ერთ კაცს ვიცნობდი ბავშვობაში. ძალიან საყვარელი იყო, პუტკუნა. დიდი სათვალეები ეკეთა, მუდამ ფანჯრის რაფასთან იჯდა და თავჩაღუნული რაღაცას ჩაკირკიტებდა გულმოდგინედ. მეც ავუვლიდი, ჩავუვლიდი ხოლმე, ფეხის წვერებზე ავიწეოდი, რომ დამენახა რას საქმიანობდა. ჩაეღიმებოდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა, მოხვედი შე ეშმაკუნაო? მეტყოდა და გააგრძელებდა საქმეს. მერე მამამ მითხრა, ადამიანებს დადუმებულ საათებს უკეთებს, რომ არ დაიგვიანონ სკოლაში ან სამსახურშიო და ძია ტიკ-ტაკი შევარქვი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ტიკ-ტაკი, და არც დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” მქონდა წაკითხული.
90-იანი წლების ერთ თოვლიან ზამთარში, ფანტელებს რომ ხელის გულზე და ენაზე ვიდნობდი, ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი ატიკტიკებული საათების დანახვას რომ ვლამობდი, ძია ტიკ-ტაკმა ხელის გულზე პატარა, ორი ცალი თეთრი აბი დამიდო და მითხრა, გასინჯე, ენაზე ფანტელივით დნება, მოგეწონებაო.
კაცობრიობა ხომ დღემდე ეძებს საკუთარი თავის გაბედნიერების წამალს, მეცნიერებამ უცნობი ფარმაკოლოგიური გზით ფერადი აბიც ხომ მიიღო, მაგრამ ამაზე გემრიელი, გამაგრილებელი ეფექტის მქონე, ბედნიერების ჰორმონების გამომყოფი რამ, დიდხანს რომ მიგყვება, მხიარულ განწყობაზე გაყენებს, თვალებში პატარა ნაპერწკლებს გინთებს, ენის წვერზე ნაზად გადნება, თავის კვალს ტოვებს, სიყვარულის პირველ ცოდვასავით ტკბილი რომ არის, ჯერ მაინც არავის გამოუგონია. მომეწონა.
მას შემდეგ, ეს პატარა თეთრი აბი ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა. როცა სხვები საღეჭ რეზინს ღეჭავენ და კბილებს იფუჭებენ, მე მისით ვიგერმიელებ პირს. ევროპაში ცხოვრებისას ორმაგს fruit adventure, arctic rush ვყიდულობდი. კოლოფში სხვადასხვა ფერის აბებია. თამაშიც კი მოვიფიქრე, თითო ფერზე თითო სურვილს ჩავიფიქრებდი, თვალდახუჭული ავირჩევდი ერთს და მჯეროდა, რომ არჩეული ფერის შესაბამისად ამიხდებოდა სურვილი. სურვილიცაა და სურვილიც, ამ აბების ორმაგი დოზა საქართველოში არ იყიდება და უმეტესად, ისევ ბავშვობის თეთრ აბებს ვიღებ, (freshmint) რომელიც ძია ტიკ-ტაკთან ასოცირდება, მუდამ მას მახსენებს.
და ყურშიც მუდამ ჩამესმის ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ… დრო მიდის, ტიკ-ტაკი კი რჩება.
თხრობა დავამთავრე, ახლახან დაცარიელებულ კოლოფს დავხედე და მეგობარს ვუთხარი, მარკეტში შევიაროთ, ტიკ-ტაკი უნდა ვიყიდო.
mec dzalian mikvars TicTac-i 🙂
LikeLiked by 1 person
…და შეიცავს მხოლოდ ორ კალორიას :))
სულ პირველი რეკლამა მახსოვს 😀
LikeLike
მე რომელი რეკლამა დამამახსოვრდა იცი? ქალაქში ხალხი რომ მოცელილივით ვარდება ძირს. ძალიან მომეწონა.
LikeLike
👍👍 tiktaki da posti !!!
LikeLiked by 1 person
👍👍 tiktaki da postic!!!
LikeLike
საკონკურსო პოსტია, ანგელოზო? რაც გინდა იყოს, მადლობა, 7 თვიანი შესვენების შემდე ბლოგზე რომ დაგაბრუნა 🙂
LikeLike
ნოსტალგიამ დამაბრუნა) მადლობა შენ, რომ ისევ მკითხულობ.
LikeLike
დამთხვევაა თუ როგორაა არ ვიცი, ბოლო დროს მეც სულ ტიკ-ტაკს ვყიდულობ 🙂 კევს გადავეჩვიე (საღეჭ რეზინს)
LikeLike
wtf
me sxva rames velodi :DDD me egona is kaci gagabruebda da gixmarda 😀
LikeLike
ძია ტიკ-ტაკი ზოოფილი იყო. ყოველ შემთხვევაში ასეა წიგნის მიხედვით.
ანგელოფილია კიდევ სხვა პერივერსიაა.
LikeLiked by 1 person
ის სახეებიანი ტიკტაკი არაა გაყიდვაში? მასეთი მინდა მე >_<
LikeLike
კარგი კი იქნებოდა მსგავს სიფათებიანი ტიკ-ტაკი :დდ
LikeLike
ისეთი აღწერა აქვს, მომანდომე ანგელოზო ტიკტაკი.
LikeLike
საღეჭ რეზინს ჯობია 🙂
LikeLike
წავედი და ტიკ-ტაკი ვიყიდე )
LikeLike
ჩვენიანი ხარ ე.ი. 😛
LikeLike
მმმმმ ^_^ პიჟამოებში ვზივარ და ტიკ-ტაკი ისე მაგრად მომანდომე, რომ მზად ვარ ჩავიცვა და მაღაზიაში გავიქცე
LikeLike
გამარჯობა. პირველად შემთხვევით წავაწყდი შენს პოსტს და ვინჩის საიდუმლო სერობაზე , და სურვილი გამიჩნდა ვორდპრესზე დარეგუსტრირების , შენი საინტერესო ჩანაწერები ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს , მადლობა რომ არსებობ .
LikeLiked by 1 person
გამარჯობა 🙂 მიხარია ასეთი შეფასება. მადლობა რომ მკითხულობ. კიდევ შემოიარე.
LikeLike