Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გესტ-პოსტი’

საკუთარი სივრცე

სახლები ყველაზე ინტიმური რამ არის. ადამიანები შეიძლება ნანახი არ გყავდეს, მაგრამ მათი სახლის მიხედვით ზედმიწევნით წარმოიდგინო როგორები არიან ისინი. რა უყვართ, რა სძაგთ, რით ერთობიან, როგორ ცხოვრობენ, რაზე ფიქრობენ და რაზე ოცნებობენ. არ შეიძლება იფიქრო იმაზე რომ სახლი მხოლოდ ღამის გასათევი ან წვიმის და სიცივისგან თავ შესაფარებელი ადგილია. სახლი ცალკე სამყაროა, შენი სამყარო, სადაც მხოლოდ იმათ უშვებ (დაუპატიჟებელი სტუმრებიც კი არსებობენ, მაგრამ ძირითადად..) ვინც გიყვარს, ვისაც უფლებას აძლევ რომ შენ სულში ცოტათი მაინც ჩაიხედოს, ვისაც შენ სივრცესთან ერთად ცოტაოდენ ემოციასაც უზიარებ.

მე მინდა სახლი რომ იქიდან არსად გავიქცე

შეიძლება ახალგაზრდული სენია, შეიძლება არც არის სენი, მაგრამ მე ხშირად მინდა სადმე გავიქცე. არა, სახლიდან კი არა, ალბათ უფრო სახლში. ჩემ სახლში, რომელიც მე ავაშენე. ყველა დეტალი ჩემია და ჩემზე რაღაცას ყვება, ყველა კედელთან ერთხელ მაინც მისაუბრია, ყველა აგურმა იცის როდის რას ვგრძნობ, როდის რა მტკივა და რა მახარებს. ჩემ სახლში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩემ სახლში მე და ჩემი სამყარო ვართ, ის სამყარო, რომელსაც მე ვქმნი და რომელშიც არ არის ადგილი გარესამყაროს უარყოფითი თვისებებისთვის.  (more…)

Advertisements

Read Full Post »

დილით მზის სხივი მაღვიძებს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ცალ თვალს ვჭუტავ. მზესთან თამაში რამდენიმე წუთში მბეზრდება, მხარს ვიცვლი და რბილ ბალიშში ვრგავ თავს…

ძილისა და სიფხიზლის გამყოფ ზღვართან საკმაოდ დიდხანს შევჩერდები, სწორედ აქ მოვასწრებ ოცნების მსგავს ფიქრს (სხვა დროს იშვიათად ვოცნებობს, რატომღაც…). მერე პირაღმა დავწვები, მშვიდ მუსიკას ჩავრთავ, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობ და ვარსკვლავებით მოჭედილ ჭერს მივაშტერდები.

ბოლოს ზოზინით წამოვდგები, გავიხედავ გარეთ, ბაღში და რაღაცნაირად, შინაგანად გამათბობს ყვავილები. ფანჯარას გამოვაღებ და იმ ყვავილის სურნელი შემოვა, ახლა მხოლოდ ბათუმში რომაა და ძალიან მიყვარს. (more…)

Read Full Post »