‘Ex Caelis Oblatus’
ციური ძღვენი, რომელიც ჩემთვის გვიან, რეალურად კი ძალიან პატარა ასაკში გამოჩნდა, თქვენი გვარის აბრევიატურაა და ოდესღაც თქვენს ბაბუას ქალაქის მთავრობამ კი არა განგებამ არგუნა ბედად, რომ მომავალში თქვენი ცოდნით და შესაძლებლობით ცნობილი გაგეხადათ. მისი ხსენებისას მუდამ მახსენდება ჩემი დაუოკებელი სურვილი მიზნად რომ ქცეულა, ოდესმე უნდა გნახოთ, გესაუბროთ, თქვენს სამუშაო მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებში ვიკირკიტო, უკვე გამოცემული წიგნებისთვის გამოყენებულ მასალებში ჩავძვრე და ვეძებო ის, რაც იქნებ გამოგრჩათ ან განგებ გამოტოვეთ და არ გამოიყენეთ რომანებში.
მწერალი, 27-გზის საპატიო დოქტორი და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული პიროვნება, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, იმ ეპოქის საუკეთესო მკვლევარი-მეცნიერი ხართ, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ჩემში ინტერესს .
და აი სიცოცხლეშივე აღიარებულს და დაფასებულს, მეგობრის იდეით გულმოცემული გწერთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დილის გაზეთებთან ერთად ხელში გადმოგცენ საქართველოს მარკით დამშვენებული კონვერტი რომელსაც ზედ გამომგზავნის სახელი და გვარი ეწერება სათაურით “საყვარელ მწერალს” და დასვენების, სიმშვიდის მსურველმა კონვერტი გვერდზე კი არ გადადოთ, ცნობისმოყვარეობით აღვსილმა გახსნათ და წაიკითხოთ. ფურცელმა რომელზეც დავიწყე წერა და არ დამიჭმუჭნია, კალმით გამოყვანილი სიტყვები არ გადამისწორებია, (მშრალი და განგებ ლამაზად დაწერილი რომ არ გამოვიდეს) შეხებისას შეგაგრძნობინოთ ჩემი ემოციები.სინიორ უმბერტო ეკო
იცით თუ არა, რომ ტურინის უნივერსიტეტში მეც ფილოსოფიის ფაკულტეტს ავირჩევდი, თუმცა შუა საუკუნეების ლიტერატურით, ისტორიით დაინტერესებული, დისერტაციას თქვენსავით თომა აქვინელზე არ დავიცავდი, უფრო ბერნარდ კლერვოელის მოღვაწეობას მივანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ნაშრომსაც, იმიტომ რომ დაუოკებლად მსურს ყველა სიტყვა რომელიც კი ქაღალდზე აღბეჭდილა თქვენს მიერ, ჩემს გონებაშიც აღიბეჭდოს.
ისტორიის, ეზოთერიკის და ოკულტური სამყაროს შეცნობით დაინტერესებულს ბევრ კითხვაზე მსურს პასუხის მიღება წყაროების დამოწმებით და თქვენ ეს შეგიძლიათ, თქვენთვის ხომ ღიაა უძველესი ბიბლიოთეკები, სადაც ვინ იცის რა წიგნს წაწყდომიხართ.
პირველად ჯერ კიდევ ბავშვმა წავიკითხე თქვენი მეორე რომანი “ფუკოს ქანქარა”, ბავშვმა შევიგრძენი სინამდვილისა და გამოგონილის ზღვარზე მყოფი თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი, იაკოპო ბელბოს ფაილების პარალელურად მივყვებოდი თემებს რომლებმაც მომიყვანეს თქვენამდე : შუა საუკუნეების რაინდი-ტამპლიერები, პილიგრიმი ბერები, ცოდნა, გრაალი. ბავშვს, რომელსაც თავის დროზე დაუმალეს, რომ დიუმა და ვერნი ქართული გამოცემებით არ არსებობდა, არ გამჭირვებია თქვენი რუსულ ენაზე გაგება. მრავალი წლის შემდეგ კი როცა გამომცემლობა “დიოგენემ” მოიპოვა თქვენს ნაწარმოებებზე საავტორო უფლება და თითქმის ჩემი ტოლი პირველი რომანი “ვარდის სახელი” გამოსცა, რომლის კითხვისას რომანის უკანასკნელ ფურცლამდე XIV საუკუნის მონასტერში ვცხოვრობდი, მჯეროდა რომ ნაწარმოები მართლა შუასაუკუნეებში დაიწერა, მივხვდი, რომ მთარგმნელს ძალუძს თქვენეულად გადმოსცეს სიუჟეტი და გამომცემლობას მივმართე თხოვნით, ხათუნა ცხადაძეს ათარგმნინოს “ფუკოს ქანქარა”.
