გადმოცემით ქართველი ხალხი ოდითგანვე წელიწადის 365 დღეს წმინდა გიორგის ახსენებდა და თაყვანს სცემდა,შესაბამისად ამბობენ რომ საქართველოში 365 წმინდა გიორგის ეკლესიაა აგებული,თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლით დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტი იქნება) დღევანდელობაში კი ქართველები და მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას 23 ნოემბერს და 6 მაისს აღვნიშნავთ,რომელიც წმინდა ნინოს მიერ იქნა დაარსებული.ყველამ ვიცით რომ იგი კაპადოკიელი ჭაბუკი იყო და იმპერატორ დიოკლიტიანეს მიერ 30 წლის ასაკში ეწამა,წამების დროს ჰკითხეს– “რა არის ჭეშმარიტება?”,”თავად ქრისტეა ჭეშმარიტება,დევნილი თქვენ მიერ”–იყო პასუხი და ამიტომაც ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევამოსილი ზეციური მხედარი. მხედარი რომელიც ისტორიულად არსებული პიროვნებაა,დაკავშირებულია ქართულ ეროვნულ ღვთაება თეთრ გიორგი–სთან და ამავე დროს არის მიწიერი სახე იმავე სულიერი არსებისა მიქაელ მთავარანგელოზისა.
..”გიორგი გახდა უმთავრესი წმინდანი ქართველი ერისა და არა მხოლოდ წმინდანი, არამედ ქრისტიანული ღმერთის სახე. უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სხვადასხვა სახეები და ასპექტები ცნობილია ღვთისმეტყველებაში. აპოკალიპსისშიც კი მესია, ღმერთი, ქრისტე გამოსახულია როგორც თეთრტაიჭოსანი ზეციური მხედარი (გამოცხ. 19, 11-15). ის ტრადიციული სახეები ქრისტესი, რომლებიც ჩვენ ვიცით, არ ამოწურავენ მის არსს. არის აგრეთვე სხვა სახე – მებრძოლი, დრაკონის განმგმირველი, როგორიც ის არის მოცემული აპოკალიპსისში. და ეს არის სწორედ წმინდა გიორგის წინასახე და ეს სახე იყო მახლობელი ყველაზე მეტად ქართველობისათვის. სხვათა შორის, დიდი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წმინდა გიორგის კულტი საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. ჩვენ გვაქვს შემთხვევები სამების, ქრისტეს დღესასწაულების, აღდგომის დღესასწაულების “შთანთქმისა” წმინდა გიორგის დღესასწაულის მიერ, მათ სახელობაზე აგებული ტაძრები იდენტიფიცირებულია წმინდა გიორგისთან. ე. ი. წმინდა გიორგი იდენტიფიცირებულია ღმერთთან. ეს არის სახე ღვთისა და არა მხოლოდ კონკრეტული წმინდანი…”-ზვიად გამსახურდია.
მხედარი რომელიც თქმულებებშიც უფლის რანგშია აყვანილი,უფრო მეტიც მისი სიკვდილი და აღგომა, როგორც მისი კულტის შემსწავლელი მეცნიერები ამბობენ მაჰმადიანთა წმინდა წიგნში ‘’ყურანშის კომენტარებში’’ და მუსულმანურ თმულებებშიც კი იხსენიება.
ამბობენ საქართველოს გეორგია წმინდა გიორგის გავრცელებული კულტის გამო ეწოდაო,მაგრამ რატომ ვწერ ამ პოსტს? სხვა ვერსიაც არსებობს რომლის მიხედვითაც: “Gorg” სპარსულად მგელს ნიშნავს(ვახტანგ გორგასალი),სომხურად კი “vrastan” ეწოდება საქართველოს რის შესაბამისადაც “ვრაც” ანუ მგელი ეწოდება ქართველს.
