ადამიანი რომელიც სამეფო ტახტზე 15 წლის ასაკში მამის ნებართვით ავიდა,თუმცა არცერთ ჟამთააღმწერელს არ აქვს ნახსენები ნამდვილი მიზეზი გიორგი მეორის გადადგომისა.
ადამიანი რომელმაც უამრავი ბრძოლა გადაიხადა,ერთ ხელში ხმლით,მეორეში სახარებით ებრძოდა მტერს და მიუხედავად მისი მეფური მოვალეობებისა,რომლებიც ცოდვად აწვა არა მარტო მას არამედ სხვა ბაგრატიონ მონარქებსაც,დაწერა “გალობანი სინანულისანი”.
მეფე-მხედართმთავარი ამავე დროს დიდი მეცნიერი,დიდი სწავლული,პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი,რომელმაც დაარსა უდიდესი სულიერი ცენტრი– გელათი,სადაც ასწავლიდა ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი რომელმაც ჩვენს სარწმუნოებას მოარგო პლატონის მოძღვრება.
ადამიანი რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ,ფილოსოფიურ,მეცნიერულ მოღვაწეობასთან.
ორნაცოლარი,პოლიტიკურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ,არავინ იცის რა მოხდა სასახლეში რის გამოც პირველი დედოფალი,რომლის არც ვინაობა ვიცით დაზუსტებით და არც სახელი, იერუსალიმში მონაზონად აღიკვეცა…
ადამიანი რომლის დედის სახელიც არ შემოუნახავს ისტორიას,ყველასდაგასაოცრად გიორგი მეფის მეუღლის ვინაობა იდუმალებითაა მოცული.
სომხების განმათავისუფლებელი თუ დამპყრობელი.
საეკლესიო რეფორმების თავიდათავი და ამასთან ერთად ტოტალიტარული სახელმწიფოს შემქმნელი.
ადამიანი რომელმაც მთელი თავისი პირადი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას შეალია და მაინც,დღემდე ერში იხსენიებენ როგორც ტირანს და მეფეს რომელსაც უბრალოდ დაემთხვა იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები,რათა ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა.
ადამიანი რომელმაც ერწუხი,დმანისი,დიდგორი და კიდევ სხვა მრავალი ომი გადაიხადა არა იმიტომ რომ საზღვარგარეთის ბანკებში მილიარდები დაგროვებინა,ორგიები ემართა შინ და გარეთ ან კრუიზებში ევლო საყვარლებთან ერთად,არამედ იმიტომ რომ საქართველო სტკიოდა და მისი მიზანი ქვეყნის გამთლიანება-გაძლიერება იყო,რასაც თავისი მეფობის 36 წლის მანძილზე მიაღწია კიდეც.
ადამიანი რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა საკუთარი გონებითა და მახვილით.
დავით IV აღმაშენებელი.
მასზე ამბობენ ჯვაროსნებისთვის წონიანი ფიგურა იყო და იმ დროისთვის ყველასთვის ცნობილ გრაალს ფლობდაო.
ვოლფრამ ფონ ეშენბახის – XII საუკუნის გერმანელი პოეტის შემოქმედებაში ვხვდებით ამას, ეს გრაალის თასი, რომელიც ედგა მაცხოვარს უკანასკნელი საიდუმლო სერობის დროს, გადმოტანილ იქნა საქართველოში, დავით აღმაშენებლის საქართველოში.-ზვიად გამსახურდია.
წაკითხული გაქვთ ვოლფრამ ფონ ეშენბახის “პარციფალი” ? პოემაში,სადაც ყველაფერი სიმბოლურად, მინიშნებით არის აღწერილი,სადაც არცერთი რეალური ქვეყნის სახელი არ არის პირდაპირ მოხსენიებული,მათ შორის არც საქართველო მაგრამ ნათქვამია რომ კავკასიის ქედს იქით არის ქვეყანა ტაურონიტი,ტაბრონიტი(სადაც ხარის კულტურაა წამყვანი,ზოდიაქალურად პროტოიბერიული სამყარო კუროს ეპოქაში იყო)რომელიც უდიდესი სულიერი სიბრძნის საწყისია და რომ გრაალი სწორედ იმ ქვეყანაშია სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე პროსვიტერი.
