დასრულდა ფაიფურის ანგელოზის გესთ პოსტების სერია-პროექტი. პოსტში ინტერიერის დიზაინი(ერი) ვწერდი რომ ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნაში საკმაოდ დიდი შრომა იდება და თუ წარმოდგენა არ შეიქმენი დამკვეთის გემოვნება,ცხოვრების სტილ/რეჟიმზე და ინტერესებზე,პარალელურად ფსიქოლოგის ფუნქციაც არ შეითავსე,ვერ შექმნი მისთვის სასურველ გარემოს.
ცოტახნისწინ ინტერიერის დიზაინის პროექტირების პარალელურად პატარა დეტექტივად ვიქეცი და დამკვეთის ცხოვრების დეტალებზე დაყრდნობით ვცდილობდი მისთვის იდეალური გარემო შემექმნა,სწორედ ამ დროს გაჩნდა ინტერესი-როგორია ბლოგერების საოცნებო/სასურველი საცხოვრებელი სივრცე,ამის მიხედვით შევძლებ მათი ფსიქოპორტრეტის მოხაზვას და აი მე უკვე ხელთ მაქვს თქვენი მიახლოებითი ფსიქოპორტრეტები))
პროექტი პატარა გაუწონასწორებელი ფსიქოპათის გესთ პოსტით დავიწყე. მიუხედავად იმისა რომ ჯესის ვიცნობ,მისი პოსტიდან თვალნათლივ ჩანს რომ ჩვენი ფსიქოპათი ოჯახის და სიმშვიდის მოყვარულია,”გესთ ჰაუზის” სახლიდან მოშორებით დაგეგმარებამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა,მას არ უყვარს არეულობა ფსიქოპათურად წესრიგის მოყვარულია ანუ გადი-გამოდი,ადი-ჩადი მთელ სახლს ქაოსურად რომ არიან მოდებულები,თუმცა ეს დასკვნა არ ნიშნავს იმას რომ ჯესი სტუმოართმოყვარე არ არის,რაც შემოსასვლელში ჩამწკრივებულ ჩვეულებრივ და ერთჯერად ფლოსტებზე ოცნებაში აისახა(იმედია ფაიფურის ანგელოზის ფლოსტებიც იქნება) სამაგიეროდ მერწმუნეთ “გესთ ჰაუზში” მეგობრებთან ერთად ყველაფერს ზედ დაიმხობს.საერთო ჯამში მგონია რომ ასეთი სახლის და გარემოს სურვილი ფილმებიდან გადმოყოლილია,სადაც დიდი ოჯახები ერთად ცხოვრობენ მხიარულად და ბედნიერად.
ჯესისგან განსხვავებით გვირილა ანონიმური ბლოგერია,განსაკუთრებით მსურდა მის შინაგან სამყაროს ჩავწვდომოდი და რა მივიღე: რომანტიკოსი,ნაზი,ბუნების მოყვარული,რომელიც დაიღალა გარესამყაროსთან არაფრისმთქმელი რეალური ურთიერთობებით და მატერიაშიც კი სიმშვიდეს და ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს. მისი სახლი ბრაზილიაში ან თუნდაც კვარიათში მაღალ მთაზე უნდა იყოს,უკან ზღვის ხედით,აკაციის სურნელით გაჟღენთილ გარემოში,ცივილიზაციის ხმაურისგან მოწყვეტილი, სადაც შეეძლება გონების მატერიალური საქმეებისგან მოწყვეტა და სულიერი ჰარმონიით დატკბობა.
