ქალი ღმერთმა იმისთვის შექმნა რომ მამრს შთამომავლობა მისცეს,შვილი აღზარდოს და თუ საჭიროა იმ ერთადერთ შვილსაც ბრძოლაში წინ წარუძღვესო–ოდითგანვე ასე ვიცოდით ქართველი ქალის მისია.
საქართველოს ისტორია ბევრ ამორძალ თუ გმირი ქალის სახელს ინახავს,მაგრამ რად მინდა მათი სახელების ხსენება მაშინ როდესაც თანამედროვე ქალი,ჟანა დარკის “სულისკვეთებით” აღჭურვილი ხალხს მოუწოდებს,სიტყვიერ დაპირებებს აფრქვევს და როდესაც ბრძოლა იწყება გარბის.
ქალია? უნდა დავიცვათ და წინა ხაზზე მამაკაცებმა იბრძოლონ კეტებით ხელში? მეც ქალი ვარ,მაგრამ არ მივესალმები ამ პოზიციას. თუკი ლიდერობა მსურს,მოვალე ვარ ჩემი ხალხი დავიცვა,დავივიწყო რა არის შიში,არ მივცე უფლება კიდევ ერთხელ შეურაცხმყონ და ლაფში ამომისვარონ სახელი,რომლითაც ხალხს მოვუწოდებ ჩემს გვერდით დადგნენ.
მაგრამ საქართველოში ყველას განურჩევლად სქესისა( არავის აღარ გააჩნია თავისი სქესის ფუნქცია) ლიდერობა და გამორჩეულობა სურს, ხოლო თავდადება, ბრძოლა, სიტყვის შესრულება და სხვა მსგავსი თვისებები არ სჭირდებათ. მერე რაა რომ სველია სველი იასამანი(საქართველო) და კიდევ ბევრჯერ დასველდება მათ ხელშიც…
ქალი დაგაქცევს და აგაშენებსო უთქვამთ,ბრყინვალე ისტორიული მაგალითები შემიძლია მოვიყვანო თამარ მეფისა და რუსუდან დედოფლის სახით.მეფე ქალი რომლის კდემომასილებასაც მამაკაცები ფარად იფარებდნენ და ამითვე იცავდნენ მას ურჯულოსაგან და ქალი,რომლის უსუსრობისაგან განებივრებული მამაკაცები კი გარნისის ბრძოლიდან უკანმოუხედავად გარბოდნენ თავიანთ სამფლობელოებში.
რა მოხდებოდა დღეს ერში ჟანა დარკი ან თამარ მეფე გაგვცოცხლებოდა რომ მის გვერდში მდგარ მამრ ლიდერებსაც ზურგში არ ერტყათ ფეხები.
რა მოხდებოდა ერში კვლავ არსებობდნენ ადამიანები,რომელთაც შეუძლიათ 9 აპრილის დღის მსგავსად ეროვნული სულისკვეთებით მტკიცედ დადგნენ და ფეხი არ მოიცვალონ ადგილიდან,იმიტომ რომ ისინი თავისუფლებას მოითხოვდნენ და არა მონობას!
რა მოხდებოდა დღეს ერში დავით აღმაშენებელი გვყოლოდა,რომელიც პირველ რიგში ხალხზე ზრუნავდა და არა ფეოდალების კეთილსურვილებზე.
რა მოხდებოდა ერში “გამორჩეულებს” კვლავ ახსოვდეთ რომ “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა,სიკვდილი სახელოვანი”, და იქნებ არ იციან?
არც მან იცის,ვინც გელათში დადო ფიცი რომ საქართველოს გაამთლიანებს და არასოდეს დაუშვებს მის გაყოფას თუნდაც ასე ოპოზიცია–პოზიციად?
იციან,მეც ვიცი,მაგრამ სენი რომელიც საქართველოს დიდი ხანია მოდებული აქვს და ჭამს,ჭამს და არაფრით არ უმთელდება,მხოლოდ იმის გადასარჩენია ვინც საკუთარ თავზე კი არა ხალხზე იფიქრებს,ვინც ორსახა იანუსივით სიტუაციას და დროს კი არ გაჰყვება ფეხდაფეხ,არამედ დროს ძლიერ ხელებში სადავესავით მოიმწყვდევს და მიმართულებას მისცემს.
მე კი ჩემდათავად ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე კვლავ ვწუხვარ,რომ არც მე ვარ იმ სულიერ დონეზე სხვები ვაკრიტიკო, მაგრამ გული მაინც მტკივა,რომ ის ერი რომელიც დიდიხანია იტანჯება ვერადავერ იმსახურებს ბედნიერებას.
