საყვარელო ჩემო ანგელოზო
დედამიწა დიდია, იმაზე დიდი ვიდრე წარმოგიდგენია, მზე ძალიან შორიდან ამოდის და ძალიან შორს ჩადის, მის სხივს ვერავინ შეავლებს ხელს რომ ჩემსავით დაიფერფლოს და კვლავ აღსდგეს ფერფლიდან ფენიქსივით, მეც შორს ვარ, შენგან მილიონი კილომეტრის დაშორებით, ერთ მიუვალ მთაზე დავიდე ბინა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გნახე.
არა, არ იფიქრო რომ სიცოცხლეს გავემიჯნე, რომ შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვიამებ და მარტოობა მსურს მხოლოდ იმიტომ რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღარ მახარებს, პირიქით, მზის ყოველ ამოსვლას შენზე ფიქრით ვესალმები და ჩასვლისას შენზე ფიქრით ვემშვიდობები, მგონია რომ მის სხივს თან დაჰყვები რათა როგორც შემპირდი არასოდეს მიმატოვო, შენ ხომ ჩემი ანგელოზი იყავი, ხარ და მუდამ იქნები იმ მარადისობაშიც კი რომელიც მელის ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ.
რა მინდა აქ? ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილიდან გარკვეული დრო გამოვყავი შენზე ფიქრისთვის, მინდა გავიხსენო ცისფერი სიზმარი წლების წინ რომ მედგა თვალწინ და მამშვიდებდა, სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, ძალას მმატებდა და ცხოვრების აზრს მაძლევდა.
ბედისწერა იყო ჩვენი შეხვედრა.
უკვე 2 წელი გასრულდება რაც აქ ვარ, დგება დრო აღთქმის შესრულების, ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე ძლიერი და ისეთი სრულყოფილი როგორადაც შენ მაქციე და დამტოვე, მაგრამ ამდენი ხნის ფიქრის, მონატრებისა და განსჯის შემდეგ ჩემ თავს მაინც მუდმივად ვუსვამდი ერთ შეკითხვას – რატომ მიმატოვა? ზოგჯერ გეთანხმები რომ ეს ასე იყო საჭირო, შენ ხომ მითხარი, უნდა განიცადო დიდი უბედურება რომ მიხვდე რა არის ბედნიერება, რკინა ცეცხლში მანამ უნდა აწრთო სანამ სრულყოფილი არ გახდება, მაგრამ ზოგჯერ სისულელედ მეჩვენებოდა ყოველივე ეს და ბრაზი მახრჩობდა, ნუთუ უნდა დამეკარგე რომ სამყაროს ჩემი ძლიერი და სრულყოფილი სული მიეღო?
გუშინდელივით მახსოვს ამერიკის ერთი ღრუბლიანი დღე და ბრუკლინის ხიდის მოაჯირზე მდგარი მამაკაცი, რომელიც დიდხანს ფიქრობდა შეეძლო თუ არა მდინარე ისტში შთანთქმით მოეპოვებინა სულიერი სიმშვიდე და სხეულს გაყრილი ზეცაში თუ ჯოჯოხეთში ემყოფა, ოღონდ არა აქ, დედამიწაზე მრავალი ბოროტი და დაუნდობელი ადამიანის გვერდით და როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, გამოჩნდა ქალი რომელმაც მხოლოდ ერთი წინადადებით შესძლო მისი ფიქრების უკუქცევა : ” ნუ ჩაიდენ ამას, შენ ჩემზე ძლიერი ხარ და მე ამას დაგიმტკიცებ, იმიტომ რომ მიყვარხარ”.და მან დაუჯერა, იმიტომ რომ სწყუროდა სიცოცხლე, იმიტომ რომ იგი არასოდროს ჰყვარებიათ, უცხოს კი არა ახლობლებსაც კი, ამ უცხო, ულამაზესმა ქალმა კი უბრალოდ მშვიდად აუწყა რომ უნდა ეცოცხლა, რომ მას უყვარდა და შეეძლო მისთვისაც მიეცა სიყვარულის ნაპერწკალი.
და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ლამაზი ზღაპარი…ქალი და მამაკაცი… მეგობრობა და თანადგომა… ქალის თვინიერი, ნებაყოფლობითი მორჩილება და მამკაცის თვითშეფასების ამაღლება რომელსაც მოჰყვა დიდი ვნება და დიდი სიყვარული.