სინიორ, ჩემი ბიბლიოთეკა საყვარელი მწერლების რომანებითაა სავსე, მათ გვერდს ქართულად, ჩემს მშობლიურ ენაზე, თქვენთვის, ევროპელი მეცნიერებისთვის უცნობ ანბანზე დაწერილ-გამოცემული თქვენი ყველა რომანი რომ არ ამშვენებდეს, არასოდეს ვაპატიებ ჩვენს გამომცემლებს, რადგან ძლიერ მსურს ჩემმა შვილებმაც ისევე შეგიყვარონ, როგორც მე შეგიყვარე, მათთვის არ მქონდეს სათქმელი რომ ჩემი თანამედროვე ადამიანი სადღაც, აქვე ახლოს, გლობუსსზე რომ ჩექმას ჰგავს და წვერს ბურთის დასარტყამად უმიზნებს იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სუნთქავს, ლაპარაკობს, წერს, მე კი იგი არასოდეს მინახავს და ამიტომ გწერთ წერილს, იქნებ ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლის ან პასუხის მოწერის სურვილი გაგიჩნდეთ.
მე ვიცი, წამიკითხავს დღეში რამდენი ელექტრონული შეტყობინება მოდის თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, ვიცი რომ უამრავ ნაწერს გიგზავნიან შესაფასებლად, ვიცი ყოველდღიური დისკუსიების ოსტატი, როგორ ჯაბნით იტალიის მემარჯვენე ოპონენტებს გონებამახვილური პუბლიკაციებით და უსაზღვრო ცოდნით, ვიცი თუ როგორ აშუქებთ აქტუალურ პრობლემებს, თანამემამულეებს უზიარებთ თქვენს მოსაზრებებს და ამ ყველაფრით დაღლილს როგორ გსურთ ქვეყნად მშვიდობა, რათა მეტი დრო დაგრჩეთ საყვარელი საქმიანობისთვის, თუმცა პოპულარობის ტყვეობაში მოქცეულს უკვე კარგა ხანია აღარ ძალგიძთ მშვიდად მუშაობა. მაინც გწერთ !
”ამ ტყვეობისთვის თავის დაღწევა მხოლოდ სიკვდილის მეშვეობით შეიძლება. მაშინ ირღვევა კლიშეები და რჩება მხოლოდ წიგნები.”
თქვენი სიტყვები ისტორიას დარჩება, ხოლო მრავალი კრიტიკოსის ვარაუდი, რომ მომავალი ლიტერატურა ძირითადად ეკოს გავლენით განვითარდება, სრულდება, მიმდევრები უკვე გამოგიჩნდათ, თუმცა ჩემთვის შეუცვლელი ხართ.
ზოგჯერ, როცა ვუმზერ თქვენს ფოტოებს, მეჩვენება რომ თქვენს თვალებში უსაზღვრო სევდას და ამავდროულად ბავშვურ ცნობიმოსყვარეობადაუოკებელ პატარა ჭინკებს ვხედავ, ისინი მამცნობენ თუ როგორ გიყვართ სიცოცხლე და გსურთ გამოადგეთ იტალიას. საოცრად მესიმპატიურებით ჭაღარა წვერით და ჭკვიანი თვალებით მომზირალი მამაკაცი, რომლის გარეგნობაც ჩემი ბავშვობის წარმოსახვაში საიდუმლო ორგანიზაციების, კერძოდ კი ტამპლიერთა მაგისტრების გარეგნობის იდენტურია. კვლავ ბავშვი რომ ვიყო ვისურვებდი ძილის წინ მომესმინა საინტერესო ისტორიები თქვენგან, ისე, როგორც ბაბუა უკითხავს საყვარელ შვილიშვილს ზღაპარს, თუმცა არც ახლა ვიტყოდი ამაზე უარს, ბაბუას ვერ მოვესწარი, თქვენ კი უკვე მიყვარხართ.
გულწრფელად ვწუხვარ რომ აქამდე ვერ შევძელი მენახეთ, ვერც თქვენს მშობლიურ ენაზე ამეტყველება მოვახერხე ისე, რომ თავისუფლად გესაუბროთ, ისღა დამრჩენია ვიოცნებო რომ ოდესმე განგების ძალით საქართველოს ესტუმრებით ან სადმე ევროპაში ხეტიალისას მოულოდნელად ერთმანეთს შევეფეთებით და მე აუცილებლად გიცნობთ, მაშინ შევძლებ გულში ჩაგეკრათ და ჩუმად, მხოლოდ თქვენი ყურის გასაგონად ჩავიჩურჩულო : “ამიხდა ოცნება სინიორ” და მიუხედავად იმისა რომ თქვენ ვერ გაიგებთ ჩემს სიტყვებს, გული გულს იცნობს და მჯერა, თუკი განგება ერთმანეთს შეგვახვედრებს, კომუნიკაციასაც შეგვაძლებინებს, შემდეგ კი ბევრს, ძალიან ბევრს ვისაუბრებთ საერთო ინტერესებზე, მოგიყვებით თუ რაოდენ ბევრი საინტერესო მასალაა ჩვენს ქვეყანაში ეზოთერიკის, რელიგიის, მისტიკისა და სხვა იმ თემათა შესახებ რაც გაინტერესებთ და ვინ იცის აღმოაჩინოთ თუ რისი ტყავი მოსავს შოთა რუსთაველის მთავარ პერსონაჟს, “პრაღის სასაფლაო” ისტორიას მხოლოდ მეექვსე რომანად დარჩეს, ხოლო მსოფლიოს ახალი მეშვიდე რომანი მოევლინოს რომლის დაწერასაც ასაკის მიუხედავად შესძლებთ, გპირდებით.
