პატარა აღარ ვარ თოვლის ბაბუას ნანატრი საჩუქრების სია ჩამოვუწერო,პრინციპში არც პატარაობისას არ მჯეროდა სანტას არსებობის,ვიცოდი რომ მის მაგივრად მშობლები ირჯებოდნენ, უბრალოდ 5 წლამდე ვერ გამოვიჭირე ფაქტზე.დრო გავიდა,ახლა ჩემ სურვილებზე მე ვზრუნავ და ვფიქრობ ნანატრი ნივთისთვის სახსრები საიდან მოვიძიო.
პირველ რიგში ჩემი საყვარელი hp-ის ლეპტოპი დამიბერდა და მის გამოცვლაზე უნდა ვიზრუნო. თვალი ჩემთვის საყვარელ ფერში გადაწყვეტილ ASUS-ის წარმოებულ ლამბორჯინის 15.4 დიუმიან LCD ეკრანის ლეპტოპს დავადგი რომელიც ჯერ გაყიდვაში არ არის გამოსული თუმცა გამოწერის ფასი $804.01. მიუხედავად იმისა რომ ძვირადღირებულია,ფართო ეკრანზე სრული ჩვენება არ გააჩნია, აკლია მულტიმედიური კონტროლი და სხვა… მისი ლამაზი დიზაინი მინუსებს მავიწყებს.
2012 წლისთვის სახსრები რომ მოვიძიო ლეპტოპში ჩაწერილი პროგრამებით Autocad,Archicad,3D max,Photoshop უნდა ვიმუშავო,შესაბამისად სანამ ლამბორჯინს ვეღირსები რომელიმე შედარებით იაფ მაგრამ მაინც ყვითელ ლეპტოპს შევიძენ და მგონი ლამბორჯინის სტიკერს დავადებ)
შემდეგ ჩემი არჩევანი Kindle Fire-ს ტაბლეტზეა ორიენტირებული,რომელიც სავარაუდოდ აი-პადს ემუქრება,არჩევანის გაკეთება აუცილებლად მომიწევს,თუმცა უპირატესობას იმას მივანიჭებ რომელიც ჩემი ნამუშევრების pdf,3d,jpj ფაილებში შენახვის საშუალებას მომცემს,არ შემიქმნის Mail-ით და საერთოდ ინტერნეტით მოძრაობის საშუალებას და ყველაზე მთავარი-ექნება მაუს ფანქარი რომლითაც ეკრანზევე გავაკეთებ პატარა ჩანახატ-ესკიზებს და რათქმაუნდა შევინახავ. საკითხავად კი დაახლოებით გაზაფხულის მიწურულს აუცილებლად შევიძენ ქინდლს.
თხილამურები მინდა! პატივს ვცემ Atomic,მომწონს Rossignol მაგრამ ძალიან მინდა volki რომლის ფასიც კრეპლენიების გარეშე $300.იმედი მაქვს მომავალი წლის ზამთრის სეზონისთვის როგორმე შევიძენ 2010 წლის ისევდაისევ ყვითელ ფერში გადაწყვეტილ თხილამურს,დანარჩენი წვრილმანები იმ წლის სამომავლო გეგმებში იყოს) თითქმის 2 წელია რაც ხელში კამერა არ მჭერია და ფოტო არ გადამიღია,მას შემდეგ ვცდილობ როგორმე ფოტოაპარატისთვის სამყოფი ფული მოვაგროვო მაგრამ ისევ ხელცარიელი დავდივარ და ისევ ვოცნებობ ჩემ თვალს შეეძლოს კადრების დამახსოვრება რომელიც შესაძლებელია ოდესმე ფოტოზე აღიბეჭდოს.არჩევანი Canon d 50 ან Nikon d90 შორის მერყეობს,მართალია ვიცი რომელს რა მინუსი და პლუსი აქვს მაგრამ ჩემი პროფესიონალი ფოტოგრაფი მეგობრების თქმით ნიკონი ზუსტად საჩემოა და მეც ვგრძნობ რომ არჩევანს ნიკონის სასარგებლოდ გავაკეთებ.ქენონი უკვე მოვსინჯე ახლა ნიკონიც ვნახოთ როგორია:)სულ ეს იყო ჩემი საყიდლების სია,მართალია მსუყე მოთხოვნილებები მაქვს მაგრამ უნდა ვეცადო 2013 წლის საყიდლების სიაში არცერთი ნივთი არ განმეორდეს.
მართალია თოვლის ბაბუის არასოდეს მჯეროდა და არც ეხლა მჯერა მაგრამ იქნებ სადღაც მაინც არსებობს ან მინდა რომ არსებობდეს და ხურჯინით რომელიმე ნანატრი ნივთი მომიცუხცუხოს ან სულაც როგორც დავითვალე 3000$ ჩამირიცხოს რომელიმე ბანკის ანგარიშზე,ჯანდაბას იყოს ქართუ ბანკი:P
თხილამურების გარდა, ყველამ აღმაფრთოვანა. პრინციპში, თხილამურებიც მშვენიერია, უბრალოდ, საჩემო არ არის, მაგრამ საჩემო რატომ უნდა იყოს, შენი სიაა, ასე რომ თხილამურებიც ძალიან კარგია.