ქართულად “ბერ” მგელია და “იბერია”–ც შესაბამისად საქართველო ანუ მგლების მხარეა.როგორც ვთქვი წმინდა გიორგი ქართველ ერს უფლის რანგში ჰყავდა აყვანილი,რაც სინამდვილეში მთვარის ღმერთი თეთრი გიორგია შემდეგში წმინდა გიორგით ჩანაცვლებული.თეთრ გიორგის კი სვანეთში “მამბერ”–ს უწოდებენ რაც თავის მხრივ მგლების მამას ანუ მეფე მგელს ნიშნავს.
ძველი ირანელები ქართლის სამეფოს “ვრქანას/ირქანიას” უწოდებდნენ(აქედან არის წარმოებული სახელი ჰირკანია) რაც ერთი ვერსიით “მგელთა ქვეყანას” ნიშნავს. აღსანიშნავია რომ საქართველოს ტერიტორიაზე მგლის კულტის არსებობის კვალი არქეოლოგიურ და ფოლკლორულ მონაცემებში უხვად არის შემონახული და შესაბამისად არაა გასაკვირი რომ საქართველოს ოდითგანვე მგლების ქვეყანას,ხოლო ქართველებს მგლებს უწოდებდნენ.ჰოდა ეხლა თქვენ განსაჯეთ მისაღებია თუ არა ეს ვერსია მიუხედავად იმისა რომ გადამოწმებულია?
რა გამოდის რომ ქართველები მთლად მიწათმოქმედი ხალხი არ ვყოფილვართ,რომ შამქორის, მარაბდის, დიდგორის ომში მხოლოდ გლეხი კაცის ძალა ვერ გაიმარჯვებდა,რომ არა მთვარისგან ბოძებული სულიერი ცოდნა? მგელი ხომ მთვარის საკულტო ცხოველია(აქ სვანური “მამბერ” გავიხსენოთ) და ასევე მთვარეა საუკეთესო აგრარული კალენდარი.
ამასთან ერთად ნიშანდობლივია რომ ძველეგვიპტური ღვთაება სეთი,რომელიც(არკადი,ურსულა,პელასგური დათვის კულტი) ჩრდილოეთელი იყო და დიდი დათვის თანავარსკვლავედში ცხოვრობდა,თეთრი პირისახისა იყო,ეგვიპტეში ხე–ტყე და ლითონის ნაწარმი შეჰქონდა და მზეს შველოდა,რადგან გველეშაპ აპეპის მოკვლა მხოლოდ მას შეეძლო(ღვთაება რას ეხმარება,კერძოდ – სეთი იცავს რას გველეშაპ(დიდი გველი) აპეპისაგან, რომელიც ნიადაგ მის შთანთქმას ლამობს),ძალიან გავს სვანი ქავშელდიანის ამბავს,რომელიც ასევე მზეს იცავს გველეშაპისაგან და წმინდა გიორგის რომელიც გველეშაპს ჰკლავს.
სწორედ ამ სეთის გამოსახულება რომელიც საბოლოოდ არცერთ ცხოველთან არ არის გაიგივებული და ეგვიპტურ სკულპტურებში და ნახატებში წარმოდგენილია კაცად რომელსაც ნიღბის მაგვარი რამ უკეთია, რადგანაც მის წვრილ ცხვირს ქვედა ყბა აკლია და მართლაც ნიღაბს უფრო ჰგავს,ვიდრე ცხოველის თავს კაცის ტანზე შეზრდილს,ხოლო მეცნიერთა და ეგვიპტელთა წარმოდგენით ღვთაება ცხოველი რომ იყოს თავი სხეულთან უნდა ჰქონდეს შერწყმული,ივარაუდება მგლის ნიღბიან კაცად.
