ვაგრძელებ წერას High-Tech ყველაზე პოპულარულ სტილზე არქიტექტურაში და ინტერიერში,თუმცა დიზაინერების თვალსაზრისით ეს არქიტექტურული მიდგომა უფროა ვიდრე სტილი.
High-Tech ყველამ იცის როგორც გვიანი მოდერნიზმი ან სტრუქტურული ექსპრესიონიზმი,რომელიც 1970 წლიდან იღებს სათავეს,რომელმაც ინდუსტრიაში თავი მოუყარა მაღალტექნოლოგიურ ელემენტებს და დამკვიდრდა დიზაინში.გამოჩნდა როგორც განახლებული მოდერნიზმის გაგრძელება,ხიდი მოდერნიზმისა და პოსტ მოდერნიზმის შორის და წარმოადგენს ყველაზე რთულ პოსტმოდერნისტულ არქიტექტურას.
არქიტექტურაში ამ სტილის მთავარი წარმომადგენლები არიან ბრიტანელი Norman Foster, იტალიელი Renzo Piano და ესპანელი Santiago Calatrava,ცნობილი თავისი ორგანული ჩონჩხების დიზაინით.(მათზე ცალცალკე დავწერ)ჰაიტეკის არქიტექტურა მზარდი არქიტექტურა გახდა,მაშინ როდესაც კორბუზიეს მიერ განვითარებულმა ურბანულმა გეგმებმა ქალაქები ერთგვაროვანი და სტანდარტიზებული გახადა.შესაბამისად შექმნა ახალი ესთეტიურად განსხვავებული სტანდარტული თანამედროვე არქიტექტურა.
ხოლო ინტერიერის დიზაინში მაღალტექნოლოგიური საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით მიზანს მიაღწია თავისი ესთეტიურობით,როგორიცაა chemical beakers,რომელიც გამოყენებადი გახდა სამრეწველო ინდუსტრიაში.ამ სტილით შესრულებული ყველა ინტერიერი დამზადებულია მხოლოდ უახლესი ეფექტური ტექნოლოგიებით და ეფუძვნება მრეწველობას,რომელიც ექვემდებარება ფუნქციონალურობას,პრაქტიკულობას და კომფორტს.დიზაინერების შთაგონებამ ტექნოლოგიების განვითარებაში უფროდაუფრო მეტი სიახლე მოგვცა არქიტექტურაში,ხელოვნებაში და ინტერიერში.High-Tech არ მალავს რომ რიგითი მოქალაქეები ცდილობენ გარეშე პირისგან დამალონ მავთულები და სხვა არაესთეტიური ელემენტები ერთგვარი გაფორმებით,რომლის გარეშეც ინტერიერს ეკარგება ღირებულება.ასეთ დროს ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება მინა,ქვა,ბეტონი,ნატურალური ხე,ლითონი და აგურების წყობა ღია ფერებში,თაბაშირის ან სხვა მასალების ჰარმონიულად შერწყმით ინტერიერის ატმოსფეროს სითბოსთან.ვფიქრობ რაღაც წარმოდგენა უკვე შეგიქმენით ჰაიტეკზე,შემდეგში უფრო დავწრილებით ვისაუბრებ ამ სტილში შესრულებულ ინტერიერზე,გამოყენებულ მაღალტექნოლოგიურ სამრეწველო ნივთებზე და იმ ჯგუფებზე რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ.
საინტერესოა! სავარძელი–კინოთეატრი მომეწონა, მაგარია. 🙂
LikeLike
თანამედროვე კაბინეტს მოუხდება ხო?უბრალოდ ამას აქ ვერ შევიძენთ(
პ.ს.საკანი არ მოგეწონა?)
LikeLike
ყველა ნიმუში საინტერესოა, მაგრამ კინოთეატრი გასაკუთრებით მომეწონა. კაბინეტსაც მოუხდება. 🙂 ისე გინდა იყოს აქ, ალბათ, საკმაოდ ძვირი ეღირება.
LikeLike
ფუნქციონალურობა, პრაქტიკულობა, კომფორტი – აი, ზუსტად ეს მომწონს მე.
ოფისი ასეთი უნდა იყოს. სხვაგვარ კაბინეტში, უბრალოდ, ვერ ვიმუშავებ.
ღრმად ინფორმატიული პოსტია. მადლობა 🙂
LikeLike
მადლობა შენ რომ კითხულობ)
LikeLike
პირიქით – მადლობა ასეთი პოსტებისთვის.
ისეთ თემებს ეხები, სადაც დილეტანტი ვარ და ისე წერ, რომ ჩემთვის საინტერესოც არის და გასაგებიც.
LikeLike
Hight Tech is my favorite. მეტი სივრცე იგრძნობა. კიდე განათება მომწონს და აბსტრაქტული ფიგურები, რომლებსაც გასაფორმებლად იყენებენ.
აუ რა კაია :შ
LikeLike
ამ თემაზე ჯერ არ შევხვედრივარ მგონი პოსტს ქართულ ბლოგოსფეროში. საინტერესოა
LikeLike
მადლობ რომ დაინტერესდი,გამიხარდება თუ ხშირად მესტუმრები და გამოთქვამ მოსაზრებებს,მეც დაგახვედრებ ამ თემაზე პოსტებს )
LikeLike