Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘faifuris angelozi’ Category

4.5 მილიარდი წელია დედამიწა არსებობს და ბრუნავსო, ამბობენ. ერთადერთი ადგილიაო, რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული და ეს ცოცხალი არსებააო- ადამიანი !!!

თითქოს არ მჯერა ამ ზღაპრის. მრავალი წლებია გონიერ არსებას გვასულელებენ საიდანღაც, რომ სამყაროში ერთადერთები და ყოვლისშემძლეები, პრიმატების სახეობიდან ვართ განვითარებულები. და მაინც, იქნებ მართლა ასეა ?

აბა, ახლა რომ ვზივარ კალმით ხელში, სანთლის შუქზე და ვფიქრობ როგორ მოგწერო, როგორ გთხოვო, რომ მოგანდომო ჩემამდე მოსვლა, ეს რა არის, თუ არა პრიმიტივიზმი, ან კარგი, მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი პლანეტის 7 მილიარდი გონიერი არსებიდან უმრავლესობა რომ გელოდება, ნორმალურია? ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, როგორ შეგიძლია ყველას აგვისრულო სურვილი? (more…)

Read Full Post »

ერთ კაცს ვიცნობდი ბავშვობაში. ძალიან საყვარელი იყო, პუტკუნა. დიდი სათვალეები ეკეთა, მუდამ ფანჯრის რაფასთან იჯდა და თავჩაღუნული რაღაცას ჩაკირკიტებდა გულმოდგინედ. მეც ავუვლიდი, ჩავუვლიდი ხოლმე, ფეხის წვერებზე ავიწეოდი, რომ დამენახა რას საქმიანობდა. ჩაეღიმებოდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა, მოხვედი შე ეშმაკუნაო? მეტყოდა და გააგრძელებდა საქმეს. მერე მამამ მითხრა, ადამიანებს დადუმებულ საათებს უკეთებს, რომ არ დაიგვიანონ სკოლაში ან სამსახურშიო და ძია ტიკ-ტაკი შევარქვი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ტიკ-ტაკი, და არც დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” მქონდა წაკითხული.

90-იანი წლების ერთ თოვლიან ზამთარში, ფანტელებს რომ ხელის გულზე და ენაზე ვიდნობდი, ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი ატიკტიკებული საათების დანახვას რომ ვლამობდი, ძია ტიკ-ტაკმა ხელის გულზე პატარა, ორი ცალი თეთრი აბი დამიდო და მითხრა, გასინჯე, ენაზე ფანტელივით დნება, მოგეწონებაო. (more…)

Read Full Post »

♥♥faifuris angelozi♥♥: რას შვრები?

roma: რავი თავზე მატყნავენ მთელ ოთახს.

წარმოვიდგინე ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, სადაც ძალიან ცხელა და მიუხედავად იმისა რომ ფანჯრები მაინც ღიაა კომფორტულად მოკალათებული ჩემი მეგობარი ინტერნეტში ვიეტნამის ომზე ქექავს ინფორმაციებს და The Rolling Stones – Gimme shelter უსმენს, ეს სიმღერა ვიეტნამის ომის საუნდთრეკია. (more…)

Read Full Post »

“ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად.
ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და მათ არ მოისურვეს ანგელოზების სასტუმრო ოთახში დატოვება. ამის ნაცვლად ისინი ცივ სარდაფში ჩაიყვანეს დასაძინებლად. როცა საწოლს უმზადებდნენ, უფროსმა ანგელოზმა კედელში ღრიჭო შენიშნა და შეაკეთა. უმცროსმა ანგელოზმა ეს დაინახა და მოისურვა გაეგო, რატომ მოიქცა უფროსი ანგელოზი ასე. უფროსმა უპასუხა:

– საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან. (more…)

Read Full Post »

neverlisten1-600x360 (more…)

Read Full Post »

ბავშვობაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევები ადამიანებს მთელი სიცხადით ამახსოვრდებათ, გულში რჩებათ და წლები ჭირდება მომხდარს სხვა თვალით შეხედონ. ზუსტად ასე განიცადა ჩემში ერთდროს გულში ჩარჩენილმა და ჩაკლულმა ბოღმამ ტრანსფორმაცია და დღეს, მიუხედავად იმისა რომ აღარ მძულს, მაინც ვიცი და ყოველთვის მეცოდინება რომ იგი ფარისეველი, მოძალადე დამპყრობელია. (more…)

Read Full Post »

-სულელო, შენი კარებთან დატოვებული ბარათი მამამ ნახა და წაიკითხა.

