აი, ხომ ხედავ, უკვე როგორ გაგაღიზიანა ამ პოსტის სათაურმა? 🙂 ასეთები ვართ ადამიანები, საკუთარ განსაკუთრებულობას ხაზი რომ გავუსვათ, რას არ ჩავიდენთ. შეგვიძლია იმაზე რაც (ვინც) ძალიან მოგვწონს ხმამაღლა ვთქვათ უარი, ავლოკოთ საკუთარი “გადაფურთხებული” (სიტყვები), ვეძებოთ აფსურდული არგუმენტები და გრძნობას, რომელსაც სინანულთან მხოლოდ მიმიკა ანათესავებს– დამცავი კდედლივით ამოვეფაროთ, როცა მეგობარს ვუღალატებთ. ჰმ.. ღალატი. უტკბილესი და ყველაზე შესაფერისი სიტყვაა პიროვნების ეგოიზმის აღსაწერად. ეგოისტი ადამიანი მოღალატეა– ეს აქსიომაა. თუმცა არაეგოისტი ( ხომ ხედავ სიტყვაც კი არ არსებობს ასეთი) ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ.
ჰო და გავაგრძელოთ როგორი უნდა იყოს ყველაზე დიიდი ეგოისტის– აქსიომას აპარტამენტები, ნწ პენტჰაუსი, არა მოიცადე… ჰო ვილლა. ოოოფ…არა… სასახლე? ნწ, რამე უფრო აღმატებული სიტყვა, აი ძააალიან მდიდრული და აფსურდული სასახლისთვის არ არსებობს? 😦 აშკარად მეტს ვეღარ გასცდა ადამიანის ამბიცია. ამ რამდენიმე სახელით ცდილობს დაუმტკიცოს თავისნაირებს საკუთარი უპირატესობა ( ყველა ასპექტში). გულდასაწყვეტია, მე რომ მილიარდერი, არა ტრილიონერი გავხდები და უსასახლევესს ავაშენებ (მარტო ჩემთვის) მერე დავარქმევ ამ არქიტექტურულ შედევრს იმას რაც თავში მომივა.
უკვე ავივსე ადრენალინით, თავი დედამიწის მბრძანებელი მგონია და ყველაფერი მეპატარავება. უსასახლევესიც, ოკეანეც, ცაც კი….ნერვები მეშლება და თავიდან ვიწყებ.
ე.ი. პირველ რიგში ბაჰამიზე ყველა კუნძულს ვიყიდი (პატარებსაც რა იცი რაში დაგჭირდეს). პირველი რასაც სიამოვნებით და ნეტარებით გავაკეთებ– ეს მთლიანი სანაპირო ზოლის მოსახლეობის ( მილიონერების, მილიარდერების და ეგეთების) აყრა და გაყრა იქნება. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყო და მინდა ეხა მე ამბიციური მეზობლები? :)))
თავისთავად ამ ულამაზესი მიწიერი სამოთხის შუაგულში ავაშენებინებ პირამიდისებურ, თეთრ ( მარმარილოსგან), ტერასებიან უსასახლევესს და ყველაზე ზედა სართულზე მოვიწყობ ჩემს საძინებელს. იმდენად თეთრს და ქათქათას, რომ საკუთარი თავი მიქელანჯელოს ქმნილება მეგონება შუაღამითაც კი.
საწოლი ოთახის ცენტრში უუუზარმაზარი (მასშტაბური მევასსება!) არაბული სტილის ტახტი დაიდგმევა, საცოდავი, ბეეევრი სპილოს ძვლის მოოქროვილი კონსტრუქციით თავთან.
გაღვიძებისთანავე მსუბუქ, ჰაეროვან, აბრეშუმის რობერტო კავალის (ექსკლუზიურ!) თეთრ ხალათს შემოვიცმევ, ჩემს სათუთ ფეხებს გოწიეს ფუმფულა (თეთრ და მასშტაბურ!!!) ფაჩუჩებში ჩავასრიალებ და საწოლის მოპირდაპირე მხარეს გადაჭიმულ ვერანდაზე, რომელიც მთელ ლურჯ სამყაროს გადაყურებს მსუბუქი ნაბიჯებით გავალ.