სეთი ანუ სეტი კი–მესტიაში სვანეთის საერთო სალოცავია და ეკლესიაც სეტის წმ. გიორგის სახელობისად იწოდება,ასევე იგივდება მთავარანგელოზ მიქაელთან (თარნგზელ).ეგვიპტური ღმერთი სეთი ზოომორფულ დროშას “ლემის” ატარებს,რაც არქაული წარმოდგენების საფუძველზეა აღმოცენებული და სვანეთში დამოწმებულ ტოტემური მგლის კულტს,წმ.გიორგის ზოომორფიულ გამოვლინებას უკავშირდება.სეთს მარცხენა ხელში ასევე სიბრძნის,ცოდნისა და იქმვეყნიური სასუფევლის გასაღები “ანგი” უკავია ,რაც მისტერიული დანიშნულებით,ფორმით და თვით დასახელებითაც კი ძალიან ჰგავს სვანურ “ანგს”,რომელიც დღემდე მრავალი ქვეყნის მკვლევართა დაინტერესების საგანია და ორივე შემთხვევაში სიცოცხლის ხედ აღიქმება,რაც თავისთავად სიცოცხლის მიმნიჭებელ ღვთაებათა და მცველთა ატრიბუტია.
ამ ყველაფერს აგვირგვინებს სვანების მეოცე საუკუნემდე მოღწეული ჩვეულება,გამოიხატება მათ მიერ მოკლული მგლის თავიან–კუდიანი ტყავის მოსასხამივით ტარებაში.მსგავსი კომპოზიცია თრიალეთის თასზე და შუმერულ კომპოზიციაზეც არის აღბეჭდილი.სეტი ასევე ნიშნავს მცველს,(სეტიელი–უძველესი გვარის წარმომადგენლები კი დღემდე სვანებში საგანძურის და “რაღაც” განსაკუთრებულის მცველებად მოიაზრებიან) სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე თუკი ეგვიპტური ღმერთი სეთი მზის ღმერთ რას გველეშაპისგან იცავდა,თუკი სეტის წმ.გიორგი გველეშაპს ჰკლავს(იცავს ხალხს მისგან),თუკი სეთს მგლის ნიღაბი უკეთია,მგელი კი ყველაზე ერთგული დამცველია საკუთარი ოჯახისა და შვილებისა რა გამოდის?
ეს ყველაფერი ამყარებს თეთრი გიორგის–წმ.გიორგის–უფლის–მგლის ტოტემის–სეთის იდენტურობებს, რაც დროთა განმავლობაში ხალხმა ერთმანეთში აურია,ცივილიზაციის განვითარების საფეხურის შესაბამის დონეზე საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა და დღემდე მოიტანა იმ სახით რომ ჩვენ შევძლოთ მითებიდან და ისტორიული ცნობებიდან რაღაც დასკვნის გამოტანა.
ქართველებს ოდითგანვე კოდირებული გვქონია იმ მიწა–წყლის თავგანწირვით დაცვა რომელზეც ვცხოვრობთ და რეალურად ისტორიული პიროვნება დიოკლიტიანეს მიერ ნაწამები ქრისტიანი გიორგიც უძველეს ღვთაება თეთრ გიორგის,მგლის კულტს შევუხამეთ და შესაბამისად მიწათმოქმედი ხალხი სულიერ სიბრძნეს ვეზიარეთ,რის შედეგადაც დღემდე ვარსებობთ,არ გადავშენებულვართ,22 საუკუნეშიც ვიარსებებთ და ყოველ 23 ნოემბერს და 6 მაისს გიორგობას აღვნიშნავთ)
მე კი ჩემდათავად გიორგობას გილოცავთ,შეგეწიოთ და გფარავდეთ ამ ზეციური მხედრის მადლი ყველგან და ყოველთვის ყველაფერში.
ფრიად საინტერესო სტატიაა. ძალიან მომეწონა : )
LikeLike
მართლა ძალიან კარგია 🙂
გიორგობას გილოცავ!
LikeLike
cool ! didi interesit shemomekitxa titqmis mteli blogi 😉 da madloba junis linkistvis.
LikeLiked by 1 person
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! უმაგრესი პოსტია!
LikeLiked by 1 person
საიტერესოა
გილოცავთ ყველას..
