Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი, 2011

დიდი ხანია Architecture–Design კატეგორიაში არაფერი დამიწერია თანამედროვე დიზიანის ნოვაციების,კრეატივის შესახებ,ბოლო პოსტი კომფორტი-წყალი  აგვისტოში დაიწერა,როცა ყველა გაურბოდა მტანჯველ სიცხეს და კომფორტულად გაგრილება -დასვენებაზე ფიქრობდა.

მერე იყო გესთ-პროექტი “ოცნების სახლი” სერია და აი ახლა როცა უკვე სადაცაა კარს მოგვადგება ახალი წელი,თქვენი არ ვიცი და მე უკვე ასეთი შეგრძნება მაქვს(ანგელოზის მკითხველს ალბათ ახსოვს თუ როგორ ველი თოვლს),როცა უკვე ძირითად საღამოებს სახლში ვატარებთ  ტელევიზორის წინ ან დივანზე წამოწოლილი წიგნით ხელში ან სულაც კომპიუტერთან და თბილ პლედში გახვეულებს ცხელი ჩაი ან ყავა,სასუსნავები გვაქვს მომარაგებული,ირგვლივ მოწყობილი და თავს სამოთხეში კიარადა ჩვენს ირგვლივ შექმნილ ვაკუუმურ სამყაროში ვგრძნობთ.

როგორ გგონიათ მსგავს კომფორტს რა დაგირღვევთ? ოჯახის პატარა წევრის გახლართვა შტეფსელამდე მიმავალ მავთულებში და მოულოდნელობის შიში რომელსაც საკუთარ თავს კარგა ხანი ვერ აპატიებთ თუ უბრალოდ სხვა ძალიან უბრალო ქმედება,თუნდაც კარებზე ზარი… (more…)

Advertisements

Read Full Post »

ეს კონტენტი დაცულია პაროლით. მის სანახავად გთხოვთ შეიყვანოთ პაროლი ქვემოთ:

Read Full Post »

ბინის კედლებზე გემოვნებით განლაგებული ნახატებით დაინტერესებული პოლიციელი:

თქვენ მხატვარი ხართ? ოჯახის უფროსი: არა მხატვარი არ ვარ,არქიტექტორი ვარ. მუშაობთ? არა,მე არა სხვები მუშაობენ. კარგი,მაშინ მხატვრად ჩაგწერთ.

დღეს ოჯახი ამიღწერეს… დარწმუნებული ვარ წასვლამდე შეეპარათ ეჭვი რომ არჩევნებზე ამ მთავრობას ოჯახის უფროსი ხმას არ მისცემს.მე კი ამ სიტუაციაზე ირონიულად მეღიმება და ათას რამეზე ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთი კითხვებიც მიჩნდება,სხვა რომ მიამიტურად ჩათვლიდა,თუმცა ერთი შეხედვით მხოლოდ. (more…)

Read Full Post »

ჩემმა თაობამ ბებია-ბაბუის მონათხრობიდან და სკოლის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოდან იცის თუ რაოდენ მასშტაბური და მძიმე იყო მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობისთვის. ომი რომელიც 1937 წელს იაპონიის ჩინეთზე თავდასხმით დაიწყო და 1945 წლის 8 მაისს გერმანიაში ვერმახტის და 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. (more…)

Read Full Post »

ადამიანი რომელიც სამეფო ტახტზე 15 წლის ასაკში მამის ნებართვით ავიდა,თუმცა არცერთ ჟამთააღმწერელს არ აქვს ნახსენები ნამდვილი მიზეზი გიორგი მეორის გადადგომისა.

ადამიანი რომელმაც უამრავი ბრძოლა გადაიხადა,ერთ ხელში ხმლით,მეორეში სახარებით ებრძოდა მტერს და მიუხედავად მისი მეფური მოვალეობებისა,რომლებიც ცოდვად აწვა არა მარტო მას არამედ სხვა ბაგრატიონ მონარქებსაც,დაწერა “გალობანი სინანულისანი”.

მეფე-მხედართმთავარი ამავე დროს დიდი მეცნიერი,დიდი სწავლული,პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი,რომელმაც დაარსა უდიდესი სულიერი ცენტრი– გელათი,სადაც ასწავლიდა ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი რომელმაც ჩვენს სარწმუნოებას მოარგო პლატონის მოძღვრება.

ადამიანი რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ,ფილოსოფიურ,მეცნიერულ მოღვაწეობასთან.

ორნაცოლარი,პოლიტიკურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ,არავინ იცის რა მოხდა სასახლეში რის გამოც პირველი დედოფალი,რომლის არც ვინაობა ვიცით დაზუსტებით და არც სახელი, იერუსალიმში მონაზონად აღიკვეცა…

ადამიანი რომლის დედის სახელიც არ  შემოუნახავს ისტორიას,ყველასდაგასაოცრად გიორგი მეფის მეუღლის ვინაობა იდუმალებითაა მოცული.

სომხების განმათავისუფლებელი თუ დამპყრობელი.

საეკლესიო რეფორმების თავიდათავი და ამასთან ერთად ტოტალიტარული სახელმწიფოს შემქმნელი.

ადამიანი რომელმაც მთელი თავისი პირადი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას შეალია და მაინც,დღემდე ერში იხსენიებენ როგორც ტირანს და მეფეს რომელსაც უბრალოდ დაემთხვა იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები,რათა ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა.

ადამიანი რომელმაც ერწუხი,დმანისი,დიდგორი და კიდევ სხვა მრავალი ომი გადაიხადა არა იმიტომ რომ საზღვარგარეთის ბანკებში მილიარდები დაგროვებინა,ორგიები ემართა შინ და გარეთ ან კრუიზებში ევლო საყვარლებთან ერთად,არამედ იმიტომ რომ საქართველო სტკიოდა და მისი მიზანი ქვეყნის გამთლიანება-გაძლიერება იყო,რასაც თავისი მეფობის 36 წლის მანძილზე მიაღწია კიდეც.

ადამიანი რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა საკუთარი გონებითა და მახვილით. (more…)

Read Full Post »