Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

სამხედრო ჩექმა

ბავშვობაში მომხდარი განსაკუთრებული შემთხვევები ადამიანებს მთელი სიცხადით ამახსოვრდებათ, გულში რჩებათ და წლები ჭირდება მომხდარს სხვა თვალით შეხედონ. ზუსტად ასე განიცადა ჩემში ერთდროს გულში ჩარჩენილმა და ჩაკლულმა ბოღმამ ტრანსფორმაცია და დღეს, მიუხედავად იმისა რომ აღარ მძულს, მაინც ვიცი და ყოველთვის მეცოდინება რომ იგი ფარისეველი, მოძალადე დამპყრობელია. Continue Reading »

Advertisements

ტალანტი

-სულელო, შენი კარებთან დატოვებული ბარათი მამამ ნახა და წაიკითხა.

-მერე რა გითხრა?

-ტალანტი ყოფილაო.

-ნახე რა მოგიტანე! ესეც აჩვენე და იტყვის კარგი გემოვნება ჰქონიაო.

ბიჭმა თითებით გოგოს ხელი მოძებნა და ძალიან ლამაზი ნიჟარა დაუტოვა ხელის გულზე.

-ზღვამ გამორიყა, მოგწონს?

-ძალიან.

-გინდა ზღვა გაჩუქო? Continue Reading »

ძილისპირული

მე და შენ ერთმანეთს ავცდით აქ, უფროსწორედ მე დაგასწარი იმის მიხვედრა რომ ამ სამყაროში ჩვენი ერთად ყოფნა შენთვის ჯერ ნაადრევი იყო, პარალელურ სამყაროში კი ისევ ერთად ვართ, შვილიც გვყავს, ბედნიერები ვართ. იმის პარალელურ სამყაროში კი საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ოდესმე შევხვდებით და წინასწარ თვით უმაღლესმა გონმაც კი არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.

რომელი სამყაროს ფაბულა აჯობებს ორი არსების, სულის ჩამოსაყალიბებლად.

აქ, ამ სამყაროში ზოგს სწამს რომ ძინავს და გაღვიძების ჟამს იმ სამყაროში აღმოჩნდება სადაც არ ახსოვს რა ხდება, ზოგს ჩემს მსგავსად რეინკარანციის სჯერა, ზოგსაც პარალელური სამყაროების, თუმცა კითხვა მაინც ერთადერთია და განუმეორებელი: Continue Reading »

აირჩიე !

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,

ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,

ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოს,

ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.

თუ ფეხი შედგი–გადი ბოლომდე,

თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,

და თუ გძულს უნდა გძულდეს ბოლომდე,

ჭეშმარიტება იწამე ერთი:

შუა ხიდზე დგომა ღალატია ,

კაცის და ღმერთის!

ბიბლიის თანახმად სამყაროს ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე უმზერდა ღმერთი ადამიანს, სანამ ქრისტე არ ეცვა ჯვარს და არ გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვა, აღსრულდა აღთქმა და კრეტსაბმელი გაიპო, ღმერთმა ადამიანს აუწყა რომ ამიერიდან მონანიებაა ის ხიდი რომელიც დააკავშირებს მასთან.

მონანიება ხომ ადამიანის არჩევანია? შენ ირჩევ შენს ცხოვრებას და რწმენას, არჩევანის გარეშე რა ხარ, ფიზიკური სხეული რომელიც უბრალოდ არსებობს და თავისი არსებობით კვალს არ ტოვებს სამყაროში, თავისი ინდივიდუალობით არ ამახსოვრებს ირგვლივმყოფებს თავს, შესაბამისად არ განიცდის სამყაროს არსებობას და ინდეფერენტულია გარემოს მიმართ ხომ? Continue Reading »

ბოდვა.

