Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Famous Angels’ Category

“ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა ღამის გასათევად.
ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და მათ არ მოისურვეს ანგელოზების სასტუმრო ოთახში დატოვება. ამის ნაცვლად ისინი ცივ სარდაფში ჩაიყვანეს დასაძინებლად. როცა საწოლს უმზადებდნენ, უფროსმა ანგელოზმა კედელში ღრიჭო შენიშნა და შეაკეთა. უმცროსმა ანგელოზმა ეს დაინახა და მოისურვა გაეგო, რატომ მოიქცა უფროსი ანგელოზი ასე. უფროსმა უპასუხა:

– საგნები ისეთები არ არიან, როგორებადაც გვეჩვენებიან. (more…)

Read Full Post »

ყველამ დაწერა და მეც მომინდა შემედგინა წიგნების ათეული რომელსაც ამ ახალ წლებზე ჩავუჯდები და დიდი სიამოვნებით შევყვები გმირებს თავიანთ სამყაროში,რადგან წიგნს როცა ვკითხულობ ვწყდები გარესამყაროს და გონებით ვირგებ აღწერილ გარემოს,არა იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩავწვდე გმირს,არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კითხვის დროს გონებაში თვალით ფოტოც კი დამიდგამს და შემდეგ გადამიღია) არ ვიცი ახალი წლის დღეებში რამდენად მოვახერხებ ამ წიგნების წაკითხვას მაგრამ მარაგი აუცილებლად მჭირდება და შესაბამისად აი სიაც: (more…)

Read Full Post »

ადამიანი რომელიც სამეფო ტახტზე 15 წლის ასაკში მამის ნებართვით ავიდა,თუმცა არცერთ ჟამთააღმწერელს არ აქვს ნახსენები ნამდვილი მიზეზი გიორგი მეორის გადადგომისა.

ადამიანი რომელმაც უამრავი ბრძოლა გადაიხადა,ერთ ხელში ხმლით,მეორეში სახარებით ებრძოდა მტერს და მიუხედავად მისი მეფური მოვალეობებისა,რომლებიც ცოდვად აწვა არა მარტო მას არამედ სხვა ბაგრატიონ მონარქებსაც,დაწერა “გალობანი სინანულისანი”.

მეფე-მხედართმთავარი ამავე დროს დიდი მეცნიერი,დიდი სწავლული,პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი,რომელმაც დაარსა უდიდესი სულიერი ცენტრი– გელათი,სადაც ასწავლიდა ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი რომელმაც ჩვენს სარწმუნოებას მოარგო პლატონის მოძღვრება.

ადამიანი რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ,ფილოსოფიურ,მეცნიერულ მოღვაწეობასთან.

ორნაცოლარი,პოლიტიკურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ,არავინ იცის რა მოხდა სასახლეში რის გამოც პირველი დედოფალი,რომლის არც ვინაობა ვიცით დაზუსტებით და არც სახელი, იერუსალიმში მონაზონად აღიკვეცა…

ადამიანი რომლის დედის სახელიც არ  შემოუნახავს ისტორიას,ყველასდაგასაოცრად გიორგი მეფის მეუღლის ვინაობა იდუმალებითაა მოცული.

სომხების განმათავისუფლებელი თუ დამპყრობელი.

საეკლესიო რეფორმების თავიდათავი და ამასთან ერთად ტოტალიტარული სახელმწიფოს შემქმნელი.

ადამიანი რომელმაც მთელი თავისი პირადი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას შეალია და მაინც,დღემდე ერში იხსენიებენ როგორც ტირანს და მეფეს რომელსაც უბრალოდ დაემთხვა იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები,რათა ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა.

ადამიანი რომელმაც ერწუხი,დმანისი,დიდგორი და კიდევ სხვა მრავალი ომი გადაიხადა არა იმიტომ რომ საზღვარგარეთის ბანკებში მილიარდები დაგროვებინა,ორგიები ემართა შინ და გარეთ ან კრუიზებში ევლო საყვარლებთან ერთად,არამედ იმიტომ რომ საქართველო სტკიოდა და მისი მიზანი ქვეყნის გამთლიანება-გაძლიერება იყო,რასაც თავისი მეფობის 36 წლის მანძილზე მიაღწია კიდეც.