მშვიდობაში წინასწარ. იმედია, პოსტ ფაქტუმაც მალე გეტყვი.
LikeLike
მაგ თხილამურებს კიდევ იმდენი რამ უნდა რომ…საერთოდ წინასწარ არ მიყვარს საუბარი მაგრამ ეს უკვე დაგეგმილია და იმედი მაქვს პოსტ ფაქტუმაც მალე მეტყვი)
LikeLike
რას გვიშვება XXI საუკუნე, ანგელოზებიც კი მე, მეს გაიძახიან 😛
P.S. აგსრულებოდეს ყველა სურვილი საყვარელო :*
LikeLike
შენც ასევე საყვარელო:*
აბა რა გეგონა დედამიწაზე რომ მოხვდები როგორღაც ეგოიზმის ფორმაც სხვანაირად ფორმირდება:P
LikeLike
მშვენიერი სურვილები გაქვს
გისურვებ,რომ დროზე ადრეც კი აგსრულებოდეს
❤
LikeLike
მადლობა.დროზე ადრე თუ ამისრულდა ეგრევე შენ გამახსენდები)))
LikeLike
აჰ… ყველაფერი მინდა. აქედან ყველაზე მეტად ქინდლი და ფოტოაპარატი. თხილამურებიც მენდომებოდა, უფრო ხშირად რო ვახერხებდე სრიალს. ერთი შაბათ-კვირა თუ ავედი წელს, მადლობას ვიტყვი და გავჩუმდები : )
LikeLike
ვერც მე ვახერხებ ხშირად სრიალს მაგრამ ჩემი მინდა მქონდეს. მხოლოდ ერთი შაბათ-კვირა?
LikeLike
მიყვარს საკუთარი თავისთვის საჩუქრების ყიდვა, სულ სხვანაირი გრძნობაა. მეც ვცდილობ ბიუჯეტზე ჩამოვყალიბდე, რომელსაც საკუთარი თავისთვის გამოვყოფ საახალწლოდ.
გადასარევი სიაა, იმედი მაქვს თოვლის ბაბუა თუ სანტა კლაუსი დაფაცურდება 🙂
LikeLike
მომავალი წლის სიაა და დაე აქედან ამოირჩიოს საჩუქარი სანტამ თორემ ჯერ სხვა სურვილებს ვერ ვამჩნევ ჩემ თავს))
LikeLike
წარმატებები,.. რამხელა ფასები აქ, გული მიწუხს ხოლმე 😦 რომ ვიცი რამდენი შრომა მიდის სასურველი ნივთების შესაძენად.. ამიტომ გუდ ლაქ ^^
LikeLike
ხო ქეთი,კარგია როცა გჩუქნიან მაგრამ აბა გაიზარდეო,რაღა დროს შენი სანტააო((
LikeLike
მომეწონა სია . . . ერთი თოვლის ბაბუა დავიჭიროთ იქნებ სადემ გაჩუქოს ესენი 🙂
LikeLike
გუშინ მთელი ქალაქი მოუვლია,ჩემთან არ ყოფილა( სადმე იცი რომ გავნასკვოთ?)
LikeLike
იმასაც ექნება თავი “ტოჩკები” 🙂
LikeLike
არაფერს არ ემუქრება. აიფედი სხვა პონტის დივაისია მაინც 🙂
ნუ დიჯიქამზე – მიდი დროზე იყიდე და დავიწყოთ მუშაობა. უკვე მაქვს რაღაც “ნაბროსკები” 🙂
LikeLike
ეჰ აიპადიც მინდა..ამ ფაირზე კიდევ შეზღუდული ანდროიდია და ახალს დაუყენებენ ნეტავ? მუშაობენ სტანდარტულ ანდროიდზე და 1თვე უნდა მოვიცადო,ყველაფერი გაირკვევა.თუ გამოუვიდათ ხომ კარგი თუ არადა დავიწყოთ მუშაობა)
LikeLike
ანდროიდი არის ბალი 10 შაური.
განსხვავებული ინტერფეისი როა – იმიტომაც ვიყიდე.
თორემ დგება სხვა ვერსიებიც.
LikeLike
ყვითელი კომპი ))))))))))))))))))))))))))))))))))))) ლამაზია ალბათ… ოცნებები უნდა ახდეს !!!!! გისურველ ძალას და დაჯინებას სასურველი მიზნის მისაღწევად… თოვლის ბაბუს ნაჩუქარს ისევ შენი მოპოვებული ჯობია რასაკვირველია))) *************8
LikeLike
ხოო,ოცნებები უნდა გქონდეს რომ ახდეს:P დიდი მადლობა გულითადი სურვილისთვის :**
წაიკითხე ეს პოსტი
LikeLike