-წამო რა წავიდეთ იქ სადღაც შორს, რაც უფრო შორს წავალთ მით უფრო გავთავისუფლდებით საზოგადოებრივი დოგმებისგან და მეტად თავისუფლები ვიქნებით, არ გვინდა ეს თანამედროვე ცივილიზაცია, ულტრამოდური ტექნიკა და რაღაც საოცარი მანქანებით შექმნილი ინტერნეტ სივრცე რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაკავშირებს ნებისმიერ ადამიანთან და გგონია რომ ვირტუალური სამყაროთი შეგიძლია იცხოვრო, იმეგობრო, გიყვარდეს და ა.შ..

წამოდი რა, წავიდეთ იქ, სადაც არ არსებობს არანაირი კანონები და ორივენი უბრალოდ თავისუფლად ვიცხოვრებთ, ზედმეტი ფიქრებისა და Continue Reading »

 

ძმა, ტკბილი შხამი და პარიზი

 

მალე კვლავ შეიყრებიან ძმები, ქართველნი, აფხაზნი,

განიმრავლებენ სიყვარულს, სათქმელი დარჩათ ათასნი …

 

პარიზზე რა უნდა დავწერო ისეთი, რაც არ დაწერილა, რაც არ თქმულა … ყველას თავისებურად უყვარს პარიზი.

პარიზზე რომ რამე დაწერო, პარიზს უნდა ეკუთვნოდე სულით და გულით, ან პარიზი უნდა გეკუთვნოდეს, გულში უნდა ფართხალებდეს და არ გასვენებდეს. სწორედ ასეთია პარიზი, არ გასვენებს, უცნაური ხიბლი აქვს. რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო პარიზში, ყოველი გათენებული დილა მაინც ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით აღგავსებს და მიგახვედრებს, რომ , “არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვითა ღვთის”, რომ ცხოვრება შეიძლება გაატარო სილამაზის შემყურემ, ფაკირის დუდუკის ხმაზე გაშეშებული კობრასავით. Continue Reading »

არ ვიცი საიდან მომდგამს ტელევიზორის სიძულვილი თუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ მისდამი სრული უინტერესობა მაგრამ ფაქტი სახეზეა და ეს ბევრმა, თქვენ წარმოიდგინეთ მათაც კი, ვინც არ მიცნობს იციან. დიახ, არასოდეს ვუყურებ ტელევიზორს, მხოლოდ ვუსმენ, სახლში ყოფნის დროს ჩემი ლეპტოპით ან კითხვით ვირთობ თავს.

ჰოდა ასე მოსმენით, მიყურადებით ვიცი რა ხდება ჩვენს არხებზე, ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის ნიჭიერის წამყვანებს თიკას და ვანიკოს დუეტს, სერიალ  “ჩემი ცოლის დაქალები” , “ღვინის გზა” და ფეხბურთს ვწყალობ. თიკას და ვანიკოს დუეტი ყველა წამყვანის დუეტს მირჩევნია, ეს ორი ადამიანი მართლა საუკეთესოა წამყვანებს შორის, თუმცა ნიჭიერის გადაცემას უხდებიან და ალბათ ამიტომ მომწონს, “ჩემი ცოლის დაქალები” უბრალოდ სისტემატიურად ყურებადი სერიალია ჩემ ოჯახში, “ღვინის გზა” -ის გადამღები ჯგუფი ახლობლები, ფეხბურთი კი ერთადერთი რამ, რასაც თვალსაც შევავლებ კომენტატორის ემოციების მიხედვით.

მე ვიცი, ჩემი მკითხველის უმრავლესობაც არ წყალობს ტელევიზორს, თუმცა არც მთლად ჩემსავით, ისინი ალბათ უკეთ ერკვევიან, გადაცემების რეიტინგში, შინაარსში და ა.შ.. თუმცა ამ ყველაფრის არცოდნის მიუხედავად მე ვიცი ის, რაც მათ არ იციან და მინდა მოვუყვე, თუ რა ხდება ტელევიზიის კულისებში, როგორ იქმნება გადაცემები, სერიალები და რაც მთავარია როგორ ამუშავებენ თანამშრომლებს, იმისათვის რომ შექმნან პროდუქტი. Continue Reading »