გრაალი ვის როგორ ესმის,ზოგისთვის იოსებ არიმათიელის მიერ ევროპაში წამოღებული თასია რომელშიც ქრისტეს ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი მოაგროვა,თასი რომლითაც მაცხოვარმა იოსებ არიმათიელის სახლში გამართულ საიდუმლო სერობაზე მოწაფეები აზიარა, ლეგენდის თანახმად ერთი მთლიანი კრისტალისგან გამოთლილი რომელიც მანამდე ლუციფერს გვირგვინად ედგა თავზე.ალქიმიკოსებისთვის “ფილოსოფიური ქვა” იგივე “ოქროს საწმისი” რაც ეხმაურება ეზოთერიკების თვალსაზრისით ტაბუდადებული სულიერი სიბრძნის სიმბოლოს.
ეშენბახის ” პარციფალი”-ში მთავარ გმირ პარციფალს სათნოების გამო ერგო გრაალის თასი,ასე ვთქვათ გრაალის არტეფაქტი.პარციფალის მამა ჰამურატი-რაინდული ვალის მოხდისას იღუპება, დედა ჰერცელოიდა ტყეში ხიზნავს შვილს რათა მამის ბედი არ გაიზიაროს,მაგრამ გადის დრო და პარციფალი ხვდება მოხეტიალე რაინდს რომლის მიბაძვით გადაწყვეტს გახდეს რაინდი და მისი ინიციაციაც დედის გარდაცვალებით იწყება.გრაალის ძიებისას ის ხვდება განდეგილს,რომელიც აზიარებს სულიერების უმაღლეს საიდუმლოებებს და როდესაც ჭაბუკი გაათვითცნობიერებს კაცობრიობის ხსნისათვის დაღვრილი სისხლის მნიშვნელობას,ვნების პარასკევს ეზიარება გრაალს.
პარციფალმა კლინსგორის ხიფათებით სავსე სასახლე განვლო,დალაშქრა “ხსნის მთა” და ამ მთაზე მდებარე ტაძარიც დაიპყრო.ეზოთერული თვალსაზრისით კლინსგორის სასახლე ცხოველური ენერგიაა,რითაც ადამიანი ცდუნდება,”ხსნის მთა” ადამიანის სხეულია,მწვერვალზე არსებული ტაძარი კი ტვინი.ამ მოვლენის შესაბამისად პარციფალის ფიზიკური სხეული სულის მეგობარი ხდება,ის დუალიზმის საუკეთესო წარმომადგენელია.
შუა საუკუნეებში რაინდულ რომანებში და პოემებში პიროვნებები,გმირები სიმბოლურად განახორციელებენ რომელიღაც გზას,რომელიღაც იდეას,ისინი წარმოადგენენ პერსონიფიკაციებს. პარციფალი წარმოადგენს დასავლეთის ინიციაციის გზის პერსონიფიკაციას,რომელიც ეძებს გრაალს და პოულობს,მეფე-ხუცესი იოანე კი პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძეა,სახელი ფაირეფიცი კი ეტიმოლოგიურად “შავ-თეთრს” ნიშნავს და პოემაში წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური სიბრძნის შერწყმის გზას,თეთრი და შავი რასების შერევას.ამრიგად ხდება ქრისტიანულ -დასავლური სიბრძნის შერწყმა არაბულ სიბრძნესთან,რაც რეალობაში ნათლად ჩანდა დავით აღმაშენებლის მსოფლმხედველობაში და სწორედ ამიტომ იგივდება ფაირეფიცის ძესთან მეფე-ხუცესი იოანე.ხატი სადაც დავითს ხელთ ეკლესია უპყრია,რომლის მსგავსი ხატი არცერთ სხვა ქართველ მონარქს არ აქვს და მისი რკოებით მოხატული მოსაცმელი ალეგორიულად და ხატწერის კანონიკურობით სწორედ ამ სულიერი სიბრძნის გრაალის ერთ ხელში გაერთიანებას მიანიშნებს.ცნობილია რომ მისი მეფობის ჟამს მუსულმანები ყველაზე პრივილეგირებულნი იყვნენ საქართველოში,რომ იგი ისე ერკვეოდა ყურანის საკითხებში როგორც ბიბლიის.მეჩეთში ხშირად ესწრებოდა ლოცვებს და მონაწილეობას იღებდა პოლემიკაში.შესაბამისად და ლოგიკურად წარმოადგენდა დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის შერწყმის სიმბოლოს და ამიტომაც ეწოდა მეფე-ხუცესი.
