Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი, 2011

მშობლებთან მცხოვრებ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ტრაკი იმუშაოს, ლამის ერთადერთი სურვილი აქვს – იცხოვროს მარტომ. მეც ამ ოცნებაში გავიჭედე.

თანახმა ვარ ნებისმიერ სახლზე ნებისმიერ ადგილზე. მთავარია ჰქონდეს 4 კედელი, იდგას 1 ლოგინი, ან 2 რა იცი რაში დაგჭირდეს ^^, ჰქონდეს სველი წერტილი და გამოდგებოდეს საცხოვრებლად. მეტყვით გაგიჭირდებაო, ისაო ესაო… მაგრამ „ია გატოვა“.

თუმცა თუ ოცნებაა ოცნება იყოს…

ყოველთვის როდესაც ვერ ვიძინებ და არ ვიცი რა გავაკეთო ოცნების სახლზე ვფიქრობ. აი ისეთზე, რომელიც არასდროს მექნება მაგრამ მინდა რომ მქონდეს.

ჩემი სახლი კერძო იქნება, დიდი თეთრი გალავნით. მაღალი ჭიშკრით. ისეთით, რომ ქვევიდან ჭიანჭველა ვერ შემოძვრეს და ზევით ჩიტმა ვერ გადაიფრინოს. სიმყუდროვისთვისაა საჭირო, თანაც იქნებ საკუთარ ეზოში ტრუსიკით მინდა გავლა, მერე? (more…)

Advertisements

Read Full Post »

აი, ხომ ხედავ, უკვე როგორ გაგაღიზიანა ამ პოსტის სათაურმა? 🙂 ასეთები ვართ ადამიანები, საკუთარ განსაკუთრებულობას ხაზი რომ გავუსვათ, რას არ ჩავიდენთ. შეგვიძლია იმაზე რაც (ვინც) ძალიან მოგვწონს ხმამაღლა ვთქვათ უარი, ავლოკოთ საკუთარი “გადაფურთხებული” (სიტყვები), ვეძებოთ აფსურდული არგუმენტები და გრძნობას, რომელსაც სინანულთან მხოლოდ მიმიკა ანათესავებს– დამცავი კდედლივით ამოვეფაროთ, როცა მეგობარს ვუღალატებთ.  ჰმ.. ღალატი. უტკბილესი და ყველაზე შესაფერისი სიტყვაა პიროვნების ეგოიზმის აღსაწერად. ეგოისტი ადამიანი მოღალატეა– ეს აქსიომაა. თუმცა არაეგოისტი ( ხომ ხედავ სიტყვაც კი არ არსებობს ასეთი) ადამიანები უბრალოდ  არ არსებობენ.

ჰო და გავაგრძელოთ როგორი უნდა იყოს ყველაზე დიიდი ეგოისტის– აქსიომას აპარტამენტები, ნწ პენტჰაუსი, არა მოიცადე… ჰო ვილლა. ოოოფ…არა… სასახლე? ნწ, რამე უფრო აღმატებული სიტყვა, აი ძააალიან მდიდრული და აფსურდული სასახლისთვის არ არსებობს? 😦 აშკარად მეტს ვეღარ გასცდა ადამიანის ამბიცია. ამ რამდენიმე სახელით ცდილობს დაუმტკიცოს თავისნაირებს საკუთარი უპირატესობა ( ყველა ასპექტში). გულდასაწყვეტია, მე რომ მილიარდერი, არა ტრილიონერი გავხდები და უსასახლევესს ავაშენებ (მარტო ჩემთვის) მერე დავარქმევ ამ არქიტექტურულ შედევრს იმას რაც თავში მომივა.

(more…)

Read Full Post »

დილით მზის სხივი მაღვიძებს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ცალ თვალს ვჭუტავ. მზესთან თამაში რამდენიმე წუთში მბეზრდება, მხარს ვიცვლი და რბილ ბალიშში ვრგავ თავს…

ძილისა და სიფხიზლის გამყოფ ზღვართან საკმაოდ დიდხანს შევჩერდები, სწორედ აქ მოვასწრებ ოცნების მსგავს ფიქრს (სხვა დროს იშვიათად ვოცნებობს, რატომღაც…). მერე პირაღმა დავწვები, მშვიდ მუსიკას ჩავრთავ, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობ და ვარსკვლავებით მოჭედილ ჭერს მივაშტერდები.

ბოლოს ზოზინით წამოვდგები, გავიხედავ გარეთ, ბაღში და რაღაცნაირად, შინაგანად გამათბობს ყვავილები. ფანჯარას გამოვაღებ და იმ ყვავილის სურნელი შემოვა, ახლა მხოლოდ ბათუმში რომაა და ძალიან მიყვარს. (more…)

Read Full Post »

ჰაი ყველას.

ეს ჩემი პირველი გესტ პოსტია (ვინც არ მიცნობს პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათი ვარ 🙂 ), ამიტომაც ძალიან არ გამაკრიტიკოთ, თუმცა ეს ძალიან სუბიექტური პოსტია და  შესაბამისად კრიტიკა, თან ფსიქოპათური ფანტაზიის მიმართ, ნაკლები უნდა იყოს

მაშ ასე, დღევანდელი პოსტი ეძღვნება ჩემი ოცნების სახლს. ფაიფურის ანგელოზმა სრული თავისუფლება მომცა და ვნახოთ რა დონის ფანტაზია აქვს ფსიქოპათს…

ჩემი სახლი სამსართულიანი უნდა იყოს. მესამე სართულზე იქნება  მხოლოდ სხვენი. სახლს აუცილებლად ექნება დიდი სარდაფი, ორი ავტოფარეხი (გარაჟი ნუ), დიდი ეზო და ერთი  „გესტ ჰაუზი“, რომლის შესახებ უფრო კონკრეტულად ქვევით ვისაუბრებ (more…)

Read Full Post »

პოსტში “მე ვხედავ მზეს” მოუთმენლად ველოდი დაპირებულ ნიუ-იორკის მსგავსს ცენტრალური დასასვენებელი პარკის მზიურის პარკთან მორგებას,მაგრამ ბოლოდროს გაჟღერებულმა ინფორმაციამ მზიურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაუკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა. მიუხედავად იმისა რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დღემდე ჩამოუყალიბებელია,მაინც მოურიდებლად გვჩრიან ახალ-ახალ პროექტებს და ერთ-ერთი მორიგი პროექტი სწორედ ეს მზიურის განვითარების რეკონსტრუქციაა,რომლის განხორციელებითაც ქალაქს სრულყოფილად განვითარებული,უსაფრთხო დასასვენებელი ზონა ექნება ცენტრში.

პროექტს რომელიც 2012 წელს დასრულდება კომპანია “კენსინგტონ ჯორჯია” ახორციელებს, შესაბამისად ინვესტირებასაც 10 მილიონი დოლარის რაოდენობით კომპანიის ბრიტანელი პარტნიორები ახორციელებენ.ეს ყველაფერი ძალიან კარგი,მიხარია რომ წლების განმავლობაში მიტოვებული ბავშვთა ქალაქი  იერს შეიცვლის,ასე ვთქვათ “თვალებში გამოიხედავს” (more…)

Read Full Post »