Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Other’ Category

ერთ კაცს ვიცნობდი ბავშვობაში. ძალიან საყვარელი იყო, პუტკუნა. დიდი სათვალეები ეკეთა, მუდამ ფანჯრის რაფასთან იჯდა და თავჩაღუნული რაღაცას ჩაკირკიტებდა გულმოდგინედ. მეც ავუვლიდი, ჩავუვლიდი ხოლმე, ფეხის წვერებზე ავიწეოდი, რომ დამენახა რას საქმიანობდა. ჩაეღიმებოდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა, მოხვედი შე ეშმაკუნაო? მეტყოდა და გააგრძელებდა საქმეს. მერე მამამ მითხრა, ადამიანებს დადუმებულ საათებს უკეთებს, რომ არ დაიგვიანონ სკოლაში ან სამსახურშიო და ძია ტიკ-ტაკი შევარქვი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ტიკ-ტაკი, და არც დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” მქონდა წაკითხული.

90-იანი წლების ერთ თოვლიან ზამთარში, ფანტელებს რომ ხელის გულზე და ენაზე ვიდნობდი, ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი ატიკტიკებული საათების დანახვას რომ ვლამობდი, ძია ტიკ-ტაკმა ხელის გულზე პატარა, ორი ცალი თეთრი აბი დამიდო და მითხრა, გასინჯე, ენაზე ფანტელივით დნება, მოგეწონებაო. (more…)

Read Full Post »

ბავშვობაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევები ადამიანებს მთელი სიცხადით ამახსოვრდებათ, გულში რჩებათ და წლები ჭირდება მომხდარს სხვა თვალით შეხედონ. ზუსტად ასე განიცადა ჩემში ერთდროს გულში ჩარჩენილმა და ჩაკლულმა ბოღმამ ტრანსფორმაცია და დღეს, მიუხედავად იმისა რომ აღარ მძულს, მაინც ვიცი და ყოველთვის მეცოდინება რომ იგი ფარისეველი, მოძალადე დამპყრობელია. (more…)

Read Full Post »

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,

ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,

ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოს,

ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.

თუ ფეხი შედგი–გადი ბოლომდე,

თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,

და თუ გძულს უნდა გძულდეს ბოლომდე,

ჭეშმარიტება იწამე ერთი:

შუა ხიდზე დგომა ღალატია ,

კაცის და ღმერთის!

ბიბლიის თანახმად სამყაროს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე უმზერდა ღმერთი ადამიანს, სანამ ქრისტე არ ეცვა ჯვარს და არ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვა, აღსრულდა აღთქმა და კრეტსაბმელი გაიპო, ღმერთმა ადამიანს აუწყა რომ ამიერიდან მონანიებაა ის ხიდი რომელიც დააკავშირებს მასთან.

მონანიება ხომ ადამიანის არჩევანია? შენ ირჩევ შენს ცხოვრებას და რწმენას, არჩევანის გარეშე რა ხარ, ფიზიკური სხეული რომელიც უბრალოდ არსებობს და თავისი არსებობით კვალს არ ტოვებს სამყაროში, თავისი ინდივიდუალობით არ ამახსოვრებს ირგვლივმყოფებს თავს, შესაბამისად არ განიცდის სამყაროს არსებობას და ინდეფერენტულია გარემოს მიმართ ხომ? (more…)

Read Full Post »

ბინის კედლებზე გემოვნებით განლაგებული ნახატებით დაინტერესებული პოლიციელი:

თქვენ მხატვარი ხართ? ოჯახის უფროსი: არა მხატვარი არ ვარ,არქიტექტორი ვარ. მუშაობთ? არა,მე არა სხვები მუშაობენ. კარგი,მაშინ მხატვრად ჩაგწერთ.

დღეს ოჯახი ამიღწერეს… დარწმუნებული ვარ წასვლამდე შეეპარათ ეჭვი რომ არჩევნებზე ამ მთავრობას ოჯახის უფროსი ხმას არ მისცემს.მე კი ამ სიტუაციაზე ირონიულად მეღიმება და ათას რამეზე ვფიქრობ,ზოგჯერ ისეთი კითხვებიც მიჩნდება,სხვა რომ მიამიტურად ჩათვლიდა,თუმცა ერთი შეხედვით მხოლოდ. (more…)

Read Full Post »