ჩემი პირველი სერიოზული წიგნი დეტექტივი იყო,ართურ კონან დოილმა დეტექტივების სიყვარულით დამაავადა,ჰოლმსი კი ჩემი საყვარელი გმირი გახდა,მერე იყო მეგრე,მის მარპლი,პუარო და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა შეშფოთებული მშობლების მიერ ხელში შემოჩეჩებული ასტრიდ ლინდგრენის გმირები. დიახ,დიახ,ამ ყველასთვის უსაყვარლეს და უკეთილშობილეს ქალის გმირებს ჩემი გამჭრიახი დეტექტივების შემდეგ ვეზიარე და თავიდან ფეხებამდე გადავეშვი მათ ისტორიებში.
დღეს ისინი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილები არიან.მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში,ბავშვებმა რომლებიც უბრალო ბავშვები არ არიან,ისეთი ღირებულებები დამანახეს რისი დანახვაც დიდებს უჭირთ,რადგან გაიზარდნენ და ბავშვობას შეგნებულად გამოემშვიდობნენ.მე კი მწერალივით სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები ბავშვად დავრჩე და დარწმუნებული ვარ ლინდგრენის ერთგული მკითხველიც.
სტიგ ლარსონიც ერთ-ერთი ჩვენთაგანია,დეტექტივების მოყვარულმა შვედმა ჟურნალისტმა საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის გავლენით,ნაწარმოებში რომელიც ცნობილია ორიგინალიდან გადაკეთებული სათაურით “გოგონა დრაკონის ტატუთი”,გმირების ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებით განვითარებული მოვლენებით გაშალა სიუჟეტი და მთავარ გმირებადაც ბავშვობიდან გამოყოლილი საყვარელი მეგობრები პეპი და კალე რეალურ,მკაცრ ცხოვრებისუელ გარემოში უკვე გაზრდილებად წარმოგვიდგინა.
პეპი ლიზბეთ სალანდერი – 24 წლის ასაკში კვლავ ბავშვური აღნაგობით,იმ განსხვავებით რომ ახლა მის წითურ თმას შავი საღებავი ფარავს,სხეულს კი უამრავი ტატუ,ყველაზე მთავარი კი ტრანსფორმაციის,სიბრძნის,ძლიერებისა და დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განსაკუთრებულობის ნიშანი დრაკონი მხარზე. მისი წარსულის ანგარიშზე ბავშვობის სულიერი ტკივილები,რის გამოც საზოგადოებისგან გარიყულია და ამის ხარჯზე ფენომენალური ფოტოგრაფიული მეხსიერების პატრონი. განსაკუთრებული წარმოსახვის უნარით გამორჩეული Milton Security-ის საუკეთესო მკვლევარი. რთული ხასიათის, დაუმორჩილებელი, გამაღიზიანებელი და საძაგელი,მაგრამ მაინც მომხიბვლელი.განსაკუთრებული ჩაცმის სტილით,უცნაური წარწერიანი მაისურების მოყვარული,მაგალითისთვის:
“I am also an alien”
რაც გარესამყაროსგან მის განსხვავებულობაზე მიანიშნებს.
კალე მიქაელ ბლუმკვისტი- 42 წლის ასაკშიც ძველებურად ეშხიანი,კვლავ ფათერაკების მოყვარული, დიდი ბიჭუნა გამომძიებელი-ჟურნალისტი,რომელსაც ოდესღაც კრიმინალური ქრონიკების რეპორტიორად სურდა მუშაობა,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური,მაინც პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმომხილველ,ფინანსური სამყაროს კორუფციულ და საეჭვო გარიგებების მოყვარულ გამოძიებებელ ჟურნალისტადაა ცნობილი. მისი წარსული მოღვაწეობის ანგარიშზე რამოდენიმე ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა მხილებული, ავტორი წიგნისა ეკონომიკური საკითხების მიმომხილველებისთვის უცნაური სათაურით “ტამპლიერები”, ცხოვრებაში პირველად დადანაშაულებული ასტრიდ ლინდგრენის ერთგული მკითხველი. ჟურნალ “მილენიუმი”-ს მთავარი რედაქტორი.