ბედნიერებას რომელიც მის მხსნელშია და რომელიც მეორე თუ გნებავთ მესამე დავით აღმაშენებელი იქნება და ფიცს გელათში კი არ დადებს,გულში დაიფიცებს რომ ქართველ ერს ბედნიერებას აჩუქებს,რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს!
ჩვენ ის შემთხვევა ვართ რომელიც არღვევს კანონზომიერებას და მეხი მუდამ ურტყამს ერთი და იმავე ადგილას
LikeLike
ჩვენ უბრალოდ ზარმაცები ვართ.
LikeLike
უპასუხისმგებლო ზარმაცები)
პ.ს. კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე.
LikeLike
ზიედა, ზიედა.. ^^
ანგელოზო, როგორ ზუსტად შეუსადაგე დღევანდელ მოვლენებს ეს სათაური. ყოჩაღ. ^^
დღეს ერთ-ერთ არხზე მოვისმინე, ვიღაცის განცხადება, რომელიც ამბობდა – ქალი მაშინაა ქალი, როდესაც ლოგინშია, ან დისკოტეკაზეო.. ^^
LikeLike
სხვადროს ჩვენ ვართ ქალებიო ხო)
LikeLike
kargi xar ra.
dges yvelaferma mutacia ganicada
ara madloba gmerts rom isev im 13 14 saukuneshi ar chavrchit magram
ase gadagvarebac nametania 🙂
LikeLike
ცინიკოსი რომ შეგაქებს,ბევრს ნიშნავს)
ნეტა 13–14 საუკუნეების ზნეობა მაინც შერჩენოდა საქართველოს)
LikeLike
უბედურება რაა იცი ანგელოზო?
ადამიანები ფიქრობენ ”მე”-ზე და სულ ცალ ფეხსაცმელზე ჰკიდიათ ”ჩვენ”.
სანამ სოლიდარული და მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოება არ გვეყოლება, მანამდე ძნელია პროგრესზე საუბარი.
სამოქალაქო საზოგადოებას კიდე მოდი და ჩვენ მივეხმაროთ ჩვენი აქტიურობით…
რატომაც არა?!
LikeLike
სოლიდარული და მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ზნეობა სჭირდება..
რატომაც არა,მაგრამ სამწუხაროდ ერთეულების ქმედება დროშია გაწელილი(
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ის გაქცეული ქალი სახელმწიფოს მინგრევს… მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს საპროტესტო ისტერია არანაირად არ უწყობს ხელს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას… მიუხედავად… მიუხედავად…. მიუხედავად… მაინც შემეცოდა – გამწარებული რომ ეძებდა შვილს 😦
LikeLike
მოლი,დამბუძგლა შენ კომენტარზე.
LikeLike
მეც 😦 მაგ კადრების ნახვისას 😦
LikeLike
ჩვენ ცოოტა სხვანაირად გვესმის დემოკრატიაც და თავისუფლებაც და მაგრებო გვგონია თავი, თუ ყვირილით გადავაყენებთ პრეზიდენტს და არა-ნორმალურად როგორც ცივილურ სახელმწიფოშია მიღებული.. რა წესრიგზე და წინსვლაზეა საუბარი, როცა 20 წელია ზედიზედ, ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებს კიდევ ვაღიზიანებთ და ვერაფრით ვერ ვისწავლეთ ჭკუა?
სანამ საზოგადოება არ “გაიზრდება”- და ეგოიზმს ცოოტა უკან არ გადაწევს საზოგადო საქმისთვის- სულ ასეთი მდგომარეობა იქნება ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ.
LikeLike
ამ ქვეყანაში არც ცივილური სტრატეგია ჭრის და არც ყვირილით გამოხატული პროტესტი…ჯერ კიდევ გასაზრდელები ვართ.
LikeLike
ერს, რომლის პატივმოყვარეობა მარაზმამდეა მისული (ეს ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებაა და გილიოტინას ნუ გამიყენებთ) არამგონია ეგრე მარტივად რამე ეშველოს… ძაან პესიმისტურად კი გამომივიდა მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ადამიანებმა ვერ ვისწავლეთ რომ სახელმწიფო რაღაც განყენებული და ზე-მცნება კი არ არის, რომელიც ვალდებულია გარჩინოს და დაგიცვას… სახელმწიფო ვართ მე შენ და ადამიანები ჩვენს ირგვლივ… ჩვენი დევიზით ,, მე რატომ, იმან გააკეთოს” დიდხანს ვერ გავფრინდებით კიდე
LikeLike