,, …
– მზე სადაა ახლა, სოსო? – მკითხა ხატიამ.
– აგერაა, ბლის წვერზე, – ვთქვი მე და მზისკენ ხელი გავიშვირე.
– აბა, ბლის წვერზე თუა, მე ვხედავ მზეს, – გაუხარდა ხატიას.
– კი ბლის წვერზეა.
– მამა, რა გითხრა ბათუმში ექიმმა? – ჰკითხა ახლა მამამისს.
– რამდენჯერ უნდა გითხრა, გოგო? – გაუჯავრდა ბესარიონი.
– თქვი, მამა, სოსოიას უთხარი, – შეეხვეწა ხატია.
– რაო და, მზეს თუ ხედავს, სინათლეს დავუბრუნებო… – თქვა ბესარიონმა.
– გესმის, სოსოია?
… ”
ნოდარ დუმბაძე ჯანი როდარის ზღაპრებზე გაიზარდა და ყოველთვის ოცნებობდა ბავშვებისთვის შეექმნა ისეთი სამყარო რომელიც მათ ერთმანეთისა და მომავალი თაობების მიმართ სითბოს, სიყვარულს, მეგობრობას განუმტკიცებდათ,რაც გამოუვიდა კიდეც თავისი ნაწარმოებებით.
მის ნაწარმოებებს როცა კითხულობ ხან გეცინება და ხან გეტირება,დასასრულს კი გრძნობ რომ იმაზე მეტი სიყვარული ისწავლე ვიდრე იცოდი,რომ დაინახე ის მზე რომელიც ხანდახან არ ჩანს მაგრამ მაინც ანათებს და გათბი.
„უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული,უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა,კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.–ეს სიტყვები, უთბილესმა და უსაყვარლესმა მწერალმა საქმით დაამტკიცა და დღეს მისი ხსოვნის საპატივცემულოდ,რომ კვლავ გავუთბოთ ბავშვებს გულები,კვლავ ვიხილოთ პატარების სახეზე ღიმილი,კვლავ დავბრუნდეთ ბავშვობაში და გავთბეთ მზით,ყოველი წლის 1 ივნისს ბავშთა ქალაქ მზიურში,რომელიც 1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა და რომლის იდეაც ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა(ამ პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა.დეკორატიული გაფორმება კი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სიუჟეტების მიხედვით გადაწყდა) ჯერ კიდევ არ გამოიყურება ისე როგორც მწერლის ოცნებაში იყო წარმოდგენილი, ტარდება ბავშვთა ფესტივალი სადაც ყველა ერთად ხედავს მზეს და თბება!
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა და სწორედ ეს დღე ჩემი მეგობრის ანა გოგუაძის ძალისხმევის შედეგად და დამსახურებით ემსახურება მზრუნველობას მოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას–მზე ხომ ხატია მზიანი ღამისა… და ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პოპულარიზაციას იმისათვის რომ ეს ადგილი იქცეს ნოდარ დუმბაძის ოცნების ზღაპრულ ქალაქად.
წელს ფესტივალი უკვე ჯეოსელის მხარდაჭერით და დაფინასებით უკვე მეექვსედ ტარდება,სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან მოწვეული არიან მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები,რომელთაც სპეციალურ საჩუქრებს გადასცემენ სპონსორები.ფესტივალს არ აქვს ანალოგი მასშტაბურობის და შინაარსის თვალსაზრისით,რის შედეგადაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს როგორც მასმედიის ისე საზოგადოების მხრიდან.
ძალიან მინდა რომ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროექტი რის შედეგადაც მზიურში ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგი უნდა შეიქმნას მალე განხორციელდეს. თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში– “გამწვანების დიდ პროექტებს შორის აღსანიშნავია მზიურისა და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად ქალაქის ცენტრში სრულფასოვანი დასვენებისთვის შეიქმნება მსხვილი ცენტრალური პარკი,რომელიც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი.პარკი 4 ნაწილად დაიყოფა და ყველა თაობის ადამიანისთვის დასასვენებელ და გასართობ ადგილად გადაიქცევა.”–აღნიშნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა.პარკი თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედანს შორის,მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, 950.000 კვ.მ ფართობზე უნდა განთავსდეს და მთლიანად გაითვალისწინოს მზიურის პარკის იდეა,რომლის განხორციელებაც 80-იან წლებში ნოდარ დუმბაძის თაოსნობით დაიწყო.
