Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Art’ Category

‘Ex Caelis Oblatus’

ციური ძღვენი, რომელიც ჩემთვის გვიან, რეალურად კი ძალიან პატარა ასაკში გამოჩნდა, თქვენი გვარის აბრევიატურაა და  ოდესღაც თქვენს ბაბუას ქალაქის მთავრობამ კი არა განგებამ არგუნა ბედად, რომ მომავალში თქვენი ცოდნით და შესაძლებლობით ცნობილი გაგეხადათ. მისი ხსენებისას მუდამ მახსენდება ჩემი დაუოკებელი სურვილი მიზნად რომ ქცეულა, ოდესმე უნდა გნახოთ, გესაუბროთ, თქვენს სამუშაო მაგიდაზე მიმოყრილ ფურცლებში ვიკირკიტო, უკვე გამოცემული წიგნებისთვის გამოყენებულ მასალებში ჩავძვრე და ვეძებო ის, რაც იქნებ გამოგრჩათ ან განგებ გამოტოვეთ და არ გამოიყენეთ რომანებში.

მწერალი, 27-გზის საპატიო დოქტორი და იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული პიროვნება, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, იმ ეპოქის საუკეთესო მკვლევარი-მეცნიერი ხართ, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს ჩემში ინტერესს . (more…)

Read Full Post »

პირობა პირობაა და მე ვასრულებ დანაპირებს,არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა მაგრამ პოსტში  “კრეატიული საახალწლოს ნაძვის ხეები” დავწერე რომ მამაჩემის იდეის  დამსახურებით პატარა კრეატიული ნაძვის ხე მექნებოდა რომელსაც აუცილებლად გაჩვენებდით.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენში შობა 7 იანვარს არის და კათოლიკურ შობას არ აღნიშნავენ,ოჯახში წელს პირველად მოვრთეთ ნაძვის ხე 25 დეკემბერს.აქამდე ყოველთვის 30 ში ან 31 ში ვდგამდით ან სულაც გვახსენდებოდა რომ ნაძვის ხე არ გვქონდა და კრეატიულად ვაგვარებდით პრობლემას.წელს წინა წლებისგან განსხვავებით ნაძვის ხის ვარიანტებზე ფიქრი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო, საბოლოოდ ერთმა იდეამ გადაწონა ყველა სხვა იდეები. (more…)

Read Full Post »

ყველამ დაწერა და მეც მომინდა შემედგინა წიგნების ათეული რომელსაც ამ ახალ წლებზე ჩავუჯდები და დიდი სიამოვნებით შევყვები გმირებს თავიანთ სამყაროში,რადგან წიგნს როცა ვკითხულობ ვწყდები გარესამყაროს და გონებით ვირგებ აღწერილ გარემოს,არა იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩავწვდე გმირს,არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კითხვის დროს გონებაში თვალით ფოტოც კი დამიდგამს და შემდეგ გადამიღია) არ ვიცი ახალი წლის დღეებში რამდენად მოვახერხებ ამ წიგნების წაკითხვას მაგრამ მარაგი აუცილებლად მჭირდება და შესაბამისად აი სიაც: (more…)

Read Full Post »

ცოტახნისწინ მეგობრები ვსაუბრობდით საქართველოში და კერძოდ თბილისში თუ როგორ ნელ-ნელა მყარდება ევროპულ-ამერიკული უიქენდების გატარების კულტურა,ადრინდელთან შედარებით უმრავლესობისთვის პარასკევი ხომ მთელი დაძაბული სამუშაო კვირის განტვირთვის დღეა. ჰოდა მაგალითებისთვის სხვა ევროპულ-ამერიკულ ტრადიციებზე საუბარი რომ აღარ გავაგრძელო ერთიც კმარა:წელს საშობაო ციებ-ცხელება სხვა წლებთან შედარებით ადრე იწყება, მიუხედავად დედაქალაქის მერის მიერ შემოთავაზებულ სასაცილო ფასდაკლებისა,დარწმუნებული ვარ 9 დეკემბერი საკმაოდ ნაყოფიერ სავაჭრო დღედ ჩაითვლება წლევანდელ კალენდარში.

მე უკვე ვფიქრობ როგორი გარემო მინდა მქონდეს საახალწლოდ,ვცდილობ ხრუშოვკის ბინაში დიდი ფართის არ ქონის გამო,უზარმაზარი ნაძვისხის,ბუხრის და სხვა მსგავსი ატრიბუტების გარეშეც შევიქმნა განწყობა.მნიშვნელობა არ აქვს სად შევხვდები ახალ წელს პრაღაში,ავსტრიის ალპებში,პარიზში თუ ლორდ ვეიდერის მიერ ნარჩევ კარპატიებში ან სულაც გუდაურში,სადაც სრიალით მაინც ვიჯერებ გულს, სახლში ხომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი გემოვნებით მოწყობილი გარემო ათმაგად გამიხალისებს განწყობას. (more…)

Read Full Post »

ჩემმა თაობამ ბებია-ბაბუის მონათხრობიდან და სკოლის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოდან იცის თუ რაოდენ მასშტაბური და მძიმე იყო მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობისთვის. ომი რომელიც 1937 წელს იაპონიის ჩინეთზე თავდასხმით დაიწყო და 1945 წლის 8 მაისს გერმანიაში ვერმახტის და 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა. (more…)

Read Full Post »

სათაური და ფოტო გეცნობათ არა? მიუხედავად იმისა რომ ფილმი 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა,მე ის თავიდან ბოლომდე წელს,10 წლის შემდეგ ვნახე,ისიც იმიტომ რომ ფილმზე ერთი კონკრეტული აზრი არავის გააჩნია.თითქოს რეჟისორის Charles Leavitt-ის ჩანაფიქრია-ფინალი მაყურებელის არჩევანზე მიმინდვიაო  და პრინციპში  სწორედ ამიტომ არ ღირს დავა და კამათი მაგრამ… (more…)

Read Full Post »

მეზღაპრედ ცნობილი რეჟისორი,რომელიც მისი თქმით ესპანეთისთვის ძალიან ცუდ, მაგრამ კინოსთვის ძალიან კარგ ეპოქაში დაიბადა და რომელმაც მოღვაწეობა ფრანკოს რეჟიმის შემდგომ თავისუფალ, დემოკრატიულ ესპანეთში დაიწყო და სულ მალე ესპანური კინოს სინონიმად მოგვევლინა, თურმე შაკიკით ყოფილა დაავადებული.

“თავის ტკივილი,წლებია მაწუხებს,ეს ჩემი ოჯახიდან მოდის,მამის მხრიდან გენეტიკური საჩუქარია…”

(more…)

Read Full Post »

Older Posts »