პირობა პირობაა და მე ვასრულებ დანაპირებს,არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა მაგრამ პოსტში “კრეატიული საახალწლოს ნაძვის ხეები” დავწერე რომ მამაჩემის იდეის დამსახურებით პატარა კრეატიული ნაძვის ხე მექნებოდა რომელსაც აუცილებლად გაჩვენებდით.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენში შობა 7 იანვარს არის და კათოლიკურ შობას არ აღნიშნავენ,ოჯახში წელს პირველად მოვრთეთ ნაძვის ხე 25 დეკემბერს.აქამდე ყოველთვის 30 ში ან 31 ში ვდგამდით ან სულაც გვახსენდებოდა რომ ნაძვის ხე არ გვქონდა და კრეატიულად ვაგვარებდით პრობლემას.წელს წინა წლებისგან განსხვავებით ნაძვის ხის ვარიანტებზე ფიქრი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, საბოლოოდ ერთმა იდეამ გადაწონა ყველა სხვა იდეები.ფოტოზე თქვენ ნაძვის ხის შიდა ნაწილს ხედავთ,რომელიც კედელზეა მიმაგრებული,ეს მწვანე საფეხურებივით აწყობილი ზოლები სინამდვილეში პლასტმასის თხელი ფირფიტისგან გამოჭრილი ნახევარსფეროს ფორმებია.25 ცალი სიგრძის კლებადობის მიხედვით აწყობილი ნახევარსფეროს ფორმა ერთმანეთზე ძაფით არის დამაგრებული და შემდეგ კედელზე მიმაგრებული.მისი მოხსნის შემთხვევაში ის შეგიძლიათ პრუჟინასავით დაკეცოთ და კვლავ ფირფიტად აქციოთ,თუმცა ჩვენ მასსზე ხელოვნური მაგრამ კარგი ხარისხის ნაძვის ფაქტურა მივამაგრეთ წებოს დახმარებით და შედეგად მივიღეთ.ადგილისთვის ეკონომიური,კედელზე დასამაგარებელი სკმაოდ ლამაზი ნაძვის ხე რომელიც ბუნებრივ ნაძვებს არაფრით ჩამოუვარდება.მისი ერთადერთი მინუსი ის არის რომ მასსზე ვერ ჩამოკიდებთ მძიმე სათამაშოებს,რადგან პლასტმასის ნახევარსფეროს ფორმა ვერ გაუძლებს და უხეშად რომ ვთქვათ ჩამოიწელება,რაც ნაძვის ფორმასაც დააუშნოვებს.სწორედ ამიტომ მისი გაფორმება წითელ ფერში გადაწყვეტილი სხვადასხვა სტილის ბანტებით მოხდა და საბოლოოდ ნაძვის შიგნიდან ასე ვთქვათ ტოტებში გამოჩრილი ნათურებით,რომელიც დროდადრო ცვლის განათების რეჟიმს.
პ.ს. არ მეპატიება მაგრამ მაინც უხარისხო ფოტოებისთვის ბოდიშს გიხდით,როგორც იცით ანგელოზს ფოტოაპარატი არ აქვს და თქვენთვის რომ ეჩვენებინა ეს შედევრი ტელეფონით მოუწია გადაღება)
პ.პ.ს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით facebook-ის მომხმარებლებისთვის ახალ ფოტო კონკურსი გამოაცხადა ” ჩემი ნაძვის ხე”,ვფიქრობ გავაგზავნო ჩემი ნაძვის ხის ფოტო იქნებ ლეპტოპი მოვიგო და სწორედ ეს იყოს ჩემი წლის ერთ-ერთი სურვილის ასრულების წინაპირობა,არადა გამარჯვებული Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებაო…
რა ლამაზაია, გავოცდი 🙂
გააგზავნე და ცადე ბედი, შენი რა მიდის 🙂
LikeLike
მიხარია რომ მოგეწონა.
გაგზავნას არაფერი უნდა უბრალოდ ლეპტოპზე უნდა დამწყდეს გული.
LikeLike
რა ლამაზია 🙂 და მართლაც კრეატიული
LikeLike
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა.
LikeLike
თუ გააგზავნი ერთი ორი ლაიქი ჩემგან და ჩემი სამეგობროსგან.. მომეწონა იდეა
LikeLike
რა კარგია)) წინასწარ მადლობა შენ და შენ სამეგობროს და ბლოგოსფეროს იმედი მაქვს არც ისინი დაიზარებენ დახმარებას:P
LikeLike
ეს ჩვენი ანგელოზი ხელმარჯვე ოსტატი ყოფილა 🙂 მოვიხიბლე.
LikeLike
33-ე ხარისხის ოსტატი))
LikeLike
რა ლამაზია 🙂 ახლა ამასაც მოფიქრება არ უნდა? 🙂
LikeLike
უნდა აბა არ უნდა? რომ იცოდე რამდენ ვერსიიდან აირჩა ეს.
LikeLike
ისე, არქიტექტორი და ქვისმთლელი, სადღაც, ერთი და იგივეა… უფრო სწორად, ერთი თემატიკის ტერმინოლოგიაა, 33-ე ხარისხის ოსტატო.
ნაძვის ხე მომეწონა ძალიან და იმასაც ვფიქრობ, რომ თავისთავად ლამაზია და სათამაშოები არც დასჭირდება.
თუ საკონკურსოდ გააგზავნი ორიოდე ლაიქზე მეც ვაგებ პასუხს.
LikeLike
სწორედაც მოლი და ერთი სიტყვით ხუროთმოძღვრებად მოიხსენიებიან.
შენც რომ მოგეწონა უფრო გამიხარდა,ჯერ ხარისხიანი ფოტო გადავუღო და აუცილებლად გავაგზავნი.
LikeLike
ძალიან მომწონს, ძალიან :)))
LikeLike
momewona 🙂
LikeLike
გააგზავნე ! ჩვენ დავალაიქებთ 😉
LikeLike
თეო,როგორ მაგულიანებთ)
LikeLike
აი შენ ))
LikeLike
ლამაზია!
LikeLike
ყოველთვის მიხარია, როცა საქართველოშიც ვხედავ ასეთ ორიგინალურ რამეებს : ))
LikeLike
ველქამ,შენი პირველი კომენტარია ამ წელში და იმედი მაქვს მომავალ წელს მეტი იქნება.
LikeLike
აუუ კონკურსის დეისბუქ ლინკი მომეცი რაა 😦
LikeLike
ჯერ არ გამიგზავნია.
LikeLike
გილოცავ ახალ წელს ჩემ0ო ანგელოზო ❤
LikeLike
მეც გილოცავ ჩემო კარგო,ბედნიერი წელი ყოფილიყოს შენთვის:*
LikeLike
მიყვარს კრეატიულად მოაზროვნე ხალხი 🙂
ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული და ლამაზად შესრულებული ნაძვია!
დაშალეთ უკვე? დაგენანებოდა…
LikeLike
როგორც დავწერე პრუჟინასავით იკეცება ერთ სიბრტყეზე და ასე დაკეცილი შევინახეთ)
LikeLike