Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტერასა’

აი, ხომ ხედავ, უკვე როგორ გაგაღიზიანა ამ პოსტის სათაურმა? 🙂 ასეთები ვართ ადამიანები, საკუთარ განსაკუთრებულობას ხაზი რომ გავუსვათ, რას არ ჩავიდენთ. შეგვიძლია იმაზე რაც (ვინც) ძალიან მოგვწონს ხმამაღლა ვთქვათ უარი, ავლოკოთ საკუთარი “გადაფურთხებული” (სიტყვები), ვეძებოთ აფსურდული არგუმენტები და გრძნობას, რომელსაც სინანულთან მხოლოდ მიმიკა ანათესავებს– დამცავი კდედლივით ამოვეფაროთ, როცა მეგობარს ვუღალატებთ.  ჰმ.. ღალატი. უტკბილესი და ყველაზე შესაფერისი სიტყვაა პიროვნების ეგოიზმის აღსაწერად. ეგოისტი ადამიანი მოღალატეა– ეს აქსიომაა. თუმცა არაეგოისტი ( ხომ ხედავ სიტყვაც კი არ არსებობს ასეთი) ადამიანები უბრალოდ  არ არსებობენ.

ჰო და გავაგრძელოთ როგორი უნდა იყოს ყველაზე დიიდი ეგოისტის– აქსიომას აპარტამენტები, ნწ პენტჰაუსი, არა მოიცადე… ჰო ვილლა. ოოოფ…არა… სასახლე? ნწ, რამე უფრო აღმატებული სიტყვა, აი ძააალიან მდიდრული და აფსურდული სასახლისთვის არ არსებობს? 😦 აშკარად მეტს ვეღარ გასცდა ადამიანის ამბიცია. ამ რამდენიმე სახელით ცდილობს დაუმტკიცოს თავისნაირებს საკუთარი უპირატესობა ( ყველა ასპექტში). გულდასაწყვეტია, მე რომ მილიარდერი, არა ტრილიონერი გავხდები და უსასახლევესს ავაშენებ (მარტო ჩემთვის) მერე დავარქმევ ამ არქიტექტურულ შედევრს იმას რაც თავში მომივა.

(more…)

Read Full Post »

ბოლო დროს ძალიან ჩავიციკლე ლოფტის მიმართულებაზე,ყოველთვის მომწონდა პენტჰაუსი და მსურდა მეცხოვრა ბოლო სართულზე სადაც მექნებოდა ტერასა,ჭერში გაჭრილი შუშის ილუმინატორიდან შემომავალი განათება და ა.შ..

ვაკვირდები თბილისში აშენებულ “თანამედროვე” სახლებს და მიჩნდება აზრი რომ არქიტექტორები არ ცდილობენ ბოლო სართულების ისე დაპროექტებას რომ შემდეგში ინტერიერის დიზაინერსაც გაუადვილონ მუშაობა. (more…)

Read Full Post »