Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბისეტი’

ერთ კაცს ვიცნობდი ბავშვობაში. ძალიან საყვარელი იყო, პუტკუნა. დიდი სათვალეები ეკეთა, მუდამ ფანჯრის რაფასთან იჯდა და თავჩაღუნული რაღაცას ჩაკირკიტებდა გულმოდგინედ. მეც ავუვლიდი, ჩავუვლიდი ხოლმე, ფეხის წვერებზე ავიწეოდი, რომ დამენახა რას საქმიანობდა. ჩაეღიმებოდა, სათვალის ზემოდან გამომხედავდა, მოხვედი შე ეშმაკუნაო? მეტყოდა და გააგრძელებდა საქმეს. მერე მამამ მითხრა, ადამიანებს დადუმებულ საათებს უკეთებს, რომ არ დაიგვიანონ სკოლაში ან სამსახურშიო და ძია ტიკ-ტაკი შევარქვი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო ტიკ-ტაკი, და არც დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” მქონდა წაკითხული.

90-იანი წლების ერთ თოვლიან ზამთარში, ფანტელებს რომ ხელის გულზე და ენაზე ვიდნობდი, ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი ატიკტიკებული საათების დანახვას რომ ვლამობდი, ძია ტიკ-ტაკმა ხელის გულზე პატარა, ორი ცალი თეთრი აბი დამიდო და მითხრა, გასინჯე, ენაზე ფანტელივით დნება, მოგეწონებაო. (more…)

Advertisements

Read Full Post »