ამბობენ მეფე-ხუცესს ტამპლიერების მაგისტრი ბოლდუინ II ეწვია საქართველოში და იერუსალმის მეფობის ხელდასმაც მისგან,როგორც უპირატესი მონარქისგან მიიღოო,არავინ იცის მართალია თუ არა მაგრამ ცნობილია იოანე ბატონიშვილის ცნობა:
“მოვიდა დაფარვით დავრიშის სახით, მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი, გამსტრობად ივერიისა და ხილვად მეფისა დავითისა, და აგრეთვე ამავე სახედ ბერძენთა მეფე ალექსანდრე… ხოლო ამა რიცხვს შინა იყო ბოლდვოინ იერუსალიმის მეფე, რომელმაც მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა ანუ არაბთა ზედა. და ესე ბოლდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებთა… და ვერა რომელთამე ქართველთა სცნეს ამათი იდუმალ მოსლვა და უკუიქცნენ მასვე წელსა..”
ამბობენ დიდგორის ომი დასუსტებული მუსულმანების უკანასკნელი გაელვება იყოო,მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის რომ მუსულმანების დასუსტებაც დავით აღმაშენებლის მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგი იყო.დავითის მამიდის,ბიზანტიის დედოფალი მართა-მარიამის შვილობილი, ბიზანტიის ომპერატორი ალექსი კომნენოსი დავით მეფის შეგონებით აწარმოებდა რომის პაპთან მიწერ-მოწერას,სადაც სასხვათაშორისოდ საუკეთესო ვარიანტად ასახელებდა იერუსალიმში ჯვაროსნული რელიგიური ომის წამოწყებას,რის შედეგადაც როგორც იქნა პაპმა წამოიწყო რელიგიური ომი ქრისტეს საფლავის გამოსახსნელად,ხოლო საქართველოს მეფემ მიიღო სიტუაცია რომელსაც წლების განმავლობაში ელოდა და შეუწყვიტა ხარკის მიცემა მუსულმანებს.სწორედ ამის საპასუხო ქმედება იყო სელჩუკთა უზარმაზარი ჯარის საქართველოსკენ გამოლაშქრება,რათა დაესაჯათ თავხედი ქრისტიანი მეფე.
იმასაც ამბობენ დიდგორის ომში ჯვაროსანთა რაზმი იბრძოდაო ქართველთა გვერდით.და მაინც ასეა თუ ისეა ისტორიას სხვა თუ არაფერი ის მაინც შემორჩა ფაქტად რომ დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომის შემდეგ არაფრისგან,მცირე ნამსხვრევების შედეგად ააწყო უძლიერესი ორგანიზმი იდეალური სახელმწიფოსი – უძლიერესი სამხედრო სახელმწიფო,აღმავალი ეკონომიკით მთელს ახლო აღმოსავლეთში და წინა აზიაში,რომელზეც დაილეწა თურქთა იმპერია.
აღმაშენებელი 30 წლის განმავლობაში აყალიბებდა საქართველოს დედაქალაქის თბილსის აღების სტრატეგიას და კოჯრიდან შემომავალმა შუა საუკუნოვანი ომის ყველა სისასტიკით -მოსახლეობის ძარცვა,რბევა,ხანძარი დაუბრუნა საქართველოს ოთხასი წლის წინ დაკარგული ძველი დედაქალაქი.
ადამიანს რომელსაც დარწმუნებული ვარ არ ღირსებია პირადი ბედნიერება,რადგან კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს:
” მეფე ხარ და გხამს”, “მეფე ხარ და გევალება”
ქვეყანა უნდა ეხსნა და მომავალი თაობებისთვის შეექმნა იმპერია,რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ მაშინ დასრულდება,როცა საქართველოს სახელმწიფო და ზოგადად ქვეყანა საქართველო საბოლოოდ დაასრულებს თავის ხანგძრლივ არსებობას და ისტორიას,ქართველი ერის მოგონება კი მხოლოდ მუზეუმებში,წიგნებში და კაცობრიობის ხალხთა მოგონებებში ლეგენდებად და თქმულებებად დარჩება…დღეს კი გელათში მის საფლავზე ფიცს დებენ რომ მის გზას გააგრძელებენ,კოჯრიდან შემომავალ გზაზე სასახლეს უცხოელ არქიტექტორს აპროექტებინებენ და არც ახსოვთ რომ გელათიც და ეს გზაც ისეთივე ისტორიული მნიშვნელობის ობიექტია როგორიც სხვა დანარჩენი.
დაავიწყდათ რომ აღმაშენებელი უკვე ისტორიაა,ხოლო სამაჩაბლო და აფხაზეთი დღევანდელობა და თავად ვერასოდეს ჩაეწერებიან ისტორიის ფურცელზე მეორე და თუნდაც მესამე დავით აღმაშენებლად.