დეტექტივის მთავარი თემა-სტიგ ლარსონის ცხოვრებაში მომხდარ,მისთვის ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ამბავზეა აგებული,ოდესღაც იგი ქალზე სექსუალურ ძალადობის სცენას შეესწრო და ვერ შესძლო მისი დახმარება.მილენიუმის ტრილოგიით კი სტიგმა ამხილა მოძალადე მამაკაცები და უთანაგრძნო შვედეთში ყოველ მეორე ძალადობით დაღუპული ქალის ოჯახს.წიგნის თითოეული ნაწილის წინასიტყვაობებიც:
“შვედეთში ქალების 92%-ს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, უკანასკნელი ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებიათ”
და წიგნის ორიგინალი სათაურიც “ქალთმოძულე კაცები” ამის ნათელი მაგალითია.
40 წლის წინ მომხდარი მკვლელობა,დაკარგული 16 წლის ქალიშვილი,მდიდარი მეწარმე ჰენრიკ ვანგერი.საშინელი სენი რომელიც შთამომავლობით მოსდგავს დიდი ოჯახის წევრებს.ალიბიანი ეჭვმიტანილები და მილენიუმის რედაქტორი,რომელიც ჯილდოს მოლოდინში იძულებულია ეს აბურდული კვანძი გახსნას.
ამ ყველაფრის პარალელურად კი კალე ბლუმკვისტის პირადი ურთიერთობები ქალებთან, რომელიც არავინ იცის რით განვითარდება ან დასრულდება და ეს უფრო გძაბავს რადგან იცი,აქ ყველაფერი ისე ხდება როგორც რეალურ ცხოვრებაში,არაფერია დაგეგმილი ან წინასწარ გათვლილი.
სტიგ ლარსონის ერთადერთი ინტერვიუდან
„მე სწრაფად ვწერ, და საერთოდ დეტექტივების წერა ძალიან იოლია.ბევრად უფრო რთულია ათასსიტყვიანი სტატიის დაწერა, რომელშიც ყველაფერი 100 პროცენტით უნდა იყოს გადამოწმებულ-შემოწმებული”
ჩანს რომ მან წიგნში (მე ხომ არ მაქვს წაკითხული მომდევნო გამოცემები)) თავი მოუყარა ყველა იმ საჭირბოროტო და თემატურ საკითხს რაც მას აღელვებდა და არამარტო მას,ჩვენც.მარტო ის რად ღირს რომ წიგნის კითხვისას საოცრად მომინდა გვყავდეს ბლუმკვისტის მსგავსი შეუპოვარი, კეთილსინდისიერი,მიუკერძოებელი ჟურნალისტები,რომლებიც მის მსგავსად ამხილებენ თუნდაც, ფინანსურ მაქინაციებში გარეულ პიროვნებებს.
მომინდა ვეწვიო შვედეთს,იმ ხიდის მანძილი გავზომო ფეხით,რომელსაც კალე ყოველ დღე ჰედებიდან ჰედესტატამდე გადიოდა.
ამ წიგნს ისინი წაიკითხავენ ვინც დეტექტივებზე გაიზარდა,ვინც ჟურნალისტად თვლის თავს, ვინც ასტრიდ ლინდრგენივით კვლავ დიდ ბავშვებად რჩებიან და რეალურ ცხოვრებაში პრობლემებს ებრძვიან ღირებულებებისა და საკუთარი უფლებების დასაცავად.
მე კი ოდესმე როცა ჩემი შვილი მკითხავს თუ როგორი ბავშვობა მქონდა ვუპასუხებ რომ ზუსტად ისეთი როგორიც დიდი შვედი ბებიის გმირებს ჰქონდათ,რადგან ხელიდან არ გამიშვია მისი წიგნები და დავამატებ,ავუხსნი რომ ისინი იზრდებიან და კვლავ იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან,ზუსტად ისეთი ცხოვრება ელით მომავალში როგორიც სტიგ ლარსონის გმირებს მილენიუმის საგაში. დარწმუნებული ვარ ის 18+ ასაკში აუცილებლად და ჩემსავით ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს ჩემი წიგნების თაროზე შემოწყობილ გემრიელად თარგმნილ ტრილოგიას და ისევე კეთილგანწყობით განეწყობა კალეს,ლისბეთის, ერიკას და ჰენრიკ ვანგერის მიმართ,როგორც მე.
