმერთის.
კარგი პოსტი იყო 🙂
LikeLike
მე არ ვდებ თავს კარგ მორწმუნეობაზე, დიდად არც სასწაულების არ მჯერა, მაგრამ ძალიან მომწონს ქრისტე და ისიც, რომ თავს მაინც ქრისტიანად ვთვლი. არ მომწონს ტენდენცია იმის, რომ მოდური გახდა ქილიკი ამ ყველაფრის… გილოცავთ. კარგი პოსტია
LikeLike
“არ მომწონს ტენდენცია იმის, რომ მოდური გახდა ქილიკი ამ ყველაფრის… ” +1
ამაზე პასუხად: “Пытаясь выделиться из толпы, ты попадаешь в толпу, которая пытается выделиться из толпы”.
ანგელოზო, კარგი პოსტია!
ყველა მორწმუნეს ვულოცავ აღდგომას. ქრისტე აღსდგა!
LikeLike
“Пытаясь выделиться из толпы, ты попадаешь в толпу, которая пытается выделиться из толпы”.- +1 +1 +1 🙂
LikeLike