არ გინდა, გრაალზე, ჯვაროსნებზე და ტამპლიერებზე, პოსტების სერია დაწერო? ოღონდ, რაღაცნაირად, სისტემატიზებული.
LikeLike
მინდა,მაგრამ ეს რომ დავწერო ნამეტანი ზღაპრული გამოვა და არა დოკუმენტური,რადგან ძალიან ბევრი რამ რაც მათ შესახებ არის ცნობილი ლეგენდა,თქმულება ან გადაუმოწმებელი წყაროა.
LikeLike
ნუ, რაც არ ვიცი, იმას ვერ დავიჩემებ და თანამედროვე პარალელებსაც გვერდს ავუვლი, მოლის თქმის არ იყოს…
დავით აღმაშენებელი კი მართლაც ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, რომელიც სრულად აცნობიერებდა პასუხისმგებლობას, რომელიც აწვა და ამასთან, უაღრესად პროგრესულად მოაზროვნეც… საუკეთესო მონარქი, რომელიც კი საქართველოს ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ასე ჩანს….
LikeLike
განსაკუთრებული მონარქი რომელიც საჭიროდ რომ არ აღეზარდათ მეეჭვება ამხელა სულიერებისა და სიბრძნის მატარებელი ყოფილიყო.იქნებ მართლა ფლობდა გრაალს 😉
LikeLike
ხო, მართალია, აღმაშენებელი დიდი მეფე იყო. მაგრამ დღეს ისევ მისი სახელი მოშველიება წარამარა ცოტა სასაცილოა… რაც წავიდა, ის ვეღარ დაბრუნდება უკან და ალბათ არცაა საჭირო ახალი აღმაშენებლის მოლოდინი. კარგი პოსტია.
LikeLike
მართალი ხარ,ახალი აღმაშენებელი ვეღარც იქნება და იქნებ დაანებონ მასთან პარალელების გავლებას თავი;)
LikeLike
შესანიშნავი პოსტია
როგორ გაგვიმართლა, რომ გვყავდა ასეთი მეფე
LikeLiked by 1 person
სხვებიც გვყავდნენ,არანაკლებები,მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო,მართლა დაცემული სახელმწიფო აქცია უძლიერეს სახელმწიფოდ. თან ტამპლიერებისთვის განსაკუთრებული პერსონას წარმოადგენდაო.
LikeLike
მოვიხიბლე, მადლობა შენ ასეთი პოსტისთვის, მართლა ძალიან საინტერესო იყო…
LikeLiked by 1 person
პირველად ხარ? კიდევ მესტუმრე.გამახარე შენი შეფასებით.
LikeLike
universitetshi agmashenebelze esse maqvs daweri.. gorgasals, agmashenebels da giorgi brwyinvales gamovyof me piradad…. udzlieresi mefe da brwyinvale strategi iyo. gagvimartla, rom aseti mefe gvyavda…
LikeLike
წაკითხული გაქვს “პარციფალი”?
LikeLike
ისე პეტრე იბერს ცოოოოტა გაუჭირდებოდა, გელათში რომ ლექციები წაეკითხა : 600 წლის მკვდრი იყო მაგ დროისთვის 🙂
LikeLiked by 1 person
მართალი ხარ))) იოანე პეტრიწი უნდა ეწეროს მანდ.ჩავასწორებ და მადლობა რომ ასე ყურადღებით წაიკითხე პოსტი.ხშირად მესტუმრე.
LikeLike
მომეწონა …ძააალიან კარგი იყო ^_^
LikeLike
აბა? მე მშვენივრად დაგიტოვე კომენტარი :)))
LikeLike
აქ არა ჯეს,დაპაროლებულ პოსტებზე არ ტოვებსო.
LikeLike
აღმაშენებლის სამოსზე რკოებიაო გამოსახული, ანუ მუხის (ჭყონის) ნაყოფი, ჭყონდიდელობა მუხის კულტთანაა დაკავშირებული და რკოებს სამოსზე რაიმე მისტიური მინიშნება ხომ არა აქვს?
LikeLike
რადგან ფრესკები არ იხატება, არამედ იწერება, შესაძლებელია მათი წაკითხვა სიმბოლოებით. მუხა სიძლიერისა და სიდიადის სიმბოლოა, ასევე მისტიური ცოდნის, რომელიც გამზრდელისგან გადაეცა.
LikeLike