LikeLiked by 1 person
გილოცავთ გიორგობას… 😦 არადა, მე რამდენადაც ვიცი წმინდა გიორგი სულ თავიდან გამოსახული იყო როგორ კლავდა ადამიანს და არა “გველს”…. 😦
ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პოსტია
🙂
LikeLike
წმინდა გიორგის ბევრნაირი ხატი თუ ფრესკა არსებობს,როგორც პოსტში დავწერე იგი იმდენად შეერწყა ძველ მთვარის ღვთება თეთრ გიორგის და მგლის კულტს და ა.შ.. რომ შენს მიერ ნახსენები ხატიც არსებობს სადაც ძირს დაგდებულ ადამიანს აძგერებს შუბს,იმ ადამიანში დიოკლიტიანე მოიაზრება.
ეგ კიარა წმინდა გიორგის ერთი ყველაზე ძველი ფრესკაა სადაც მას ცხენზე მეორე ჭაბუკი ჰყავს შემოსმული რაც ტამპლიერების ემბლემის სრული იდენტურობაა))
საოცარია არა?
LikeLike
არა : )
LikeLike
dzalian magari postia, mtlianad shen dawere? (anu arsaidan ar gadmogikopirebia? ) ise momwons sheni blogi 🙂
LikeLiked by 1 person
ინფორმაციას ვფლობ და თემატურად ერთ პოსტში ვკინძავ, გადმოკოპირებული ტექსტი ბრჭყალებშია ჩასმული და ავტორიც მითითებულია,მაგ: ზვიად გამსახურდია.
კეთილი იყოს შენი სტუმრობა ჩემ ბლოგზე და მადლობა კომპლიმენტისთვის)
LikeLike
arafris risi madloba 🙂
LikeLike
კარგი სტატიააა
LikeLiked by 1 person
ვეძებ სტატიის ავტორს თუ ამ პოსტს იხილავს დამიკავშირდეს ნომერზე 593-90-14-90 გიორგი. წმინდა გიორგის შესახებ ვამზადებ რეპორტაჟს გადაცემა პოსტკრიპტუმისთვის და მასთან გასაუბრება ძალიან დამეხმარებოდა
LikeLike
ყველაზე მგლებეე.
ომგ. არ გამიხარდა :დ
LikeLike
წყაროები მიუთითე, ანგელოზო, რადგან აქ ბევრი საკამათო და სადავო ფაქტები გიწერია ^^
და საერთოდ, კაცო, შემოდი ფბ–ს ჩვენს ჯგუფში :დ :დ
სა ხარ?
LikeLike
დედამიწაზე თვალსაჩინო ფაქტსაც საკამათოდ გახდის თუ მოუნდა კაცობრიობას))
იქ ვარ.
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტი იყო….
გილოცავ გიორგობას! წმ. გიორგი გფარავდეს და გგმეოხებდეს უფლის წინაშე…
LikeLiked by 1 person
დიდი მადლობა.გაიხარე,შენც ასევე გფარავდეს და გწყალობდეს მისი მადლი და ძალა.
LikeLike
(ჩემი სალექციო თემა) 🙂
მშვენივრადაა თავმოყრილი. კარგად გიმუშავია. წმინდა გიორგის, ანუ შუბოსანი მხედრის ფიგურა რომელიც გველეშაპს ამარცხებს, ძველ სლავურ კულტურაშიც გვხდება. ოღონდ იქ სულ სხვა ლეგენდაა. ძველი რუსიჩების იგივე ტარტარების (ტარტარიის მკვიდრთა) მიერ მათი მოქიშპე დრაკონის ქვეყნის მაცხოვრებლების (ძველი ჩინელების) დამარცხების და ვარსკვლავთ ტაძარში დადებული სამშვიდობო ზავის ამსახველი გამოსახულებაა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მათ 22 დეკემბერს წელთაღრიცხვის ათვლა დაიწყეს და მას აქეთ 7519 წელს ითვლიან . რუსები იქეთ იყოს და მე იბერების უფრო მწამს 🙂
ასეთ თემაზე რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ მით უკეთესი იქნება. მადლობა 😉
LikeLike
მგონი პირველად ხარ ჩემს ბლოგზე და კეთილი იყოს შენი ფეხი ანგელოზთან.