აქსიომა აქსიომად ცდილობს დარჩენას,აპარტამენტები ფაიფურის ბლოგზე დაიდო და ძალიან ეცადა შხამიანი პოსტი გამოსვლოდა,მოსწონს როცა სხვაზე ზემოქმედებას ახდენს,მკითხველს მუდამ უნდა ეგონოს რომ იგი ეგოისტია,თავნება,ოცნებაშიც თავისუფალი,თუმცა აშკარად ვერ გადაწყვიტა რა უნდა,ვერაფრით დაასტაბილურა მერყევი ბუნება. სწორედ ამიტომ მის ეგოს ყოველთვის ის სურს ვინც რაღაცით აღმატებულია,იმიტომ რომ სინამდვილეში ის ისეთი მარტოსულია,რომ ცდილობს გარშემომყოფებით შეივსოს სიცარიელე და ამას ხანდახან თვითონაც ვერ/არ ამჩნევს.
ყველასთვის ცნობილ სიყვარულოვნას მარტო ცხოვრება სურს,თითქოს თავისუფალი გოგონა მზად არის ნებისმიერ საცხოვრებლად გამოსადეგ ადგილას გადაბარგდეს ოღონდ თავისუფლების გემო შეიგრძნოს, მშობლებისგან განცალკევებით ყოფნას გემო ჩაატანოს, გათავისუფლდეს დოგმებისგან,მაგრამ მგონია რომ დოგმების მსხვრევა, საკუთარი თავის დამკვიდრება სჯობს ოჯახიდან დაიწყოს.დარწმუნებული ვარ,ის გადალახავს პრობლემებს, აუცილებლად აიხდენს ოცნებას და შესაბამისად ოცნება ოცნებად არ დარჩება-ექნება მსგავსი სახლი.
თორნიკე ერთ-ერთი განსაკუთრებული ბლოგერი,რომლის ფსიქოპორტრეტი ჯერ კიდევ ჩემ ქვებლოგზე დატოვებული კომენტარებით მოვხაზე, მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას. მას უყვარს,ძალიან უყვარს ფიქრი,სერიოზულ საკითხზე სპონტანურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს,დაგეგმავს და აუცილებოლად დაელოდება შესაფერის მომენტს.სახლის ინტერიერის,ფერების და სიახლეების სურვილიდან გამომდინარე ჩანს რომ მისთვის პრიორიტეტი ვიზუალურობაა და დამატებითი კომპონენტია სითბო და სტაბილურობა.
ფსიქე ჩაწვდა ჩემი გესთ პროექტის იდეას,მან იცის რომ “სახლები ყველაზე ინტიმური რამ არის. ადამიანები შეიძლება ნანახი არ გყავდეს, მაგრამ მათი სახლის მიხედვით ზედმიწევნით წარმოიდგინო როგორები არიან ისინი.” მისი გალერეის თვალიერებისას შთაბეჭდილება დამრჩა რომ მას სახლი ოცნებისთვის,ფიქრისთვის, რაღაც ახლის შექმნისთვის სჭირდება,მისი გარემო ისეთი უნდა იყოს სადაც მუზა ხშირად ეწვევა. .
აი ფსიქესგან განსხვავებით ქეთუსისთვის სახლი უფრო თავშესაფარია და ხის,ქვის და შუშის ამ ცივი მატერიების სიყვარული მის სიმკაცრეს ასე ვთქვათ მტკიცე ხასიათს მიანიშნებს (ვცდები?).პოსტში კონკრეტულად ჩამოყალიბებული მიზნები რა,სად როგორი უნდა იყოს და სახლში გაკეთებული რემონტის ფოტოები მაფიქრებინებს რომ მას დათმობაც შეუძლია ანუ შეძლო თავისი სურვილები საბნის წვდომის პრინციპზე აესრულებინა.
ისტორია რომელსაც სახლი ყვება,ნინის აწ უკვე ჩამოყალიბებულ სურვილებზე, ცხოვრებისუელ ეტაპებზე შესაბამისად გაზრდილ მოთხოვნილებებზე და წარსულის ამბოხებაზე (მარტო ცხოვრების, თავისუფლების სურვილებზე) მოგვითხრობს. სახლის ინტერიერი კი რომელიც ნებისმიერ ხასიათს მოერგება მის ცვალებად ხასიათზე და ბოჰემურ ცხოვრების სტილის სურვილზე მიანიშნებს.
