Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘წიგნი’

ყველამ დაწერა და მეც მომინდა შემედგინა წიგნების ათეული რომელსაც ამ ახალ წლებზე ჩავუჯდები და დიდი სიამოვნებით შევყვები გმირებს თავიანთ სამყაროში,რადგან წიგნს როცა ვკითხულობ ვწყდები გარესამყაროს და გონებით ვირგებ აღწერილ გარემოს,არა იმიტომ რომ უფრო ღრმად ჩავწვდე გმირს,არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ კითხვის დროს გონებაში თვალით ფოტოც კი დამიდგამს და შემდეგ გადამიღია) არ ვიცი ახალი წლის დღეებში რამდენად მოვახერხებ ამ წიგნების წაკითხვას მაგრამ მარაგი აუცილებლად მჭირდება და შესაბამისად აი სიაც: (more…)

Advertisements

Read Full Post »

ცოტახნისწინ მეგობრები ვსაუბრობდით საქართველოში და კერძოდ თბილისში თუ როგორ ნელ-ნელა მყარდება ევროპულ-ამერიკული უიქენდების გატარების კულტურა,ადრინდელთან შედარებით უმრავლესობისთვის პარასკევი ხომ მთელი დაძაბული სამუშაო კვირის განტვირთვის დღეა. ჰოდა მაგალითებისთვის სხვა ევროპულ-ამერიკულ ტრადიციებზე საუბარი რომ აღარ გავაგრძელო ერთიც კმარა:წელს საშობაო ციებ-ცხელება სხვა წლებთან შედარებით ადრე იწყება, მიუხედავად დედაქალაქის მერის მიერ შემოთავაზებულ სასაცილო ფასდაკლებისა,დარწმუნებული ვარ 9 დეკემბერი საკმაოდ ნაყოფიერ სავაჭრო დღედ ჩაითვლება წლევანდელ კალენდარში.

მე უკვე ვფიქრობ როგორი გარემო მინდა მქონდეს საახალწლოდ,ვცდილობ ხრუშოვკის ბინაში დიდი ფართის არ ქონის გამო,უზარმაზარი ნაძვისხის,ბუხრის და სხვა მსგავსი ატრიბუტების გარეშეც შევიქმნა განწყობა.მნიშვნელობა არ აქვს სად შევხვდები ახალ წელს პრაღაში,ავსტრიის ალპებში,პარიზში თუ ლორდ ვეიდერის მიერ ნარჩევ კარპატიებში ან სულაც გუდაურში,სადაც სრიალით მაინც ვიჯერებ გულს, სახლში ხომ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემი გემოვნებით მოწყობილი გარემო ათმაგად გამიხალისებს განწყობას. (more…)

Read Full Post »

მანამ სანამ ადამიანი ცივილიზებულ ცხოვრებას შეუდგებოდა: დღისით შხაპი,შუადღეს შხაპი,საღამოს შხაპი და კიდევ წყალს მრავალჯერად და მრავალგვარ მოხმარების არსად აქცევდა,ძველმა ცივილიზაციებმა იცოდნენ რომ წყალს შეუძლია ადამიანი განტვირთოს უარყოფითი ემოციებისგან, დაამშვიდოს და ა.შ… შესაბამისად წყალი ღვთიურ მატერიად აღიქმებოდა,იგი ყველგან იყო,არის და იქნება.მეცნიერების ნებისმიერ აღმოჩენებშიც კი წყალი,როგორც ხუთ   ელემენტშია პირველი,ისევეა სხვაგანაც პრიორიტეტული,რაზეც უკვე აღარავინ დაობს.

და აი ადამიანები უძველესი დროიდან დღემდე წყალს (ჯერ არ გაგვიღმერთებია) ყველანაირ პირობას ვუქმნით, რომ ჩვენს ახლოს ვამყოფოთ,არ მოვიკლოთ თორემ მის გარეშე ხომ გაუწყლოებას რომ თავი დავანებოთ ძალიან ბევრი კომფორტი დაგვაკლდება) (more…)

Read Full Post »