თუმცა…როგორც ვიცი ამ გახმაურებულ იდეას ჯერ საფუძველი არ ჩაყრია სამწუხაროდ და კიდევ ძალიან დიდხანს არ ჩაეყრება.მანამდე კი 1 ივნისს პატარებთან ერთად ჩვენც გავთბეთ მზიურის მზით და იმედი ვიქონიოთ რომ ოდესმე ქალაქში გვექნება პარკი,რომელიც ფესტივალთან ერთად კვლავ გაამართლებს საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის ოცნებას.
საინტერესო და თბილი
LikeLike
ამ პოსტზე გითხარი მაშინ…არანაკლებ თბილია შენიც)
LikeLike
ვაიმეეეე… რას ამოიჩემეთ ეს დუმბაძე!!!! დეპრესიას მმართებს! უფ!
ისე კარგი პოსტია და ნახატებიც! 🙂
LikeLike
აქსიომა დუმბაძეს რომ თავი გავანებოთ ბავშვთა ფესტივალზე და მზიურზეა პოსტი))
პ.ს. მზიურის წითელი მზე მოგწონს?
LikeLike
ჰო და ნიუ იორკის პარკის ანალოგი ნახევარი თბილისის ხელა მაინც იქნება, ანუ ნიუიორკის პარკის კარიკატურა გვექნება ჩვენ. 😛
LikeLike
საერთოდ თუ გვექნება ოდესმე მსგავსი დონის პარკი)) იმედი მაქვს ჩემი თაობის არქიტექტორები მოაბამენ თავს ამ საკითხს:P
LikeLike
რა თბილი პოსტიააა, ანგელოზის მასეთი სტილი მომწონს, თბილია თბილი
ამ პროექტზე საუბრობდნენ, როდესაც მაგისტრალის მშენებლობა დაიწყეს და აზრი? არც ზოოპარკი არც პარკი და არც ნორმალური მზიური… ოდესმე კი აშენდება, მაგრამ რავიცი როგორი იქნება
მიყვარს 1 ივნისი…. მეც ვარ ბავშვი და ჩემი დღეა
მშვენიერი იდეააა და კაია, რომ კერძო კომპანიები ერთვიან მასეთ პროექტებში
LikeLike
ხო ჯესი მაგისტრალის მშენებლობა ძალიან ბევრს არ სურდა სწორედ იმიტომ რომ მზიური იხლიჩებოდა და კარგავდა თავის ფუნქციას(ბოლო წლებში ისედაც რა ფუნქცია ჰქონდა მაგრამ…) თუმცა ეს უკვე წარსულია და ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაც გაკეთდეს,სანამ არ დაიტაცეს მზიურის მიწები.
LikeLike
ხოდა მზიურიც მიყვარს მე :))))
LikeLike
მეც ბავშვი ვარ და პირველი ივნისი ჩემი დღეს არის 🙂
ძალიან კარგია, ასეთი ფესტივალი რომ ტარდება. პარკის გეგმა კიდევ უკეთესია, ჩვენ თუ ვერა, შვილები მაინც მოესწრებიან…
LikeLike
მოლიი ჩვენი შვილები…არა,მინდა რომ ჩვენც მოვესწროთ და მწვანე მოლზე წიგნები ვიკითხოთ))
LikeLike
სანამ ეგრე იქნება წასაკითხი წიგნი არ დაგრჩება : ) ეგ კი არა და მეც მინდა ეგ : )
LikeLike
მერიის სამსახურის უფროსმა თუ გამოაცხადა, რატომ არ ჩაეყრება საფუძველი დიდი ხანი?
