დიდი ხანია Architecture–Design კატეგორიაში არაფერი დამიწერია თანამედროვე დიზიანის ნოვაციების,კრეატივის შესახებ,ბოლო პოსტი კომფორტი-წყალი აგვისტოში დაიწერა,როცა ყველა გაურბოდა მტანჯველ სიცხეს და კომფორტულად გაგრილება -დასვენებაზე ფიქრობდა.
მერე იყო გესთ-პროექტი “ოცნების სახლი” სერია და აი ახლა როცა უკვე სადაცაა კარს მოგვადგება ახალი წელი,თქვენი არ ვიცი და მე უკვე ასეთი შეგრძნება მაქვს(ანგელოზის მკითხველს ალბათ ახსოვს თუ როგორ ველი თოვლს),როცა უკვე ძირითად საღამოებს სახლში ვატარებთ ტელევიზორის წინ ან დივანზე წამოწოლილი წიგნით ხელში ან სულაც კომპიუტერთან და თბილ პლედში გახვეულებს ცხელი ჩაი ან ყავა,სასუსნავები გვაქვს მომარაგებული,ირგვლივ მოწყობილი და თავს სამოთხეში კიარადა ჩვენს ირგვლივ შექმნილ ვაკუუმურ სამყაროში ვგრძნობთ.
როგორ გგონიათ მსგავს კომფორტს რა დაგირღვევთ? ოჯახის პატარა წევრის გახლართვა შტეფსელამდე მიმავალ მავთულებში და მოულოდნელობის შიში რომელსაც საკუთარ თავს კარგა ხანი ვერ აპატიებთ თუ უბრალოდ სხვა ძალიან უბრალო ქმედება,თუნდაც კარებზე ზარი…
რათქმაუნდა მე ვხუმრობ მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ სახლში ტელევიზორი, კომპიუტერი,ლამპები რომლებიც თავისთავად დენის წყაროთი იკვებებიან და საკმაოდ დიდ საშიშროებას ქმნის მათი შნურები.არც ესთეტიური მგონია გემოვნებით მოწყობილ ბინის ინტერიერში სადაც გაიხედავ ყველგან შნური მოგხვდეს თვალში.სწორედ ამიტომ მომხდარი შეცდომის შემდეგ,რომელიც უკვე გამოვასწორე თქვენთვის ვწერ პოსტს “როგორ დავმალოთ მავთულხლართები” რათა გაითვალისწინოთ, თავი დაიზღვიოთ,სახლის ინტერიერი გაალამაზოთ და მშვიდად დატკბეთ ზამთრის საღამოების კომფორტით.
ძალიან ბევრი ადამიანი ბევრ დროს ხარჯავს მავთულხლართების დაწყობა-დამალვაში, გიფიქრიათ ოდესმე რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ მავთულხლართი თვალისთვის უხილავი ან ხილული,მაგრამ დეკორატიული ელემენტი გახდეს?აქ მოყვანილი მაგალითების და იდეების განხორციელება თქვენც შეგიძლიათ.ფოტოზე რკინის მავთულიან გეომეტრიულ ფიგურაზე გადაჭიმული ნაჭერი მოხერხებულად ფარავს მავთულხლართებს, არ იკავებს დიდ სივრცეს და შესაბამისად ერწყმება კედლის ფერს და სტრუქტურას.დიზაინერი Michael Moeller ფოტოზე გამოსახული იდეისთვის გვირგვინით შეამკეს,მან არათუ დამალა მავთული,არამედ ნაცრისფერ კედელზე შესაფერისი კონტრასტული მავთულით შექმნა კედლის დეკორაცია,ნახატი.მსგავსი ტექნიკა გამოიყენა Palle Olsen-მა,თავდაპირველად კედელზე მავთულის სიგრძის გათვალისწინებით ფანქრით დახატა სქემა,შემდეგ კონტურებზე განათავსა სპეციალური წებო და ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო მავთულის კედელზე დაწეპება-გამყარება. როგორც ხედავთ ამის გაკეთება არ მოითხოვს დიდ და მძიმე სამუშაოს, სამაგიეროდ თავად თქვენ შექმნით თქვენი ბინის კედლის უნიკალურ დეკორაციას.შეგიძლიათ გაცილებით ნაკლებად ამბიციური დიზაინით შემოიფარგლოთ,როდესაც თქვენი ლამპა არ ექვემდებარება გადაადგილებას.მაგალითად მსგავსი ვიზუალურად სახალისო დეკორაცია “სამკაულებით”-ფოთლები და ჩიტი.
მაგრამ რა ვუყოთ კომპიუტერის მავთულხლართებს? იდეალურია,როდესაც ჩვენი მაგიდა რომელიც მრავალფუნქციურ როლს ასრულებს ჩვენ სამუშაოსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებში, აბსოლიტურად მინიმალური საჭირო ნივთებით არის მოწყობილი,მაგრამ როდესაც გვაქვს პრობლემა და უამრავი კაბელი აღიზიანებს თვალს,ნერვულ სისტემას,გაკარგვინებს დროს,დროა უხილავი გახადო, ახლოდან მაინც.შეგიძლიათ მაგიდის ქვეშ დაამაგროთ გაყვანილობა,მაგიდის ზემოდან კარგად ჩანს როგორ არის ჩადგმული ხრახნები და საკაბელო მართვის სისტემების დამაკავშირებელი შტეფსელები.ჩამოთვლილი ვარიანტების შემდეგ ეს ყველაზე განსხვავებული,ხელითნაკეთი დენის დამაგრძელებლის კრეატიული წარმოჩენაა რომელიც ქმნის რკინის ვიზუალობას,ხუთი ჩამრთველით.ის არ არის ერთ ადგილზე დამაგრებული და შეგიძლიათ ნებისმიერ ჩამრთველთან მიიტანოთ,როცა პერსონალური კომპიუტერით მოისურვებთ მუშაობას და შესაბამისად პარალელურად დატენოთ ტელეფონი ან ქინდლი;)
როგორც ხედავთ დიზაინერებმა მოახერხეს დამაგრძელებელში ჩართული მავთულხლართების ლამაზად შეფუთვა და ოთახის დეკორაციად გარდაქმნა,შექმნეს აუცილებელი მინიმალიზმი, რომელიც პრაქტიკულობასთან ჰარმონიით სივრცის შეგრძნებას აძლევს სახლის პატრონს.
თქვენ როგორ უმკლავდებით მავთულხლართებს?
სახლში ნაკლებად და კაბინეტში ნამდვილად ჩემი ტკივილია.
და ვერაფრით ვუმკლავდები.
სამსახურში რომ ვიქნები, მაშინ გავხსნი ამ პოსტს და ვნახავ, იქნებ რამე ვუშველო.
LikeLike
მაინტერესებს საბოლოოდ როგორ გადაწყვეტ ამ პრობლემას.
LikeLike
რა ორიგინალურია, უბრალოდ მე ვერაფრით ვიზამ ამას 😀 შრომატევადია თან როგორც ჩანს ^^
LikeLike
ძალიან ადვილია გრაფინია თუმცა თუ გეძნელება აჯობებს სხვა მიანდო ეს საქმე.მე უკვე ჩემი ხელით გავაკეთე პირველი ვერსია.
LikeLike
რა საინტერესო გადაწყვეტა 🙂 კრეატივი ყველაფერსია საჭირო.
კარგი პოსტია,ანგელოზო ❤
LikeLike
ნამდვილად,მახინჯი მავთულხლართების გროვის განცალკევება, გალამაზებაც შესაძლებელი ყოფილა)) მადლობა ქეთუსი.
LikeLike
პირველი ვარიანტი ქაღალდით მზადდება? ეს ნაკლებად უსაფრთხო მგონია (ნაპერწკალის შემთხვევაში)
მე მომეწონა კედელზე დამაგრებული ვარიანტები და სიამოვნებით გავაკეთებდი ამ სტილში რაიმეს 🙂
LikeLike
პ.ს. რატომღაც გამომრჩა, წამეკითხა, რომ პირველი ვარიანტი ნაჭრით მზადდება : ) მაინც არ მგონია უსაფრთხო
LikeLike
იცი,შეგიძლია ნაჭრის მაგივრად ნებისმიერი სხვა მასალა გამოიყენო მთავარია სქემა გადახურო.
LikeLike
სრულებით არ მაწუხებს : )
თანაც განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე ოთახის გამოხვეტვისას : ) ფაქტიურად ყოველ ჯერზე ახლებური თავსატეხია მავთულებში გაბლანდული მტვრის გამოთავისუფლება ♥
LikeLike
რა საყვარელი ხარ ჩორვენ.
LikeLike
გაიხარე, გაიხარე და კიდევ გაიხარე :*
ფასდაუდებელი სტატიაა!!! 🙂
LikeLike
რამდენი ხანია, ვიმტვრევ თავს, რა მოვუხერხო ამ საშინელ მავთულებს 😀 😀 😀
LikeLike
მგონი პირველად ხარ ანგელოზთან? კეთილი იყოს შენი ფეხი.
თუ რამეს მოუხერხებ,გაგვაგებინე))
LikeLike
ვერაფერსაც ვერ ვუხერხებ 😀 ასეთი მოუხერხებელი ვარ 🙂 ეხლა მიხვედე გვერდით გაწოლილი ამ კაბელებს და ნუვხვდი რომ უძლური ვარ რამე მოვუხერხო 🙂 დღეს მაინც 😀 და შემდეგ დღეებში იქნება გავაკეთე, პირველი ვარიანტი იდეალური იქნება სამუშაოზე მაგრამ სქემის გაკეთება მავრთულებისგან ჩემს ფავორიტად რჩება 🙂
LikeLike
მართლა ძალიან მაინტერესებს როგორ გადაჭრი ამ პრობლემას, აუცილებლად გაგვაგებინე,
LikeLike
აუცილებლად 🙂 იმედია გამომივა
LikeLike
მომეწონა, ჩემს BLOGROLL-ში დაგამატე 🙂
LikeLike
სასიამოვნოა,welcome)
LikeLike
პირველი მომეწონა ძალიან და მაგიდა.
საინტერესო კი ჩანს, მაგრამ კედელზე მავთულებს ვერ ავიტან, თუნდაც ღრმად დეკორატიული დატვირთის:)
LikeLike
პრინციპში ტელევიზორის სქემას ვერც მე ავიტანდი,მაგრამ დანარჩენები ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ თუ დამჭირდა გამოვიყენებ.
LikeLike
ანგელოზო, თოვლის ეფექტებს როგორ აკეთებ. საშინლად მინდა, ლორდსაც კაკეთებული ავქს. მე კიდევ ვერ დავადგი თავი. რამე პლაგინია თუ?
LikeLike
დაშბორდი-სეთინგს-ჯენერალ სეთინგში ბოლოში მონიშნე და შენთანაც მოთოვს)
LikeLike
მოთოვააა 🙂
LikeLike
მავთული კი არა სადენი ქვია მაგას ქართულად
LikeLike
კარგი შენიშვნაა )))
LikeLike