♥♥faifuris angelozi♥♥: რას შვრები?
roma: რავი თავზე მატყნავენ მთელ ოთახს.
წარმოვიდგინე ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, სადაც ძალიან ცხელა და მიუხედავად იმისა რომ ფანჯრები მაინც ღიაა კომფორტულად მოკალათებული ჩემი მეგობარი ინტერნეტში ვიეტნამის ომზე ქექავს ინფორმაციებს და The Rolling Stones – Gimme shelter უსმენს, ეს სიმღერა ვიეტნამის ომის საუნდთრეკია.
ვინც არ იცის–1968 ან 69 წელს Keith Richards–მა ვიეტნამიდან წერილი მიიღო, 19 წლის Rayan Brigges რომელიც ამერიკელი ქვეითების ერთ–ერთ რაზმში იბრძოდა წერდა: ”ქეით, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისათვის რომ მუდამ ჩვენს გვერდით ხარ, აქ ნამდვილი ჯოჯოხეთია rolling stones კი ნათელი ანგელოზივით გვიცავს. ვიცი რომ ერთ დღეს ტყვია მომწვდება მაგრამ შენს გვერდით სიკვდილის არ მეშინია, მთავარია ვიცი რომ გვერდში თქვენ მყავხართ.” წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს კი Rayan Brigges, 19 წლის ამერიკელ ჯარისკაცს ბრძოლის ველზე ტყვია დაეწია.
დიახ, იმ დროს ვიეტნამის ამერიკული რადიო rolling stones, jimi hendrixs და სხვა მსგავსი ჯგუფების სიმღერებს უშვებდა. ის სიმღერები რომლებიც ამ რადიოს ჰიტები იყვნენ, გახდნენ ვიეტნამის ომის საუნდთრეკები..
ეხლა წარმოიდგინეთ როგორ უხდება ამ სიტუაციას ეს სიმღერა. მას გვერდით ელექტრო გიტარა უდევს, რომელზეც ხანდახან სიმღერიდან და ფოტოებიდან მიღებული ემოციები გადააქვს, მელოდიას აწყობს.
დაბალ მაგიდაზე ნახევრად დაცლილი jack denniels და Bordeau დევს, ის ალბათ ორივეს ნება ნება სვამს ან იქნებ სულაც ვერ აურჩევია რომლით დაიწყოს? არ ვიცი, ალბათ მანაც არ იცის. (რატომ არ ვკითხე) აქვე გდია სიგარეტის ცარიელი კოლოფი მაგრამ, იმდენად არის გაჟღენთილი რომ ერთი კვირა აღარ დასჭირდება მოწევა.
ღია ფანჯრიდან კი ჩანს ქალაქი, რომელიც ჩემში არასოდეს არ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან. პარიზი.. მაგრამ არა ისეთი როგორიც თქვენ წარმოიდგინეთ. არც ლუვრი, არც ეიფელის კოშკი, არც მონმარტრი არ ჩანს. ჩანს ტიპური პარიზი თავისი ვიწრო ქუჩებით, პატარა სკვერებით და მიმდებარე ბარით Brasserie chez Arthur ინგლისურად Arthur’s Pub, რომელსაც ჩემი მეგობარი Moe–ს ბარს ეძახის, სიმპსონების მოე)
მუსიკა იცვლება ოთახში The Doors – People are strange ისმის, ძალიან უხდება ჩემი მეგობრის სიტუაციას.
ზის ჩუმად, თავისთვის, არ იმჩნევს და შურს თავისი გასიებული მეგობრის, რომელსაც ისე სძინავს რომ ხვრინავს და არ ესმის არაფერი. ზევით კიდევ გეგონება ვიღაცა სახტუნავით დახტუნავსო, რომ არა ვერტიკალური ხტუნვის ჰორიზონტალურში გადასვლა, ალბათ მართლა ასე ვიფიქრებდით.
არადა ამ სახლების კედლები თხელია, ყველაფერი ისმის, მათი ლოგინის ქვეშ და ზუსტად ჩემი მეგობრის თავზე უკვე ბზარი გაჩნდა.. ჩემ მეგობარს დავაბრალებდი მაგრამ როგორც ვიცი ჯერ იმ დონეზე არ დაუმუღამებია კამასუტრა რომ ჭერი დააზიანოს..
Next SOng – Doors – light my fire ყველაფერი მორჩა, ორგაზმი იყო. ყრიან ეხლა გულაღმა და ჭერს შესცქერიან. რა ბედნიერებაა რომ მათ თავზე სხვებს უბრალოდ სძინავთ. ბიჭი სიგარეტს უკიდებს..
უცნაურია, სხვანაირია ეს ქვეყანა სადაც ყოველი მეორე ვნებით ცხოვრობს და არ ერიდება მეზობელს.
[…] პარიზული ვნება&… […]
LikeLike
რომ ვკითხულობდი, გამახსენდა ერთი ძველი ფილმი, 80-იანი წლების ბოლოს გადაიღეს, ამერიკელი მწერალი სახლდება პარიზში და პარიზელ შეყვარებულთან ერთად ლიტერატურულ შემოქმედებაში და ეროტიკულ ვნებებში ერთნაირად იწვის… საკმაოდ რომატიკული ტექსტია, მომეწონა 🙂
LikeLike
კარგი ფილმი იქნება ) აი, ასეთი პარიზი მიყვარს მე, თავისებური და სხვანაირი სუნით. მადლობა კახა.
LikeLike