Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი, 2011

სათაური და ფოტო გეცნობათ არა? მიუხედავად იმისა რომ ფილმი 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა,მე ის თავიდან ბოლომდე წელს,10 წლის შემდეგ ვნახე,ისიც იმიტომ რომ ფილმზე ერთი კონკრეტული აზრი არავის გააჩნია.თითქოს რეჟისორის Charles Leavitt-ის ჩანაფიქრია-ფინალი მაყურებელის არჩევანზე მიმინდვიაო  და პრინციპში  სწორედ ამიტომ არ ღირს დავა და კამათი მაგრამ… (more…)

Advertisements

Read Full Post »

მეზღაპრედ ცნობილი რეჟისორი,რომელიც მისი თქმით ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში დაიბადა და რომელმაც მოღვაწეობა ფრანკოს რეჟიმის შემდგომ თავისუფალ, დემოკრატიულ ესპანეთში დაიწყო და სულ მალე ესპანური კინოს სინონიმად მოგვევლინა, თურმე შაკიკით ყოფილა დაავადებული.

“თავის ტკივილი,წლებია მაწუხებს,ეს ჩემი ოჯახიდან მოდის,მამის მხრიდან გენეტიკური საჩუქარია…”

(more…)

Read Full Post »

“წადი,დედა,შენს ქალთან წადი,

გაათამამე,დაარიგე მის მორცხვი გული,

ყურნი სასმენლად მოუმზადე საქმროს სიტყვების…

…გააცან იგი ცოლ-ქმართ კავშირის სიხარულსა ტკბილს და უსიტყვოს,

და როდესაც კი ეს მარჯვენა დასჯის იმ ურჩსა,

იმ წუწკ, ტვინთხელა ბუკინგემსა,მყის დავბრუნდები

დამშვენებული გამარჯვების გვირგვინებითა

და შენს ასულსა წარვუძღვები გმირის საწოლში…”

ამ სიტყვებს საკმაოდ უარყოფითი პერსონაჟი ამბობდა,თანაც საზარელი ხმით,მე კი მაინც მიყვარდა მისი შემსრულებელი,ვგიჟდებოდი მის მიმიკებზე,ხმაზე და საერთოდაც იგი ყოველთვის ამ როლით მახსენდება და მიყვარს (more…)

Read Full Post »

დასრულდა ფაიფურის ანგელოზის გესთ პოსტების სერია-პროექტი. პოსტში ინტერიერის დიზაინი(ერი) ვწერდი რომ ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნაში საკმაოდ დიდი შრომა იდება და თუ წარმოდგენა არ შეიქმენი დამკვეთის გემოვნება,ცხოვრების სტილ/რეჟიმზე და ინტერესებზე,პარალელურად ფსიქოლოგის ფუნქციაც არ შეითავსე,ვერ შექმნი მისთვის სასურველ გარემოს.

ცოტახნისწინ ინტერიერის დიზაინის პროექტირების პარალელურად პატარა დეტექტივად ვიქეცი და დამკვეთის ცხოვრების დეტალებზე დაყრდნობით ვცდილობდი მისთვის იდეალური გარემო შემექმნა,სწორედ ამ დროს გაჩნდა ინტერესი-როგორია ბლოგერების საოცნებო/სასურველი საცხოვრებელი სივრცე,ამის მიხედვით შევძლებ მათი ფსიქოპორტრეტის მოხაზვას და აი მე უკვე ხელთ მაქვს თქვენი მიახლოებითი ფსიქოპორტრეტები))

პროექტი პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათის გესთ პოსტით დავიწყე. (more…)

Read Full Post »

ჩემი პირველი სერიოზული წიგნი დეტექტივი იყო,ართურ კონან დოილმა დეტექტივების სიყვარულით დამაავადა,ჰოლმსი კი ჩემი საყვარელი გმირი გახდა,მერე იყო მეგრე,მის მარპლი,პუარო და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა შეშფოთებული მშობლების მიერ ხელში შემოჩეჩებული ასტრიდ ლინდგრენის გმირები. დიახ,დიახ,ამ ყველასთვის უსაყვარლეს და უკეთილშობილეს ქალის გმირებს ჩემი გამჭრიახი დეტექტივების შემდეგ ვეზიარე და თავიდან ფეხებამდე გადავეშვი მათ ისტორიებში.

