Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბაღი’

ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში,როდესაც ადამინი პითეკანთროპი იყო და არა ’ადამიანი’ ,ის უკვე ხვდებოდა,რომ უამინდობისას რაიმეს უნდა შეეფარებინა თავი და ამიტომ გამოქვაბულებში სახლდებოდა. მაშინ მას გონებამ უკარნახა  ”კარების’ შემცვლელი მოეფიქრებინა –ეს კი  უკვე კომფორტზე ზრუნვაა!რაც უფრო ვითარდებოდა ადამიანი, მით უფრო მეტად უჩნდებოდა მას სურვილი ქონოდა საკუთარი კერა–სადაც თავის ოჯახს აცხოვრებდა.ასე ნელ-ნელა ’გაჩნდა’ მცნება ”სახლი”.აგერ უკვე ათასწლეულები გავიდა და შეიცვალა ყველაფერი, თუმცა სურვილი, რომ ადამინს თავისი,კომფორტულად მოწყობუილი ’ბუნაგი’ ქონდეს–ისევ აქტუალურია და სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია!
კაცობრიობის განვითარების ისტორიის მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ისე, მიმოხილვა იყო,რომელმაც მიგვიყვანა მცნება ”სახლამდე”.ხოდა ,მოდით, ’გადავახტეთ’ ათასწლეულებს და ვნახოთ დღეს რა სიტუაციაა.

დღევანდელი ტექნოლოგიების ფლობა კაცობრიობას წარმოუდგენელი კომფორტის შექმნის საშუალებას აძლევს.მრავალფეროვანია სამშენებლო მასალებიც და ასევე არქიტექტურაც.და რა თქმა უნდა თუკი ფინანსებიც ხელს გიწყობს,მართლაცდა ’ოცნების სახლი’ რეალობადაც იქცევა!

ხოდა მანამდე კი ჩემს ჯერ-ჯერობით საოცნებო სახლის აღწერას შევუდგები! (more…)

Advertisements

Read Full Post »

დილით მზის სხივი მაღვიძებს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ცალ თვალს ვჭუტავ. მზესთან თამაში რამდენიმე წუთში მბეზრდება, მხარს ვიცვლი და რბილ ბალიშში ვრგავ თავს…

ძილისა და სიფხიზლის გამყოფ ზღვართან საკმაოდ დიდხანს შევჩერდები, სწორედ აქ მოვასწრებ ოცნების მსგავს ფიქრს (სხვა დროს იშვიათად ვოცნებობს, რატომღაც…). მერე პირაღმა დავწვები, მშვიდ მუსიკას ჩავრთავ, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობ და ვარსკვლავებით მოჭედილ ჭერს მივაშტერდები.

ბოლოს ზოზინით წამოვდგები, გავიხედავ გარეთ, ბაღში და რაღაცნაირად, შინაგანად გამათბობს ყვავილები. ფანჯარას გამოვაღებ და იმ ყვავილის სურნელი შემოვა, ახლა მხოლოდ ბათუმში რომაა და ძალიან მიყვარს. (more…)

Read Full Post »