ვერანდა ისეთი თეთრია, ისეთი…. ბერძნული მარმარილოს უზარმაზარი ფილები სადაფივით ირეკლავს ამომავალი მზის სხივებს (რომელიც დარწმუნებული ვარ მარტო იმისთვის ამოდის, რომ მე მასიამოვნოს!!!)
ამ ბრწყინვალების ცენტრში, ულამაზესი თეთრი მაგიდა და უუუუძვირფასესი და უფუმფულესი ბალიშებით გატენილი სოფა დგას.
ვუახლოვდები და მოწყვეტით ვეფლობი ჰაეროვანი თივთიკის ბალიშებში (თივთიკი– ეს სტანდარტული, გედის ბუმბულის ღეროს ქვედა ნაწილზე განლაგებული ბუმბულაკებია, ძალიან ძვირი ღირს! ავტ.).
ხელს ნაძალადევად ვწევ ზევით და საჩვენებელი თითს ჰაერში ვატრიალებ. ფეხაკრეფით, მოწიწებით, კანკალით მოსრიალებს ათ კაციანი (რაოდენობა ცვალებადია ხოლმე) მოსამსახურეების გუნდი. ისინი განსაკუთრებულ დიეტაზე და სპეციალური (ჩემთვის) საწრვთნელი კომპანიის გამოგზავნილი მინი ანგელოზები არიან. ისეთები– მეოცე საუკუნეში მოდის ინდუსტრია მილიონებს, რომ აბანდებდა ხოლმე.
სექსუალური (თან შეშინებული) ღიმილით , ისე რომ ხედი არ გამიფუჭონ წინ, მაგიდაზე დგამენ უზარმაზარ ერთ ფეხიან ბროლის სანაყინეს.
თავი მეორე: ნაყინი.
ბროლის სანაყინეს, სპეციალურად აქსიომასთვის სვაროვსკის კომპანია ექსკლუზიურად ამზადებს ( სხვა მინის აქსესუარებსაც.). ერთ, ერთი ასეთი ეგზემპლარი, რამდენიმე დღის წინ სოთბის საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა დანარჩენი მშიერი მსოფლიოს დასახმარებლად . ის რომელიღაც მუზეუმმა შეიძინა და მთელი თავისი ქვეყნის წლიური ბიუჯეტი გადაიხადა.
მოკლედ ამ საოცრებაში, მეორე, მრავალსართულიანი (მასშტაბური!!!) კულინარიული შედევრია მოთავსებული.
ჰაეროვანი ნაყინის უზარმაზარ მთას, ფენებად ამშვენებს შოკოლადის სუფლე,რომელსაც ქოქოსის, პაპაიას, მანგოს და ანანასის კარამელით დამუშავებული ნაჭრები ფარავს.
გვერდით დევს ულამაზესი პლატინის (მასშტაბური!!!) ვერსაჩეს ინკუსტრირებული კოვზი, რომელსაც მოწყენილი ვკიდებ ხელს და მინი ჩაქუჩივით ვუკაკუნებ ნაყინის მთის წვერს.
ჰაერში თითით ნაიკის ნიშანს ვხაზავ და ეს ულამაზესი დესერტი, მომენტალურად ქრება მზის სხივებისგან, უკვე ოროსფრად მოლაპლაპე მაგიდიდან.
ასეთია აქსიომას ოცნება, ნირვანა და უსასახლევესი. ნუ ორგიგიებზე და მსგავს სასწაულებზე (მასშტაბურზე!!!) სხვა დროს მოგიყვებით.