ვარდის სახელი ❤ ❤ ❤ ძალიან მიყვარს 🙂
LikeLike
ყოჩაღ ანგელოზო! გამორჩეული წერილია.
LikeLike
დიდი მადლობა შეფასებისთვის, სტიმულია.
LikeLike
იაკოპო მოგწონდა? :დ სამივე კარგია, მაგრამ განსაკუთრებულად კაზაბონი მომწონდა ^^ მესამეს რა ერქვა აღარ მახსოვს, სამი მუშკეტერი, პრინციპში
დღემდე ჩემი გამორჩეული დიალოგია იაკოპოსა და კაზაბონის დიალოგი კრეტინებზე და იმბეცილებზე :დ :დ :დ
მარტო ორი მაქ წაკითხული სამწუხაროდ: ფუკოს ქანქარა და ვარდის სახელით 😦 დანარჩენ სამს იმედია მალე ვშთანთქავ :დ :დ
მარა მოიცა, მეექვსე რომანიც აქვს? :0 მე ხუთი ვიცოდი
LikeLike
ვარდის სახელი
ფუკოს ქანქარა
გუშინდელი დღის კუნძული
ბაუდოლინო – ამბობენ კარგიაო.
დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი – ესაა მეხუთე რომლის დაწერის შემდეგაც განაცხადა აღარ დავწერო, მაგრამ კი დაწერა მეექვსე
პრაღის სასაფლაო და საბოლოოდ განაცხადა მოვრჩი წერას, მეცნიერებას უნდა მივხედოო )
პ.ს. რა დიალოგი გაგახსენდა) ბელბო მაგარია, მესამეს დიოტალევი ჰქვია.
LikeLike
– Итак. Люди делятся на кретинов, имбецилов, дураков и сумасшедших.
– Кто-нибудь остается?
– Я-то уж точно. Хотя и вас обижать не хочется. Если сформулировать точнее, любой человек бывает кретином, имбецилом, дураком и психом. Исходя из этого, нормальный человек совмешает в разумной пропорции все эти компоненты, иначе говоря, идеальные типы”
ეს, ეს.. ამაზე მქონდა საუბარი ^^ ❤
LikeLike
ვიცი, ვიცი)) შეცხადებას ვერ მიმიხვდი.
LikeLike
:დ :დ გამორიცხული არაა ვერ მიგიხვდი. ეხლა ვერაფერზე ვფიქრობ ან თუ ვფიქრობ ზედაპირულად გამომდის :დ :დ
LikeLike
მე მარტო “ვარდის სახელი” მაქვს წაკითხული და მაგრად მომწონს! 😉
LikeLike
მეც
LikeLike
რაჭველი ხარ? 🙂
LikeLike
ებლიტფოს ბრალია, ახლა მთხოვა დაწერეო, თორემ რაღადროს წერილის მიწერაა ეკოსთვის 😛
LikeLike
დიდი იმედი მაქვს, მეშვიდე რომანსაც დაწერს. სხვა ყველაფერთან ერთად, სიმბოლურიც იქნება.
LikeLike
და სიუჟეტი რომ საქართველოში განავითაროს… ოცნებას კაცი არ მოუკლავს 😛
LikeLike
რატომაც არა… ეკოს რომ უყვარს, იმ სიუჟეტებისთვის ფაქტურას ვერ იპოვის თუ იტალიაზე და საფრანგეთზე ნაკლები საიდუმლოებები გვაქვს?
LikeLike
მეც ეგ მივწერე მოლ.
ეჰ, ახალგაზრდა მაინც იყოს, უშბაზე ავიყვანდი, ხვამლს ვანახებდი და მერე კი ვიცი რასაც დაწერდა)) ანანერბეს ექსპედიციაზე ახალ ისტორიას შექმნიდა.
LikeLike
ახალგაზრდა თავადაც ავიდოდა 🙂 საქმე ის არის, ახლა აიყვანო. რითია უშბა ანტარქტიდაზე ნაკლები?
LikeLike
სხვებმა არ ვიცი და მე და შენ უეჭველი უნდა ვთარგმნოთ წერილები და სანამ დროა ვაფრინოთ ადრესატამდე.
LikeLike
ნუ, მე კიდევ დრო მაქვს და შენ თუ დააჩქარებ, კარგი იქნება ;))))))))))))))
LikeLike
რა კარგი იყო ^.^
LikeLike
მადლობა.
LikeLike
გული ამიჩუყდა ❤
ყველაზე კარგი წერილია მე მგონი
მე მარტო ვარდის სახელი მაქვს წაკითხული (კი იცი შენ) და კიდევ ორიოდე პუბლიკაცია ეკოსი, დიდად კი მოვიხიბლე
LikeLike