Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მაისი, 2012

არ ვიცი საიდან მომდგამს ტელევიზორის სიძულვილი თუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მისდამი სრული უინტერესობა მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს ბევრმა, თქვენ წარმოიდგინეთ მათაც კი, ვინც არ მიცნობს იციან. დიახ, არასოდეს ვუყურებ ტელევიზორს, მხოლოდ ვუსმენ, სახლში ყოფნის დროს ჩემი ლეპტოპით ან კითხვით ვირთობ თავს.

ჰოდა ასე მოსმენით, მიყურადებით ვიცი რა ხდება ჩვენს არხებზე, ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის ნიჭიერის წამყვანებს თიკას და ვანიკოს დუეტს, სერიალ  “ჩემი ცოლის დაქალები” , “ღვინის გზა” და ფეხბურთს ვწყალობ. თიკას და ვანიკოს დუეტი ყველა წამყვანის დუეტს მირჩევნია, ეს ორი ადამიანი მართლა საუკეთესოა წამყვანებს შორის, თუმცა ნიჭიერის გადაცემას უხდებიან და ალბათ ამიტომ მომწონს, “ჩემი ცოლის დაქალები” უბრალოდ სისტემატიურად ყურებადი სერიალია ჩემ ოჯახში, “ღვინის გზა” -ის გადამღები ჯგუფი ახლობლები, ფეხბურთი კი ერთადერთი რამ, რასაც თვალსაც შევავლებ კომენტატორის ემოციების მიხედვით.

მე ვიცი, ჩემი მკითხველის უმრავლესობაც არ წყალობს ტელევიზორს, თუმცა არც მთლად ჩემსავით, ისინი ალბათ უკეთ ერკვევიან, გადაცემების რეიტინგში, შინაარსში და ა.შ.. თუმცა ამ ყველაფრის არცოდნის მიუხედავად მე ვიცი ის, რაც მათ არ იციან და მინდა მოვუყვე, თუ რა ხდება ტელევიზიის კულისებში, როგორ იქმნება გადაცემები, სერიალები და რაც მთავარია როგორ ამუშავებენ თანამშრომლებს, იმისათვის რომ შექმნან პროდუქტი. (more…)

Advertisements

Read Full Post »