ადამიანი რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა საკუთარი გონებითა და მახვილით. (more…)

Read Full Post »

“წადი,დედა,შენს ქალთან წადი,

გაათამამე,დაარიგე მის მორცხვი გული,

ყურნი სასმენლად მოუმზადე საქმროს სიტყვების…

…გააცან იგი ცოლ-ქმართ კავშირის სიხარულსა ტკბილს და უსიტყვოს,

და როდესაც კი ეს მარჯვენა დასჯის იმ ურჩსა,

იმ წუწკ, ტვინთხელა ბუკინგემსა,მყის დავბრუნდები

დამშვენებული გამარჯვების გვირგვინებითა

და შენს ასულსა წარვუძღვები გმირის საწოლში…”

ამ სიტყვებს საკმაოდ უარყოფითი პერსონაჟი ამბობდა,თანაც საზარელი ხმით,მე კი მაინც მიყვარდა მისი შემსრულებელი,ვგიჟდებოდი მის მიმიკებზე,ხმაზე და საერთოდაც იგი ყოველთვის ამ როლით მახსენდება და მიყვარს (more…)

Read Full Post »

მისი წარმომავლობა,ბიოგრაფიული მონაცემები ცნობილი არ არის,მხოლოდ ვერსიებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ იგი 1872–77 წლებში ყარსში(თურქეთი) ან ალექსანდროპოლში(სომხეთი) დაიბადა, თუმცა ბოლოდროს რუსულ პრესაში აგორებული სკანდალური ვერსიით იგი ქართველია კერძოდ გურჯაანიდან.ამ ვერსიას ისიც განამტკიცებს რომ მისი ამერიკელი მოსწავლეების თქმით იგი საუკეთესოდ საუბრობდა ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე,ხოლო ძალიან ცუდად რუსულ და ფრანგულ ენებზე.

დამტკიცებულია რომ იგი თბილისის სემინარიაში სტალინთან ერთად სწავლობდა.არავინ იცის მეგობრობდნენ ისინი თუ არა მაგრამ სწორედ ამ ადამიანის რჩევით სტალინმა საკუთარ  დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე გამოაკლო,რითაც შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და შეუძლებელი გახადა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება. (more…)

Read Full Post »

ძალიან მომეწონა  ZurriuSS–ის პოსტი ქალწული მეფე.ეს ქალი რომელიც ძალიან ბევრს წარმოუდგენია ფრიგიდიულ, მახინჯ,გაბოროტებულ ქალად მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიყვარს.როცა წავიკითხე ცვაიგის მარიამ სტიუარტი და ვნახე რობერტ სტურუას სპექტაკლი.

ამბობენ,რომ არა მარიამ სტიუარტი,ელიზაბეთის დიდება სათუო იქნებოდაო. მაგრამ ასეა თუ ისეა ფაქტი ერთია,ამ ორი ქალის ბედი განგებამ ერთამენეთზე გადააჯაჭვა. ტიუდორთა უკანასკნელი მმართველი ინგლისისა ისეთივე უბედური იყო როგორც სტიუარტების უკანასკნელი ქალი მმართველი შოტლანდიისა მარიამ სტიუარტი.

1542 წლის 9 დეკემბერს ფოკლენდის ციხეში მაცნემ შოტლანდიის მომაკვდავ მეფე იაკობ v–ს მემკვიდრის, ქალიშვილის შეძენა ახარა. მეფის გამოფიტულ სულს კი არც სიხარული და არც იმედის განცდა აღარ შეეძლო,იმ დროს იგი ალბათ ბედს წყევლიდა,რომ ვაჟიშვილი მემკვიდრე არ შეეძინა.5 დღის განმავლობაში ებრძოლა სიკვდილს და 14 დეკმებერს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.სიკვდილის წინ კი იწინასწარმეტყველა:  “ქალმა მოგვიტანა გვირგვინი და ქალი დაგვაკარგინებს”. (more…)

Read Full Post »