Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for აგვისტო, 2011

მას შემდეგ რაც გადავწყვიტე არქიტექტორის პროფესია ინტერიერის დიზაინის განხრით გამომეყენებინა,ინტერნეტის მეშვეობით ვეძებ თბილისში არსებულ დიზაინ-სტუდიებს,რომლებიც სრულიად ახალი სიტყვით მიიქცევდნენ ჩემს ყურადღებას და მათქმევინებდნენ: რა მაგარია, განსხვავებულ დიზაინს სთავაზობენ მომხარებელს,არ აკლიათ კრეატივი და არ არიან პლაგიატორები. (more…)

Read Full Post »

მანამ სანამ ადამიანი ცივილიზებულ ცხოვრებას შეუდგებოდა: დღისით შხაპი,შუადღეს შხაპი,საღამოს შხაპი და კიდევ წყალს მრავალჯერად და მრავალგვარ მოხმარების არსად აქცევდა,ძველმა ცივილიზაციებმა იცოდნენ რომ წყალს შეუძლია ადამიანი განტვირთოს უარყოფითი ემოციებისგან, დაამშვიდოს და ა.შ… შესაბამისად წყალი ღვთიურ მატერიად აღიქმებოდა,იგი ყველგან იყო,არის და იქნება.მეცნიერების ნებისმიერ აღმოჩენებშიც კი წყალი,როგორც ხუთ   ელემენტშია პირველი,ისევეა სხვაგანაც პრიორიტეტული,რაზეც უკვე აღარავინ დაობს.

და აი ადამიანები უძველესი დროიდან დღემდე წყალს (ჯერ არ გაგვიღმერთებია) ყველანაირ პირობას ვუქმნით, რომ ჩვენს ახლოს ვამყოფოთ,არ მოვიკლოთ თორემ მის გარეშე ხომ გაუწყლოებას რომ თავი დავანებოთ ძალიან ბევრი კომფორტი დაგვაკლდება) (more…)

Read Full Post »

Angel-აdam

ანგელოზი დედამიწაზე დაეშვა რომ ადამიანს დახმარებოდა სრულყოფილების შეგრძნებაში, მაგრამ თურმე ხანდახან შეცდომები ანგელოზებსაც მოსდით…ვინ იფიქრებდა რომ ეგოიზმის იმ ფორმას რასაც ჩვენ წაღმად აღვიქვამთ ანგელოზი ვერ გადმოატრიალებდა და ადამიანს ვერ მიანიჭებდა სრულყოფილების შეგრძნების ბედნიერებას.

ანგელოზი დედამიწაზე დაეშვა რომ თავად განეცადა ადამიანური გრძნობები, სრულად შეეგრძნო ადამიანი ფიზიკური თუ ქიმიური რეაქციებით, შეიჭრა მის არსებაში და… რას  იფიქრებდა, რომ იმ ყოფას, რასაც დედამიწაზე ცხოვრებას უწოდებენ, თურმე არსებობა ჰქვია და ვერ შესძლებდა, ილუზია რეალობად ექცია, რათა ადამიანისთვის მიენიჭებინა სრულყოფილების შეგრძნების ბედნიერება. (more…)

Read Full Post »