Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘History.Versions.Legends.’ Category

ბავშვობაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევები ადამიანებს მთელი სიცხადით ამახსოვრდებათ, გულში რჩებათ და წლები ჭირდება მომხდარს სხვა თვალით შეხედონ. ზუსტად ასე განიცადა ჩემში ერთდროს გულში ჩარჩენილმა და ჩაკლულმა ბოღმამ ტრანსფორმაცია და დღეს, მიუხედავად იმისა რომ აღარ მძულს, მაინც ვიცი და ყოველთვის მეცოდინება რომ იგი ფარისეველი, მოძალადე დამპყრობელია. (more…)

Read Full Post »

რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:

“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”

რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს. (more…)

Read Full Post »

ადამიანი რომელიც სამეფო ტახტზე 15 წლის ასაკში მამის ნებართვით ავიდა,თუმცა არცერთ ჟამთააღმწერელს არ აქვს ნახსენები ნამდვილი მიზეზი გიორგი მეორის გადადგომისა.

ადამიანი რომელმაც უამრავი ბრძოლა გადაიხადა,ერთ ხელში ხმლით,მეორეში სახარებით ებრძოდა მტერს და მიუხედავად მისი მეფური მოვალეობებისა,რომლებიც ცოდვად აწვა არა მარტო მას არამედ სხვა ბაგრატიონ მონარქებსაც,დაწერა “გალობანი სინანულისანი”.

მეფე-მხედართმთავარი ამავე დროს დიდი მეცნიერი,დიდი სწავლული,პოეტი და სულიერი კულტურის შემქმნელი,რომელმაც დაარსა უდიდესი სულიერი ცენტრი– გელათი,სადაც ასწავლიდა ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი რომელმაც ჩვენს სარწმუნოებას მოარგო პლატონის მოძღვრება.

ადამიანი რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას ათავსებდა უდიდეს რელიგიურ,ფილოსოფიურ,მეცნიერულ მოღვაწეობასთან.

ორნაცოლარი,პოლიტიკურ მდგომარეობას რომ თავი დავანებოთ,არავინ იცის რა მოხდა სასახლეში რის გამოც პირველი დედოფალი,რომლის არც ვინაობა ვიცით დაზუსტებით და არც სახელი, იერუსალიმში მონაზონად აღიკვეცა…

ადამიანი რომლის დედის სახელიც არ  შემოუნახავს ისტორიას,ყველასდაგასაოცრად გიორგი მეფის მეუღლის ვინაობა იდუმალებითაა მოცული.

სომხების განმათავისუფლებელი თუ დამპყრობელი.

საეკლესიო რეფორმების თავიდათავი და ამასთან ერთად ტოტალიტარული სახელმწიფოს შემქმნელი.

ადამიანი რომელმაც მთელი თავისი პირადი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას შეალია და მაინც,დღემდე ერში იხსენიებენ როგორც ტირანს და მეფეს რომელსაც უბრალოდ დაემთხვა იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენები,რათა ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა.

ადამიანი რომელმაც ერწუხი,დმანისი,დიდგორი და კიდევ სხვა მრავალი ომი გადაიხადა არა იმიტომ რომ საზღვარგარეთის ბანკებში მილიარდები დაგროვებინა,ორგიები ემართა შინ და გარეთ ან კრუიზებში ევლო საყვარლებთან ერთად,არამედ იმიტომ რომ საქართველო სტკიოდა და მისი მიზანი ქვეყნის გამთლიანება-გაძლიერება იყო,რასაც თავისი მეფობის 36 წლის მანძილზე მიაღწია კიდეც.

ადამიანი რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა საკუთარი გონებითა და მახვილით. (more…)

Read Full Post »

ქალი ღმერთმა იმისთვის შექმნა რომ მამრს შთამომავლობა მისცეს,შვილი აღზარდოს და თუ საჭიროა იმ ერთადერთ შვილსაც ბრძოლაში წინ წარუძღვესო–ოდითგანვე ასე ვიცოდით ქართველი ქალის მისია. (more…)

Read Full Post »

გადმოცემით ქართველი ხალხი ოდითგანვე წელიწადის 365 დღეს წმინდა გიორგის ახსენებდა და თაყვანს სცემდა,შესაბამისად ამბობენ რომ საქართველოში 365 წმინდა გიორგის ეკლესიაა აგებული,თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლით დარწმუნებული ვარ რომ უფრო მეტი იქნება) დღევანდელობაში კი ქართველები და მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას 23 ნოემბერს და 6 მაისს აღვნიშნავთ,რომელიც წმინდა ნინოს მიერ იქნა დაარსებული. (more…)

Read Full Post »

როგორც წინა პოსტში დავწერე ტამპლიერები სავარაუდოდ მართლაც ფლობდნენ რაიმე “განსაკუთრებულს” და საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღმოსავლურ ქრისტიანობასთან,რასაც ასევე ამყარებს მათი ქართველებთან კავშირი.

იმით დავიწყებ რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ეპოქაში მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ცნობილ ქვეყნებში–ძველ ეგვიპტეში,შუამდინარეთში,ბაბილონში და ა.შ..არსებობდა სამხედრო–სარწმუნოებრივი ორდენი რომელსაც იცნობდნენ როგორც ფუსტელთა ორდენს.ფუსტებს სამხედრო-სარწმუნეობრივ ფუქნციასთან ერთად,საკულტო ობიექტების და მათი ქონების დაცვა და გადარჩენაც ევალებოდათ მტრის ხელყოფისაგან. (more…)

Read Full Post »

ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ორდენი მსოფლიოში, რომლის შექმნისა და არსებობის ისტორია ბურუსით არის მოცული.ამ ორდენზე ბევრს წერენ და საუბრობენ,უამრავი ვერსიებიდან ერთ–ერთი ვერსიით  ისინი მასონების წინამორბედები იყვნენ..

ოფიციალური ვერსიით კი ვიცით რომ: ორდენის დამფუძნებელი და პირველი დიდი მაგისტრი ფრანგი რაინდი ჰუგო დე პეინი იყო,რომელმაც ორდენი იერუსალიმში მომლოცველების მუსულმანთა შემოტევებისგან დასაცავად ჩამოაყალიბა. ორდენის წესდების მიხედვით წევრები აუცილებლად უცოლშვილო და რაინდული წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ,წევრობამდე უნდა დაედოთ უპოვრობისა და მორჩილების აღთქმა,დაეცვათ ბერმონაზვნური წესი და სამხედრო საქმეებისგან თავისუფალი დრო სნეულთა და ღარიბთა მოვლაში გაეტარებინათ,რასაც ნათლად გამოხატავს მათი სიმბოლო ერთ ცხენზე ამხედრებული ორი მხედარი(რაინდი და ბერი). (more…)

Read Full Post »

Older Posts »