მანამდე კი მოთმინებით ველი,როდის გამოსცემს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” შემდეგ წიგნს.
უკიდურესი რეალიზმი – ეს ზუსტად შეამჩნიე. დეტექტიური ინტრიგა მთავარი კი არა, მხოლოდ ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზია.
LikeLike
ჯერ მოლის რევიუმ მომხიბლა და ახლა ამან…
წარმომიდგენია, რა კარგი წიგნი უნდა იყოს, მაგრამ ამ კომერციულმა სათაურმა ლამის ცხვირი ამაბზუებინა თავიდან… ზედმეტად ჰოლივუდურად ჟღერს!
ჰოდა, ეგრე! “ქალთმოძულე კაცები”…
LikeLike
ქალთმოძულე კაცები უფრო კომერციულია. თან პოსტის სათაურადაც უფრო დამაინტრიგებლად ჟღერს. “ცხელი” კონტენტის მოლოდის გიჩენს.
LikeLike
მე რომ მკითხო ლარსონი გადასარევად ერკვეოდა მარკეტინგულ და პიარ საკითხებში,რაც წიგნშიც ჩანს და მის მიერ შერჩეულ სათაურშიც..
LikeLike
ვაი დედა)))))))))))) მე დრაფტში მგონია და გამოქვეყნებულია?:D:D ამას კიდევ იმდენი რამ აქვს ჩასამატებელი,რაღა ვქნა ეხლა?
LikeLike
„მე სწრაფად ვწერ, და საერთოდ დეტექტივების წერა ძალიან იოლია” (სტიგ ლარსონი) | “რაც იოლია შემოქმედისთვის, ის გენიალური ვერასდროს იქნება !” (ლაშა ხუტაშვილი)
LikeLike
შეიძლება ამ სიტყვებში არის სიმართლის მარცვალი,მაგრამ ლარსონის ეს სიტყვები ათასჯერ გადამოწმებულ-შემოწმებულის საპირწონედ იყო ნათქვამი))
LikeLike
უფრო და უფრო მეტად მანდომებთ წაკითხვას
LikeLike
წაიკითხე,რატომ არ კითხულობ?)
LikeLike
წიგნი არ მაქვს , ვერც ბიბლიოთეკამდე მივედი და ჯერ და ვერც ლიტ-კაფემდე … :))))))
LikeLike
ალბათ ვერც ჩემამდე მოხვალ,თორემ გათხოვებდი.
LikeLike
ინგლისურენოვანი სათაური რომ უფრო მომწონს დავწერე უკვე.
ამიტომ ახლა სხვა რამეზე –
შვედეთში ქალების 92%-ს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, უკანასკნელი ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებიათ
არ მჯერა.
შვედეთში ყველაზე კრეტინული კანონია მსოფლიოში – თუ სექსის დროს პრეზერვატივი გაგეხა – ქალს უფლება აქვს გაუპატიურებისთვის გიჩივლოს. 🙂 ასანჯის წინააღმდეგ მგონი ზუსტად ამ მუხლით აღძრეს საქმე. 🙂
LikeLike
ასანჯის აპელაციაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ისე არა მგონია სიკვდილით დასაჯონ,არც იმის მჯერა რომ პატარა ლაფსუსის გამო ასეთი ამბავი ატყდა.
LikeLike
ასანჟს შეიძლება გაუჩალიჩეს – ეგ არ ვიცი, მაგრამ შვედეთში არის ეგეთი სასამართლო განაჩენები რეალურად გამოტანილი. 🙂
ქალი ამბობს – მე მარტო პრეზერვატივით სექსზე დავთანხმდიო – სპერმის მიღების იძულება ქვია 🙂 ციხეა ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია.
