დილით მზის სხივი მაღვიძებს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ცალ თვალს ვჭუტავ. მზესთან თამაში რამდენიმე წუთში მბეზრდება, მხარს ვიცვლი და რბილ ბალიშში ვრგავ თავს…
ძილისა და სიფხიზლის გამყოფ ზღვართან საკმაოდ დიდხანს შევჩერდები, სწორედ აქ მოვასწრებ ოცნების მსგავს ფიქრს (სხვა დროს იშვიათად ვოცნებობს, რატომღაც…). მერე პირაღმა დავწვები, მშვიდ მუსიკას ჩავრთავ, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობ და ვარსკვლავებით მოჭედილ ჭერს მივაშტერდები.
ბოლოს ზოზინით წამოვდგები, გავიხედავ გარეთ, ბაღში და რაღაცნაირად, შინაგანად გამათბობს ყვავილები. ფანჯარას გამოვაღებ და იმ ყვავილის სურნელი შემოვა, ახლა მხოლოდ ბათუმში რომაა და ძალიან მიყვარს.
სააბაზანოში თავის მოწესრიგებისას დავფიქრდები სწორი იყო თუ არა აქაურობის ნათელ ფერებში გადაწყვეტა, იქნება მაინც ის შავი კაფელი სჯობდა, ყოველთვის ამოჩემებული რომ მქონდა? არა, ასე უკეთესია, თან აქა-იქ მიხატული პატარა ყვავილებიც საშინლად უხდება.
შავი ფისო გემრიელად მოკალათებულა სამზარეულოსთან და კრუტუნებს. ჯერ ვეფერები, მერე ვაღვიძებ, გულთან ვიხუტებ და სამზარეულოში მიმყავს. ჯერ ფისოს დავაპურებ, მერე პატარა აკვარიუმს მივხედავ და თევზებს ვეთამაშები აკვარიუმზე თითების კაკუნით. ყავას მოვიმზადებ, თან რადიოს ჩავრთავ და დილის ჰანგებს მოვუსმენ, მხოლოდ რადიოში რომ აქვს ასეთი ხიბლი. ხის მაგიდაზე დიდი კალათით ვაშლი იქნება და ყვავილები, მთელ ოთახში მისი სურნელი რომ იქნება ისეთი.
სხვა ოთახებსაც მიმოვათვალიერებ. მისაღებში დივანი შუაშია და არა კედელთან. ოთახი რომელიღაც მშვიდ ტონალობაშია შეღებილი და ძალიან უხდება უბრალო, ხელნაკეთი აქსესუარები.
ხელოვნების ოთახშიც შევიჭყიტავ. რაღაცნაირად უხდება ჩამოფარებული ფარდები აქაურობას. ოთახი ძველ სტილშია გაკეთებული, სივრცე საკმაოდაა და წიგნებით სავსე კარადას, ფილმების და მუსიკის კოლექციასაც მშვენივრად იტევს. კაია რომ დივანი აქაც შუა ოთახშია. წინა პლანზე დიდი ეკრანიც უხდება, კინოთეატრის შთაბეჭდილებას ქმნის. ფარდას გადავწევ და ოთახი სულ სხვაგვარი ხდება, კინო უკანა პლანზე იწევს და ახლა წიგნები, ნახატები და ფოტოები ხდება თვალშისაცემი. ცნობილი მხატვრების ნახატი ცოტაა, რა თქმა უნდა არა ორიგინალი, ესთეტიკურ სიამოვნებას ესეც მანიჭებს. დანარჩენი ნახატები ძირითადად ორიგიანალია, მეგობრების დახატული აქვე ან სხვაგან. დიდ ფარდას ისევ ვწევ და ოთახი მყუდროებას იბრუნებს.
გამოვდივარ ეზოში და ისევ ყვავილების სურნელი მეგებება. პატარა, სურნელოვანი ყვავილების ხეზე მიმაგრებული ჰამაკი მსუბუქი სიოს შეხებით ქანაობს. წინ კინოთეატრისთვის განკუთვნილი ადგილია და რამდენიმე პლედი, აქედან უფრო გემრიელად იყურება გემრიელი ფილმი.