-მერე რა გითხრა?

-ტალანტი ყოფილაო.

-ნახე რა მოგიტანე! ესეც აჩვენე და იტყვის კარგი გემოვნება ჰქონიაო.

ბიჭმა თითებით გოგოს ხელი მოძებნა და ძალიან ლამაზი ნიჟარა დაუტოვა ხელის გულზე.

-ზღვამ გამორიყა, მოგწონს?

-ძალიან.

-გინდა ზღვა გაჩუქო? (more…)

Read Full Post »

ძილისპირული

მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

რომელი სამყაროს ფაბულა აჯობებს ორი არსების, სულის ჩამოსაყალიბებლად.

აქ, ამ სამყაროში ზოგს სწამს რომ ძინავს და გაღვიძების ჟამს იმ სამყაროში აღმოჩნდება სადაც არ ახსოვს რა ხდება, ზოგს ჩემს მსგავსად რეინკარანციის სჯერა, ზოგსაც პარალელური სამყაროების, თუმცა კითხვა მაინც ერთადერთია და განუმეორებელი: (more…)

Read Full Post »

ბოდვა.

-წამო რა წავიდეთ იქ სადღაც შორს, რაც უფრო შორს წავალთ მით უფრო გავთავისუფლდებით საზოგადოებრივი დოგმებისგან და მეტად თავისუფლები ვიქნებით, არ გვინდა ეს თანამედროვე ცივილიზაცია, ულტრამოდური ტექნიკა და რაღაც საოცარი მანქანებით შექმნილი ინტერნეტ სივრცე რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაკავშირებს ნებისმიერ ადამიანთან და გგონია რომ ვირტუალური სამყაროთი შეგიძლია იცხოვრო, იმეგობრო, გიყვარდეს და ა.შ..

წამოდი რა, წავიდეთ იქ, სადაც არ არსებობს არანაირი კანონები და ორივენი უბრალოდ თავისუფლად ვიცხოვრებთ, ზედმეტი ფიქრებისა და (more…)

Read Full Post »

არ ვიცი საიდან მომდგამს ტელევიზორის სიძულვილი თუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მისდამი სრული უინტერესობა მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს ბევრმა, თქვენ წარმოიდგინეთ მათაც კი, ვინც არ მიცნობს იციან. დიახ, არასოდეს ვუყურებ ტელევიზორს, მხოლოდ ვუსმენ, სახლში ყოფნის დროს ჩემი ლეპტოპით ან კითხვით ვირთობ თავს.

ჰოდა ასე მოსმენით, მიყურადებით ვიცი რა ხდება ჩვენს არხებზე, ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის ნიჭიერის წამყვანებს თიკას და ვანიკოს დუეტს, სერიალ  “ჩემი ცოლის დაქალები” , “ღვინის გზა” და ფეხბურთს ვწყალობ. თიკას და ვანიკოს დუეტი ყველა წამყვანის დუეტს მირჩევნია, ეს ორი ადამიანი მართლა საუკეთესოა წამყვანებს შორის, თუმცა ნიჭიერის გადაცემას უხდებიან და ალბათ ამიტომ მომწონს, “ჩემი ცოლის დაქალები” უბრალოდ სისტემატიურად ყურებადი სერიალია ჩემ ოჯახში, “ღვინის გზა” -ის გადამღები ჯგუფი ახლობლები, ფეხბურთი კი ერთადერთი რამ, რასაც თვალსაც შევავლებ კომენტატორის ემოციების მიხედვით.

მე ვიცი, ჩემი მკითხველის უმრავლესობაც არ წყალობს ტელევიზორს, თუმცა არც მთლად ჩემსავით, ისინი ალბათ უკეთ ერკვევიან, გადაცემების რეიტინგში, შინაარსში და ა.შ.. თუმცა ამ ყველაფრის არცოდნის მიუხედავად მე ვიცი ის, რაც მათ არ იციან და მინდა მოვუყვე, თუ რა ხდება ტელევიზიის კულისებში, როგორ იქმნება გადაცემები, სერიალები და რაც მთავარია როგორ ამუშავებენ თანამშრომლებს, იმისათვის რომ შექმნან პროდუქტი. (more…)

Read Full Post »

Older Posts »