Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი 18th, 2012

ძილისპირული

მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

რომელი სამყაროს ფაბულა აჯობებს ორი არსების, სულის ჩამოსაყალიბებლად.

აქ, ამ სამყაროში ზოგს სწამს რომ ძინავს და გაღვიძების ჟამს იმ სამყაროში აღმოჩნდება სადაც არ ახსოვს რა ხდება, ზოგს ჩემს მსგავსად რეინკარანციის სჯერა, ზოგსაც პარალელური სამყაროების, თუმცა კითხვა მაინც ერთადერთია და განუმეორებელი: (more…)

Read Full Post »