LikeLike
)) ფემინისტური ქვეყანა გამხდარა შვედეთი…გამოდის ლარსონიც ფემინისტია.
LikeLike
იტალიაშია ქალებზე ძალადობა ხშირი. მათ შორის სექსუალური ძალადობის.
ამაზე ბერლუსკონის კითხეს არც ისე დიდი ხნის წინ და ასე უპასუხა – მე რა ვქანა – ჩვენ ყველაზე ლამაზი ქალები გვყავს და თითო ქალს თითო პოლიციელს ვერ მივუჩენო 🙂
LikeLike
ბერლუსკონს კიდე პოლიციელი უნდა ? 😉
LikeLike
ესპანეთში ამბობენ გაუპატიურება მზერითაც შეიძლებაო და თვალებს “სასქესო ორგანოებს” უწოდებენ,
LikeLike
ირვინ შოუს აქვს: ფრანგებს შეუძლიათ ერთი მზერით გააშიშვლონ ქალიო… “საღამო ბიზანტიაშია” მგონი ეგ ეპიზოდი, მაგრამ სხვა კაცებსაც შეუძლიათ… შეიძლება ფრანგები ამას უფრო ესთეტურად და ნაკლებვულგალურად აკეთებენ. 🙂
LikeLike
ქალებსაც შეუძლიათ რა პრობლემაა) ფრანგები ისედაც ყველაფერში ესთეტიურები და დელიკატურები არიან.
LikeLike
საინტერესო ხედვაა და თხრობაც საინტერესოა. და რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელობა იგრძნობა. კარგად იკვეთება გმირების ხასიათი და მათთან ავტორის კავშირი და დამოკიდებულება.
LikeLike
შენი შეფასება მნიშველოვანი და სასიამოვნოა ჩემთვის :*
LikeLike
იმდენად საინტერესოდ გიწერია, რომ სურვილი გამიჩნდა კიდევ ერთხელ წამეკითხა 🙂
^__^
LikeLike
მე უკვე წავიკითხე მეორედ 😛
LikeLike
pirvelad rom wavikitxe es posti-wakitxva mominda.. exla-survili gamimtkicda…. dzalian amomwuravad, saqmianad da sainteresod giweria posti 🙂
LikeLike
იმედი მაქვს ისე გაგიმტკიცდა სურვილი რომ აუცილებლად წაიკითხავ)
LikeLike
kargi blogia sagol admin momewona saintereso rameebi weria.
LikeLike
პირადად მე უკვე ეკლებზე ვზივარ. კი იყო პატარ-პატარა უზუსტობები მაგრამ ერთი ამოსუნთქვით იკითხება :))
LikeLike
ერთი ამოსუნთქვით წაიკითხე? ზოგიერთმა პირველი 10 ფურცელი მოსაწყენი იყოო,არადა ეგრე ნამდვილად არ არის.
LikeLike
ზუსტად 4 საათში წავიკითხე. ბოლოს თვალები ჩასისხლიანებული მქონდა
LikeLike
აუ ბოდიში რა მეგობარს ვუხსნი ბლოგს და თურმე მისი პროფილით შემოვსულვარ. . . .
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია.
წიგნი მართლაც ინტერესით იკითხება, თან სასიამოვნო მოულოდნელობაა კალე ბლუმკვისტთან ხელახალი შეხვედრა. არის ამაში რაღაც პოსტმოდერნული. “ლურჯწვერა კაცების” თემაც კარგადაა მორგებული გარკვეულ ფსიკოტიპს, რაც მათ მენტალურ-პარტიულ “მიდრეკილებებსაც” განსაზღვრავს. სკანდინავიელებში ეტყობა ფემინიზმის თემა კარგა ხანია აქტუალურია, იბსენის პიესებიც ამ მხრივ საინტერესოა 🙂
LikeLike
ელენე,მაილით გიცანი) როგორ მომენატრა შენთან საუბარი რომ იცოდე.
მადლობა შეფასებისთვის.
LikeLike
fuu ver vitan erikas
LikeLike