Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰამაკი’

მშობლებთან მცხოვრებ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ტრაკი იმუშაოს, ლამის ერთადერთი სურვილი აქვს – იცხოვროს მარტომ. მეც ამ ოცნებაში გავიჭედე.

თანახმა ვარ ნებისმიერ სახლზე ნებისმიერ ადგილზე. მთავარია ჰქონდეს 4 კედელი, იდგას 1 ლოგინი, ან 2 რა იცი რაში დაგჭირდეს ^^, ჰქონდეს სველი წერტილი და გამოდგებოდეს საცხოვრებლად. მეტყვით გაგიჭირდებაო, ისაო ესაო… მაგრამ „ია გატოვა“.

თუმცა თუ ოცნებაა ოცნება იყოს…

ყოველთვის როდესაც ვერ ვიძინებ და არ ვიცი რა გავაკეთო ოცნების სახლზე ვფიქრობ. აი ისეთზე, რომელიც არასდროს მექნება მაგრამ მინდა რომ მქონდეს.

ჩემი სახლი კერძო იქნება, დიდი თეთრი გალავნით. მაღალი ჭიშკრით. ისეთით, რომ ქვევიდან ჭიანჭველა ვერ შემოძვრეს და ზევით ჩიტმა ვერ გადაიფრინოს. სიმყუდროვისთვისაა საჭირო, თანაც იქნებ საკუთარ ეზოში ტრუსიკით მინდა გავლა, მერე? (more…)

Read Full Post »

დილით მზის სხივი მაღვიძებს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ცალ თვალს ვჭუტავ. მზესთან თამაში რამდენიმე წუთში მბეზრდება, მხარს ვიცვლი და რბილ ბალიშში ვრგავ თავს…

ძილისა და სიფხიზლის გამყოფ ზღვართან საკმაოდ დიდხანს შევჩერდები, სწორედ აქ მოვასწრებ ოცნების მსგავს ფიქრს (სხვა დროს იშვიათად ვოცნებობს, რატომღაც…). მერე პირაღმა დავწვები, მშვიდ მუსიკას ჩავრთავ, ხელებს თავქვეშ ამოვიწყობ და ვარსკვლავებით მოჭედილ ჭერს მივაშტერდები.

ბოლოს ზოზინით წამოვდგები, გავიხედავ გარეთ, ბაღში და რაღაცნაირად, შინაგანად გამათბობს ყვავილები. ფანჯარას გამოვაღებ და იმ ყვავილის სურნელი შემოვა, ახლა მხოლოდ ბათუმში რომაა და ძალიან მიყვარს. (more…)

Read Full Post »