ჩემო ანგელოზო, აბა რა ვიცოდი მე, რომ შენ ჩემი სულის გადასარჩენად თვით განგებას სთხოვე გამოეშვი დედამიწაზე და ხორციელი სხეულით მომევლინე. ჯერ მაწამე, ყველა ტანჯვა და უბედურება ჩემთან ერთად გამოიარე და ყოველი დაცემის დროს ჩამძახოდი : ” შენ ჩემზე ძლიერი ხარ და ეს უნდა შესძლო”, შემდეგ მაბედნიერე და ყოველ წამს მაგრძნობინებდი შენს სიყვარულს და ეს ყოველივე იმიტომ რომ მე, ცხოვრებისგან დაჩაგრულს, გაბოროტებულ ადამიანს კვლავ მეგრძნო ადამიანად ყოფნის ბედნიერება, სიყვარულის შეგრძნება და საკუთარ თავზე გამარჯვება.
აბა რა ვიცოდი მე, რომ შენ საკუთარი თავი შემომწირე და როცა უკვე ბედნიერების მწვერვალზე ზეაღმართული ვლოცავდი იმ დღეს, როდესაც შენ გამოჩნდი ჩემს ბედკრულ ცხოვრების გზაზე, გთხოვდი მოგენიჭებინა ჩემთვის მარადიული ბედნიერება, გაგეხანგრძლივებინა ეს უსაზღვროდ ნეტარი წუთები, წამსვე დამანარცხებდი კვლავ ერთი წინადადებით : “ანგელოზი ვარ და ზეცაში უნდა დავბრუნდე, თუ დავრჩები წავიბილწები მიწიერი ცხოვრებით, გავქრები, ჩემთან ერთად კი გაქრება შენი ძლიერება და ბედნიერებაც, რომელიც ახლა გაქვს”.
შენ, რომელსაც არასოდეს არაფერი გითხოვია, მუდამ ჩემთან იყავი, ჩემთვის ზრუნავდი, სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი, მშვიდად მთხოვდი მარტო დარჩენას, თითქოს შენთვის ადვილი იყო ჩემი მიტოვება, ეს შეძელი და მაჩვენე თუ რამდენად ძლიერი უნდა ვიყო მე !
და აი ახლა, როცა დგება დრო აღთქმის შესრულების, ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ამდენი ხნის ფიქრის, მონატრებისა და განსჯის შემდეგ უკვე აღარ ვბრაზობ რომ დაგკარგე, იმიტომ რომ მივხვდი ახლა როგორც არასდროს, ძლიერი და სრულყოფილი შევძლებ კვლავ გიხილო, შენ ხომ შემპირდი რომ არასოდეს მიმატოვებ და მუდამ იქნები ჩემთან.
მზე ჩადის, მისი სხივი რომელსაც მუდამ თან ახლავს ჩემი ანგელოზი, სახეზე მელამუნება და რწმენას მმატებს რომ შეგხვდები, პირველივე შეხვედრისას თვალებში ჩაგხედავ და გეტყვი: ” საყვარელო ჩემო ანგელოზო, მე ზეცას ვხედავ შენს თვალებში, შენ შეგიძლია მხოლოდ ერთი შეხედვით და სიტყვით მტანჯო ან მაბედნიერო, იმიტომ რომ შენ ხარ ის ქალი ვინც შთამაგონა რომ ადამიანი ვარ და შემიძლია კვლავ მიყვარდეს !”
ვარგა კი არა შესანიშნავია ანგელოზო, ფორმას არ კარგავ : ) პირადად მე ძალიან მომწონს ყოველ შემთხვევაში ❤
LikeLike
მადლობა შეფასებისთვის.
LikeLike
ძალიან ძალიან მომეწონა, კარგია 🙂
LikeLike
მაგარი ფილმიდან არის ეს კადრი.. პოსტიც მომეწონა ^^
LikeLike
სანდრო,ქეთი მიხარია რომ მოგეწონათ.
LikeLike
ANGEL_A ძალიან ძალიან მიყვარს………………
LikeLike
აუუუუ რა ლამაზად გიწერიაააა (მმ)
LikeLike
ნამეტანი გრძელია 🙂
LikeLike
ფოტომ დააგრძელა 😛 ეს ფოტო არ უნდა გამომეყენებინა, ყველას ამ ფილმთან აქვს ასოციაცია :დ
LikeLike
ჰუჰ ფუf? არა ნიჩევოო:):)
LikeLike
იმეილით მაინც არ გცნობდე))
LikeLike
საიდანნნ ?????
LikeLike
საიდან?:):) შენ თუ მიცნობ ესეიგი მეცგიცნობ აბა ვინხარრ ?
LikeLike