დღეს ისინი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილები არიან.მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში,ბავშვებმა რომლებიც უბრალო ბავშვები არ არიან,ისეთი ღირებულებები დამანახეს რისი დანახვაც დიდებს უჭირთ,რადგან გაიზარდნენ და ბავშვობას შეგნებულად გამოემშვიდობნენ.მე კი მწერალივით სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები ბავშვად დავრჩე და დარწმუნებული ვარ ლინდგრენის ერთგული მკითხველიც. (more…)

Read Full Post »

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, შვედეთის სამეფოში იყო ასეთი ბრძენთაბრძენი მეფე გილფი. ცხოვრობდა. მეფობდა. და მოიწყინა. არც ომი იყო სადმე, რომ ეომა. არც ლხინი იყო, კარგად რომ გამომთვრალიყო. ჰოკეის ჩემპიონატიც კი არ იყო, რომ ექომაგა, იმიტომ რომ ჯერ ჰოკეი არ გამოეგონათ.

ჰოდა, სად იყო და სად არა მისი სამეფოს საზღვრებს მოადგა უმშვენიერესი ქალი, სახელად გეფიონი, რომელსაც არც სახლი ჰქონდა და არც კარი, ამიტომ თავის ოთხ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, ამბებს ყვებოდა, უკრავდა, ცეკვავდა – მოკლედ, მსახიობობდა და ამით ირჩენდა თავს.

ერთი დღე და ღამე უსმენდა ბრძენთაბრძენი მეფე გილფი გეფიონს, უსმენდა ამბებს შორეულ ქვეყნებსა და ბობოქარ ოკეანეებზე, მზიან ველებსა და თოვლიან მწვერვალებზე, უცნაურ ცხოველებსა და ფინველებზე და მოიხიბლა. ისე მოიხიბლა, რომ გადაწყვიტა გეფიონი თავისთან დაეტოვებინა (მისი ოთხი შვილითურთ – რასაც ბევრი მამაკაცი, დამეთანხმეთ, არ იზამდა) და უთხრა ბრძეთაბრძენმა მეფემ ქალს – ნუღარსად წახვალ, დარჩი ჩემთან, გეყო რაც აქეთ-იქეთ იწანწალეო. გეფიონი დათანხმდა, ჰკითხა – სად დავსახლდეო. რახან მთელი დღე და ღამე შენი აქყოფნით დამატკბე, მეც ერთ დღესა და ღამეს გაძლევ – რამდენ მიწასაც დახნავ – ფეშქაშ იყოს – აგიშენებ სასახლეს და იცხოვრე იქო, – უთხრა ბრძეთაბრძენმა მეფე გილფიმ (თან წვერ-ულვაშში ჩაიცინა, ეს თხელი ქალი, თუნდაც, მისი ვაჟები მიეხმარონ, ერთ დღე-ღამეში განა იმდენ რა მიწას დახნავსო). (more…)

Read Full Post »

…ყველაფერი კი ასე მოხდა… 🙂 დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა თავი მოვაბი და ჩემს ბლოგზე დაიდო ახალი პოსტი ,,ისტორია, რომელსაც სახლი ყვება”… მას შემდეგ რაც publish ღილაკს დავაჭირე და პოსტიც მყარად განთავსდა ჩემს გვერდზე ბედნიერად გავიღიმე და  თავს მივულოცე … შემდეგ კი აი რა მოხდა… მოხდა ის, რომ ჩემს ბლოგზე ანგელოზმა, თან არც მეტი არც ნაკლები ფაიფურის ანგელოზმა შემოაბიჯა და საკმაოდ სასიამოვნო ამბავი მაცნობა… ჩემი ბოლო პოსტი გესთ-პოსტების სერიას ემთხვეოდა… გულთბილად მიმიპატიჟა… იცით, ძნელია ზოგიერთი მიპატიჟების ცდუნებას გაუძლო , მითუმეტეს თუ ანგელოზები თან ფაიფურის ანგელოზები გეპატიჟებიან 🙂 მოკლედ კეთილი იყოს ,,ჩემი ფეხი” შენს საბრძანებელში  ჩემო კარგო :*

ალბათ ყველამ კარგად იცით გამოთქმა ,,ჩემი სახლი, ჩემი ციხე-სიმაგრეაო”… ეჭვი მაქვს, როცა ეს გამოთქმა ,,დაიბადა” ციხე-სიმაგრეს პირდაპირი მნიშვნელობა ენიჭებოდა… მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… დღეს, ციხე-სიმაგრეს თავდაპირველი მნიშვნელობიდან ალბათ, მხოლოდ ათიოდე პროცენტი თუღა შემორჩა, ისიც საკეტების, სიგნალიზაციის ან დაცვის ხარჯზე… სახლი, რომ  გარკვეულ სითბოს და სიმშვიდეს იწვევს ჩვენში, ალბათ ყველა დამეთანხმებით… მართალია, თინეიჯერობის ასაკში როცა განურჩევლად აპროტესტებ ყველას და ყველაფერს, ალბათ არც სახლის ფენომენია თბილი და მშვიდი მაგრამ, როცა მაჭარი დაღვინებას იწყებს მერე უკვე გეგემრიელება…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »