Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2011

პირობა პირობაა და მე ვასრულებ დანაპირებს,არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა მაგრამ პოსტში  “კრეატიული საახალწლოს ნაძვის ხეები” დავწერე რომ მამაჩემის იდეის  დამსახურებით პატარა კრეატიული ნაძვის ხე მექნებოდა რომელსაც აუცილებლად გაჩვენებდით.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენში შობა 7 იანვარს არის და კათოლიკურ შობას არ აღნიშნავენ,ოჯახში წელს პირველად მოვრთეთ ნაძვის ხე 25 დეკემბერს.აქამდე ყოველთვის 30 ში ან 31 ში ვდგამდით ან სულაც გვახსენდებოდა რომ ნაძვის ხე არ გვქონდა და კრეატიულად ვაგვარებდით პრობლემას.წელს წინა წლებისგან განსხვავებით ნაძვის ხის ვარიანტებზე ფიქრი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, საბოლოოდ ერთმა იდეამ გადაწონა ყველა სხვა იდეები. (more…)

Advertisements

Read Full Post »

პატარა აღარ ვარ თოვლის ბაბუას ნანატრი საჩუქრების სია ჩამოვუწერო,პრინციპში არც პატარაობისას არ მჯეროდა სანტას არსებობის,ვიცოდი რომ მის მაგივრად მშობლები ირჯებოდნენ, უბრალოდ 5 წლამდე ვერ გამოვიჭირე ფაქტზე.დრო გავიდა,ახლა ჩემ სურვილებზე მე ვზრუნავ და ვფიქრობ ნანატრი ნივთისთვის სახსრები საიდან მოვიძიო. (more…)

Read Full Post »

ახალი წლის შეხვედრას გუდაურში ვაპირებ,იმედი და თან დიდი ოპტიმისტური იმედია რომ თოვლი იქნება და აუცილებლად ვისრიალებ.წელს მხოლოდ სამნი დავდგებით სასრიალოთ, დანარჩენი გვაკლია ზოგი ევროპაში სასწავლებლად არის და ვერ ჩამოვა,ზოგი კი უბრალოდ საპატიო მიზეზების გამო ვერ ისრიალებს.

და აი გამგზავრების ლუქბუქიც შევადგინე) თუ სასტუმროში რაიმე ღონისძიება იგეგმება და მე ჯერ არ ვიცი დარწმუნებული ვარ უგების ნაცვლად მსგავს მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ჩავიცმევ დაახლოებით ასეთ კაბაზე რომელსაც აუცილებლად ავწევ ქამრით) (more…)

Read Full Post »

ყველამ დაწერა და მეც მომინდა შემედგინა წიგნების ათეული რომელსაც ამ ახალ წლებზე ჩავუჯდები და დიდი სიამოვნებით შევყვები გმირებს თავიანთ სამყაროში,რადგან წიგნს როცა ვკითხულობ ვწყდები გარესამყაროს და გონებით ვირგებ აღწერილ გარემოს,არა იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩავწვდე გმირს,არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კითხვის დროს გონებაში თვალით ფოტოც კი დამიდგამს და შემდეგ გადამიღია) არ ვიცი ახალი წლის დღეებში რამდენად მოვახერხებ ამ წიგნების წაკითხვას მაგრამ მარაგი აუცილებლად მჭირდება და შესაბამისად აი სიაც: (more…)

Read Full Post »

ცოტახნისწინ მეგობრები ვსაუბრობდით საქართველოში და კერძოდ თბილისში თუ როგორ ნელ-ნელა მყარდება ევროპულ-ამერიკული უიქენდების გატარების კულტურა,ადრინდელთან შედარებით უმრავლესობისთვის პარასკევი ხომ მთელი დაძაბული სამუშაო კვირის განტვირთვის დღეა. ჰოდა მაგალითებისთვის სხვა ევროპულ-ამერიკულ ტრადიციებზე საუბარი რომ აღარ გავაგრძელო ერთიც კმარა:წელს საშობაო ციებ-ცხელება სხვა წლებთან შედარებით ადრე იწყება, მიუხედავად დედაქალაქის მერის მიერ შემოთავაზებულ სასაცილო ფასდაკლებისა,დარწმუნებული ვარ 9 დეკემბერი საკმაოდ ნაყოფიერ სავაჭრო დღედ ჩაითვლება წლევანდელ კალენდარში.

მე უკვე ვფიქრობ როგორი გარემო მინდა მქონდეს საახალწლოდ,ვცდილობ ხრუშოვკის ბინაში დიდი ფართის არ ქონის გამო,უზარმაზარი ნაძვისხის,ბუხრის და სხვა მსგავსი ატრიბუტების გარეშეც შევიქმნა განწყობა.მნიშვნელობა არ აქვს სად შევხვდები ახალ წელს პრაღაში,ავსტრიის ალპებში,პარიზში თუ ლორდ ვეიდერის მიერ ნარჩევ კარპატიებში ან სულაც გუდაურში,სადაც სრიალით მაინც ვიჯერებ გულს, სახლში ხომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი გემოვნებით მოწყობილი გარემო ათმაგად გამიხალისებს განწყობას. (more…)

Read Full Post »