LikeLike
გამოცხადება ჯერ არაფერია : ) ვნახოთ დიდი სიამოვნებით დავესწრები გახსნასა და პროექტის დასაწყისს : )
LikeLike
თორნიკე,იმიტომ რომ ახალი რუქა ძნელი გასაკეთებელია,რასაც დიდი დრო სჭირდება და თან საბოლოოდ განსასაზღვრელია მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდული მიწების საზღვრები.
LikeLike
დაახლოებით როდის გამოცხადდა ეგ ამბავი?
LikeLike
ოქტომბერში,ნიუ-იორკის მთავარი ურბანული დიზაინერი ზივ ლავიც კი იყო ჩამოსული,მაგრამ ჰა ილაპარაკეს და მორჩა…
LikeLike
მადლობა ინფოსთვის.
LikeLike
ისე მზიურის შექმნიდან იმდენი პროექტი იყო… რავი. იქნებ ეს მაინც განხორციელდეს.
მაგრამ ყველაზე პრიორიტეტული თბილისისთვის დღეს ზოოპარკის ნორმალურ ადგილას და ნორმალურ ფართობზე განთავსბა უნდა იყოს. იმჰო.
LikeLike
ო ლორდ,შენ კომენტარს ვხედავ ჩემ ბლოგზე)))
იმედი ვიქონიოთ რომ განხორციელდება,მაგრამ ლოდინს ვფიქრობ ბლოგერების ძალაც არანაკლებ გამოსაყენებელი იქნება მზიურის მომავლისთვის..
რათქმაუნდა ზოოპარკი თუ არ გადაიტანეს არაფერი გამოვა,ისე სადმე ნაკრძალში გადავიტანდი ზოოპარკს….
LikeLike
ვან ბიგ ლაიკ :))))
LikeLike
რაღაცნაირად ძალიან თბილი პოსტია.
როგორ მინდა ერთი ასეთი პარკი ჰქონდეს ჩვენს ქალაქს, რომ როგორმე ნაცრისფერი მხიარულმა მწვანემ დასძლიოს! ❤
ბილიკებზე სპორტსმენები ირბენდნენ, მდელოზე მოპიკნიკეთა პატარ-პატარა ჯგუფები ისხდებოდნენ, ხეების ტოტებქვეშ მყუდროდ მოკალათებული ადამიანები წიგნებთან "ისაუბრებდნენ", იქვე შორი-ახლოს პატარა მობაჯბაჯე არსებები იჭყიპინებდნენ… :))
LikeLike
ხელოვნური გამწვანება გადაგვარჩენს ჩვენ,მე მაქვს ნანახი რამოდენიმე ექსპრომტი ნამუშევარი ზუსტად მზიურის მაგისტრალის ნაცრისფერი როგორ უნდა ჩაანაცვლოს მხიარულმა მწვანემ…თუ ეს პარკი რეალობად იქცა იმ იდეების გაჟღერებაც კარგი იქნება.
რა კარგად აღწერე სასურველი გარემო)
LikeLike
idea dzalian kargia, mtavaria ganxorcieldes.
rogorc tqvi mziuri bavshvta qalaqia,
martlac dzalian tbili da sayvareli adgilia yvelasatvis
dzalian vcuxvar rom is elferi rac adre hqonda dakarga 😦
LikeLike
ვიცი, რომ დუმბაძე ნამდვილად არაა საუკეთესო მწერალთა შორის, მაგრამ ის მაინც გამორჩეულია თავისი ადამიანურობით და საოცარი იუმორით და მიყვარს. რაც შეეხება მის ოცნება-ქალაქს კი ძალიან გული მწყდება, რომ ვერა და ვერ განხორციელდა
LikeLike
მჯობნის მჯობნი არ დაილევა და შეიძლება არც არის საუკეთესო მაგრამ ამ კაცს მართლა შეუძლია წიგნის ფურცლიდან გაგათბოს)
მზიურ-ქალაქს კი მოუთმენლად ველი როგორი გამოვა,თუმცა დუმბაძის გმირების სიხალისე რომ არ იქნება იქ,ამაზე უკვე წინასწარ მწყდება გული(
LikeLike