Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სიყვარული’

საყვარელო ჩემო ანგელოზო

დედამიწა დიდია, იმაზე დიდი ვიდრე წარმოგიდგენია, მზე ძალიან შორიდან ამოდის და ძალიან შორს ჩადის, მის სხივს ვერავინ შეავლებს ხელს რომ ჩემსავით დაიფერფლოს და კვლავ აღსდგეს ფერფლიდან ფენიქსივით, მეც შორს ვარ, შენგან მილიონი კილომეტრის დაშორებით, ერთ მიუვალ მთაზე დავიდე ბინა მას შემდეგ რაც უკანასკნელად გნახე.

არა, არ იფიქრო რომ სიცოცხლეს გავემიჯნე, რომ შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ვიამებ და მარტოობა მსურს მხოლოდ იმიტომ რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღარ მახარებს, პირიქით, მზის ყოველ ამოსვლას შენზე ფიქრით ვესალმები და ჩასვლისას შენზე ფიქრით ვემშვიდობები, მგონია რომ მის სხივს თან დაჰყვები რათა როგორც შემპირდი არასოდეს მიმატოვო, შენ ხომ ჩემი ანგელოზი იყავი, ხარ და მუდამ იქნები იმ მარადისობაშიც კი რომელიც მელის ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ.

რა მინდა აქ? ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილიდან გარკვეული დრო გამოვყავი შენზე ფიქრისთვის, მინდა გავიხსენო ცისფერი სიზმარი წლების წინ რომ მედგა თვალწინ და მამშვიდებდა, სიცოცხლის ხალისს მიბრუნებდა, ძალას მმატებდა და ცხოვრების აზრს მაძლევდა.

ბედისწერა იყო ჩვენი შეხვედრა. (more…)

Advertisements

Read Full Post »

ჯერ ერთი თეგ–თამაშის პოსტი არ მქონდა დაწერილი რომ მეორედ  დავითაგე,ეხლა უკვე Danny Brown–ის მიერ.

ფილოსოფიის ხასიათზე ვარ და მგონი პოსტიც ასეთი გამომივა,მაგრამ არაუშავს თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ არ დამილაიქოთ უფროსწორედ არ დატოვოთ თქვენი ხელმოწერა როგორც მოლლი ამბობს და მხოლოდ კომენტარით შემოიფარგლოთ,მივხვდები.

მაშ ასე,როგორც არქიტექტორ–დიზაინერმა ვიცი რომ ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიურად განწყობისთვის.არსებობს ფერის ფსიქოლოგია რომელიც იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე.

ალბათ ყველამ ვიცით რომ წითელი (more…)

Read Full Post »