და ბოლოს ლეგოლენდი ლორდ ვადერის ოცნების სამყარო,ლეგოს კონსტრუქტორით აშენებული სახლები,რომლებიც ძალიან თბილ და ბავშვურ განწყობას ქმნიან,ლორდს ნაცრისფერ,ერთფეროვან გარემოდან უკან ბავშვობაში,ხალისიან და მზიან გარემოში სურს დაბრუნება და სურვილს შეფარული იუმორით გვაწვდის,ოცნებაში არც თავის საყვარელ ნივთებს ივიწყებს,კერძოდ “ქინდლს”,რაც ერთგულების და მისი იუმორის ზუსტად ერთნაირი კოეფიციენტის მაჩვენებლით განისაზღვრება.
თუ თქვენი დახასიათებისას რაიმე არასწორედ აღვნიშნე მომიტევეთ, მაგრამ იცოდეთ რომ: ნათია,ოდესღაც მეც ვოცნებობდი ცალკე ცხოვრებაზე. გვირილიკო,ამ გაზაფხულზე მეც მსურდა ბუნების ლანდშაფტში ჩაკარგული სიმშვიდე შემეგრძნო.აქსიომა ჩემი ეგოიზმი საკუთარი სანაპიროს ქონის სურვილს არ სცდება. თორნიკე,როგორც არ უნდა გაოცდე დღემდე ვგიჟდები შენს მიერ წარმოდგენილ ტონალობებზე და მასალებზე. ჯეს იცი რაზე ვოცნებობდი? სტუმრებისთვის საპირფარეშოში უამრავი გაუხსნელი კბილის ჯაგრისები და პირსახოცი/ხალათები მქონოდა) ფსიქე,მინდა რომ ჩემი სამყაროდან არასოდეს გაიქცნენ მეგობრები და პირიქით ყოველთვის ჩემ სამყაროში მოუწევდეთ გული (შენი მოსვლაც საოცად გამახარებს).ქეთუსი შენი არ იყოს ცივი მატერიების სიყვარული არც მე მაკლია(ფოტოზე ჩანს)).ნინი ჩემი სახლი ბევრ განსხვავებულ ისტორიებს მოგიყვება და ლორდ,ყოველთვის მსურდა ნათელ,ფერად გარემოში ცხოვრება,მაგრამ არასოდეს მიფიქრია რომ ეს შეიძლება სკანდინავია ყოფილიყო,აქამდე მხოლოდ ნორვეგიას ვწყალობდი.
დასკვნით პოსტს ჩემი ოცნების სახლის ფოტოთი ვამთავრებ,ფოტოზე გამოსახულ კლდიან კუნძულს რომელიც სამივე მხრიდან მიუდგომელია, უკან კლდეების თავზე პატარა აეროდრომი ექნება,ყურეში იახტა იდგება, ხოლო ამ კლდეებში სახლი რომელიც გარედან თანამედროვე შუშის კონსტრუქციით იქნება გაფორმებული.
პ.ს. პოსტიდან და ფოტოდან გამომდინარე,შეგიძლიათ ჩემი ფსიქოპორტრეტიც შექმნათ)
შენ უკეთესად მოგეხსენება, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ მოყვარული ვარ… და მომეწონა-არ მომეწონათი ვსაზღვრავ. გვირილა, ფსიქე, ჯესი… ლორდის პოსტი იყო უსაყვარლესი. ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი, რაც კი დაუწერია.