ლექტორი ხარ?
LikeLike
გაიხარე, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზის 😉
უნდოდათ გალექტორება. მაგრამ გადავიფიქრე. უბრალოდ ისტორია-ეთნოგრაფიაში ვმუშაობ(დი) და ახლაც ვიკვლევ რაღცეებს (როცა დრო მაქვს). მაგრამ სამომავლოდ უფრო ჩავუღრმავდები.
კარგია, “გიორგიმ” მაპოვნინა შენი ბლოგი !
LikeLiked by 1 person
საერთო ინტერესები გვქონია.)
LikeLike
მე სხვა ვერსია გამიგია სომხების მიერ ჩვენი ქვეყნის “ვრასტანად” მოხსენიებაზე — ინდოევროპულ ენებში “ვრას” (врать, wrong) მოყტუებას ნიშნავს, სომხებიც ხომ ინდოევროპელები არიან…თანაც მედეა ხომ ექიმბაში იყო, ექიმბაშები კი იტყუებიან, არა? მერე ეს ჩვენი მედეია ხომ წავიდა ბერძენ ჰერაკლესთან ერთად ინდოეთში, ინდოეთიდან კი ხალხის ერთ-ერთი ტალღა განსახლდა აზიის დასავლეთ მიწებზე და ევროპაშიც. მათმა ცნობიერებამ შემოინახა მედეას არსების მთავარი მახასიათებელი—ექიმბაშური ტყუილი, შესაბამისად, სომხები მედეას ქვეყანას უწოდებენ მატყუარების ანუ “ვრაცების” ქვეყანას, განა, ლოგიკური არ არის, თანაც სომხებისგან სულც არ გამიკვირდება. შენ რას იტყვი?
LikeLike
ისე, ძალიან მიჭირს სვანების და ეგვიპტელების რამენაირად დაკავშირება ერთმანეთთან, გარდა იმისა, რომ შეიძლებოდა შორეულ წარსულში სავაჭრო-სატრანსპორტო ურთიერთობა ჰქონოდათ…მე მათი ნათესაობა ორგანულად შეუძლებელი მგონია…ისე, ფარაონმა რამზესმა (ნუმერაცია არ მახსოვს), სავარაუდოდ, ძვ. წ.-ით მე-13 ს-ში, ჩრდილოეთისკენ ლაშქრობის დროს კოლხეთზეც გამოიარა და რაჭაში დღემდე არსებობს ძველეგვიპტური ღვთაების სეხნია ქალაქი— ონი… რა ვიცი, რა ვიცი… ჩახლართულობაა…
LikeLike
ალბათ, შენი გვარით ამაყობ, ხომ?
LikeLike
რიტორიკას გიწუნებ ნესტანდარეჯან. ან ჩემი გვარი საიდან იცი )
მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი შეხედულებების დაფიქსირებისთვის, თუმცა გეტყვით რომ აქ რაც იწერება მეცნიერების და ეზოთერიკების ვარაუდებია რომლებიც ბევრად ახლოა შესაძლო რეალობასთან ვიდრე თქვენ ზემოთხსენებულ 2 კომენტარში ჩატეული ვერსია.
LikeLike
რა ვიცი, რადგან გეწერა გიორგი სეტი(ელი), ვიფიქრე ამ გვარისაა-მეთქი, დავაშავე?!
რა დაუწუნე ჩემს რიტორიკას, რომელსაც მე “რიტორიკას” ნაკლებად დავარქმევდი? შენს მიერ მოყვანილი ვერსიებიც ისეთივე მითიური სეიძლება იყოს, როგორიცაა ჩემი (მედეასა და ჰერეკლეს ერთობლივი მოგზაურობა აღმოსავლეთ აზიაში). რა ვიცი…რა ვიცი…???
LikeLike