ნელი ნაბიჯით გავდივარ მხვიარა მცენაარეებიანი აივნიდან, გზად ერთ ცალ გვირილას ვწყვეტ და თმაში ვიკეთებ. სულ არ მანაღვლებს რას იფიქრბენ სამსახურში, მშვენიერ განწყობაზე ვარ 😀
სამსახურისკენ მივსეირნობ ქვაფენილიან ჩიხებში და უკან ვიტოვებ პატარა, ერთსართულიან სახლს, თავისი ეზოთი და ყვავილების ბაღით. თან ვფიქრობ, შემიძლია ვიცხოვრო თუ არა აქ მთელი ცხოვრება… მოუხდება კი ამ ყველაფერს სხვა ადამიანი და ბავშვების სირბილი? ალბათ მაგ დროისთვის ამ კითხვას პასუხი ექნება 🙂
P.S. ესეც გვირილას გესტ-პოსტი ფაიფურის ანგელოზთან. ალბათ სულ სხვაგვარი უნდა იყოს იდეაში, მინიმუმ ოცნების სახლი უნდა იყოს აღწერილი თავისი ინტერიერითურთ. ეს ხომ ოცნებაა და შეიძლება მაქსიმალურად ფეშენებელურ სახლზე იოცნებო, რა მნიშვნელობა აქვს, ახდება თუ არა. მაგრამ, წერის დროს მივხვდი, რომ ყველაზე ნაკლებად მეფიქრება ინტერიერზე და უსულო საგნებზე. სახლი ჩემთვის ყველაზე მყუდრო ადგილია და მთავარი სითბოა, რომელსაც ვერანაირი სიმდიდრე ვერ შექმნის.
და კიდევ ერთი – ოდნავ განსხვავებულ ოცნების სახლზე ადრეც დავწერე, ოღონდ იქ ალბათ მთელი ცხოვრება ვერ გავძლებ. აი ისიც: “ქოხი ზღვის პირას”
სასიამოვნო სურნელი ტრიალებს ❤
LikeLike
აუ, ის ყვავილი მანახა სადმე სხვაგან და… ^_^
ისეც კაი იქნება, მარა ეს ყვავილი ძალიან, ძალიან მოუხდებოდა…
LikeLike
გადასარევია გვირილიკო,ეხლა ჩავუჯდები და შესაფერისს თბილი გარემოს ინტერიერს მოგიძებნი,უკვე წარმოვიდგინე როგორი შეიძLება იყოს.
LikeLike
^_^ ძალიან კაი მაშინ :-*
LikeLike
ასეთ სახლებს wolf hause-ს უწოდებენ და ძირითადად თბილ და მშვიდ გარემოს ხელითნაკეთი,ძველებური ნივთები ქმნის.
ოცნებად მაქვს ჩემს საძინებელს ჭერზე შუშის ფრაგმენტი ჰქონდეს საიდანაც ვარსკვლავებით მოჭედილ ან მზიან ცას დავინახავ,მგონი შენც ეს გინდა,სხვა მსგავსი ვერაფერი ვნახე)
ესეც სამზარეულოს ფრაგმენტი ხის კალათით და ყვავილებით.
შენი სააბაზანო დაახლოებით ასეთი წარმოვიდგინე,შავ ფილებსაც ისე გამოეტირე,სრულიად შესაძლებელია ნათელ ფერებში შავის შეხამება,მითუმეტეს ყვავილებთან.
LikeLike
პირველი სურათი ზუსტად ჩემი ოცნების სახლივითაა კომფორტულიდ აა რაც მთავარია მთვარე და ვარსკვალებ უნდა დომინირებდეს.. ძალიან მომწონს :ს თან ოთახის კედლების დახრილობაც….
LikeLike
უმაგრესია!
კი, ასე მინდა მე ^_^
LikeLike
ძალიან რომანტი(კ)ული ხარ გვირილა. მეოცნებე… მე მასეთ სახლს სტუმრად ვეწვეოდი საღამომდე (ღამე სახლში მომინდებოდა დაბრუნება). ძალიან ლამაზია, უბრალოდ ეგ უფრო 365 დღიდან ერთის გასატარებლად წარმომიდგენია . 😛
LikeLike
ჰოო შაბათ-კვირას რომ ჩახვალ სიწყნარეში წიგნების წასაკითხად ან საყვარელი ადამიანის მოსასიყვარულებლად 😛
LikeLike
არადა, ამ დროს არ ვარ მეოცნებე 🙂 რომანტი(კ)ული მოჯეტ ბიწ 😛
LikeLike
ძალიან მაგარი პოსტია გვირილა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ამ ყველაფერს დიდი ტყეღა აკლდა 😀
LikeLike
ტყე ნამეტანი იქნებოდა 😀
LikeLike
უკან ზღვის ხედი უნდა ჰქონდეს ამ სახლს,აი კვარიათის მთებშI რომ იდგეს.არა გვირილიკო?
LikeLike
კაკ რამანწიჩნო (მმ)
LikeLike
ვითომ? 🙂
LikeLike
აუფ, რა მაგარი იყო, მმმმ 🙂
LikeLike
მესტუმრები ხოლმე? 😉
LikeLike
სულიერი სიმშვიდის ადგილი იქნებოდა ❤
LikeLike
ზუსტად ეს მჭირდება 🙂
LikeLike
ოჰ გვირილა… გვირილა…
ზუსტად სახელს რომ შეეფერება, ისეთი პოსტი იყო: )
იცოდე, რომ გექნება, აუცილებლად დამპატიჟე, თორემ დაუკითხავად გესტუმრები :პპპ
LikeLike
ორივე ვარიანტი მაწყობს 😛
მომენატრე :-*
LikeLike