და კიდევ:
ეს პოსტი ქართული ბლოგინგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და კაცობრიობის ამოწყვეტამდე მოახერხებს , რომ მკითხველი ბოლო სიტყვების ჩაკითხვამდე გულის რევის სპაზმით დატანჯოს.
დაპირებული საწამლავი ფაიფურის ამგელოზს:* პატივისცემით საკუთარი უსასახლევესიდან აXიომა :P www.axsiom.org
ძაან რაღაცნაირი პოსტია, ექსკლუზიური, გლამურული, ექსცენტრიული და ა.შ და ა.შ :დ საიდან ბიჭო ამხელა ამბიცია, საიდან :დდ მომეწონა
LikeLike
ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს შენი ასეთი კომენტარი ამ შემთვევაში. მადლობა კახ! გეხვევი> :*****
LikeLike
უსასახლევესში სტუმრების დაპატიჯება მოსულა??
ნაყინზე განსაკუთრებით. დადნობას ნამდვილად არ დავაცდი 🙂
LikeLike
შენ საპატიო სტუმარი იქნები ჭიამაია.:*
LikeLike
^^
ჰოდა მალე ააშენე, კიარადა გატრილიონერდი :)))
LikeLike
ააააა. საღოლ აქსიომ… მეც მომინდა… ^_^
LikeLike
როცა, რაღაცას ვერ ვიგებ…ვფიქრობ პრობლემა ჩემშია,ახლაც ასე დამემართა,უბრალოდ მის სიღრმეს ვერ ჩავწვდი.ალბათ მზად არ ვარ,ანუ უარეს შემთხვევაში სხვა კატეგორიის მკითხველისთვისაა გათვალისწინებული,მე კი …(?)
LikeLike
მე ვიცი რასაც ვერ ჩაწვდი და შენი მესმის.ასეთ დროს პრობლემა მათშია ვინც ილუზიებშია,ამ დროს ხომ ყველაფერი უკუღმაა.ვიცი მიმიხვდები )
LikeLike
ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეგოისტი ადამიანი მოღალატეა, როგორ გეკადრებათ?! 🙂 ორი ფაქტი გამოვყავით ხომ ასეა 1. რომ ყველა ადამიანი ეგოისტია და 2. რომ ყველა ეგოისტი მოღალატეა, დასკვნა ყველა ადამიანი მოღალატეა. გააჩნია ღალატსაც რა თქმა უნდა.
ჰო და რა არის ეგოიზმი? საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი სურვილებისა და კმაყოფილების პირველ პლანზე წამოწევა, აქედან გამომდინარე კი თუ ვიმსჯელებთ, არ შეიძლება ეგოისტი ყველა შემთხვევაში იყოს მოღალატე და აი რატომ, ცნობილია რომ უცნობ ან შენთვის უინტერესო ადამიანებს ვერ უღალატებ, მხოლოდ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს ღალატობენ, ჰოდა როდესაც ადამიანს საკუთარი თავის სიყვარული შეუძლია მგონია, რომ მას სხვების სიყვარულიც შეუძლია აუცილებლად, შესაბამისად ეგოისტ ადამიანებს საკუთარ თავთან ერთად უყვართ მეგობრები, ახლობლები, ოჯახი, ღალატი კი თავის მხრივ ამ ადამიანებისთვის რაღაც ”ცუდის” გაკეთებას ნიშნავს, რაც ბუნებრივია ამ ადამიანების ცუდად ყოფნას გამოიწვევს, ხოლო ადამიანი, რომელსაც სიყვარული შეუძლია არ შეიძლება იყოს ბედნიერი, კმაყოფილი ან/და ნასიამოვნები მაშინ, როდესაც მისთვის საყვარელი ადამიანები უბედურები არიან (მით უფრო მისი მიზეზით) ანუ მივედით დასკვნამდე, რომ მოღალატე თუ ეგოისტია, ხოლო თავის ღალატით კმაყოფილებას ვერ აღწევს ე.ი. ეგოისტი არ არის.
