Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Projects’ Category

რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:

“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”

რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს. (more…)

Read Full Post »

არ ვიცი იცით თუ არა რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,(მიუხედავად იმისა რომ ევროპარლამენტმა მსოფლიო ბანკი მკაცრად გააკრიტიკა დიდი კაშხალების მხარდაჭერისთვის და მოუწოდა,მხარი დაეჭირა ალტერნატიულ,მცირე მასშტაბის ენერგოპროექტებისთვის) თურმე საქართველო “ევროპაში უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ენერგოექსპორტიორი ქვეყანა”, რათა ქვეყანაში გაიზარდოს დიდი მოცულობის ინვესტიციების შემოსვლა, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. სწორედ ამ მოსაზრების გამო შემუშავდა “ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის” პროექტი, რომელიც თავის მხრივ 80-იან წლებში შემუშავებული პროექტის ანალოგს წარმოადგენს და სამი ჰესისგან შედგება: ტვიშის ჰიდროელექტროსადგური 100 მეგავატიანი სიმძლავრით,ნამახვანის(250) და ჟონეთის(100) რომლებმაც უნდა მოიცვან საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი,რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. (more…)

Read Full Post »

პატარა აღარ ვარ თოვლის ბაბუას ნანატრი საჩუქრების სია ჩამოვუწერო,პრინციპში არც პატარაობისას არ მჯეროდა სანტას არსებობის,ვიცოდი რომ მის მაგივრად მშობლები ირჯებოდნენ, უბრალოდ 5 წლამდე ვერ გამოვიჭირე ფაქტზე.დრო გავიდა,ახლა ჩემ სურვილებზე მე ვზრუნავ და ვფიქრობ ნანატრი ნივთისთვის სახსრები საიდან მოვიძიო. (more…)

Read Full Post »

ყველამ დაწერა და მეც მომინდა შემედგინა წიგნების ათეული რომელსაც ამ ახალ წლებზე ჩავუჯდები და დიდი სიამოვნებით შევყვები გმირებს თავიანთ სამყაროში,რადგან წიგნს როცა ვკითხულობ ვწყდები გარესამყაროს და გონებით ვირგებ აღწერილ გარემოს,არა იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩავწვდე გმირს,არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კითხვის დროს გონებაში თვალით ფოტოც კი დამიდგამს და შემდეგ გადამიღია) არ ვიცი ახალი წლის დღეებში რამდენად მოვახერხებ ამ წიგნების წაკითხვას მაგრამ მარაგი აუცილებლად მჭირდება და შესაბამისად აი სიაც: (more…)

Read Full Post »

ჩემი პირველი სერიოზული წიგნი დეტექტივი იყო,ართურ კონან დოილმა დეტექტივების სიყვარულით დამაავადა,ჰოლმსი კი ჩემი საყვარელი გმირი გახდა,მერე იყო მეგრე,მის მარპლი,პუარო და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა შეშფოთებული მშობლების მიერ ხელში შემოჩეჩებული ასტრიდ ლინდგრენის გმირები. დიახ,დიახ,ამ ყველასთვის უსაყვარლეს და უკეთილშობილეს ქალის გმირებს ჩემი გამჭრიახი დეტექტივების შემდეგ ვეზიარე და თავიდან ფეხებამდე გადავეშვი მათ ისტორიებში.

დღეს ისინი ჩემი ბავშვობის განუყოფელი ნაწილები არიან.მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ჩამოყალიბებაში,ბავშვებმა რომლებიც უბრალო ბავშვები არ არიან,ისეთი ღირებულებები დამანახეს რისი დანახვაც დიდებს უჭირთ,რადგან გაიზარდნენ და ბავშვობას შეგნებულად გამოემშვიდობნენ.მე კი მწერალივით სიცოცხლის ბოლომდე ვეცდები ბავშვად დავრჩე და დარწმუნებული ვარ ლინდგრენის ერთგული მკითხველიც. (more…)

Read Full Post »

პოსტში “მე ვხედავ მზეს” მოუთმენლად ველოდი დაპირებულ ნიუ-იორკის მსგავსს ცენტრალური დასასვენებელი პარკის მზიურის პარკთან მორგებას,მაგრამ ბოლოდროს გაჟღერებულმა ინფორმაციამ მზიურის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დაუკმაყოფილების გრძნობა გამიჩინა. მიუხედავად იმისა რომ ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დღემდე ჩამოუყალიბებელია,მაინც მოურიდებლად გვჩრიან ახალ-ახალ პროექტებს და ერთ-ერთი მორიგი პროექტი სწორედ ეს მზიურის განვითარების რეკონსტრუქციაა,რომლის განხორციელებითაც ქალაქს სრულყოფილად განვითარებული,უსაფრთხო დასასვენებელი ზონა ექნება ცენტრში.

პროექტს რომელიც 2012 წელს დასრულდება კომპანია “კენსინგტონ ჯორჯია” ახორციელებს, შესაბამისად ინვესტირებასაც 10 მილიონი დოლარის რაოდენობით კომპანიის ბრიტანელი პარტნიორები ახორციელებენ.ეს ყველაფერი ძალიან კარგი,მიხარია რომ წლების განმავლობაში მიტოვებული ბავშვთა ქალაქი  იერს შეიცვლის,ასე ვთქვათ “თვალებში გამოიხედავს” (more…)

Read Full Post »

მას შემდეგ რაც გადავწყვიტე არქიტექტორის პროფესია ინტერიერის დიზაინის განხრით გამომეყენებინა,ინტერნეტის მეშვეობით ვეძებ თბილისში არსებულ დიზაინ-სტუდიებს,რომლებიც სრულიად ახალი სიტყვით მიიქცევდნენ ჩემს ყურადღებას და მათქმევინებდნენ: რა მაგარია, განსხვავებულ დიზაინს სთავაზობენ მომხარებელს,არ აკლიათ კრეატივი და არ არიან პლაგიატორები. (more…)

Read Full Post »

Older Posts »