მშობლებთან მცხოვრებ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ტრაკი იმუშაოს, ლამის ერთადერთი სურვილი აქვს – იცხოვროს მარტომ. მეც ამ ოცნებაში გავიჭედე.
თანახმა ვარ ნებისმიერ სახლზე ნებისმიერ ადგილზე. მთავარია ჰქონდეს 4 კედელი, იდგას 1 ლოგინი, ან 2 რა იცი რაში დაგჭირდეს ^^, ჰქონდეს სველი წერტილი და გამოდგებოდეს საცხოვრებლად. მეტყვით გაგიჭირდებაო, ისაო ესაო… მაგრამ „ია გატოვა“.
თუმცა თუ ოცნებაა ოცნება იყოს…
ყოველთვის როდესაც ვერ ვიძინებ და არ ვიცი რა გავაკეთო ოცნების სახლზე ვფიქრობ. აი ისეთზე, რომელიც არასდროს მექნება მაგრამ მინდა რომ მქონდეს.
ჩემი სახლი კერძო იქნება, დიდი თეთრი გალავნით. მაღალი ჭიშკრით. ისეთით, რომ ქვევიდან ჭიანჭველა ვერ შემოძვრეს და ზევით ჩიტმა ვერ გადაიფრინოს. სიმყუდროვისთვისაა საჭირო, თანაც იქნებ საკუთარ ეზოში ტრუსიკით მინდა გავლა, მერე? სახლს აუცილებლად ექნება დიდი ეზო, რომელიც რა თქმა უნდა მწვანეში იქნება ჩაფლული. ერთ ადგილს გამოვყოფდი ეზოში ჰამაკისთვის, რამდენიმე საქანელასთვის და მოკლედ, სალაყბო ადგილად ვაქცევდი. ზაფხულში იდეალური იქნებოდა. სახლის უკანა მხარეს ძალიან დიდ აუზს გავაკეთებდი. ისეთს, გადახურვაც რომ შეძლებოდეს. და ეზოს ბოლოს მანქან(ებ)ის სადგომი იქნება, ე.წ „გარაჟი“.
სახლი დიდი იქნება. რატომღაც ყოველთვის მინდოდა ჩემი სახლი სამ სართულიანი ყოფილიყო. უკვე ისიც კი ვიცი როგორ მოვაწყობდი.
3 სართული, აქედან 1 სართული მიწის ქვეშ იქნება. მიწისქვეშა სართულზე მექნება: აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, საშხაპე და გამოსაცვლელი ოთახი.
მეორე სართულზე, ანუ იქ სადაც მოხვდებით სახლში შესვლისთანავე იქნება – ძალიან დიდი მისაღები, სამზარეულო, სასადილო ოთახი და ბავშვებისთვის სათამაშო ოთახი. თუ ოცნებაში იმდენად გავკადნიერდი რომ მოსამსახურე პერსონალიც მყავს, მაშინ ამავე სართულზე იქნება მათი ოთახები.
მესამე სართულზე იქნება სულ რამოდენიმე ოთახი. მათგან ყველაზე გამორჩეული და ყველაზე დიდი და კომფორტული რა თქმა უნდა ჩემია. ამავე სართულზე იქნება უზარმაზარი აივანი რომელიც იმ ჰამაკებს და საქანელებს გადაჰყურებს პოსტის დასაწყისში რომ ვახსენე.
სახლი უსხვენოდ არ არსებობს, ჩემთვის არ არსებობს. სწორედ ამიტომ, პატარა კიბით სხვენისკენ იქნება ასასვლელი. სხვენი ჩემი საყვარელი ადგილი იქნება, მოგონებები ხომ სწორედ იქ ინახება? თანაც რამდენი მაიმუნობის და ოხრობის ჩადენა შეგიძლია სხვენში ^_^
მთლიანად სახლი თეთრი იქნება, დიდი ფანჯრებით, რაც მთავარია სახლის ფორმა იქნება ყველა სხვა სახლებისგან გამორჩეული.არ მინდა ჩემი სახლი სტანდარტულად ოთხკუთხედი ან რაიმე მსგავსი იყოს.
თუმცა ეს ოცნებაც ხომ პაპსაა, ყველას უნდა დიდი ლამაზი სახლი თავისი აუზით, ტყით, მდინარით და ზღვის ნაპირით…. ამისთვის კი ტრაკის განძრევაა საჭირო!
მე კი სიყვარულოვნა ვარ, და უარს არ გეტყვით თუკი მსგავს სახლს მაჩუქებთ ❤ რამდენიმე დღით მაინც.
ნათია,გალავანზე გამახსენდა,საქართველოში პირველად ედუარდ შევარდნაძის სიძემ ჯოხთაბერიძემ საგურამოში აშენებულ აგარაკს იმდენად მაღალი გალავანი შემოარტყა რომ მასსზე ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება,ოღონდ მართლა.შენგან,თავისუფალი აზროვნების გოგოსგან გამიკვირდა,თუმცა მესმის რომ საკუთარ სამყაროში გინდა ყოფნა და არ გესიამოვნება უცხო თვალის მზერა.არქიტექტურაში პროექტირებისას გალავანი ე.წ. ღობე უკვე აღარც გამოიყენება, სიმყუდროვისთვის ძირითადად სახლებს ისეთ ტერიტორიებზე,ისეთი დაგეგმარებით აგებენ რომ უცხო თვალი მხოლოდ ფასადს ხედავს და არა ეზოს სადაც ნამდვილად შეგიძლია ტრუსიკით გაიარო :* აი დაახლოებით ასე:
ამ სახლს გჩუქნი წინა ფასადს შეხედე არანაირი სწორი კუთხეები
ეს კი უკან ეზო,დაახლოებით ასე იქნება დაცული გარეშე თვალისგან
LikeLike
ჰო ნუ მთავარია “არასაჭირო” ადამიანებმა არ შემაწუხონ მაშინ როდესაც მე “განცხრომაში” ვიქნები :დ
LikeLike
მეც მინდა მარტო ცხოვრება. ია თოჟე გატოვა და კაკრაზ მეც ეგ მინდა 4 კედელი, სველი წერტილი და საწოლი.:შ
LikeLike
მე იცით, სად ვიჭედები ხოლმე? 🙂 აი ჩემ ოცნების სახლში 2 აუზი გავაკეთო, რომელთაგან 1 გადახურული იქნება და ერთიც გადაუხურავი თუ ერთი ავტომატური გადახურვით 🙂 😀
მართლა 🙂 დანარჩენი დეტალები დალაგებული მაქვს უკვე 🙂
LikeLike
რათქმაუნდა ერთი,რომელსაც გადახურავ და მზიან ამინდში მოხსნი.კარგი იდეაა ამ თემაზე დავწერ პოსტს და ფოტოებსაც შემოგთავაზებ თუ რათქმაუნდა კიდევ მესტუმრები)
კეთილი იყოს შენი მაუსი ფაიფურის ანგელოზთან.
LikeLike
erti ori dzlieri sityvebis kombinacia iqneba sachiro da es yvelaferi gachndeba…. “mament” dzlieric ara “prastoi” 😀 sim sim tu gamoqvabuls agebda…………….
LikeLike