მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
რომელი სამყაროს ფაბულა აჯობებს ორი არსების, სულის ჩამოსაყალიბებლად.
აქ, ამ სამყაროში ზოგს სწამს რომ ძინავს და გაღვიძების ჟამს იმ სამყაროში აღმოჩნდება სადაც არ ახსოვს რა ხდება, ზოგს ჩემს მსგავსად რეინკარანციის სჯერა, ზოგსაც პარალელური სამყაროების, თუმცა კითხვა მაინც ერთადერთია და განუმეორებელი:
სად აქვს სიცოცხლეს გამართლების შანსი, სულს განვითარების პოტენციალი.
დრო კი რომელიც დედამიწაზე საათის მექანიზმით დააბეს, სწრაფად გარბის, თითქოს გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ამ სამყაროს დროის ათვლით რამოდენიმე წლის წინ ყოფილა და თურმე რა მალე, უმტკივნეულოდ დაუფარია აწმყოს წარსული…
წარსულის დროის აჩრდილები.
ვწევარ, თვალები დახუჭული მაქვს…
ვარიანტი 1. მინდა გავიხსენო წინა ცხოვრებაში რას წარმოვადგენდი, რას ვაკეთებდი, რა კარმული ენერგია მომყვება იქიდან აქამდე, შესაბამისად რა შემიძლია გავაკეთო, მაგრამ გონების დაძაბვა მხოლოდ ფანტაზიაში მძირავს და მანიშნებს რომ არ შემიძლია ამის გახსენება, პრიმიტივი ვარ !
ვარიანტი 2. მინდა გავიხსენო (გავიღვიძო იმ სამყაროში რომელიც ალბათ დავტოვე) ამ სამყაროში მოსვლამდე იქ რას წარმოვადგენ, რას ვაკეთებ, შესაბამისად რა შემიძლია აქ გავაკეთო, მაგრამ უბრალო სიზმარი მაგრძნობინებს რომ კვლავ აქ ვარ, მესიზმრება რომ თბილისში მაისის თავსხმა წვიმაში მეგობართან ერთად ფეხშიშველი მივტყაპუნობ და მეღვიძება.
ბავშვობის ნოსტალგია, იგი ჩემთან იყო და მე გავუშვი.
სამყაროს მარტო ევლინები ვიღაცეების დახმარებით და მარტო კვდები ბუნების ნებით ( შენ გგონია ასე), სინამდვილეში კი შენი ნებით. დავრწმუნდი რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა მთელ გალაქტიკაში რომელსაც არ შეუძლია სულის ბოლომდე გაშიშვლება მეორე ადამიანისთვის იმიტომ რომ…
ეშინია !!!
მე არ მეშინია, ზოგჯერ სიგიჟემდე მინდა ვიყო გამჭირვალე და მგრძნობდნენ, ჩემი ფიქრები ესმოდეთ და დაე ნუ მიპასუხებენ, მთავარია ვიგრძნო რომ არსებობენ. რთულია როცა ხედავ, ეხები, ეურთიერთობები და ხვდები რომ ის უბრალოდ ფიზიკური სხეულია, მასში ცოტაა კოსმიური სიბრძნე რაც მისცემს საშუალებას შემოვიდეს შენში.
ჰო, თუ გინდა გაგიცნონ, ასეთები უნდა მოუშვა შენამდე, მაგრამ… კვლავ აქტუალურია ერთადერთი და განუმეორებელი კითხვა:
სად აქვს სიცოცხლეს გამართლების შანსი, სულს განვითარების პოტენციალი.
და ფიქრობ, იქნებ ახლა მე მძინავს ან სულაც ჩემი სული ჯერ არ არის იმ დონეზე განვითარებული რომ მასთან ყოფნა შევძლო და ან სულაც იქნებ პარალელურ სამყაროში ვაკეთებ იმას, რაც უფრო უკეთესია და ნეტავ რას?
გაორება გემართება და ფიქრების მორევში იძირები.
გენატრება ყველაფერი ის რაც წარსულში იყო, არა იმიტომ რომ იყო, არამედ იმიტომ რომ მაშინ არაფერზე არ ფიქრობდი და უბრალოდ ცხოვრობდი, ბავშვივით სუფთა იყავი, ახლა კი…
თურმე შენც გეშინია !!!
ჰო, მეც მეშინია, რომ თუ ვიქნები გამჭირვალე და მიგრძნობენ, ჩემ ფიქრებს გაიგებენ, გამრიყავენ და სანამ ეს მოხდება მე თავად გავრიყე საკუთარი თავი მათგან !!!
არა, დეპრესიაში არ ვარ, უბრალოდ დროის სწრაფი დინება გულს მწყვეტს. მენანება ყოველი აქ გატარებული წუთი და წამი რომელიც შენიღბულია ჩემსა და სხვების მიერ და ძალიან მინდა დროის მანქანის საშუალებით მოვინახულო საყვარელი ბებიები და ბაბუა რომლებიც ძალიან მენატრებიან, ჩავეხუტო, მათგან ის სითბო ვიგრძნო რომელიც მენატრება, მოვეფერო და ვუთხრა რომ მიუხედავად ამ გადმოსახედიდან აჩემებული ფიქრებისა რომ საკმარისად არ მიყვარდნენ ისინი, მაშინ მე ბავშვს სიგიჟემდე მიყვარდნენ და მეშინია ეს შეგრძნება მომავალში სხვა საყვარელ ადამიანებზეც არ განმიმეორდეს.
ყოველ დღე, ყოველ წამს, მინდა ჩემებს ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს ისინი, მაგრამ რაღაც მაკავებს, ვბრაზობ და ჩემ თავს ვეუბნები:
დრო რომელიც დედამიწაზე საათის მექანიზმით დააბეს, სწრაფად გარბის, თითქოს გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ამ სამყაროს დროის ათვლით რამოდენიმე წლის წინ ყოფილა და თურმე რა მალე, უმტკივნეულოდ დაუფარია აწმყოს წარსული…
შენ კი ვერაფერი მოასწარი !!!
პ.ს. მალე დედამიწაზე არსებობის რამოდენიმე ათეულ წელს შევეგებები, რატომღაც არ მიხარია, მაგრამ არც უკვდავების და მარადიული ახლაგაზრდობის სურვილი მიჩნდება, უბრალოდ განვლილი წლების გადმოსახედიდან მეფიქრება რომ ჩემ ირგვლივ არსებულ რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებაში ვისაც კი ოდნავ მაინც შევეხე, განსაკუთრებული როლი მაქვს შესრულებული, მათგან რამოდენიმეს კი ჩემ ცხოვრებაში არაფერი დაუტოვებია გარდა ხსოვნისა და ამით ვამართლებ ამ სამყაროში ჩემს დაბადებას და არსებობას.
მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.
და შენ როცა ამ ყველაფერს მიხვდები, გული გეტკინება, მაგრამ მე მაინც კარგი გავაკეთე შენთვის რომ ეს გაგეცნობიერებინა და მოასწრებ !!!
ახალს გილოცავ . 🙂
LikeLike
მადლობა )
LikeLike