მოკლედ რომ ვთქვა, მე მაგ. საკუთარ თავს ეგოისტად მივიჩნევ, ამ ეგოიზმის მარტივი გამოვლინება კი შეიძლება იყოს შემდეგი: მირჩევნია მე ვიყო ცუდად ვიდრე ჩემ ირგვლივ მყოფი მნიშვნელოვანი ადამიანები და იმიტომ კი არა, რომ ამას განსაკუთრებულად კეთილშობილი საწყისი აქვს, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ, რომ თუ ისინი იქნებიან ცუდად მეც ცუდად ვიქნები და მომიწევს იმაზე ზრუნვა, რომ კარგად გავხადო (იმისთვის, რომ ისევ ვიყო კმაყოფილი), ხოლო თუ მე ვიქნები ცუდად ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნება და თუნდაც ის რომ გარშემომყოფები იზრუნებენ ჩემ კარგად ყოფნაზე უკვე მომანიჭებს კმაყოფილების გრძნობას.
რაც შეეხება პოსტს, წარმოსადგენად ალბათ იდეალურია, საცხოვრებლად ვეჭვობ რომ არა 🙂
განსაკუთრებულად ბოლოსიტყვაობა მომეწონა.
LikeLike
პირველი კომენტარი ფაიფურის ანგელოზთან? კეთილი იყოს.
ეგოიზმსს რაც შეეხება ადამიანები გაფუჭებულ პრიზმაში არასწორ ეგოს ფორმას ვხედავთ,აღვიქვათ და შევიგრძნობთ.გეთანხმები რომ სიყვარულის გარეშე ეგოიზმი არ არსებობს,უბრალოდ ეს მესაკუთრეობაში არ უნდა გადავარდეს.
LikeLike
კეთილი იყოს. 🙂
რა თქმა უნდა სიყვარულსაც გააჩნია, თუმცა როგორც წესი როდესაც მესაკუთრეობრივად გიყვარს, იმასაც აუბედურებ ვინც გიყვარს და შედეგად შენ თავსაც, რაც ჯამში ისევ გამორიცხავს კმაყოფილების გრძნობას, ბედნიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არა ჯანსაღი ფორმაა სიყვარულის.
LikeLike
უFF,რა კარგი ოცნებაა ❤
ხო, ისა კიდე, ერთგული ეგოისტები არ არსებობენ?(სულ ნუ გადაგვიწურავ წყალს 🙂 )
LikeLike
ვიქტორია სეკრეტის მინი ანგელოზები?))) მალე მოგბეზრდება შენს ეგოს აქვს ის სიმპტომები რომლის მეშვეობითაც ყოველთვის ის სურს ვინც რაღაცით აღმატებულია,თუნდაც ფრთებით;)))))
პ.ს. ბოჰემური ოცნებაა,უკვე წარმოვიდგინე შენი უსასახლევესი და აუცილებლად დავდებ მიმსგავსებულ ფოტოებს.
LikeLike
სწორედ ეგაა არასწორი ეგოს ერთ-ერთი ფორმა.
LikeLike
მეც მინდა საწამლავი! 😀
LikeLike
აქსიომ,აჰა შენ შენი უსასახლევესი,ბევრი ტერასებით.ამ ფოტოს ძებნისას გამახსენდა, მე მქონდა ჩემი ოცნების კუნძული დაპროექტებული,უნდა მოვძებნო და დავდო.
LikeLike
მაგარი იყო.
განსაკუთრებით გამიხარდა, რომ ის თვისებები ასე აშკარად რომ ჩანს ამ პოსტიდან, აქამდეც შევამჩნიე.
ანგელოზს ვეთანხმები – ,,შენს ეგოს აქვს ის სიმპტომები რომლის მეშვეობითაც ყოველთვის ის სურს ვინც რაღაცით აღმატებულია”
ლაიქ : )
LikeLike
v svaem repertuare! 😀 😀 ooox axsiom! 😀
LikeLike