LikeLike
გეთანხმები,ლორდის პოსტი დაჟე განუმეორებელია,ასეთს ვეღარ დაწერს;)
LikeLike
წესით, ლორდი ბლოგს უნდა ხურავდეს, შედევრი დაწერილი აქვს უკვე, მაგრამ არ იზამს მაგას 🙂 🙂 🙂 🙂
LikeLike
კიდევ 2.5 ბლოგი მაქვს მაგის გარდა 🙂
LikeLike
უკარება 😛 ვიტყოდი მე, კი არა და ვთქვი უკვე 🙂 განაჩენი გამოტანილია… 🙂 რაც შეეხება ჩემს განაჩენს, კი ეგრეა, არეულ დარეული და ბოჰემური…
LikeLike
ძალიან ციხესიმაგრე მეოცნებება ხო? )) იქ მარტო მაინც ვერ ვიცხოვრებ… პ.ს. ე.ი.არ შემეშალა? რა საინტერესო იქნები ურთიერთობაში.
LikeLike
ვაი გენაცვალე 🙂 დიდი იმედი მაქვს,რომ ეგრეა ;;) ხო რაღაც ძალიან მიუწვდომელი და გარიყული, რატო ეგრე მკაცრად?
LikeLike
ნუ ჩათვლი ასე,წარმოიდგინე რომ აქ მუდამ იცხოვრებენ მეგობრები და სასურველი სტუმრები.
LikeLike
როგორ მომეწონა 🙂 ჩემ დახასიათებაშიც გეთანხმები,ზუსტად მიხვდი.
შენი ოცნების სახლი საოცარია 🙂
LikeLike
მიხარია რომ მოგწონს და დახასიათებაც თუ დაემთხვა სულ მთლად კარგი.
ჰო ჩემი ოცნების სახლი ცოტა ზღაპრულია.
LikeLike
სახლი სახლად და ავატარი და ნიკის ამბავიც საინტერესოა. შენ თუ გენდობი, ჯესი არც ფსიქოპატია და არც გაუწონასწორებელი:-)
მე მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე შავი ავატარი და ყველაზე შავი ბლოგიც მაქვს. ფერადოვნება მიყვარს.
LikeLike
სიტყვაზე თუ მენდობი)
აი ხედავ თურმე სად იმალება ძაღლის თავი.
LikeLike
ლორდ ფსიქოპათსაც შეიძლება უყვარდეს სიმშვიდე… და ფსიქოპათობას თავისებური გადახრები აქვს :)))))) გაუწონასწორებელი ვარ .მარა ბავშვურად :))) ^_^ ალьბათ :))
LikeLike
კიდევ ერთხელ მომინდა ყველაფრისგან გაქცევა და მარტო ცხოვრება :ს
მარტო=ვიზაუთ ფემილი
LikeLike
დროებით მარტო ცხოვრება ან საზღვარგარეთ სწავლა დაგანახებს რომ მშობლებთან ცხოვრებას სხვა გემო აქვს:P
LikeLike
აუ აუ აუ რა მაგარი პოსტია :))) ძააალიან კარგია…. ^_^ მომეწონა ძააალიან..ლავ იუ ანგელოზო :)) და ფილმებიდან არვი არ დავკვირვებივარ :))) შეიძლება ქვეცნობიერად მართლაც მაქვს თავში ეს აზრები :))
კარგი ხარ ანგელოზო :))))
მთელი პროექტი შეგიდგენია :)) ძალიან კარგიაა 🙂
LikeLike
ხოდა გაამზადე ფლოსტები წარწერით ფაიფურის ანგელოზი.
LikeLike
ნამდვილად მექნება შენთვის ცალკე ფლოსტები და მერე ვერანდაზე გავალთ ხოლმე ყავით და სიგარეტით, გავაბოლებთ და ჩვენებურად გავსკდებით ჭორაობით ^_^ ეეეეეეე ^_^
LikeLike
ჰეჰ 🙂
კი, დაახლოებით მასეა ყველაფერი 😉
საინტერესო იყო ანგელოზო 😉
LikeLike
გვირილიკო მადლობა:*
LikeLike
განსაკუთრებით აქსიომას დახასიათება მომეწონა: )
აღფრთოვანებული ვარ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანი იმალებოდა ფაიფურის ანგელოზის უკან: )
LikeLike
ნინიტო გავწითლდი.
LikeLike