Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ხვამლი’

რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა,იგივე ხვამლი.მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები.ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა:

“რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი,მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით”

რასაც ადასტურებს სულხან-საბა ორბელიანის განმარტება რომ ხომლი ვარსვლავთკრებულია. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება,ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს. (more…)

Advertisements

Read Full Post »

ერთ–ერთი ვერსიის თანახმად  “მრგვალი მაგიდის” დამაარსებელი მეფე ართური საბრძოლველად მიდის და ქვეყანაში რეგენტად  ძმისშვილს მორდრედს ტოვებს,რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.უკან დაბრუნებულ ართურს მასთან შეტაკება უხდება,სასიკვდილოდ დაჭრილი მოღალატე  ასწრებს ბიძის დაჭრას. დაჭრილი მეფე ერთგულ თანამებრძოლებს ლეგენდარულ კუნძულ “ავალონზე” გადაჰყავთ,(აღწერით ძალიან ჰგავს “ჰესპერიდების ბაღს”,)რომელიც გამოყოფილია  მდინარით.იქ ცხოვრობენ გრძნეული ქალები რომლებმაც უნდა განკურნონ მეფე.. მაგრამ ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება.ერთგული მეგობრები ტყუილად ელიან მის გამოჩენას.გადმოცემით იგი  “ავალონიდან” განკურნებული უნდა დაბრუნდეს და სათავეში ჩაუდგეს სამეფოს. (more…)

Read Full Post »